მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეკანოზმა გიორგი მამალაძემ რამდენიმე სახეობის ექსპერტიზაში მონაწილეობა ვერ შეძლო
დეკანოზმა გიორგი მამალაძემ რამდენიმე სახეობის ექსპერტიზაში მონაწილეობა ვერ შეძლო

დე­კა­ნოზ­მა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბის ექ­სპერ­ტი­ზა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ვერ შეძ­ლო, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ე.წ. ცი­ა­ნი­დის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ად­ვო­კატ­მა, გი­ორ­გი ფან­ცუ­ლა­ი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც დე­კა­ნო­ზის ად­ვო­კა­ტებ­მა აღ­ნიშ­ნეს, დღეს კლი­ნი­კა­ში, სა­დაც ამ­ჟა­მად იმ­ყო­ფე­ბა დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე, გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ექ­სპერ­ტებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, რომ­ლებ­საც უნ­დო­დათ რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა.

"მამა გი­ორ­გიმ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო ვერ მი­ი­ღო. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ნამ­დვი­ლად არ არის სა­ხარ­ბი­ე­ლო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვერ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თუმ­ცა, თქვა შე­ნიშ­ვნის სა­ხით, რომ ის არ გა­ურ­ბის გა­მო­ძი­ე­ბას და ექ­სპერ­ტი­ზა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს. ელე­მენ­ტა­რუ­ლად ადა­მი­ანს 39 აქვს სი­ცხე და შე­იძ­ლე­ბა მისი ხმის ტემ­ბრი შე­მოწ­მდეს?", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი ფან­ცუ­ლა­ი­ამ.

მისი თქმით, დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე ექ­სპერ­ტი­ზა­ში მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მა­შინ, როცა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა იქ­ნე­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი. ად­ვო­კა­ტებს დღეს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბი­ათ, თუ რა ტი­პის ექ­სპერ­ტი­ზა­ში უნდა მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს.

"რად­გან არ­სე­ბობს აუ­დიო ჩა­ნა­წე­რი, ალ­ბათ შე­სა­ბა­მი­სად უნდა და­დას­ტურ­დეს, ვისი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რია. ალ­ბათ ამის­თვის სჭირ­დე­ბო­დათ ეს ექ­სპერ­ტი­ზა", - გა­ნა­ცხა­და საქ­მე­ში დღეს ჩარ­თულ­მა ად­ვო­კატ­მა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა და იქვე დას­ძი­ნა, რომ თა­ვად ვერ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებ­ში, ვერ და­ეს­წრო გა­მომ­ძი­ებ­ლის ვი­ზიტს, რად­გან მას არ აქვს მო­წე­რი­ლი ხელი გა­უთ­ქმე­ლო­ბის პი­რო­ბა­ზე და გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მოს­თხო­ვა, რომ უნდა და­ე­დო ხელ­წე­რი­ლი გა­უთ­ქმე­ლო­ბა­ზე, რა­ზეც, რო­გორც ად­ვო­კატ­მა გა­ნა­ცხა­და, ის გა­უთ­ქმე­ლო­ბის პი­რო­ბას მა­ნამ არ მო­ა­წერს ხელს, ვიდ­რე სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბი­დან სრულ მა­სა­ლას არ მი­ი­ღებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ რამდენიმე სახეობის ექსპერტიზაში მონაწილეობა ვერ შეძლო

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ რამდენიმე სახეობის ექსპერტიზაში მონაწილეობა ვერ შეძლო

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ რამდენიმე სახეობის ექსპერტიზაში მონაწილეობის მიღება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განუცხადა.

როგორც დეკანოზის ადვოკატებმა აღნიშნეს, დღეს კლინიკაში, სადაც ამჟამად იმყოფება დეკანოზი გიორგი მამალაძე, გამომძიებელი ექსპერტებთან ერთად იმყოფებოდა, რომლებსაც უნდოდათ რამდენიმე სახეობის ექსპერტიზის ჩატარება.

"მამა გიორგიმ მონაწილეობა მარტივი მიზეზის გამო ვერ მიიღო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არ არის სახარბიელო. აქედან გამომდინარე ვერ მიიღო მონაწილეობა, თუმცა, თქვა შენიშვნის სახით, რომ ის არ გაურბის გამოძიებას და ექსპერტიზაში მონაწილეობას მიიღებს. ელემენტარულად ადამიანს 39 აქვს სიცხე და შეიძლება მისი ხმის ტემბრი შემოწმდეს?", - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

მისი თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე ექსპერტიზაში მიიღებს მონაწილეობას მაშინ, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება დამაკმაყოფილებელი. ადვოკატებს დღეს არ დაუკონკრეტებიათ, თუ რა ტიპის ექსპერტიზაში უნდა მიეღო მონაწილეობა დეკანოზ გიორგი მამალაძეს.

"რადგან არსებობს აუდიო ჩანაწერი, ალბათ შესაბამისად უნდა დადასტურდეს, ვისი აუდიოჩანაწერია. ალბათ ამისთვის სჭირდებოდათ ეს ექსპერტიზა", - განაცხადა საქმეში დღეს ჩართულმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა და იქვე დასძინა, რომ თავად ვერ მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში, ვერ დაესწრო გამომძიებლის ვიზიტს, რადგან მას არ აქვს მოწერილი ხელი გაუთქმელობის პირობაზე და გამომძიებელმა კატეგორიულად მოსთხოვა, რომ უნდა დაედო ხელწერილი გაუთქმელობაზე, რაზეც, როგორც ადვოკატმა განაცხადა, ის გაუთქმელობის პირობას მანამ არ მოაწერს ხელს, ვიდრე საგამოძიებო ორგანოებიდან სრულ მასალას არ მიიღებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი