პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში დახურული და ჯართის ფასად გაყიდული უნიკალური ქარხნები
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში დახურული და ჯართის ფასად გაყიდული უნიკალური ქარხნები

გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მთა­ვა­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ელე­მენ­ტი - ეკო­ნო­მი­კაა. მას კი მრეწ­ვე­ლო­ბა­ზე მე­ტად არა­ფე­რი ავი­თა­რებს. რამ­დე­ნიც არ უნდა ვით­ვა­ლოთ ჩა­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბი ან ვი­კა­მა­თოთ ღვი­ნის ექ­სპორ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, ისი­ნი მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­უ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მცი­რე ნა­წი­ლია.

ეკო­ნო­მი­კის სტი­მუ­ლი­რე­ბის­თვის მზა პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბა, მისი შიდა ბა­ზარ­ზე და ექ­სპორტზე რე­ა­ლი­ზე­ბაა სა­ი­ჭი­რო. სხვა ბევრ ფაქ­ტორ­თან ერ­თად, ყო­ვე­ლი­ვე ეს ქარ­ხნებ­სა და ფაბ­რი­კებს სა­ჭი­რო­ებს. ზო­და­დად, სა­ინ­ტე­რე­სო სა­ხელ­მწი­ფო ვართ - ქვე­ყა­ნას, რო­მე­ლიც თით­ქმის არა­ფერს აწარ­მო­ებს (თუ ღვი­ნოს, ბორ­ჯომ­სა და პა­ტარ-პა­ტა­რა სა­წარ­მო­ებს არ მო­ვიყ­ვანთ მა­გა­ლი­თად, სა­დაც მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის მუ­შა­ხე­ლია და­საქ­მე­ბუ­ლი), ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო აქვს. სულ რა­ღაც 25 წლის წინ სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა იყო.

სსრკ-ს დროს სა­ქარ­თვე­ლო უდი­დეს სა­წარ­მო სიმ­ძლავ­რე­ებს ფლობ­და. გვქონ­და სხვა­დას­ხვა პრო­ფი­ლის მსხვი­ლი მან­ქა­ნათმშე­ნე­ბე­ლი ქარ­ხნე­ბი. პრო­დუქ­ცი­ის ნო­მეკ­ლა­ტუ­რა­ში სამ­გზავ­რო გე­მე­ბი, სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, ელ­მავ­ლე­ბი და საბ­რძო­ლო თვითმფრი­ნა­ვე­ბიც კი შე­დი­ო­და.

ფლაგ­მა­ნის როლი, უდა­ოდ, თბი­ლი­სის სა­ა­ვი­ა­ციო ქარ­ხა­ნას ეკა­ვა. სსრკ-ს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მყო­ფი 15 რეს­პუბ­ლი­კი­დან სა­ა­ვი­ა­ციო ქარ­ხა­ნა მხო­ლოდ ოთხს - რუ­სეთს, უკ­რა­ი­ნას, უზ­ბე­კეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ჰქონ­და. თბი­ლის­ში ქარ­ხნის მშე­ნებ­ლო­ბა 1941 წლის დე­კემ­ბერ­ში და­ი­წყეს. სა­მა­მუ­ლო ომის წლებ­ში 31-ე სა­ა­ვი­ა­ციო ქარ­ხა­ნამ ფრონტს 3 ათა­სამ­დე გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი თვითმფრი­ნა­ვი მი­ა­წო­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ომის შემ­დეგ ჩვე­ნი ქარ­ხა­ნა სსრკ-ს მას­შტა­ბით პირ­ვე­ლი იყო (!), რო­მელ­მაც სე­რი­უ­ლად რე­აქ­ტი­ულ ძრა­ვი­ა­ნი გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი გა­მო­უშ­ვა. შემ­დგომ აქ აწყობ­დნენ ზებ­გე­რით გა­მა­ნად­გუ­რებ­ლებს, ბირ­თვულ ქო­ბი­ნი­ან ფრთო­სან რა­კე­ტებს, შე­ჯავ­შნულ მო­ი­ე­რი­შე­ებს. არ­სე­ბუ­ლი გეგ­მა წე­ლი­წად­ში 100 საბ­რძო­ლო თვითმფრი­ნა­ვის დამ­ზა­დე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. ქარ­ხა­ნა­ში 14 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობ­და.

არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე ამ ქარ­ხა­ნა­ში სხვა­დას­ხვა ტი­პი­სა და მო­დი­ფი­კა­ცი­ის 8 500-ზე მეტი თვითმფრი­ნა­ვი დამ­ზად­და. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სა­ა­ვი­ა­ციო მრეწ­ვე­ლო­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღარ არ­სე­ბობს.

დი­დუ­ბის მეტ­როს­თან არ­სე­ბულ­მა კი­რო­ვის სა­ხე­ლო­ბის ჩარ­ხმშე­ნე­ბელ­მა ქარ­ხა­ნამ არ­სე­ბო­ბა დიდი ხა­ნია შე­წყვი­ტა. ერთ დროს აქ დამ­ზა­დე­ბუ­ლი მა­ღა­ლი სი­ზუს­ტის ჩარ­ხე­ბით მთე­ლი სსრკ მა­რაგ­დე­ბო­და. პრო­დუქ­ცია ექ­სპორტზეც იგ­ზავ­ნე­ბო­და. დღეს ქარ­ხნის­გან მხო­ლოდ და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი და ნა­ხევ­რად დან­გრე­უ­ლი შე­ნო­ბე­ბია დარ­ჩე­ნი­ლი. იქ არ­სე­ბუ­ლი უნი­კა­ლუ­რი დაზ­გა-და­ნად­გა­რე­ბი დიდი ხნის წინ ან თურ­ქეთ­ში გა­ყი­დეს ან ჯარ­თში ჩა­ა­ბა­რეს (სხვა­თა შო­რის, იგი­ვე ხდე­ბო­და 31-ე ქარ­ხა­ნა­შიც).

და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ამ­ქრო­ე­ბი კი სა­წყო­ბე­ბად და ავე­ჯის და­მამ­ზა­დე­ბელ მცი­რე სა­წარ­მო­ე­ბად გა­და­კეთ­და.

ახალ­გაზ­რდებს ნაკ­ლე­ბად, მაგ­რამ უფ­როს თა­ო­ბას ეცო­დი­ნე­ბა, რომ გა­და­სას­ვლე­ლი ხი­დის მახ­ლობ­ლად, სა­დაც სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი "ქარ­ვას­ლა" მდე­ბა­რე­ობს, ოდეს­ღაც 26 კო­მის­რის სა­ხე­ლო­ბის ქარ­ხა­ნა იდგა. სა­წა­რო მან­ქა­ნათმშე­ნებ­ლო­ბის პრო­ფი­ლის პრო­დუქ­ცი­ას უშ­ვებ­და.

დი­დუ­ბის რა­დი­ო­ქარ­ხა­ნას "უფრო გა­უ­მარ­თლა" - მის დან­გრე­ვას არ­სე­ბუ­ლი ფარ­თე­ბის გას­ხვი­სე­ბა-გა­ყიდ­ვა-გა­ქი­რა­ვე­ბა ამ­ჯო­ბი­ნეს. 1990-იანი წლე­ბის გა­ნუ­კი­თხა­ო­ბის ჟამს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სამ­რეწ­ვე­ლო პო­ტენ­ცი­ა­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის არა­ვის ეცა­ლა. ხალ­ხი, მათ შო­რის ამ ქარ­ხნე­ბის დი­რექ­ტო­რე­ბი და სა­წარ­მო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ჯგუ­ფე­ბი, სა­კუ­თა­რი ჯი­ბე­ე­ბის გა­ს­ქე­ლე­ბით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბულ­ნი. უნი­კა­ლურ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას კა­პი­კებ­ში, ჯარ­თის ფა­სად ყიდ­დნენ.

რკი­ნიგ­ზის სა­ვა­ად­მყო­ფოს მახ­ლობ­ლად ერთ დროს მი­ო­ნის უზარ­მა­ზა­რი ქარ­ხა­ნა იდგა. გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბულ სა­წარ­მო­ში სამ­ხედ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მიკ­რო­ს­ქე­მებს, სხვა­დას­ხვა რა­დიო და ელექტრო­ა­ღ­ჭურ­ვი­ლო­ბას ამ­ზა­დებ­დნენ. აქ დამ­ზა­დე­ბულ პრო­დუქ­ცი­ას საბ­ჭო­ურ კოს­მო­სურ ხო­მალ­დებ­სა და წყალ­ქვე­შა ნა­ვებ­ზე ამონ­ტა­ჟებ­დნენ. დღეს ოდეს­ღაც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ქარ­ხნის­გან მხო­ლოდ ცა­რი­ე­ლი გა­ყი­დულ-გას­ხვი­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბია დარ­ჩე­ნი­ლი.

თბი­ლის­ში მდე­ბა­რე მან­ქა­ნათმშე­ნებ­ლო­ბის პრო­ფი­ლის ერ­თა­დერ­თი სა­წარ­მო, რო­მელ­მაც მეტ-ნაკ­ლე­ბად შეძ­ლო წარ­მო­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა თემ­ქის ელ­მა­ვალმშე­ნე­ბე­ლი ქარ­ხა­ნაა. ის 1939 წელს და­არ­სდა და 1957 წელს ელ­მავ­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა­ზე გა­და­ვი­და. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ელ­მავ­ლებს სსრკ-ში მხო­ლოდ სამი - დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის, ნო­ვო­ჩერ­კას­კის და თბი­ლი­სის ქარ­ხნე­ბი უშ­ვებ­დნენ. სა­ერ­თო ჯამ­ში თბი­ლის­ში 4 500-ზე მეტი მა­გის­ტრა­ლუ­რი ელ­მა­ვა­ლი აა­წყვეს. მათ შო­რის მუდ­მივ დენ­ზე მო­მუ­შა­ვე მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მძლავ­რი ელ­მა­ვა­ლი ВЛ15. 1983 წლის­თვის წარ­მო­ე­ბის წლი­ურ­მა მო­ცუ­ლო­ბამ რე­კორ­დულ ნიშ­ნულს - 138 ელ­მა­ვალს მი­აღ­წია. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 5-10 ერ­თე­უ­ლამ­დეა შემ­ცი­რე­ბუ­ლი. სსრკ-ს დაშ­ლის შემ­დეგ ქარ­ხა­ნას ბევ­რი სა­წარ­მო პრო­ცე­სის ათ­ვი­სე­ბა ნუ­ლი­დან მო­უხ­და (ელ­მავ­ლის გამ­ზა­დე­ბუ­ლი ძარა ნო­ვო­ჩერ­კას­კი­დან ჩა­მო­დი­ო­და).

დღეს ელ­მა­ვალმშე­ნე­ბე­ლი ქარ­ხა­ნა რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლო­ბა­შია. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა დამ­კვე­თის და, ამავდრო­უ­ლად, შეკ­ვე­თის შეს­რუ­ლე­ბის­თვის, მზა ნა­წარ­მის მო­ძი­ე­ბა­ში მდგო­მა­რე­ობს. საბ­ჭო­თა დროს ამ მხრივ სა­ინ­ტე­რე­სო სის­ტე­მა არ­სე­ბობ­და. კონ­კრე­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის - იქ­ნე­ბო­და ეს სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვი თუ ელ­მა­ვა­ლი - მა­კომ­პლექ­ტე­ბე­ლი ნა­წი­ლე­ბი სსრკ-ს სხვა რეს­პუბ­ლი­კე­ბი­დან მო­დი­ო­და. წარ­მო­ე­ბის ლო­კა­ლი­ზე­ბის ნაც­ვლად, ის მთელ ქვე­ყა­ნა­ზე იყო გაშ­ლი­ლი. რეს­პუბ­ლი­კე­ბი ერ­თმა­ნეთ­ზე უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ და­მო­კი­დე­ბულ­ნი. სსრკ-ს დან­გრე­ვას­თან ერ­თად, ეს სის­ტე­მაც ჩა­მო­ი­შა­ლა და დღის წეს­რიგ­ში მა­კომ­პლექ­ტე­ბე­ლი ელე­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბის მო­ძი­ე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა დად­გა.

სსრკ-ს დან­გრე­ვის შემ­დეგ, თბი­ლის­ში და ზო­გა­დად სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ფაბ­რი­კა-ქარ­ხნე­ბის გა­ჩე­რე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზი სწო­რედ ეს იყო. ნედ­ლე­უ­ლის შე­მომ­ტა­ნი ერთ დროს მო­კავ­ში­რე რეს­პუბ­ლი­კე­ბი და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბად იქ­ცნენ. წვრი­ლი თუ მსხვი­ლი სა­წარ­მო­ე­ბი, რო­მელ­თა მთა­ვა­რი დამ­კვე­თიც პლა­ნე­ტის 1/6-ზე გა­და­ჭი­მუ­ლი უზარ­მა­ზა­რი სა­ხელ­მწი­ფო იყო, მსოფ­ლიო ბაზ­რის პი­რის­პირ აღ­მოჩ­ნდნენ. ზო­გა­დად, ერთ დროს ძლი­ე­რი სამ­რეწ­ვე­ლო პო­ტენ­ცი­ა­ლის და­კარ­გვა-გა­პარ­ტა­ხე­ბა­ში მთა­ვა­რი დამ­ნა­შა­ვე­ნი ჩვენ ვართ. ნაც­ვლად იმი­სა, რომ სსრკ-სგან მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბულ ქო­ნე­ბას გავფრ­თხი­ლე­ბო­დით და, თუნ­დაც, წარ­მო­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბის გა­ნა­ხევ­რე­ბის პი­რო­ბებ­შიც მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე გვეზ­რუ­ნა, პი­რა­დი კე­თილ­დღე­ო­ბის ინ­ტე­რე­სი გვა­მოძ­რა­ვებ­და. დღეს ჩვე­ნი უგუ­ნუ­რო­ბის შე­დეგს ვიმ­კით.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

რა დრო იყო?!
2

 მაუდკამვოლის ქარხანაც მიათვალეთ ინსტრუმენტალური ქარხანაც ,ავეჯის კომბინატი? ბაფრიკები?- ფეხსაცმელების, სამკერვალო შოკოლადის , რძის , რომელი ერთი გავიხსენო ,რა ბედნიერ დროში გვიცხოვრია და არ დავაფასეთ !

 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში დახურული და ჯართის ფასად გაყიდული უნიკალური ქარხნები

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში დახურული და ჯართის ფასად გაყიდული უნიკალური ქარხნები

განვითარებული სახელმწიფოს მთავარი მამოძრავებელი ელემენტი - ეკონომიკაა. მას კი მრეწველობაზე მეტად არაფერი ავითარებს. რამდენიც არ უნდა ვითვალოთ ჩამოსული ტურისტები ან ვიკამათოთ ღვინის ექსპორტის მნიშვნელობაზე, ისინი მხოლოდ ეკონომიური საჭიროების მცირე ნაწილია.

ეკონომიკის სტიმულირებისთვის მზა პროდუქციის წარმოება, მისი შიდა ბაზარზე და ექსპორტზე რეალიზებაა საიჭირო. სხვა ბევრ ფაქტორთან ერთად, ყოველივე ეს ქარხნებსა და ფაბრიკებს საჭიროებს. ზოდადად, საინტერესო სახელმწიფო ვართ - ქვეყანას, რომელიც თითქმის არაფერს აწარმოებს (თუ ღვინოს, ბორჯომსა და პატარ-პატარა საწარმოებს არ მოვიყვანთ მაგალითად, სადაც მცირე რაოდენობის მუშახელია დასაქმებული), ეკონომიკის სამინისტრო აქვს. სულ რაღაც 25 წლის წინ სრულიად განსხვავებული ვითარება იყო.

სსრკ-ს დროს საქართველო უდიდეს საწარმო სიმძლავრეებს ფლობდა. გვქონდა სხვადასხვა პროფილის მსხვილი მანქანათმშენებელი ქარხნები. პროდუქციის ნომეკლატურაში სამგზავრო გემები, სატვირთო ავტომობილები, ელმავლები და საბრძოლო თვითმფრინავებიც კი შედიოდა.

ფლაგმანის როლი, უდაოდ, თბილისის საავიაციო ქარხანას ეკავა. სსრკ-ს შემადგენლობაში მყოფი 15 რესპუბლიკიდან საავიაციო ქარხანა მხოლოდ ოთხს - რუსეთს, უკრაინას, უზბეკეთსა და საქართველოს ჰქონდა. თბილისში ქარხნის მშენებლობა 1941 წლის დეკემბერში დაიწყეს. სამამულო ომის წლებში 31-ე საავიაციო ქარხანამ ფრონტს 3 ათასამდე გამანადგურებელი თვითმფრინავი მიაწოდა. აღსანიშნავია, რომ ომის შემდეგ ჩვენი ქარხანა სსრკ-ს მასშტაბით პირველი იყო (!), რომელმაც სერიულად რეაქტიულ ძრავიანი გამანადგურებელი გამოუშვა. შემდგომ აქ აწყობდნენ ზებგერით გამანადგურებლებს, ბირთვულ ქობინიან ფრთოსან რაკეტებს, შეჯავშნულ მოიერიშეებს. არსებული გეგმა წელიწადში 100 საბრძოლო თვითმფრინავის დამზადებას ითვალისწინებდა. ქარხანაში 14 ათასამდე ადამიანი მუშაობდა.

არსებობის მანძილზე ამ ქარხანაში სხვადასხვა ტიპისა და მოდიფიკაციის 8 500-ზე მეტი თვითმფრინავი დამზადდა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენს ქვეყანაში საავიაციო მრეწველობა, ფაქტობრივად, აღარ არსებობს.

დიდუბის მეტროსთან არსებულმა კიროვის სახელობის ჩარხმშენებელმა ქარხანამ არსებობა დიდი ხანია შეწყვიტა. ერთ დროს აქ დამზადებული მაღალი სიზუსტის ჩარხებით მთელი სსრკ მარაგდებოდა. პროდუქცია ექსპორტზეც იგზავნებოდა. დღეს ქარხნისგან მხოლოდ დაცარიელებული და ნახევრად დანგრეული შენობებია დარჩენილი. იქ არსებული უნიკალური დაზგა-დანადგარები დიდი ხნის წინ ან თურქეთში გაყიდეს ან ჯართში ჩააბარეს (სხვათა შორის, იგივე ხდებოდა 31-ე ქარხანაშიც).

დაცარიელებული საამქროები კი საწყობებად და ავეჯის დამამზადებელ მცირე საწარმოებად გადაკეთდა.

ახალგაზრდებს ნაკლებად, მაგრამ უფროს თაობას ეცოდინება, რომ გადასასვლელი ხიდის მახლობლად, სადაც სავაჭრო ცენტრი "ქარვასლა" მდებარეობს, ოდესღაც 26 კომისრის სახელობის ქარხანა იდგა. საწარო მანქანათმშენებლობის პროფილის პროდუქციას უშვებდა.

დიდუბის რადიოქარხანას "უფრო გაუმართლა" - მის დანგრევას არსებული ფართების გასხვისება-გაყიდვა-გაქირავება ამჯობინეს. 1990-იანი წლების განუკითხაობის ჟამს ჩვენს ქვეყანაში სამრეწველო პოტენციალის შენარჩუნებისთვის არავის ეცალა. ხალხი, მათ შორის ამ ქარხნების დირექტორები და საწარმოების ხელმძღვანელი ჯგუფები, საკუთარი ჯიბეების გასქელებით იყვნენ დაკავებულნი. უნიკალურ აღჭურვილობას კაპიკებში, ჯართის ფასად ყიდდნენ.

რკინიგზის სავაადმყოფოს მახლობლად ერთ დროს მიონის უზარმაზარი ქარხანა იდგა. გასაიდუმლოებულ საწარმოში სამხედრო დანიშნულების მიკროსქემებს, სხვადასხვა რადიო და ელექტროაღჭურვილობას ამზადებდნენ. აქ დამზადებულ პროდუქციას საბჭოურ კოსმოსურ ხომალდებსა და წყალქვეშა ნავებზე ამონტაჟებდნენ. დღეს ოდესღაც უმნიშვნელოვანესი ქარხნისგან მხოლოდ ცარიელი გაყიდულ-გასხვისებული შენობებია დარჩენილი.

თბილისში მდებარე მანქანათმშენებლობის პროფილის ერთადერთი საწარმო, რომელმაც მეტ-ნაკლებად შეძლო წარმოების შენარჩუნება თემქის ელმავალმშენებელი ქარხანაა. ის 1939 წელს დაარსდა და 1957 წელს ელმავლების წარმოებაზე გადავიდა. საგულისხმოა, რომ ელმავლებს სსრკ-ში მხოლოდ სამი - დნეპროპეტროვსკის, ნოვოჩერკასკის და თბილისის ქარხნები უშვებდნენ. საერთო ჯამში თბილისში 4 500-ზე მეტი მაგისტრალური ელმავალი ააწყვეს. მათ შორის მუდმივ დენზე მომუშავე მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ელმავალი ВЛ15. 1983 წლისთვის წარმოების წლიურმა მოცულობამ რეკორდულ ნიშნულს - 138 ელმავალს მიაღწია. სამწუხაროდ, დღეს ეს მაჩვენებელი 5-10 ერთეულამდეა შემცირებული. სსრკ-ს დაშლის შემდეგ ქარხანას ბევრი საწარმო პროცესის ათვისება ნულიდან მოუხდა (ელმავლის გამზადებული ძარა ნოვოჩერკასკიდან ჩამოდიოდა).

დღეს ელმავალმშენებელი ქარხანა რუსული კომპანიის მფლობელობაშია. მთავარი პრობლემა დამკვეთის და, ამავდროულად, შეკვეთის შესრულებისთვის, მზა ნაწარმის მოძიებაში მდგომარეობს. საბჭოთა დროს ამ მხრივ საინტერესო სისტემა არსებობდა. კონკრეტული პროდუქტის - იქნებოდა ეს სამხედრო თვითმფრინავი თუ ელმავალი - მაკომპლექტებელი ნაწილები სსრკ-ს სხვა რესპუბლიკებიდან მოდიოდა. წარმოების ლოკალიზების ნაცვლად, ის მთელ ქვეყანაზე იყო გაშლილი. რესპუბლიკები ერთმანეთზე უნდა ყოფილიყვნენ დამოკიდებულნი. სსრკ-ს დანგრევასთან ერთად, ეს სისტემაც ჩამოიშალა და დღის წესრიგში მაკომპლექტებელი ელემენტების მიღების ალტერნატიული გზების მოძიების აუცილებლობა დადგა.

სსრკ-ს დანგრევის შემდეგ, თბილისში და ზოგადად საქართველოს მასშტაბით ფაბრიკა-ქარხნების გაჩერების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო. ნედლეულის შემომტანი ერთ დროს მოკავშირე რესპუბლიკები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იქცნენ. წვრილი თუ მსხვილი საწარმოები, რომელთა მთავარი დამკვეთიც პლანეტის 1/6-ზე გადაჭიმული უზარმაზარი სახელმწიფო იყო, მსოფლიო ბაზრის პირისპირ აღმოჩნდნენ. ზოგადად, ერთ დროს ძლიერი სამრეწველო პოტენციალის დაკარგვა-გაპარტახებაში მთავარი დამნაშავენი ჩვენ ვართ. ნაცვლად იმისა, რომ სსრკ-სგან მემკვიდრეობით მიღებულ ქონებას გავფრთხილებოდით და, თუნდაც, წარმოების მოცულობის განახევრების პირობებშიც მის შენარჩუნებაზე გვეზრუნა, პირადი კეთილდღეობის ინტერესი გვამოძრავებდა. დღეს ჩვენი უგუნურობის შედეგს ვიმკით.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

"ამ ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის თაობაზე შეტყობინება პოლიციაში არ შემოსულა" - შსს-ს განცხადება 11 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე

"გიორგი აშველებდა მოჩხუბრებს... გაოგნებული იყო, რომ ასეთი რაღაც 21-ე საუკუნეში ხდება" - რას იხსენებს იაკობ ბრეგვაძე საბედისწერო წვეულებიდან

"დეა კაპანაძე რაღაცას მალავს, დედამისმა მითხრა შენთან შესახვედრად უნდა მოვამზადოო" - რას ჰყვება თამარ ბაჩალიაშვილის დედა