მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადგილები, სადაც მოწევა აიკრძალება
ადგილები, სადაც მოწევა აიკრძალება

და­ხუ­რულ შე­ნო­ბებ­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტსა და სტა­დი­ო­ნებ­ზე შე­საძ­ლოა თამ­ბა­ქოს მო­წე­ვა აიკ­რძა­ლოს, - აღ­ნიშ­ნულს ით­ვა­ლის­წი­ნებს "თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტშია წარ­დგე­ნი­ლი.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის ავ­ტო­რია თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ალი­ან­სში შე­მა­ვა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ხოლო ინი­ცი­ა­ტო­რი - პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი გუ­გუ­ლი მაღ­რა­ძე.

რო­გორც კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თამ­ბა­ქოს მო­წე­ვა სრუ­ლად აიკ­რძა­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა­ში, გარ­და კერ­ძო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­სა, თამ­ბა­ქოს კვამ­ლის შემ­სწავ­ლე­ლი სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი და­ნად­გა­რე­ბი­სა, აგ­რეთ­ვე პა­ტიმ­რო­ბის და თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა; ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბა­ში.

სა­აღ­მზრდე­ლო, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­აღ­მზრდე­ლო, ნე­ბის­მი­ე­რი სხვა სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის, აგ­რეთ­ვე ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის, მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რდო­ბის ბა­ნა­კე­ბის, ბავ­შვთა გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრე­ბის და 18 წლამ­დე პი­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის რო­გორც შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბებ­ში, ისე მათ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, აგ­რეთ­ვე 18 წლამ­დე პი­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ შეკ­რე­ბებ­ზე. სა­მე­დი­ცი­ნო და ფარ­მა­ცევ­ტულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­თა შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბებ­ში და ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, გარ­და სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი და პა­ლი­ა­ტი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის მიერ გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ბრძა­ნე­ბით ზო­გი­ერ­თი ქმე­დუ­უ­ნა­რო ან მძი­მე ავად­მყო­ფი პა­ცი­ენ­ტი­სათ­ვის გან­სა­ზღვრუ­ლი ად­გი­ლი­სა (ად­გი­ლე­ბი­სა), რო­მე­ლიც სრუ­ლად (კედ­ლე­ბით) გა­მიჯ­ნუ­ლი უნდა იყოს და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სხვა ნა­წი­ლე­ბი­სა­გან/ტე­რი­ტო­რი­ი­სა­გან, ჰქონ­დეს ვენ­ტი­ლა­ცია ან ღია სივ­რცე­ში გა­მა­ვა­ლი ფან­ჯა­რა. ას­ვეე სტა­დი­ო­ნებ­ზე.

პრო­ექ­ტით მკა­ფი­ოდ ისა­ზღვრე­ბა მო­წე­ვის აკ­რძალ­ვი­სა და შე­ზღუდ­ვის აღ­სრუ­ლე­ბა­ზე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­თა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, კერ­ძოდ, დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში, მან და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა აღ­კვე­თოს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც კა­ნო­ნით მო­წე­ვა აკ­რძა­ლუ­ლია.

აღ­ნიშ­ნულ კა­ნონპ­რო­ექტს დღეს პარ­ლა­მენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტი გა­ნი­ხი­ლავს.

Places to embrace smoking ban in Georgia

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ადგილები, სადაც მოწევა აიკრძალება

ადგილები, სადაც მოწევა აიკრძალება

დახურულ შენობებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონებზე შესაძლოა თამბაქოს მოწევა აიკრძალოს, - აღნიშნულს ითვალისწინებს "თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც საქართველოს პარლამენტშია წარდგენილი.

კანონპროექტის ავტორია თამბაქოს კონტროლის ალიანსში შემავალი ორგანიზაციები, ხოლო ინიციატორი - პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ცვლილებების მიღების შემთხვევაში თამბაქოს მოწევა სრულად აიკრძალება ნებისმიერ შენობა-ნაგებობაში, გარდა კერძო საცხოვრებელი სახლებისა, თამბაქოს კვამლის შემსწავლელი სპეციალიზირებული ლაბორატორიული დანადგარებისა, აგრეთვე პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისა; ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტის ყველა სახეობაში.

სააღმზრდელო, საგანმანათლებლო და საგანმანათლებლო სააღმზრდელო, ნებისმიერი სხვა სასწავლო დაწესებულების, აგრეთვე ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების როგორც შენობა-ნაგებობებში, ისე მათ ტერიტორიაზე, აგრეთვე 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე. სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე, გარდა სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილი დაწესებულებების ხელმძღვანელების მიერ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოცემული სპეციალური ბრძანებით ზოგიერთი ქმედუუნარო ან მძიმე ავადმყოფი პაციენტისათვის განსაზღვრული ადგილისა (ადგილებისა), რომელიც სრულად (კედლებით) გამიჯნული უნდა იყოს დაწესებულების სხვა ნაწილებისაგან/ტერიტორიისაგან, ჰქონდეს ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა. ასვეე სტადიონებზე.

პროექტით მკაფიოდ ისაზღვრება მოწევის აკრძალვისა და შეზღუდვის აღსრულებაზე დაწესებულებათა ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა, კერძოდ, დარღვევის შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მან დაუყოვნებლივ უნდა აღკვეთოს დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარება იმ ადგილებში, სადაც კანონით მოწევა აკრძალულია.

აღნიშნულ კანონპროექტს დღეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

Places to embrace smoking ban in Georgia

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"