პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიმთვრალის გამო დაჯარიმებული მძღოლებისგან ბიუჯეტში 8 914 400 ლარი შევიდა
სიმთვრალის გამო დაჯარიმებული მძღოლებისგან ბიუჯეტში 8 914 400 ლარი შევიდა

ალ­კოჰო­ლუ­რი სიმ­თვრა­ლის გამო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დელ­და­დე­ბუ­ლი 30 655 მძღო­ლი­დან 8 ათას­ზე მეტ­მა ავ­ტომფლო­ბელ­მა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში ჯამ­ში 8 914 400 ლარი შე­ი­ტა­ნა.

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა" შსს-დან აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი გა­მო­ი­თხო­ვა და რო­გორც მათ­შია ასა­ხუ­ლი, ჯამ­ში 2016 წელს ალ­კოჰო­ლუ­რი სიმ­თვრა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ავ­ტო­მან­ქა­ნის მარ­თვის გამო 30 655 მძღო­ლი და­ჯა­რიმ­და, რო­მელ­თა­გან 22 538 პი­რის­თვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა პირ­ვე­ლი იყო და კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, მათ მარ­თვის მოწ­მო­ბა 6 თვით ჩა­მო­ერ­თვათ. რაც შე­ე­ხე­ბა დარ­ჩე­ნილ 8 ათას­ზე მეტ მძღოლს, ისი­ნი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ავ­ტო­მან­ქა­ნის გან­მე­ო­რე­ბით მარ­თვის, მარ­თვის მოწ­მო­ბის ჩა­მორ­თმე­ვის პი­რო­ბებ­ში, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მან­ქა­ნის მარ­თვის, წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით ალ­კოჰო­ლუ­რი სიმ­თვრა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პი­რის­თვის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის სა­მარ­თა­ვად გა­და­ცე­მი­სა და სხვა მსგავ­სი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის­თვის და­ჯა­რიმ­დნენ.

სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, ყვე­ლა­ზე მეტი ჯა­რი­მა, 3 508 000 ლარი იმ მძღო­ლებს და­ე­წე­რათ, რომ­ლე­ბიც ავ­ტო­მან­ქა­ნას, მარ­თვის მოწ­მო­ბის არ­ქო­ნის პი­რო­ბებ­ში, ალ­კოჰო­ლუ­რი სიმ­თვრა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თავ­დნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნის­თვის კი 669 მძღოლ­მა ბი­უ­ჯეტ­ში ჯამ­ში 1 003 000 ლარი გა­და­ი­ხა­და.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სიმთვრალის გამო დაჯარიმებული მძღოლებისგან ბიუჯეტში 8 914 400 ლარი შევიდა

სიმთვრალის გამო დაჯარიმებული მძღოლებისგან ბიუჯეტში 8 914 400 ლარი შევიდა

ალკოჰოლური სიმთვრალის გამო ადმინისტრაციული სახდელდადებული 30 655 მძღოლიდან 8 ათასზე მეტმა ავტომფლობელმა სახელმწიფო ბიუჯეტში ჯამში 8 914 400 ლარი შეიტანა.

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" შსს-დან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემები გამოითხოვა და როგორც მათშია ასახული, ჯამში 2016 წელს ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომანქანის მართვის გამო 30 655 მძღოლი დაჯარიმდა, რომელთაგან 22 538 პირისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა პირველი იყო და კანონის თანახმად, მათ მართვის მოწმობა 6 თვით ჩამოერთვათ. რაც შეეხება დარჩენილ 8 ათასზე მეტ მძღოლს, ისინი ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის განმეორებით მართვის, მართვის მოწმობის ჩამორთმევის პირობებში, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის, წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემისა და სხვა მსგავსი სამართალდარღვევისთვის დაჯარიმდნენ.

სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი ჯარიმა, 3 508 000 ლარი იმ მძღოლებს დაეწერათ, რომლებიც ავტომანქანას, მართვის მოწმობის არქონის პირობებში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართავდნენ. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის კი 669 მძღოლმა ბიუჯეტში ჯამში 1 003 000 ლარი გადაიხადა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ