აგარაკი კანარის კუნძულებზე, რამდენიმე ბინა და საცხოვრებელი სახლი საქართველოში, ჯამში 14 გვერდიანი ქონებრივი დეკლარაცია - ასეთია საქართველოს პარლამენტის მილიონერი დეპუტატის, კობა ნაყოფიას დეკლარირებული ქონებრივი მდგომარეობა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი კობა ნაყოფია ერთ-ერთია, რომელიც რამდენიმე დღის წინ მონიტორინგის ცენტრის "მედიატორის" მიერ გამოქვეყნებულ მილიონერ დეპუტატთა სიაში მოხვდა. კვლევის თანახმად, პარლამენტში დღეს 41 დეკლარირებული მილიონერი დეპუტატია, რომელთა უძრავ-მოძრავ ქონების ღირებულება ჯამში 1 მილიონს აღემატება. ნაყოფიას უძრავ-მოძრავი ქონება კი კვლევის თანახმად, 8 მილიონ ლარზე მეტს ითვლის.
კობა ნაყოფიამ ბოლო დეკლარაცია 2016 წლის 23 ივნისს შეავსო. დეკლარაციის თანახმად, 2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ნაყოფიას შემოსავალმა პარლამენტის წევრობიდან 55 485 ლარი შეადგინა.
დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატი ფლობს 300 კვადრატული მეტრი ფართობის აგარაკს ესპანეთში, კანარის კუნძულებზე. ნაყოფია აგარაკის მხოლოდ 50%-იანი წილის მფლობელია, თუმცა დეკლარაციაში არ არის მითითებული თუ ვინ არის აგარაკის თანამფლობელი.
ასევე ნაყოფიას ეკუთვნის, 55 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა მოსკოვში; 360 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი სახლი გალში; ამავე მისამართზე მდებარე 1 200 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი; 198 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა თბილისში, რამიშვილის ჩიხში; 1 670 კვ. მეტრის მშენებარე საცხოვრებელი სახლი დიღომში და ამავე მისამართზე 11 301 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი წაიკითხეთ გაგრძელება
ნუთუ სჯერა ვინმეს ამ ზღაპრების. ამას წინათ აჩვენეს ჩვეულებრივი 10 მილიონიანი სახლი ბათუმის ცენტრში და ამას აგარაკი კანარიის კუნძულებზე და 16 სახლი საქართველოში, 10 მილიონი? მაშინ სახლები კი არა, ქოხები ჰქონია. (ანგარიშია ლარებში) კარგით რა! ისე გამომეტყველებაში ეტყობა, ძალიან ჭკვიანი და მორიდებული ტიპია, თორემ ამას 32 სახლი უნდა ჰქონდეს.