პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაკავებული დეკანოზის ადვოკატი: "საუბარია შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე"
დაკავებული დეკანოზის ადვოკატი: "საუბარია შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე"

მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ად­ვო­კატ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­ლა­ძის ბრალ­ში სა­უ­ბა­რია პატ­რი­არ­ქის მდი­ვან-რე­ფე­რენტ შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბა­ზე.

ამის შე­სა­ხებ რა­მიშ­ვილ­მა ჩა­ფი­ძის კლი­ნი­კა­ში მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის, მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და. "არა­ნა­ი­რი სა­შიშ­რო­ე­ბა არ ემუქ­რე­ბო­და [პატ­რი­არ­ქს]. სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ნა­ი­რი უბე­დუ­რე­ბა არ გვე­წე­ო­და. საბ­რალ­დე­ბო დას­კვნა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რო­გორც მამა გი­ორ­გიმ ბრძა­ნა, მდი­ვან-რე­ფე­რენ­ტის მი­მართ", - გა­ნა­ცხა­და რა­მიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ბარ­გი, რო­მელ­შიც თით­ქოს­და აღ­მო­ჩე­ნი­ლია ცი­ა­ნი­დი, და­კა­ვე­ბი­დან 6 სა­ა­თის 40 წუ­თის შემ­დეგ მი­ი­ტა­ნეს იქ, სა­დაც იყო მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე.

ახა­ლი ად­ვო­კა­ტი მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს დღეს და­ე­ნიშ­ნა. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, გა­უთ­ქმე­ლო­ბის ხელ­წე­რი­ლი და­წე­რი­ლი არ აქვს.

დე­კა­ნო­ზის კი­დევ ერთი ად­ვო­კა­ტის თქმით კი, " ბრალ­ში, რო­მე­ლიც მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს წა­უ­ყე­ნეს, ედა­ვე­ბი­ან ერთი პი­რის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბას, რო­მე­ლიც სა­სუ­ლი­ე­რო პირი არ არის".

იხი­ლეთ ვი­დეო

რო­გორც მია ზო­ი­ძემ აღ­ნიშ­ნა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საქ­მეს "გრი­ფით სა­ი­დუმ­ლო" არ ადევს, პრო­კუ­რა­ტუ­რა არ ასა­ხე­ლებს ვისი მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას ედა­ვე­ბა მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს. "დღემ­დე არ ხდე­ბა და­კონ­კრე­ტე­ბა, თუ ვისი მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბას ედა­ვე­ბი­ან მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს. პრო­კუ­რა­ტუ­რის ერთ-ერთი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი აცხა­დებს, რომ მათ არ იცი­ან სა­უ­ბა­რია ერთ პირ­ზე, ორზე თუ სამ­ზე. მინ­და გი­თხრათ, რომ ბრალ­დე­ბა­ში სა­უ­ბა­რია მხო­ლოდ ერთ პირ­ზე, რო­მე­ლიც სა­სუ­ლი­ე­რო პირი არ გახ­ლავთ და ჩვენ მო­ვი­თხოვთ, რომ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ, და­კონ­კრეტ­დეს თუ ვის­ზეა სა­უ­ბა­რი და ამ თე­მა­ზე სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი და ბუნ­დო­ვა­ნე­ბა ამო­ი­წუ­როს", - გა­ნა­ცხა­და მია ზო­ი­ძემ.

დე­კა­ნო­ზის ად­ვო­კა­ტებ­მა მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში დღეს კი­დევ ერთხელ შე­ი­ტა­ნეს გან­ცხა­დე­ბა, რათა მათ გა­უთ­ქმე­ლო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მო­ეხ­სნათ და მი­ე­ცათ საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დაკავებული დეკანოზის ადვოკატი: "საუბარია შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე"

დაკავებული დეკანოზის ადვოკატი: "საუბარია შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე"

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, მამალაძის ბრალში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე.

ამის შესახებ რამიშვილმა ჩაფიძის კლინიკაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის, მამა გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ განაცხადა. "არანაირი საშიშროება არ ემუქრებოდა [პატრიარქს]. საქართველოში არანაირი უბედურება არ გვეწეოდა. საბრალდებო დასკვნაში მითითებულია, როგორც მამა გიორგიმ ბრძანა, მდივან-რეფერენტის მიმართ", - განაცხადა რამიშვილმა.

მისივე თქმით, ბარგი, რომელშიც თითქოსდა აღმოჩენილია ციანიდი, დაკავებიდან 6 საათის 40 წუთის შემდეგ მიიტანეს იქ, სადაც იყო მამა გიორგი მამალაძე.

ახალი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მამა გიორგი მამალაძეს დღეს დაენიშნა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გაუთქმელობის ხელწერილი დაწერილი არ აქვს.

დეკანოზის კიდევ ერთი ადვოკატის თქმით კი, " ბრალში, რომელიც მამა გიორგი მამალაძეს წაუყენეს, ედავებიან ერთი პირის მკვლელობის მომზადებას, რომელიც სასულიერო პირი არ არის".

იხილეთ ვიდეო

როგორც მია ზოიძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქმეს "გრიფით საიდუმლო" არ ადევს, პროკურატურა არ ასახელებს ვისი მკვლელობის ორგანიზებას ედავება მამა გიორგი მამალაძეს. "დღემდე არ ხდება დაკონკრეტება, თუ ვისი მკვლელობის მომზადებას ედავებიან მამა გიორგი მამალაძეს. პროკურატურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ მათ არ იციან საუბარია ერთ პირზე, ორზე თუ სამზე. მინდა გითხრათ, რომ ბრალდებაში საუბარია მხოლოდ ერთ პირზე, რომელიც სასულიერო პირი არ გახლავთ და ჩვენ მოვითხოვთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ, დაკონკრეტდეს თუ ვისზეა საუბარი და ამ თემაზე სპეკულაციები და ბუნდოვანება ამოიწუროს", - განაცხადა მია ზოიძემ.

დეკანოზის ადვოკატებმა მთავარ პროკურატურაში დღეს კიდევ ერთხელ შეიტანეს განცხადება, რათა მათ გაუთქმელობის ვალდებულება მოეხსნათ და მიეცათ საქმის დეტალებზე საუბრის საშუალება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ