პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ბოძაშვილი - სერგეი ლავროვის განცხადება ქართველი ხალხის დიპლომატიური შანტაჟის მცდელობაა
ლევან ბოძაშვილი - სერგეი ლავროვის განცხადება ქართველი ხალხის დიპლომატიური შანტაჟის მცდელობაა

ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის მო­ად­გი­ლის, ლე­ვან ბო­ძაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ სერ­გეი ლავ­რო­ვის გუ­შინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის შან­ტა­ჟის მცდე­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს.

ამას­თან, რო­გორც ბო­ძაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, ლავ­რო­ვის მიერ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ტე­რო­რის­ტუ­ლი და ნარ­კოტ­რა­ფი­კის გზე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე მი­ნიშ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში ე.წ. ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე რუ­სე­თის "ხან­გრძლივ და ვა­და­გა­სულ სურ­ვილ­ზე" მი­უ­თი­თებს.

მი­სი­ვე აზ­რით, ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი წარ­მო­ად­გენს რუ­სუ­ლი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ან­ტი­ქარ­თუ­ლი პრო­პა­გან­დის ნა­წილს, რათა სა­ხე­ლი გა­უ­ტე­ხოს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ მშვიდ გა­რე­მოს, სა­ინ­ვეს­ტი­ციო შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და სა­ქარ­თვე­ლო წარ­მო­ა­ჩი­ნოს არას­ტა­ბი­ლურ ქვეყ­ნად, თუმ­ცა უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის მო­ად­გი­ლე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ეს აბ­სურ­დუ­ლი და უპერ­სპექ­ტი­ვო ამო­ცა­ნაა.

"რუ­სე­თის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ხა­სი­ა­თის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა ყო­ველ­თვის იყო, რომ რაც წა­გარ­თვა იმა­ზე არ სა­უბ­რობს, მაგ­რამ ყო­ველ­თვის აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რობს იმა­ზე, რაც მო­მა­ვალ­ში სურს რომ წა­ი­ღოს. უვი­ზო მი­მოს­ვლის პი­რო­ბად ვი­თომ ტე­რო­რის­ტუ­ლი და ნარ­კოტ­რა­ფი­კის გზე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე ყოვ­ლად უსა­ფუძ­ვლო მი­ნიშ­ნე­ბა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, კვლავ ჩანს რუ­სე­თის ხან­გრძლი­ვი და ვა­და­გა­სუ­ლი სურ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში ე.წ. ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე. ამა­ვე დროს, ეს არის იმ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის შან­ტა­ჟი­რე­ბის მცდე­ლო­ბა, რო­მე­ლიც რუ­სეთ­თან უვი­ზო რე­ჟი­მი­დან გარ­კვე­უ­ლი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბას გეგ­მავს. ამა­ვე დროს, ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი წარ­მო­ად­გენს რუ­სუ­ლი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ან­ტი­ქარ­თუ­ლი პრო­პა­გან­დის ნა­წილს, რათა სა­ხე­ლი გა­უ­ტე­ხოს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ მშვიდ გა­რე­მოს, სა­ინ­ვეს­ტი­ციო შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და სა­ქარ­თვე­ლო წარ­მო­ა­ჩი­ნოს კრი­მი­ნა­ლურ, არას­ტა­ბი­ლურ ქვეყ­ნად და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, შე­ა­სუს­ტოს მისი სა­ინ­ვეს­ტი­ციო და ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი. ეს აბ­სურ­დუ­ლი და უპერ­სპექ­ტი­ვო ამო­ცა­ნაა, რად­გან ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არა­სო­დეს წა­მო­ე­გე­ბა მსგავს პრო­ვო­კა­ცი­ულ და შან­ტა­ჟის­ტურ მიდ­გო­მებს და არ გახ­დე­ბა რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის უნებ­ლიე ტყვე, მი­თუ­მე­ტეს მა­შინ, რო­დე­საც სა­კი­თხი ეხე­ბა ისეთ წი­თელ ხა­ზებს, რო­გო­რიც ოკუ­პა­ცი­აა.

ამას­თან, თუ ტე­რო­რიზ­მი­თა და მიგ­რა­ცი­ით შე­წუ­ხე­ბუ­ლი ევ­რო­პი­სათ­ვის უვი­ზო მი­მოს­ვლის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და­წე­სე­ბა არ წარ­მო­ად­გენს პრობ­ლე­მას, რა სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობს იგი­ვე რუ­სე­თის­თვის ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბის­თვის?" - აცხა­დებს ბო­ძაშ­ვი­ლი.

უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის მო­ად­გი­ლის თქმით, რუ­სულ­მა მხა­რემ კარ­გად იცის, რომ არც ნარ­კოტ­რა­ფი­კუ­ლი და არც ტე­რო­რის­ტუ­ლი თვალ­საზ­რი­სით სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მე­ბი არ არ­სე­ბობს.

"რუ­სულ­მა მხა­რემ იცის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რად მუ­შა­ო­ბენ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ორ­თან ორ­მხრივ თუ მრა­ვალ­მხრივ ფორ­მა­ტებ­ში. ეს ცნო­ბი­ლია ყვე­ლას­თვის სა­ზღვარ­გა­რეთ, მათ შო­რის რუ­სე­თის­თვი­საც, სწო­რედ ამი­ტო­მაც, ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი არის მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზ­რზე მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის მცდე­ლო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ბო­ძაშ­ვილ­მა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი ლავ­რო­ვი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბის წი­ნა­პი­რო­ბად რუს და ქარ­თველ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს შო­რის "სრულ­ფა­სო­ვან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას" ასა­ხე­ლებს.

ლავ­რო­ვი სა­უბ­რობს ტე­რო­რის­ტე­ბის მიერ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის მარ­შრუ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის საფრ­თხე­ზე და აცხა­დებს, რომ ასეთ პი­რო­ბებ­ში სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბა რო­გორც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, ისე უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებს უკავ­შირ­დე­ბა.

"რაც შე­ე­ხე­ბა უვი­ზო რე­ჟიმს, კი­დევ ერთხელ გა­ვუს­ვამ ხაზს, რომ ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი სა­კი­თხია. ის და­კავ­ში­რე­ბუ­ლია არა­მარ­ტო დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის არ­ქო­ნას­თან, თუმ­ცა ასეთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის არ­ქო­ნის შემ­თხვე­ვა­ში სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბა ცოტა უც­ნა­უ­რია. ეს ასე­ვე და­კავ­ში­რე­ბუ­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას­თან იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც არა­მარ­ტო ცენ­ტრა­ლუ­რი აზია, არა­მედ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნი ხდე­ბა მარ­შრუ­ტი, რომ­ლის გა­მო­ყე­ნა­ბა­საც აქ­ტი­უ­რად ცდი­ლო­ბენ "ბო­ე­ვი­კე­ბი", ექ­სტრე­მის­ტე­ბი, ტე­რო­რის­ტე­ბი და ნარ­კო­მო­ვაჭ­რე­ე­ბი. როცა და­ვა­ლა­გებთ სრულ­ფა­სო­ვან ურ­თი­ერ­თო­ბებს რუს და ქარ­თველ სა­მარ­თალ­დამ­ცველ ორ­გა­ნო­ებს შო­რის, რათა ამ რის­კე­ბის მი­ნი­მა­ლი­ზე­ბა მო­ვახ­დი­ნოთ, ალ­ბათ, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი სა­ვი­ზო რე­ჟი­მის შემ­დგომ შემ­სუ­ბუ­ქე­ბა­ზე. სა­მარ­თალ­დამ­ცველ ორ­გა­ნო­ებს შო­რის ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კავ­ში­რის არარ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში რთუ­ლია", - აცხა­დებს სერ­გეი ლავ­რო­ვი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ლევან ბოძაშვილი - სერგეი ლავროვის განცხადება ქართველი ხალხის დიპლომატიური შანტაჟის მცდელობაა

ლევან ბოძაშვილი - სერგეი ლავროვის განცხადება ქართველი ხალხის დიპლომატიური შანტაჟის მცდელობაა

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ლევან ბოძაშვილის შეფასებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის გუშინდელი განცხადება ქართველი ხალხის შანტაჟის მცდელობას წარმოადგენს.

ამასთან, როგორც ბოძაშვილი მიიჩნევს, ლავროვის მიერ სამხრეთ კავკასიაში ტერორისტული და ნარკოტრაფიკის გზების არსებობაზე მინიშნება საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში ე.წ. ანტიტერორისტული ცენტრის ჩამოყალიბების თაობაზე რუსეთის "ხანგრძლივ და ვადაგასულ სურვილზე" მიუთითებს.

მისივე აზრით, ასეთი განცხადებები წარმოადგენს რუსული ფართომასშტაბიანი ანტიქართული პროპაგანდის ნაწილს, რათა სახელი გაუტეხოს ქვეყანაში არსებულ მშვიდ გარემოს, საინვესტიციო შესაძლებლობებს და საქართველო წარმოაჩინოს არასტაბილურ ქვეყნად, თუმცა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დარწმუნებულია, რომ ეს აბსურდული და უპერსპექტივო ამოცანაა.

"რუსეთის დიპლომატიური ხასიათის თავისებურება ყოველთვის იყო, რომ რაც წაგართვა იმაზე არ საუბრობს, მაგრამ ყოველთვის აქტიურად საუბრობს იმაზე, რაც მომავალში სურს რომ წაიღოს. უვიზო მიმოსვლის პირობად ვითომ ტერორისტული და ნარკოტრაფიკის გზების არსებობაზე ყოვლად უსაფუძვლო მინიშნებაში, სამწუხაროდ, კვლავ ჩანს რუსეთის ხანგრძლივი და ვადაგასული სურვილი საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში ე.წ. ანტიტერორისტული ცენტრის ჩამოყალიბების თაობაზე. ამავე დროს, ეს არის იმ ქართული საზოგადოების ნაწილის შანტაჟირების მცდელობა, რომელიც რუსეთთან უვიზო რეჟიმიდან გარკვეული სარგებლის მიღებას გეგმავს. ამავე დროს, ასეთი განცხადებები წარმოადგენს რუსული ფართომასშტაბიანი ანტიქართული პროპაგანდის ნაწილს, რათა სახელი გაუტეხოს ქვეყანაში არსებულ მშვიდ გარემოს, საინვესტიციო შესაძლებლობებს და საქართველო წარმოაჩინოს კრიმინალურ, არასტაბილურ ქვეყნად და საბოლოო ჯამში, შეასუსტოს მისი საინვესტიციო და ეკონომიკური განვითარების პოტენციალი. ეს აბსურდული და უპერსპექტივო ამოცანაა, რადგან ქართველი ხალხი არასოდეს წამოეგება მსგავს პროვოკაციულ და შანტაჟისტურ მიდგომებს და არ გახდება რუსული პროპაგანდის უნებლიე ტყვე, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საკითხი ეხება ისეთ წითელ ხაზებს, როგორიც ოკუპაციაა.

ამასთან, თუ ტერორიზმითა და მიგრაციით შეწუხებული ევროპისათვის უვიზო მიმოსვლის საქართველოსთვის დაწესება არ წარმოადგენს პრობლემას, რა საფუძველი არსებობს იგივე რუსეთისთვის ასეთი განცხადებებისთვის?" - აცხადებს ბოძაშვილი.

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თქმით, რუსულმა მხარემ კარგად იცის, რომ არც ნარკოტრაფიკული და არც ტერორისტული თვალსაზრისით საქართველოში არანაირი პრობლემები არ არსებობს.

"რუსულმა მხარემ იცის, რომ საქართველოს შესაბამისი სამსახურები ძალიან ეფექტურად მუშაობენ ამ მიმართულებით და თანამშრომლობენ ყველა საერთაშორისო პარტნიორთან ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში. ეს ცნობილია ყველასთვის საზღვარგარეთ, მათ შორის რუსეთისთვისაც, სწორედ ამიტომაც, ასეთი განცხადებები არის მხოლოდ საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობა", - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

როგორც ცნობილია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების წინაპირობად რუს და ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს შორის "სრულფასოვან თანამშრომლობას" ასახელებს.

ლავროვი საუბრობს ტერორისტების მიერ სამხრეთ კავკასიის რეგიონის მარშრუტის გამოყენების საფრთხეზე და აცხადებს, რომ ასეთ პირობებში სავიზო რეჟიმის გაუქმება როგორც დიპლომატიური ურთიერთობების, ისე უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება.

"რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ეს საკმაოდ რთული საკითხია. ის დაკავშირებულია არამარტო დიპლომატიური ურთიერთობების არქონასთან, თუმცა ასეთ ურთიერთობების არქონის შემთხვევაში სავიზო რეჟიმის გაუქმება ცოტა უცნაურია. ეს ასევე დაკავშირებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან იმ პირობებში, როდესაც არამარტო ცენტრალური აზია, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ხდება მარშრუტი, რომლის გამოყენაბასაც აქტიურად ცდილობენ "ბოევიკები", ექსტრემისტები, ტერორისტები და ნარკომოვაჭრეები. როცა დავალაგებთ სრულფასოვან ურთიერთობებს რუს და ქართველ სამართალდამცველ ორგანოებს შორის, რათა ამ რისკების მინიმალიზება მოვახდინოთ, ალბათ, შესაძლებელი იქნება საუბარი სავიზო რეჟიმის შემდგომ შემსუბუქებაზე. სამართალდამცველ ორგანოებს შორის ასეთი ურთიერთობების დარეგულირება დიპლომატიური კავშირის არარსებობის შემთხვევაში რთულია", - აცხადებს სერგეი ლავროვი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."