"ჩიკაგოს მეხანძრეები" ამერიკელების ერთ-ერთი უსაყვარლესი სერიალია. ყველაზე რთული და საშიში სამუშაო, რომელიც ყოველდღიურ თავდადებას და ერთგულებას მოითხოვს. ჩიკაგოს Firehouse 51-ის განყოფილების თანამშრომლები მზად არიან ნებისმიერ დროს, რისკის ქვეშ დააყენონ საკუთარი სოცოცხლე და დახმარება გაუწიონ ადამიანებს. სერიალში უხვადაა ძლიერი დრამა, სასაცილო ხუმრობები, დაძაბული სიტუაციები და სექსუალური მამაკაცები.
წარმოგიდგენთ ჟურნალ "ჩიკაგო თრიბიუნის" ჟურნალისტის შთაბეჭდილებებს გადასაღები მოედნიდან. მედიის წარმომადგენლებს ექვს საათიანი ტური მოუწყვეს შოუს გადასაღებ მოედანზე. ლოკაციებში შედიოდა სახანძრო, პოლიციის შენობა, საავადმყოფო და ბარი, რომელიც სერიალში ჩანს.
1. ჩიკაგოს Firehouse 51 ტურისტულ ლოკაციად იქცა - შოუს ფანებს სურთ გამოგონილი სახანძრო იხილონ, რომელიც რეალური სახანძროს შენობაშია განთავსებული. ჩიკაგოს სახანძროს ნამდვილი ოლქის უფროსი სტივ ჩიკიროტისი სერიალის კონსულტანტია. "უიქენდზე ჩვენი სახანძროს მოსანახულებლად ხალხი მთელი მსოფლიოდან მოდის ხოლმე. ტურისტების რიცხვი სულ უფრო იზრდება" - ამბობს სტივი.
2. ყველაზე ხშირად რის გამოც ნამდვილი მეხანძრები სერიალს აკრიტიკებენ, კვამლის ნაკლებობაა. "ჩვენ სამუშო პირობებში ძალიან დიდი რაოდენობით კვამლია, მხედველობის არეალი თითქმის სულ დახშულია. თუმცა, ვხვდები, რომ სერიალში ვერ აჩვენებენ იმ წყვდიადს, რაც გვხვდება შენობებში შესვლის დროს" - ამბობს ჩიკიროტისი.
3. სამსახიობო ანსამბლი ჩიკაგოში მოტოციკლებით დასეირნობს. "როცა დრო მაქვს ქალაქში მოტოციკლით დავდივარ. მე და ტეილორ კინი ხშირად ვაკეთებთ ხოლმე ამას. მონიკამაც იყიდა თავისთვის მოტოციკლი და ისიც შემოგვიერთდება, მალე ბანდად ჩამოვყალიბდებით" - ყვება მსახიობი ამონ უოლკერი.
4. ეპიზოდურ როლში მყოფი მსახიობები, ვინც მეხანზრეებს განასახიერებენ, ნამდვილი მეხანძრეები არიან.
5. სახანძროში სართულიდან სართულზე ჩამოსასრიალებელი მილი ამბობენ, რომ ჩიკაგოდან იღებს სათავეს. ჩიკიროტისი ამბობს, რომ მსგავსი "გადაადგილების" საშუალება ჩიკაგოელმა მეხანძრემ, კაპიტანმა დევიდ კინიონმა მოიგონა 1878 წელს ჩიკაგოში.
ყოველ სამუშაო დღეს, შუადღის 13:00 საათზე #ჩაუჯექი "ჩიკაგოს მეხანძრეები" GDS-ზე
მომზადებულია chicagotribune.com-ს მიხედვით
ნახეთ: 5 ყველაზე "ცხელი" მეხანძრე ამერიკელების საყვარელი სერიალიდან, რომელსაც თქვენც მალე შეიყვარებთ