საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეკანოზ გიორგი მამალაძეს ჩაფიძის გულის ცენტრიდან დღეს სხვა კლინიკაში გადაიყვანენ
დეკანოზ გიორგი მამალაძეს ჩაფიძის გულის ცენტრიდან დღეს სხვა კლინიკაში გადაიყვანენ

ე. წ. ცი­ა­ნი­დის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს და­მა­ტე­ბი­თი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის­თვის ჩა­ფი­ძის გუ­ლის ცენ­ტრი­დან დღეს სხვა კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნენ. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ჩა­ფი­ძის გუ­ლის კლი­ნი­კის კარ­დი­ო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა სოფო უნ­გი­ა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ამ დრო­ის­თვის პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია, გუ­შინ­დელ­თან შე­და­რე­ბით ჩი­ვი­ლე­ბი შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად აქვს და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია დი­ნა­მი­კა, რო­გორც კლი­ნი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის, ასე­ვე ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის.

"ამ დრო­ის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ ცვლი­ლე­ბებს ად­გი­ლი არ აქვს, იგეგ­მე­ბა და­მა­ტე­ბი­თი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი სხვა კლი­ნი­კა­ში, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე კლი­ნი­კას ვერ და­ვა­კონ­კრე­ტებ, რად­გან ამ წუ­თას მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­თან­ხმე­ბა. გა­მოკ­ვლე­ვე­ბის შემ­დგომ პა­ცი­ენ­ტი ისევ დაბ­რუნ­დე­ბა ჩვენს კლი­ნი­კა­ში", - გა­ნა­ცხა­და ექიმ­მა.

მი­სი­ვე თქმით, და­მა­ტე­ბით გა­მოკ­ვლე­ვებ­ში იგუ­ლის­ხმე­ბა გულ-მკერ­დის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია და თა­ვის მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი კვლე­ვა. კი­თხვა­ზე, შე­უძ­ლია თუ არა ამ დრო­ის­თვის დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს თა­ვი­სუფ­ლად სა­უ­ბა­რი, ექი­მის თქმით, მას სა­უ­ბა­რი შე­უძ­ლია თა­ვი­სუფ­ლად, შე­მო­დის კონ­ტაქ­ტში და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ადეკ­ვა­ტუ­რია. მი­სი­ვე თქმით, დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ამ დრომ­დე სი­ცხეც არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

კი­თხვა­ზე, რო­დის მოხ­დე­ბა დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის გა­წე­რა სა­ა­ვად­მყო­ფო­დან, ექი­მის თქმით, შემ­დგო­მი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და კლი­ნი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სტა­ბი­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, გა­წე­რის თა­რი­ღი დად­გინ­დე­ბა, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე ექიმს ზუს­ტი თა­რი­ღი არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ჩაფიძის გულის ცენტრიდან დღეს სხვა კლინიკაში გადაიყვანენ

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ჩაფიძის გულის ცენტრიდან დღეს სხვა კლინიკაში გადაიყვანენ

ე. წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს დამატებითი გამოკვლევებისთვის ჩაფიძის გულის ცენტრიდან დღეს სხვა კლინიკაში გადაიყვანენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჩაფიძის გულის კლინიკის კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სოფო უნგიაძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, გუშინდელთან შედარებით ჩივილები შედარებით ნაკლებად აქვს და გაუმჯობესებულია დინამიკა, როგორც კლინიკური მონაცემების, ასევე ლაბორატორიული გამოკვლევების.

"ამ დროისთვის განსაკუთრებულ ცვლილებებს ადგილი არ აქვს, იგეგმება დამატებითი გამოკვლევები სხვა კლინიკაში, თუმცა ამ ეტაპზე კლინიკას ვერ დავაკონკრეტებ, რადგან ამ წუთას მიმდინარეობს შეთანხმება. გამოკვლევების შემდგომ პაციენტი ისევ დაბრუნდება ჩვენს კლინიკაში", - განაცხადა ექიმმა.

მისივე თქმით, დამატებით გამოკვლევებში იგულისხმება გულ-მკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია და თავის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა. კითხვაზე, შეუძლია თუ არა ამ დროისთვის დეკანოზ გიორგი მამალაძეს თავისუფლად საუბარი, ექიმის თქმით, მას საუბარი შეუძლია თავისუფლად, შემოდის კონტაქტში და აბსოლუტურად ადეკვატურია. მისივე თქმით, დღეის მონაცემებით, ამ დრომდე სიცხეც არ დაფიქსირებულა.

კითხვაზე, როდის მოხდება დეკანოზ გიორგი მამალაძის გაწერა საავადმყოფოდან, ექიმის თქმით, შემდგომი გამოკვლევების საფუძველზე და კლინიკური მონაცემების გათვალისწინებით, სტაბილური სიტუაციის შემთხვევაში, გაწერის თარიღი დადგინდება, თუმცა ამ ეტაპზე ექიმს ზუსტი თარიღი არ დაუკონკრეტებია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი