პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა იწვევს გულის დაავადებებს ახალგაზრდებში და რა სიმპტომებს უნდა მიაქციოთ ყურადღება - კარდიოლოგი გირჩევთ
რა იწვევს გულის დაავადებებს ახალგაზრდებში და რა სიმპტომებს უნდა მიაქციოთ ყურადღება - კარდიოლოგი გირჩევთ

გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა უამ­რავ პრობ­ლე­მას უქ­მნის ადა­მი­ანს, რომ არა­ფე­რი ვთქვათ იმ ლე­ტა­ლურ შე­დე­გებ­ზე, რი­თაც ეს და­ა­ვა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს. თუმ­ცა, მისი თა­ვი­დან აცი­ლე­ბა ნამ­დი­ლად შე­იძ­ლე­ბა. თუ დრო­უ­ლად მივ­ხე­დავთ სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას და ჩი­ვი­ლებს, რო­მე­ლიც გუ­ლის იშე­მი­ურ და­ა­ვა­დე­ბას შე­საძ­ლოა წინ უძღო­დეს, პრობ­ლე­მებს ნამ­დვი­ლად ავ­ცდე­ბით.

AMBEBI.GE-ს გუ­ლის იშე­მი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­სა და მის საპ­რე­ვენ­ციო ღო­ნი­ძი­ე­ბებ­ზე აკა­დე­მი­კოს ჩა­ფი­ძის სა­ხე­ლო­ბის გა­და­უ­დე­ბე­ლი კარ­დი­ო­ლო­გი­ის ცენ­ტრის ექი­მი-კარ­დი­ო­ლო­გი თა­მარ სუ­ხი­აშ­ვი­ლი ესა­უბ­რა:

- გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი უამ­რა­ვი ფაქ­ტო­რი არ­სე­ბობს. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რის­კფაქ­ტო­რე­ბია, - არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ჰი­პერ­ტენ­ზია, ჭარ­ბი წონა, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, ასა­კი (მა­მა­კა­ცებ­ში ცოტა ად­რე­ულ პე­რი­ოდ­ში იწყე­ბა, სა­დღაც 39-40 წლის ასაკ­ში, ქა­ლებ­ში მე­ნო­პა­უ­ზის შემ­დეგ). თუმ­ცა, და­ა­ვა­დე­ბა ბოლო დროს ცოტა ატი­პი­უ­რი ფორ­მე­ბი­თაც ვლინ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, ქა­ლებ­ში ხში­რად მე­ნო­პა­უ­ზის პე­რი­ოდ­ში, კლი­მაქ­ტე­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის დროს წა­მო­ი­წევს ხოლ­მე ჩი­ვი­ლე­ბი: შე­საძ­ლოა ელექტრო­კარ­დი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი იყოს, თუმ­ცა უმე­ტე­სად, ეს ფუნ­ქცი­უ­რი ხა­სი­ა­თის არის და არა ორ­გა­ნუ­ლი.

- გა­მოვ­ლე­ნილ ჩი­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბა რო­გორ მი­ვაქ­ცი­ოთ?

- ხში­რია, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი მო­დის და გვე­უბ­ნე­ბა, რომ მა­ღა­ლი წნე­ვა აქვს, მაგ­რამ გული არ აწუ­ხებს, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ წნე­ვა ცალ­კე და­ა­ვა­დე­ბაა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­თან არის კავ­შირ­ში. თუ წნე­ვას ვერ გრძნობს (რა­საც მიჩ­ვე­უ­ლია), ე.ი. არა­ფე­რი სჭირს, ეს არას­წო­რი მიდ­გო­მაა. თუნ­დაც იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც წნე­ვა არ აწუ­ხებთ, თვე­ში ერთხელ კონ­ტრო­ლის­თვის მა­ინც უნდა გა­ი­ზო­მონ. ამას­თან, არის ჰი­პო­დი­ნა­მია, რაც დღე­ვან­დე­ლი ყო­ფის და­ა­ვა­დე­ბაა, რა­საც უმე­ტე­სად ჯდო­მი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი იწ­ვევს, გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მოქ­მე­დებს. ასე­ვე მოქ­მე­დებს თამ­ბა­ქოს მო­წე­ვა, ნი­კო­ტი­ნი (სის­ხლძარ­ღვებს ავიწ­რო­ებს). ნახ­ში­რორ­ჟან­გი სის­ხლძარ­ღვე­ბის კედ­ლებს აზი­ა­ნებს და ათე­როსკლე­რო­ზი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბას ზრდის. არამ­წე­ვე­ლებ­თან შე­და­რე­ბით, იმ ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც დღე­ში 20 ან მეტ ღერს ეწე­ვი­ან, ინ­ფარ­ქტის ალ­ბა­თო­ბა 6-ჯერ მეტი აქვთ. მწე­ველ მა­მა­კა­ცებს კი, არამ­წვე­ლებ­თან შე­და­რე­ბით, 3-ჯერ მეტი... სიმ­სუქ­ნე და ჭარ­ბი წონა (ერ­თად) გარ­და იმი­სა, რომ გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის რის­კფაქ­ტო­რე­ბია, ჭარ­ბი წონა წნე­ვის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის მა­ღალ რიკს ზრდის.

- ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის პრობ­ლე­მა გან­სა­ზღვრავს გუ­ლის იშე­მი­ურ და­ა­ვა­დე­ბას?

- ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის პრობ­ლე­მე­ბი ხში­რად კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი ჩი­ვი­ლე­ბით წარ­მო­იქ­მნე­ბა და ვლინ­დე­ბა. ხში­რად პა­ცი­ენტს, რო­მელ­საც ჩი­ვი­ლე­ბი აქვს მა­გა­ლი­თად, ტა­ქი­კარ­დია, ბრა­დი­კარ­დია, სა­ერ­თო სი­სუს­ტე, ჰი­პო­თი­რე­ო­ზე­ბის დროს არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის ციფ­რე­ბის მა­ტე­ბა, ჰი­პერ­თი­რე­ო­ზის დროს არით­მია, - ჩვენ­თან სწო­რედ კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი ჩი­ვი­ლე­ბით მო­დის. კვლე­ვის შემ­დეგ კი ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის პრობ­ლე­მა დგინ­დე­ბა, ჩა­ნაც­ვლე­ბი­თი თე­რა­პი­ის შემ­დეგ კი, პრობ­ლე­მე­ბი მეტ-ნაკ­ლე­ბად გვარ­დე­ბა.

- რა იწ­ვევს ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში გუ­ლის იშე­მი­ურ და­ა­ვა­დე­ბას?

- ცოტა ხნის წინ გვყავ­და პა­ცი­ენ­ტი - 24 წლის ბიჭი, რო­მელ­საც შუნ­ტი­რე­ბის ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­და, მა­ნამ­დე ინ­ფარ­ქტი ჰქონ­და გა­და­ტა­ნი­ლი, ამას­თან, ჰქონ­და მიტ­რა­ლუ­რი მან­კიც და ორი­ვე ოპე­რა­ცია ერ­თდრო­უ­ლად ჩა­უ­ტარ­და. ასე­თი ფაქ­ტე­ბი იშ­ვი­ა­თია, თუმ­ცა, არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზი­ის შემ­თხვე­ვა­ში, მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თო­ბა დიდ როლს თა­მა­შობს, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ, 35 წლი­დან ვლინ­დე­ბა. დიახ, ზე­მოქ­მე­დე­ბას გე­ნე­ტი­კა ახ­დენს. ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თა ოჯა­ხის წევ­რებს გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­დათ და 60 წელ­ზე მცი­რე ასაკ­ში გა­მოვ­ლინ­და, ასეთ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა წე­ლი­წად­ში ერთხელ უნდა გა­ი­კე­თონ ანა­ლი­ზე­ბი, გა­ი­კონ­ტრო­ლონ ქო­ლეს­ტე­რი­ნი, წნე­ვა...

სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, სის­ხლში ქო­ლეს­ტე­რი­ნის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბა გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბებს იწ­ვევს, - მოკ­ლედ, ამ და­ა­ვა­დე­ბა­ზე მემ­კვიდ­რუ­ლი ფაქ­ტო­რი დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს.

- ახალ­გაზ­რდებ­ში რა იწ­ვევს ამ და­ა­ვა­დე­ბას?

- სტრე­სი, რის­გა­ნაც არა­ვი­ნაა და­ცუ­ლი, თამ­ბა­ქოს მო­წე­ვა, ალ­კოჰო­ლის ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბის მი­ღე­ბა, ჰი­პო­დი­ნა­მია (კუნ­თე­ბის სი­სუს­ტე, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბის მჯდო­მა­რე წე­სი­თა და მოძ­რა­ო­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბის შე­ზღუდ­ვით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი), ღა­მის გა­თე­ნე­ბა, არა­ჯან­სა­ღი კვე­ბა და არ­ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი, რა­შიც არე­ულ ბი­ო­რიტმს ვგუ­ლის­ხმობ. ხში­რად მყავს პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­საც ისე­თი სამ­სა­ხუ­რი აქვს, ღა­მის გა­თე­ნე­ბა უწევს. ასეთ პა­ცი­ენ­ტებს ორ­გა­ნუ­ლი კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი არა, თუმ­ცა ფუნ­ქცი­უ­რი ხა­სი­ა­თის ჩი­ვი­ლე­ბი აწუ­ხებთ, - ასეთ დროს, რო­დე­საც რა­ღაც აწუ­ხებთ, ძნე­ლია პა­ცი­ენტს გა­ა­გე­ბი­ნო, რას­თან გვაქვს საქ­მე. რო­გორც კი ის დღე­ღა­მურ რიტმს მო­ი­წეს­რი­გებს, მათი ჩი­ვი­ლე­ბიც იხ­სე­ნა ხოლ­მე.

კი­დევ ასე­თი რამ არის: რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი მწვა­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში კლი­ნი­კა­ში მო­დის, ხში­რად ამ­ბობს, რომ არა­ფე­რი აწუ­ხებს, რომ უც­ბათ და­ე­წყო ეს მო­ჭე­რი­თი ტკი­ვი­ლი, სტე­ნო­კარ­დი­ის დროს უმე­ტე­სად ტკი­ვი­ლი არის წინ, გულ­მკერ­დის ძვლის არე­ში, შე­საძ­ლოა და­ი­წყოს ეპი­გას­ტრი­უმ­თან, გავ­რცელ­დეს მკერ­დის ძვლის არე­ში, ყელ­ში, ქვე­და ყბა­ში, ზემო კი­დუ­რებ­ში, ანუ გა­და­ცე­მი­თი იყოს. უშუ­ა­ლოდ გუ­ლის არე­ში ნაკ­ლე­ბად ხდე­ბა, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი ტი­პის ტკი­ვი­ლი გან­ვი­თარ­დეს უეც­რად და 2-5 წუთი გაგ­რძელ­დეს. თუ უფრო ხან­გრძლი­ვი აღ­მოჩ­ნდა, უკვე მწვა­ვე პა­თო­ლო­გი­ა­ში გა­და­ვა (მი­ო­ზი­ტში, ნევ­რალ­გია და ა.შ.) და ნიტ­როგ­ლი­ცე­რი­ნი, ვა­ლი­დო­ლი ასეთ ტკი­ვილს არ ხსნის. თუმ­ცა, აქ წი­ნა­პი­რო­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს: სა­ერ­თო სი­სუს­ტე, ად­ვი­ლად დაღ­ლა, რო­მელ­საც ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევთ.

- რა­ტომ?

- ამას პა­ცი­ენ­ტე­ბი ზო­გად გა­დაღ­ლი­ლო­ბას, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის რიტმს აბ­რა­ლე­ბენ. არა­და, დაკ­ვირ­ვე­ბა უნდა: თუ ჩვე­უ­ლებ­რივ ფი­ზი­კურ დატ­ვირ­თვა­ზე ადა­მი­ა­ნი ად­ვი­ლად იღ­ლე­ბა, აქვს ხან­გრძლი­ვი სა­ერ­თო სი­სუს­ტე, არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ჰი­პერ­ტენ­ზია, მა­ღა­ლი წნე­ვის დროს, არ არის სწო­რი, რო­დე­საც მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში იღებს წა­მალს, რო­დე­საც აქვს მო­მა­ტე­ბუ­ლი წნე­ვა. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თოს ექიმს. წა­მა­ლი უნდა მი­ი­ღოს რე­გუ­ლა­რუ­ლად, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სხვა­დას­ხვა ტი­პის ანე­მია, რაც ხში­რად შე­იძ­ლე­ბა გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი ერთ-ერთი მი­ზე­ზი იყოს. ყუ­რა­დღე­ბა ამა­საც უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ. რო­გორც კი სა­ერ­თო სი­სუს­ტე, ანე­მია გან­ვი­თარ­დე­ბა, სა­სურ­ვე­ლია სის­ხლის სა­ერ­თო ანა­ლი­ზი მა­ინც გა­ი­კონ­ტრო­ლოს.

- კი­დევ რა რჩე­ვე­ბის მი­ცე­მა შე­იძ­ლე­ბა?

  • რე­გუ­ლა­რუ­ლად აკონ­ტრო­ლონ არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა
  • წე­ლი­წად­ში ერთხელ გა­ა­კონ­ტრო­ლონ ლი­პი­დუ­რი ცვლა, გლუ­კო­ზის რა­ო­დე­ნო­ბა სის­ხლში
  • მი­ი­ღონ ნაკ­ლე­ბად ცხი­მი­ა­ნი და მა­რი­ლი­ა­ნი საკ­ვე­ბი
  • იმოძ­რა­ონ, აირ­ჩი­ონ ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წესი

ჩემს პა­ცი­ენ­ტებს ხში­რად ვე­უბ­ნე­ბი, - დღე­ში, თუ არ არის იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი მა­ინც ფე­ხით ია­რონ, ვთქვათ, თუ სახ­ლში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით მი­დი­ან, 2 გა­ჩე­რე­ბით ადრე ჩა­მო­ვიდ­ნენ და დარ­ჩე­ნი­ლი მან­ძი­ლი ფე­ხით და­ფა­რონ. ეს ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი შე­სას­რუ­ლე­ბე­ლია…

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

რა იწვევს გულის დაავადებებს ახალგაზრდებში და რა სიმპტომებს უნდა მიაქციოთ ყურადღება - კარდიოლოგი გირჩევთ

რა იწვევს გულის დაავადებებს ახალგაზრდებში და რა სიმპტომებს უნდა მიაქციოთ ყურადღება - კარდიოლოგი გირჩევთ

გულის იშემიური დაავადება უამრავ პრობლემას უქმნის ადამიანს, რომ არაფერი ვთქვათ იმ ლეტალურ შედეგებზე, რითაც ეს დაავადება შეიძლება დასრულდეს. თუმცა, მისი თავიდან აცილება ნამდილად შეიძლება. თუ დროულად მივხედავთ საკუთარ ჯანმრთელობას და ჩივილებს, რომელიც გულის იშემიურ დაავადებას შესაძლოა წინ უძღოდეს, პრობლემებს ნამდვილად ავცდებით.

AMBEBI.GE-ს გულის იშემიურ დაავადებასა და მის საპრევენციო ღონიძიებებზე აკადემიკოს ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმი-კარდიოლოგი თამარ სუხიაშვილი ესაუბრა:

- გულის იშემიური დაავადების გამომწვევი უამრავი ფაქტორი არსებობს. ყველაზე მნიშვნელოვანი რისკფაქტორებია, - არაკონტროლირებადი ჰიპერტენზია, ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი, ასაკი (მამაკაცებში ცოტა ადრეულ პერიოდში იწყება, სადღაც 39-40 წლის ასაკში, ქალებში მენოპაუზის შემდეგ). თუმცა, დაავადება ბოლო დროს ცოტა ატიპიური ფორმებითაც ვლინდება. მაგალითად, ქალებში ხშირად მენოპაუზის პერიოდში, კლიმაქტერული პრობლემების დროს წამოიწევს ხოლმე ჩივილები: შესაძლოა ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებები იყოს, თუმცა უმეტესად, ეს ფუნქციური ხასიათის არის და არა ორგანული.

- გამოვლენილ ჩივილებს ყურადღება როგორ მივაქციოთ?

- ხშირია, როდესაც პაციენტი მოდის და გვეუბნება, რომ მაღალი წნევა აქვს, მაგრამ გული არ აწუხებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წნევა ცალკე დაავადებაა. ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში. თუ წნევას ვერ გრძნობს (რასაც მიჩვეულია), ე.ი. არაფერი სჭირს, ეს არასწორი მიდგომაა. თუნდაც იმ ადამიანებს, რომლებსაც წნევა არ აწუხებთ, თვეში ერთხელ კონტროლისთვის მაინც უნდა გაიზომონ. ამასთან, არის ჰიპოდინამია, რაც დღევანდელი ყოფის დაავადებაა, რასაც უმეტესად ჯდომითი სამუშაოები იწვევს, გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარებაზე მოქმედებს. ასევე მოქმედებს თამბაქოს მოწევა, ნიკოტინი (სისხლძარღვებს ავიწროებს). ნახშირორჟანგი სისხლძარღვების კედლებს აზიანებს და ათეროსკლეროზისადმი მიდრეკილებას ზრდის. არამწეველებთან შედარებით, იმ ქალებს, რომლებიც დღეში 20 ან მეტ ღერს ეწევიან, ინფარქტის ალბათობა 6-ჯერ მეტი აქვთ. მწეველ მამაკაცებს კი, არამწველებთან შედარებით, 3-ჯერ მეტი... სიმსუქნე და ჭარბი წონა (ერთად) გარდა იმისა, რომ გულის იშემიური დაავადების რისკფაქტორებია, ჭარბი წონა წნევის მატებასთან ერთად, შაქრიანი დიაბეტის განვითარების მაღალ რიკს ზრდის.

- ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა განსაზღვრავს გულის იშემიურ დაავადებას?

- ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ხშირად კარდიოლოგიური ჩივილებით წარმოიქმნება და ვლინდება. ხშირად პაციენტს, რომელსაც ჩივილები აქვს მაგალითად, ტაქიკარდია, ბრადიკარდია, საერთო სისუსტე, ჰიპოთირეოზების დროს არტერიული წნევის ციფრების მატება, ჰიპერთირეოზის დროს არითმია, - ჩვენთან სწორედ კარდიოლოგიური ჩივილებით მოდის. კვლევის შემდეგ კი ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა დგინდება, ჩანაცვლებითი თერაპიის შემდეგ კი, პრობლემები მეტ-ნაკლებად გვარდება.

- რა იწვევს ახალგაზრდა ასაკში გულის იშემიურ დაავადებას?

- ცოტა ხნის წინ გვყავდა პაციენტი - 24 წლის ბიჭი, რომელსაც შუნტირების ოპერაცია გაუკეთდა, მანამდე ინფარქტი ჰქონდა გადატანილი, ამასთან, ჰქონდა მიტრალური მანკიც და ორივე ოპერაცია ერთდროულად ჩაუტარდა. ასეთი ფაქტები იშვიათია, თუმცა, არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევაში, მემკვიდრეობითობა დიდ როლს თამაშობს, რაც სავარაუდოდ, 35 წლიდან ვლინდება. დიახ, ზემოქმედებას გენეტიკა ახდენს. ადამიანებს, რომელთა ოჯახის წევრებს გულის იშემიური დაავადება ჰქონდათ და 60 წელზე მცირე ასაკში გამოვლინდა, ასეთმა ადამიანებმა წელიწადში ერთხელ უნდა გაიკეთონ ანალიზები, გაიკონტროლონ ქოლესტერინი, წნევა...

სტატისტიკის თანახმად, სისხლში ქოლესტერინის მაღალი შემცველობა გულის იშემიური დაავადებებს იწვევს, - მოკლედ, ამ დაავადებაზე მემკვიდრული ფაქტორი დიდ გავლენას ახდენს.

- ახალგაზრდებში რა იწვევს ამ დაავადებას?

- სტრესი, რისგანაც არავინაა დაცული, თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობის მიღება, ჰიპოდინამია (კუნთების სისუსტე, რომელიც ცხოვრების მჯდომარე წესითა და მოძრაობითი აქტივობის შეზღუდვით არის გამოწვეული), ღამის გათენება, არაჯანსაღი კვება და არჯანსაღი ცხოვრების წესი, რაშიც არეულ ბიორიტმს ვგულისხმობ. ხშირად მყავს პაციენტი, რომელსაც ისეთი სამსახური აქვს, ღამის გათენება უწევს. ასეთ პაციენტებს ორგანული კარდიოლოგიური პრობლემები არა, თუმცა ფუნქციური ხასიათის ჩივილები აწუხებთ, - ასეთ დროს, როდესაც რაღაც აწუხებთ, ძნელია პაციენტს გააგებინო, რასთან გვაქვს საქმე. როგორც კი ის დღეღამურ რიტმს მოიწესრიგებს, მათი ჩივილებიც იხსენა ხოლმე.

კიდევ ასეთი რამ არის: როდესაც პაციენტი მწვავე მდგომარეობაში კლინიკაში მოდის, ხშირად ამბობს, რომ არაფერი აწუხებს, რომ უცბათ დაეწყო ეს მოჭერითი ტკივილი, სტენოკარდიის დროს უმეტესად ტკივილი არის წინ, გულმკერდის ძვლის არეში, შესაძლოა დაიწყოს ეპიგასტრიუმთან, გავრცელდეს მკერდის ძვლის არეში, ყელში, ქვედა ყბაში, ზემო კიდურებში, ანუ გადაცემითი იყოს. უშუალოდ გულის არეში ნაკლებად ხდება, მაგრამ შეიძლება ასეთი ტიპის ტკივილი განვითარდეს უეცრად და 2-5 წუთი გაგრძელდეს. თუ უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა, უკვე მწვავე პათოლოგიაში გადავა (მიოზიტში, ნევრალგია და ა.შ.) და ნიტროგლიცერინი, ვალიდოლი ასეთ ტკივილს არ ხსნის. თუმცა, აქ წინაპირობა შეიძლება იყოს: საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევთ.

- რატომ?

- ამას პაციენტები ზოგად გადაღლილობას, ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს აბრალებენ. არადა, დაკვირვება უნდა: თუ ჩვეულებრივ ფიზიკურ დატვირთვაზე ადამიანი ადვილად იღლება, აქვს ხანგრძლივი საერთო სისუსტე, არაკონტროლირებადი ჰიპერტენზია, მაღალი წნევის დროს, არ არის სწორი, როდესაც მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს წამალს, როდესაც აქვს მომატებული წნევა. აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. წამალი უნდა მიიღოს რეგულარულად, ეს მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტიპის ანემია, რაც ხშირად შეიძლება გულის იშემიური დაავადების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი იყოს. ყურადღება ამასაც უნდა მივაქციოთ. როგორც კი საერთო სისუსტე, ანემია განვითარდება, სასურველია სისხლის საერთო ანალიზი მაინც გაიკონტროლოს.

- კიდევ რა რჩევების მიცემა შეიძლება?

  • რეგულარულად აკონტროლონ არტერიული წნევა
  • წელიწადში ერთხელ გააკონტროლონ ლიპიდური ცვლა, გლუკოზის რაოდენობა სისხლში
  • მიიღონ ნაკლებად ცხიმიანი და მარილიანი საკვები
  • იმოძრაონ, აირჩიონ ცხოვრების ჯანსაღი წესი

ჩემს პაციენტებს ხშირად ვეუბნები, - დღეში, თუ არ არის იმის საშუალება, ნახევარი საათი მაინც ფეხით იარონ, ვთქვათ, თუ სახლში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიდიან, 2 გაჩერებით ადრე ჩამოვიდნენ და დარჩენილი მანძილი ფეხით დაფარონ. ეს ყველაზე მარტივი შესასრულებელია…

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

საქართველოში ე.წ. იმუნური ფენა გაჩნდა? - რატომ შემცირდა ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი თითქმის 80%-ით

"ეს არ არის იმ ტიპის სიკეთე, რომელიც ფარულად კეთდება" - მამა თეოდორე, მრევლთან ერთად, ქველმოქმედებას განაგრძობს

რე|ბანკი მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვას განაგრძობს