აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თავისი მეუღლე მეჰრიბან ალიევა ქვეყნის პირველ ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა, - იუწყება აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო APA.
სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. გასული წლის 26 სექტემბერს აზერბაიჯანში რეფერენდუმი ჩატარდა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი საკითხი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოტანას ითვალისწინებდა.
ასევე წაიკითხეთ:
ილჰამ ალიევმა მეჰრიბან ალიევა ჰეიდარ ალიევის ორდენით დააჯილდოვა
სად დაფრინავს საშოპინგოდ და როგორ ცხოვრობს აზერბაიჯანის პირველი ლედი