მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვეყნები, რომლებიც იარაღის ექსპორტსა და იმპორტში ლიდერობენ
ქვეყნები, რომლებიც იარაღის ექსპორტსა და იმპორტში ლიდერობენ

რუ­სეთ­სა და ინ­დო­ეთს შო­რის სამ­ხედ­რო გა­რი­გე­ბა შედ­გა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, 2018 წელს რუ­სე­თი ინ­დო­ე­თის­თვის სამ­ხედ­რო ვერ­ტმფრე­ნე­ბის მი­წო­დე­ბას და­ი­წყებს. მათი წარ­მო­ე­ბა და აწყო­ბა მხო­ლოდ სა­ზღვარ­გა­რეთ მოხ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "რუ­სე­თის ვერ­ტმფრე­ნე­ბის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ან­დრეი ბო­გინ­სკი აცხა­დებს.

ვერ­ტმფრე­ნე­ბის პირ­ვე­ლი პარ­ტია, რო­მე­ლიც რუ­სე­თი­დან ინ­დო­ეთ­ში გა­და­იგ­ზავ­ნე­ბა, 60 მან­ქა­ნის­გან შედ­გე­ბა, შემ­დეგ ჯერ­ზე კი 140 ვერ­ტმფრე­ნი უკვე ინ­დო­ეთ­ში აი­წყო­ბა, რა­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას რუსი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მი­ი­ღე­ბენ.

ან­დრეი ბო­გინ­სკის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სუ­ლი ვერ­ტმფრე­ნე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის საქ­მე ამით არ ამო­წუ­რუ­ლა, Ми-171А2- საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბით ჩი­ნე­თიც და­ინ­ტე­რეს­და, რაც ჰოლ­დინ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლის თქმით, ვერ­ტმფრე­ნე­ბის გა­ყიდ­ვებს მაქ­სი­მა­ლუ­რად გაზ­რდის.

"წელს ვა­პი­რებთ 220 ვერ­ტმფრე­ნი გავ­ყი­დოთ. რაც შე­ე­ხე­ბა გა­სულ წელს, სულ 190 საფ­რე­ნი აპა­რა­ტი გა­ი­ყი­და... სა­ერ­თოდ კი ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა მზარ­დია, რა­საც მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბაც ადას­ტუ­რებს, ვგუ­ლის­ხმობ, ლო­კა­ლურ თუ მას­შტა­ბურ კონ­ფლიქ­ტებს",- დას­ძი­ნა ან­დრეი ბო­გინ­სკიმ.

ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­მა მარ­თლაც გა­ზარ­და მსოფ­ლი­ო­ში ია­რაღ­ზე მო­თხოვ­ნა, რი­თაც არა­ერ­თმა სა­ხელ­მწი­ფომ და ია­რა­ღის კონ­კრე­ტულ­მა დი­ლერ­მა იხე­ი­რა. სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტებ­მა ასეთ ქვეყ­ნებს შე­სა­ფე­რი­სი სა­ხე­ლიც შე­არ­ქვეს, - "ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­ფლიქ­ტე­ბით იკ­ვე­ბე­ბი­ან"

მაშ ასე, რო­გო­რია სა­ერ­თო სუ­რა­თი, - ამე­რი­კე­ლი დი­ლე­რე­ბი მსოფ­ლიო ლი­დე­რო­ბას არა­ვის უთ­მო­ბენ - მათ 2015-2016 წლებ­ში ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებს უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბის ია­რა­ღი მიჰ­ყი­დეს. კონ­კრე­ტუ­ლად, აშშ-მა მსოფ­ლიო მას­შტა­ბით 46, 6 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ია­რა­ღი და ტექ­ნი­კა გა­ყი­და, გა­სულ წელს მას თით­ქმის და­ე­წია რუ­სე­თი...

ორი გი­გან­ტი სა­ხელ­მწი­ფოს წყა­ლო­ბით, სა­ო­მარ რე­გი­ო­ნებ­ში ვი­თა­რე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ სრულ გა­მარ­ჯვე­ბას ჯერ­ჯე­რო­ბით ვერც სამ­თავ­რო­ბო ძა­ლებ­მა მი­აღ­წი­ეს და ვერც ტე­რო­რის­ტებ­მა.

ბოლო წლებ­ში, ია­რა­ღის შეს­ყიდ­ვის მხრივ ძა­ლი­ან გა­აქ­ტი­ურ­და სა­უ­დის არა­ბე­თი, რო­მელ­მაც ია­რა­ღი რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნი­დან შე­ის­ყი­და. მან 2015 წელს ია­რა­ღის შე­ძე­ნა­ში 9,6 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი და­ხარ­ჯა, 2016 წელს კი 10 მი­ლი­არდს გა­და­ა­ჭარ­ბა. არა­ბებ­მა ყვე­ლა­ზე მეტი ია­რა­ღი შე­ი­ძი­ნეს აშშ-სგან, რუ­სე­თის­გან, საფ­რან­გე­თის, გერ­მა­ნი­ი­სა და დიდი ბრი­ტა­ნე­თის­გან...

ია­რა­ღის შე­ძე­ნის მიზ­ნით და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხის რა­ო­დე­ნო­ბით პირ­ველ ხუ­თე­ულ­ში ინ­დო­ე­თი, სა­უ­დის არა­ბე­თი, ჩი­ნე­თი და არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბი ლი­დე­რო­ბენ, თუმ­ცა, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ია­რა­ღის იმ­პორ­ტი­ორ ქვეყ­ნებს შო­რის პირ­ვე­ლი ად­გი­ლი მა­ინც ინ­დო­ეთს უკა­ვია.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის აზ­რით, ეს მო­ნა­ცე­მე­ბი მომ­დევ­ნო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ორ­მაგ­დე­ბა, რა­საც ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბიც მი­ა­ნიშ­ნებს, სა­დაც ბოლო წლე­ბია მუდ­მი­ვი და­ძა­ბუ­ლო­ბის კერა არ ჩამ­ქრა­ლა. ამას­თან, კონ­ფლიქ­ტე­ბი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა - იქ წლე­ბია პო­ლი­ტი­კუ­რი, რე­ლი­გი­უ­რი, კლა­ნუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა გრძელ­დე­ბა და ამე­რი­კის, რუ­სე­თის, ირა­ნის, თურ­ქე­თი­სა და ის­რა­ე­ლის, ასე­ვე სხვა, დიდი და პა­ტა­რა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი იკ­ვე­თე­ბა.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ქვეყნები, რომლებიც იარაღის ექსპორტსა და იმპორტში ლიდერობენ

ქვეყნები, რომლებიც იარაღის ექსპორტსა და იმპორტში ლიდერობენ

რუსეთსა და ინდოეთს შორის სამხედრო გარიგება შედგა, რომლის ფარგლებშიც, 2018 წელს რუსეთი ინდოეთისთვის სამხედრო ვერტმფრენების მიწოდებას დაიწყებს. მათი წარმოება და აწყობა მხოლოდ საზღვარგარეთ მოხდება. აღნიშნულის შესახებ "რუსეთის ვერტმფრენების" გენერალური დირექტორი ანდრეი ბოგინსკი აცხადებს.

ვერტმფრენების პირველი პარტია, რომელიც რუსეთიდან ინდოეთში გადაიგზავნება, 60 მანქანისგან შედგება, შემდეგ ჯერზე კი 140 ვერტმფრენი უკვე ინდოეთში აიწყობა, რაშიც მონაწილეობას რუსი სპეციალისტები მიიღებენ.

ანდრეი ბოგინსკის განცხადებით, რუსული ვერტმფრენების რეალიზაციის საქმე ამით არ ამოწურულა, Ми-171А2- საფრენი აპარატებით ჩინეთიც დაინტერესდა, რაც ჰოლდინგის ხელმძღვანელის თქმით, ვერტმფრენების გაყიდვებს მაქსიმალურად გაზრდის.

"წელს ვაპირებთ 220 ვერტმფრენი გავყიდოთ. რაც შეეხება გასულ წელს, სულ 190 საფრენი აპარატი გაიყიდა... საერთოდ კი ეს მიმართულება მზარდია, რასაც მსოფლიოში არსებული რეალობაც ადასტურებს, ვგულისხმობ, ლოკალურ თუ მასშტაბურ კონფლიქტებს",- დასძინა ანდრეი ბოგინსკიმ.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა მართლაც გაზარდა მსოფლიოში იარაღზე მოთხოვნა, რითაც არაერთმა სახელმწიფომ და იარაღის კონკრეტულმა დილერმა იხეირა. საერთაშორისო ექსპერტებმა ასეთ ქვეყნებს შესაფერისი სახელიც შეარქვეს, - "ქვეყნები, რომლებიც კონფლიქტებით იკვებებიან"

მაშ ასე, როგორია საერთო სურათი, - ამერიკელი დილერები მსოფლიო ლიდერობას არავის უთმობენ - მათ 2015-2016 წლებში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს უპრეცედენტო რაოდენობის იარაღი მიჰყიდეს. კონკრეტულად, აშშ-მა მსოფლიო მასშტაბით 46, 6 მილიარდი დოლარის იარაღი და ტექნიკა გაყიდა, გასულ წელს მას თითქმის დაეწია რუსეთი...

ორი გიგანტი სახელმწიფოს წყალობით, საომარ რეგიონებში ვითარება რამდენჯერმე შეიცვალა, მაგრამ სრულ გამარჯვებას ჯერჯერობით ვერც სამთავრობო ძალებმა მიაღწიეს და ვერც ტერორისტებმა.

ბოლო წლებში, იარაღის შესყიდვის მხრივ ძალიან გააქტიურდა საუდის არაბეთი, რომელმაც იარაღი რამდენიმე ქვეყნიდან შეისყიდა. მან 2015 წელს იარაღის შეძენაში 9,6 მილიარდი დოლარი დახარჯა, 2016 წელს კი 10 მილიარდს გადააჭარბა. არაბებმა ყველაზე მეტი იარაღი შეიძინეს აშშ-სგან, რუსეთისგან, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთისგან...

იარაღის შეძენის მიზნით დახარჯული თანხის რაოდენობით პირველ ხუთეულში ინდოეთი, საუდის არაბეთი, ჩინეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები ლიდერობენ, თუმცა, ბოლო მონაცემებით, იარაღის იმპორტიორ ქვეყნებს შორის პირველი ადგილი მაინც ინდოეთს უკავია.

საერთაშორისო სამხედრო-ანალიტიკოსების აზრით, ეს მონაცემები მომდევნო 10 წლის განმავლობაში გაორმაგდება, რასაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებიც მიანიშნებს, სადაც ბოლო წლებია მუდმივი დაძაბულობის კერა არ ჩამქრალა. ამასთან, კონფლიქტები მრავალფეროვნებით გამოირჩევა - იქ წლებია პოლიტიკური, რელიგიური, კლანური დაპირისპირება გრძელდება და ამერიკის, რუსეთის, ირანის, თურქეთისა და ისრაელის, ასევე სხვა, დიდი და პატარა სახელმწიფოების ინტერესები იკვეთება.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე