სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ონკანს მოვუშვებთ და სახლში საშინელი ჭაობის სუნი დგება" - რატომ მიეწოდებათ ქობულეთელებს უხარისხო წყალი
"ონკანს მოვუშვებთ და სახლში საშინელი ჭაობის სუნი დგება" - რატომ მიეწოდებათ ქობულეთელებს უხარისხო წყალი

ქო­ბუ­ლე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა წყლის ხა­რის­ხის გამო ჩი­ვის. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რამ­დე­ნი­მე დღეა სას­მელ წყალს მძაფ­რი სუნი აქვს, რის გა­მოც მისი და­ლე­ვა და მოხ­მა­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

რო­გორც ერთ-ერ­თმა ად­გი­ლობ­რივ­მა, ლალი ჯიბ­ლა­ძემ AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, წყლის და­ბინ­ძუ­რე­ბის სხვა­დას­ხვა ვერ­სია ვრცელ­დე­ბა, ერთ-ერთი ჭარ­ბი ქლო­რია, მე­ო­რე ვერ­სი­ით კი წყლის გა­სუფ­თა­ვე­ბის უხა­რის­ხო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბია:

"მოგ­ვე­წო­დე­ბა ჭა­ო­ბის სუ­ნის და გე­მოს მქო­ნე წყა­ლი, ეს უკვე მე­ო­რე შემ­თხვე­ვაა, ეს წყა­ლი იმ­დე­ნად მძაფ­რი და სას­ტი­კი სუ­ნის მქო­ნეა, რომ და­ლე­ვას ვინ ამ­ბობს, უბ­რა­ლო გა­მო­ყე­ნე­ბაც შე­უძ­ლე­ბე­ლია. პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის დროს, როცა ვი­კი­თხეთ თუ რა­ტომ ჰქონ­და ცუდი გემო და სუნი წყალს, გვი­თხრეს რომ ქლო­რის ზედ­მე­ტი რა­ო­დე­ნო­ბა მო­უ­ვი­და წყალ­კა­ნალს და იმან გა­მო­იწ­ვია ეს უსი­ა­მოვ­ნო მძაფ­რი სუნი და გემო. გავ­ხდით იძუ­ლე­ბუ­ლი, ჩვე­ნი­ვე ძა­ლე­ბით გაგ­ვერ­კვია სი­მარ­თლე. ერთ-ერთი ვერ­სია ისევ ჭარ­ბი ქლო­რია, ხოლო მე­ო­რე ვერ­სი­ად ქო­ბუ­ლე­თის ბი­უ­ჯე­ტის არას­წო­რი გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ხელ­დე­ბა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც ქო­ბუ­ლეთს არ გა­აჩ­ნია სახ­სრე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოს წყლის ქლო­რით გა­სუფ­თა­ვე­ბა და იძუ­ლე­ბუ­ლი არი­ან გა­მო­ი­ყე­ნონ უფრო და­ბალ­ფა­სი­ა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია წყლის გა­სუფ­თა­ვე­ბა. ონ­კა­ნის მოშ­ვე­ბაც საკ­მა­რი­სია, რომ მთელ სახ­ლში სა­ში­ნე­ლი ჭა­ო­ბის სუნი გავ­რცელ­დეს, წყლის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე უკვე ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტია!" - ამ­ბობს ქო­ბუ­ლე­თის მცხოვ­რე­ბი.

"წყალს უსი­ა­მოვ­ნო სუნი და გემო აქვს. გვი­თხრეს, რომ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. მსგავ­სი შემ­თხვე­ვა გა­სულ კვი­რა­საც და­ფიქ­სირ­და. სას­მელ წყალს მარ­კეტ­ში ვყი­დუ­ლობთ, იმი­ტომ, რომ და­სა­ლე­ვად ონ­კა­ნის წყა­ლი უვარ­გი­სია. შე­ტყო­ბი­ნე­ბა ტე­ლე­ფონ­ში გუ­შინ სა­ღა­მოს მოგ­ვი­ვი­და. პრობ­ლე­მა ორი დღეა გვაქვს", - აცხა­დებს ქო­ბუ­ლე­თის კი­დევ ერთი მცხოვ­რე­ბი ლე­ვან ური­დია ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში.

სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, ქო­ბუ­ლე­თის გამ­გე­ბელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ წყლის ხა­რის­ხის ცვლი­ლე­ბა რე­ზერ­ვუ­ა­რებ­ზე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ებს უკავ­შირ­დე­ბა.

"ჩვენ მო­სახ­ლე­ო­ბა სმს-ის სა­ხით გუ­შინ გა­ვაფრ­თხი­ლეთ, ასე­ვე ტე­ლე­ვი­ზი­ი­თა და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დეთ. სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს", - აცხა­დებს ქო­ბუ­ლე­თის გამ­გე­ბე­ლი სულ­ხან ევ­გე­ნი­ძე.

შპს "ქო­ბუ­ლე­თის წყა­ლის" დი­რექ­ტო­რი ოთარ ზო­ი­ძე წლის უსი­ა­მოვ­ნო სუნ­სა და გე­მოს ქლო­რის მო­მა­ტე­ბულ რა­ო­დე­ნო­ბას უკავ­ში­რებს. მისი თქმით, ქო­ბუ­ლე­თის მცხოვ­რებ­ლებს სას­მე­ლი წყა­ლი უწყვე­ტად მი­ე­წო­დე­ბათ, არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა კი და­ახ­ლო­ე­ბით სამ დღე­ში აღ­მო­ი­ფხვრე­ბა და დად­გინ­დე­ბა, რა გახ­და კონ­კრე­ტუ­ლად წყლის უსი­ა­მოვ­ნო გე­მო­სა და სუ­ნის მი­ზე­ზი.

"სუნი მო­მა­ტე­ბუ­ლი ქლო­რის რა­ო­დე­ნო­ბამ გა­მო­იწ­ვია. ქლორს სის­ტე­მა­ში დო­ზი­რე­ბუ­ლად ვაწ­ვდით და იმ დას­კვნამ­დე მი­ვე­დით, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და წყლის 5000-ტო­ნი­ა­ნი რე­ზერ­ვუ­ა­რის სა­დე­ზი­ფექ­ციო და გა­წენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. 22-24 თე­ბერ­ვლამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა სა­მუ­შა­ო­ე­ბი. წყლის მი­წო­დე­ბა არ შეგ­ვი­წყვე­ტია, ქო­ბუ­ლე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ზერ­ვუ­ა­რის გვერ­დის ავ­ლით ვაწ­ვდით. ორ-სამ დღე­ში ზუს­ტად და­ვად­გენთ, თუ რის გამო ჰქონ­და წყალს უსი­ა­მოვ­ნო სუნი და გემო. იმ დას­კვნამ­დე მი­ვე­დით, რომ სა­დე­ზი­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­ტარ­დეს", - აღ­ნიშ­ნა ოთარ ზო­ი­ძემ.

მა­რი­კო კე­კე­ლი­ძე

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"ონკანს მოვუშვებთ და სახლში საშინელი ჭაობის სუნი დგება" - რატომ მიეწოდებათ ქობულეთელებს უხარისხო წყალი

"ონკანს მოვუშვებთ და სახლში საშინელი ჭაობის სუნი დგება" - რატომ მიეწოდებათ ქობულეთელებს უხარისხო წყალი

ქობულეთის მოსახლეობა წყლის ხარისხის გამო ჩივის. როგორც ადგილობრივები ამბობენ, რამდენიმე დღეა სასმელ წყალს მძაფრი სუნი აქვს, რის გამოც მისი დალევა და მოხმარება შეუძლებელია.

როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ლალი ჯიბლაძემ AMBEBI.GE-ს განუცხადა, წყლის დაბინძურების სხვადასხვა ვერსია ვრცელდება, ერთ-ერთი ჭარბი ქლორია, მეორე ვერსიით კი წყლის გასუფთავების უხარისხო საშუალებებია:

"მოგვეწოდება ჭაობის სუნის და გემოს მქონე წყალი, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, ეს წყალი იმდენად მძაფრი და სასტიკი სუნის მქონეა, რომ დალევას ვინ ამბობს, უბრალო გამოყენებაც შეუძლებელია. პირველი შემთხვევის დროს, როცა ვიკითხეთ თუ რატომ ჰქონდა ცუდი გემო და სუნი წყალს, გვითხრეს რომ ქლორის ზედმეტი რაოდენობა მოუვიდა წყალკანალს და იმან გამოიწვია ეს უსიამოვნო მძაფრი სუნი და გემო. გავხდით იძულებული, ჩვენივე ძალებით გაგვერკვია სიმართლე. ერთ-ერთი ვერსია ისევ ჭარბი ქლორია, ხოლო მეორე ვერსიად ქობულეთის ბიუჯეტის არასწორი გამოყენება სახელდება, რომლის საფუძველზეც ქობულეთს არ გააჩნია სახსრები უზრუნველყოს წყლის ქლორით გასუფთავება და იძულებული არიან გამოიყენონ უფრო დაბალფასიანი საშუალებები, რომლითაც შესაძლებელია წყლის გასუფთავება. ონკანის მოშვებაც საკმარისია, რომ მთელ სახლში საშინელი ჭაობის სუნი გავრცელდეს, წყლის გამოყენებაზე უკვე ლაპარაკი ზედმეტია!" - ამბობს ქობულეთის მცხოვრები.

"წყალს უსიამოვნო სუნი და გემო აქვს. გვითხრეს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მსგავსი შემთხვევა გასულ კვირასაც დაფიქსირდა. სასმელ წყალს მარკეტში ვყიდულობთ, იმიტომ, რომ დასალევად ონკანის წყალი უვარგისია. შეტყობინება ტელეფონში გუშინ საღამოს მოგვივიდა. პრობლემა ორი დღეა გვაქვს", - აცხადებს ქობულეთის კიდევ ერთი მცხოვრები ლევან ურიდია ჩვენთან საუბარში.

საკითხთან დაკავშირებით, ქობულეთის გამგებელმა განაცხადა, რომ წყლის ხარისხის ცვლილება რეზერვუარებზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.

"ჩვენ მოსახლეობა სმს-ის სახით გუშინ გავაფრთხილეთ, ასევე ტელევიზიითა და სოციალური ქსელით ინფორმაცია მივაწოდეთ. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს", - აცხადებს ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე.

შპს "ქობულეთის წყალის" დირექტორი ოთარ ზოიძე წლის უსიამოვნო სუნსა და გემოს ქლორის მომატებულ რაოდენობას უკავშირებს. მისი თქმით, ქობულეთის მცხოვრებლებს სასმელი წყალი უწყვეტად მიეწოდებათ, არსებული პრობლემა კი დაახლოებით სამ დღეში აღმოიფხვრება და დადგინდება, რა გახდა კონკრეტულად წყლის უსიამოვნო გემოსა და სუნის მიზეზი.

"სუნი მომატებული ქლორის რაოდენობამ გამოიწვია. ქლორს სისტემაში დოზირებულად ვაწვდით და იმ დასკვნამდე მივედით, რომ აუცილებელი გახდა წყლის 5000-ტონიანი რეზერვუარის სადეზიფექციო და გაწენდითი სამუშაოების ჩატარება. 22-24 თებერვლამდე გაგრძელდება სამუშაოები. წყლის მიწოდება არ შეგვიწყვეტია, ქობულეთის მოსახლეობას აღნიშნული რეზერვუარის გვერდის ავლით ვაწვდით. ორ-სამ დღეში ზუსტად დავადგენთ, თუ რის გამო ჰქონდა წყალს უსიამოვნო სუნი და გემო. იმ დასკვნამდე მივედით, რომ სადეზიფექციო სამუშაოები აუცილებლად უნდა ჩატარდეს", - აღნიშნა ოთარ ზოიძემ.

მარიკო კეკელიძე

AMBEBI.GE

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა