მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სერგეი ლავროვი - როცა დავალაგებთ ურთიერთობებს რუს და ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს შორის, სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე საუბარი შესაძლებელი იქნება
სერგეი ლავროვი - როცა დავალაგებთ ურთიერთობებს რუს და ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს შორის, სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე საუბარი შესაძლებელი იქნება

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი ლავ­რო­ვი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბის წი­ნა­პი­რო­ბად რუს და ქარ­თველ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს შო­რის "სრულ­ფა­სო­ვან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას" ასა­ხე­ლებს.

ლავ­რო­ვი სა­უბ­რობს ტე­რო­რის­ტე­ბის მიერ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის მარ­შრუ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის საფრ­თხე­ზე და აცხა­დებს, რომ ასეთ პი­რო­ბებ­ში სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბა რო­გორც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, ისე უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებს უკავ­შირ­დე­ბა.

"რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბებს, ჩვენ კმა­ყო­ფი­ლი ვართ, რომ ის ასე თუ ისე ნორ­მა­ლიზ­დე­ბა. იზ­რდე­ბა ტვირთბ­რუნ­ვა. ზუს­ტად არ მახ­სოვს, მაგ­რამ თუ არ ვცდე­ბი მე­სა­მე ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ქარ­თულ სა­ექ­სპორ­ტო პრო­დუქ­ცი­ას ყი­დუ­ლობს, რუ­სე­თია. ფარ­თოვ­დე­ბა სა­ა­ვი­ა­ციო მი­მოს­ვლის არე­ა­ლი. მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ლი­ბე­რა­ლი­ზე­ბუ­ლია სა­ვი­ზო პო­ლი­ტი­კა. რაც შე­ე­ხე­ბა უვი­ზო რე­ჟიმს, კი­დევ ერთხელ გა­ვუს­ვამ ხაზს, რომ ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი სა­კი­თხია. ის და­კავ­ში­რე­ბუ­ლია არა­მარ­ტო დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის არ­ქო­ნას­თან, თუმ­ცა ასეთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის არ­ქო­ნის შემ­თხვე­ვა­ში სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბა ცოტა უც­ნა­უ­რია. ეს ასე­ვე და­კავ­ში­რე­ბუ­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას­თან იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც არა­მარ­ტო ცენ­ტრა­ლუ­რი აზია, არა­მედ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნი ხდე­ბა მარ­შრუ­ტი, რომ­ლის გა­მო­ყე­ნა­ბა­საც აქ­ტი­უ­რად ცდი­ლო­ბენ "ბო­ე­ვი­კე­ბი", ექ­სტრე­მის­ტე­ბი, ტე­რო­რის­ტე­ბი და ნარ­კო­მო­ვაჭ­რე­ე­ბი. როცა და­ვა­ლა­გებთ სრულ­ფა­სო­ვან ურ­თი­ერ­თო­ბებს რუს და ქარ­თველ სა­მარ­თალ­დამ­ცველ ორ­გა­ნო­ებს შო­რის, რათა ამ რის­კე­ბის მი­ნი­მა­ლი­ზე­ბა მო­ვახ­დი­ნოთ, ალ­ბათ, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი სა­ვი­ზო რე­ჟი­მის შემ­დგომ შემ­სუ­ბუ­ქე­ბა­ზე. სა­მარ­თალ­დამ­ცველ ორ­გა­ნო­ებს შო­რის ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კავ­ში­რის არარ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში რთუ­ლია", - გა­ნა­ცხა­და სერ­გეი ლავ­როვ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

სერგეი ლავროვი - როცა დავალაგებთ ურთიერთობებს რუს და ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს შორის, სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე საუბარი შესაძლებელი იქნება

სერგეი ლავროვი - როცა დავალაგებთ ურთიერთობებს რუს და ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს შორის, სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე საუბარი შესაძლებელი იქნება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების წინაპირობად რუს და ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს შორის "სრულფასოვან თანამშრომლობას" ასახელებს.

ლავროვი საუბრობს ტერორისტების მიერ სამხრეთ კავკასიის რეგიონის მარშრუტის გამოყენების საფრთხეზე და აცხადებს, რომ ასეთ პირობებში სავიზო რეჟიმის გაუქმება როგორც დიპლომატიური ურთიერთობების, ისე უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება.

"რაც შეეხება საქართველოსთან ურთიერთობებს, ჩვენ კმაყოფილი ვართ, რომ ის ასე თუ ისე ნორმალიზდება. იზრდება ტვირთბრუნვა. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ თუ არ ვცდები მესამე ქვეყანა, რომელიც ქართულ საექსპორტო პროდუქციას ყიდულობს, რუსეთია. ფართოვდება საავიაციო მიმოსვლის არეალი. მნიშვნელოვნად ლიბერალიზებულია სავიზო პოლიტიკა. რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ეს საკმაოდ რთული საკითხია. ის დაკავშირებულია არამარტო დიპლომატიური ურთიერთობების არქონასთან, თუმცა ასეთ ურთიერთობების არქონის შემთხვევაში სავიზო რეჟიმის გაუქმება ცოტა უცნაურია. ეს ასევე დაკავშირებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან იმ პირობებში, როდესაც არამარტო ცენტრალური აზია, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ხდება მარშრუტი, რომლის გამოყენაბასაც აქტიურად ცდილობენ "ბოევიკები", ექსტრემისტები, ტერორისტები და ნარკომოვაჭრეები. როცა დავალაგებთ სრულფასოვან ურთიერთობებს რუს და ქართველ სამართალდამცველ ორგანოებს შორის, რათა ამ რისკების მინიმალიზება მოვახდინოთ, ალბათ, შესაძლებელი იქნება საუბარი სავიზო რეჟიმის შემდგომ შემსუბუქებაზე. სამართალდამცველ ორგანოებს შორის ასეთი ურთიერთობების დარეგულირება დიპლომატიური კავშირის არარსებობის შემთხვევაში რთულია", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."