სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამა მიქაელ ბოტკოველის კომენტარი საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შესახებ
მამა მიქაელ ბოტკოველის კომენტარი საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შესახებ

ჩვენ სრულ ნდო­ბას ვუ­ცხა­დებთ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტრუქ­ტუ­რებს, გვჯე­რა, რომ ისი­ნი ობი­ექ­ტუ­რად შე­ის­წავ­ლი­ან და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­აწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­მა­ჯე­რე­ბე­ლი, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს პატ­რი­არ­ქის მდი­ვან­მა, მამა მი­ქა­ელ ბოტ­კო­ველ­მა გა­ნუ­ცხა­და.

ბოტ­კო­ვე­ლი მო­უ­წო­დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, სა­პატ­რი­არ­ქოს ირ­გვლივ ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბით სპე­კუ­ლი­რე­ბა არ და­ი­წყონ და სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტრუქ­ტუ­რებს გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ში ხელი არ შე­უ­შა­ლონ. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, დღეს გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, ე.წ. ცი­ა­ნი­დის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღეს.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში შედ­გა შეხ­ვედ­რა, მისი უწ­მინ­დე­სო­ბის და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბა­ტონ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის. შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის წმინ­და სი­ნო­დის წევ­რე­ბი, დიდი ჯგუ­ფი ეკ­ლე­სი­ის მღვდელმთავ­რე­ბის. შეხ­ვედ­რა­ზე ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი და მი­ვი­ღეთ და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია იმ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ჩვენ სრულ ნდო­ბას ვუ­ცხა­დებთ ჩვენს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტრუქ­ტუ­რებს. გვჯე­რა, რომ ისი­ნი ობი­ექ­ტუ­რად შე­ის­წავ­ლი­ან და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­აწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­მა­ჯე­რე­ბე­ლი და სა­დაც იქ­ნე­ბა ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ასა­ხუ­ლი. სი­ნო­დის წევ­რებს და მის უწ­მინ­დე­სო­ბას ჰქონ­დათ სურ­ვი­ლი, ცოტა მეტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­ღოთ მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის­გან. ბა­ტო­ნი ირაკ­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და სა­პატ­რი­არ­ქო­ში. ახ­ლაც იქ არი­ან. მათ იმ­სჯე­ლეს ამ სა­კი­თხებ­ზე და რამ­დე­ნა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო და რამ­დე­ნა­დაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტრუქ­ტუ­რებ­მა ეს ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვა­წო­დეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ წუ­თის­თვის ვერ შე­ვა­ფა­სებთ მამა გი­ორ­გის ბრა­ლე­უ­ლო­ბის ხა­რისხს. და­ვე­ლო­დოთ გა­მო­ძი­ე­ბას და იმ დას­კვნას, რო­მელ­საც და­დებს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტრუქ­ტუ­რა", - გა­ნა­ცხა­და მი­ქა­ელ ბოტ­კო­ველ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში ამ დრომ­დე რჩე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი ირაკ­ლი შო­თა­ძე, ე.წ. ცი­ა­ნი­დის საქ­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მოწ­მე ირმა ჭკა­დუა და მა­ღა­ლი სა­სუ­ლი­ე­რო იერ­არ­ქი­ის წევ­რე­ბი. სა­პატ­რი­არ­ქო­ში ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბი­ან ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი კახა კა­ლა­ძე და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მამა მიქაელ ბოტკოველის კომენტარი საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შესახებ

მამა მიქაელ ბოტკოველის კომენტარი საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შესახებ

ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ საგამოძიებო სტრუქტურებს, გვჯერა, რომ ისინი ობიექტურად შეისწავლიან და საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას, რომელიც იქნება აბსოლუტურად დამაჯერებელი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.

ბოტკოველი მოუწოდებს საზოგადოებას, საპატრიარქოს ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით სპეკულირება არ დაიწყონ და საგამოძიებო სტრუქტურებს გამოძიების ჩატარებაში ხელი არ შეუშალონ. მისივე განცხადებით, დღეს გამართულ შეხვედრაზე სასულიერო პირებმა, მათ შორის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მიიღეს.

"საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა, მისი უწმინდესობის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ გიორგი კვირიკაშვილის. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები, დიდი ჯგუფი ეკლესიის მღვდელმთავრების. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა საქართველოს გენერალური პროკურორი და მივიღეთ დამატებითი ინფორმაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებულია დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მიმართებაში. ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ ჩვენს საგამოძიებო სტრუქტურებს. გვჯერა, რომ ისინი ობიექტურად შეისწავლიან და საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას, რომელიც იქნება აბსოლუტურად დამაჯერებელი და სადაც იქნება ჭეშმარიტება ასახული. სინოდის წევრებს და მის უწმინდესობას ჰქონდათ სურვილი, ცოტა მეტი ინფორმაცია მიეღოთ მთავარი პროკურორისგან. ბატონი ირაკლი იმყოფებოდა საპატრიარქოში. ახლაც იქ არიან. მათ იმსჯელეს ამ საკითხებზე და რამდენადაც შესაძლებელი იყო და რამდენადაც აუცილებელი იყო, წმინდა სინოდის წევრებსა და საქართველოს პატრიარქს საგამოძიებო სტრუქტურებმა ეს ინფორმაცია მოგვაწოდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ წუთისთვის ვერ შევაფასებთ მამა გიორგის ბრალეულობის ხარისხს. დაველოდოთ გამოძიებას და იმ დასკვნას, რომელსაც დადებს საგამოძიებო სტრუქტურა", - განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

საქართველოს საპატრიარქოში ამ დრომდე რჩებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ირმა ჭკადუა და მაღალი სასულიერო იერარქიის წევრები. საპატრიარქოში ასევე იმყოფებიან ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი