იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ცხოვრებაში სიახლეა. ის ცოტა ხნის წინ დაქორწინდა ნუგზარ კაკულიაზე და ბავშვს ელოდება, თუმცა აქტიურ მუშაობას არ ერიდება და ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის მაინც ზრუნავს. მინისტრის ცხოვრება სავსეა საინტერესო მოვლენებით, დატვირთული გრაფიკით, შრომით მიღწეული წარმატებებით.
OK!-ის და მინისტრის შეხვედრა ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში შედგა, რომელიც 2016 წელს, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გაიხსნა და საქართველოს დოკუმენტური მეხსიერების ყველაზე დიდი საცავის - ეროვნული არქივის პირველი საგამოფენო დარბაზია.
ვრცლად საკუთარ თავზე, ინტერესებსა და ახალშექმნილ ოჯახზე თეა წულუკიანი OK!-თან საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
"საქართველოდან რამდენჯერმე წავედი - სასწავლებლად და სამუშაოდ, თუმცა ისევ დავბრუნდი. პირველად სკოლაში სასწავლებლად წავედი და შემდეგ სახელმწიფო მართვის სკოლა ENA-ში სასწავლებლად, სადაც ამზადებენ უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს მოსამართლეებს და მაღალჩინოსნებს. ბოლო დაბრუნებამდე სტრასბურგის სასამართლოში ვმუშაობდი. 10 წლის სტაჟი მქონდა. შემეძლო მუდმივად მემუშავა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის გამო 2010 წლის მაისში ჩამოვედი, რათა საკუთარი წვლილი შემეტანა ცვლილებებსა და ქვეყნის აღმშენებლობაში. მაშინ ვამბობდი - ახლა 35 წლის ვარ და თუ არ დავბრუნდი, მერე აღარასოდეს დავბრუნდები-მეთქი"
პიროვნებები, რომლებიც თქვენზე ახდენენ გავლენას...
...ოჯახში ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდი, რას იფიქრებდა ჩემი გამზრდელი ბებია - მკაცრი და სამართლიანი ქალი. ჩემს ძმას ყოველთვის ანგარიშს ვუწევდი, რომ ჩემ გამო არ შერცხვენოდა. დღესდღეობით, ჩემზე გავლენას ვერავინ ახდენს; ერთადერთი, ვითვალისწინებ იმ ადამიანის აზრს, რომელსაც ჩემი ბედი საბოლოოდ დავუკავშირე. განაგრძეთ კითხვა ჟურნალ OK!-ს საიტზე