კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოისმინა ჩანაწერებში ე.წ. "ციანიდის საქმის" ერთ-ერთმა მოწმემ: "მოსასმენად ძალიან მძიმეა, მასში სამი პირი მონაწილეობდა"
რა მოისმინა ჩანაწერებში ე.წ. "ციანიდის საქმის" ერთ-ერთმა მოწმემ: "მოსასმენად ძალიან მძიმეა, მასში სამი პირი მონაწილეობდა"

"ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძემ მაჩ­ვე­ნა წე­რი­ლო­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ­ლის გა­მოც თა­ვა­დაც შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო და პარკში ჰქონ­და მო­თავ­სე­ბუ­ლი" - ამის შე­სა­ხებ ე.წ. "ცი­ა­ნი­დის საქ­მის" ერთ-ერ­თმა მომ­წმემ, ად­ვო­კატ­მა ირმა ჭკა­დუ­ამ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ჭკა­დუ­ამ აღ­ნიშ­ნა, მას მა­ღა­ლი იერ­არ­ქი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი 3 ჩა­ნა­წე­რი აქვს მოს­მე­ნი­ლი და ერთი წე­რი­ლო­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა - ნა­ნა­ხი, თუმ­ცა მათ ში­ნა­არსზე ვერ ისა­უბ­რებს.

"ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძემ მო­მა­ს­მე­ნი­ნა აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც მო­სას­მე­ნად ძა­ლი­ან მძი­მეა და მას­ში სამი პირი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რო­დე­საც ეკ­ლე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი სა­უბ­რო­ბენ იმ ლექ­სი­კით, იმ ფორ­მი­თა და იმ სა­კი­თხებ­ზე, რა­ზეც ჩა­ნა­წე­რებ­შია სა­უ­ბა­რი. ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რის მოს­მე­ნის მი­უ­ხე­და­ვად, და­ჯე­რე­ბა გა­მი­ჭი­და, თუმ­ცა ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძემ მაჩ­ვე­ნა წე­რი­ლო­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­ზეც თა­ვა­დაც შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო და ჩა­დე­ნუ­ლი ჰქონ­და პარკში, რად­გან არ უნ­დო­და დო­კუ­მეტ­ზე მისი დნმ-იც და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი­ყო. ჩვენ ვურ­ჩი­ეთ მი­ე­მარ­თა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის­თვის, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბო­და ამ და­ნა­შა­უ­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე ან და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის აგებ­და პა­სუხს აუ­ცი­ლებ­ლად", - გა­ნა­ცხა­და ირმა ჭკა­დუ­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძე არ აპი­რებ­და სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ში მის­ვლას, თუმ­ცა ერთ-ერ­თმა სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარ­მა, რო­მე­ლიც მას­თან დე­კა­ნოზ­მა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­და­ა­ფიქ­რე­ბი­ნა და მი­მარ­თა პრო­კუ­რა­ტუ­რას. ე.წ. "ცი­ა­ნი­დის საქ­მის" ერთ-ერთი მოწ­მე მი­იჩ­ნევს, რომ ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­ში ფი­გუ­რან­ტი პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მისი თქმის, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი არი­ან, "თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი იყ­ვნენ".

"რად­გან იმ სა­უ­ბარს ეს­წრე­ბოდ­ნენ და იქ ბევრ სა­კი­თხზე იყო სა­უ­ბა­რი და რად­გან იგეგ­მე­ბო­და რა­ღა­ცე­ბი, მე დამ­რჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ისი­ნი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი იყ­ვნენ", - აღ­ნიშ­ნა იუ­რის­ტმა.

რაც შე­ე­ხე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას, ირმა ჭკა­დუა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მათი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად პრო­კუ­რა­ტუ­რას სურს, რად­გან "მათი გა­სა­ჯა­რო­ე­ბის შემ­დეგ ამ საქ­მე­ზე კი­თხვა არა­ვის აღარ დარ­ჩე­ბა".

"პრო­კუ­რა­ტუ­რა და სა­ხელ­მწი­ფო დღეს უფრთხილ­დე­ბი­ან სა­პატ­რი­არ­ქოს პრეს­ტიჟს და პატ­რი­არ­ქის სა­ხელს, რომ არ შე­ი­ბღა­ლოს. თუ პატ­რი­არ­ქის სურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა, მა­შინ ალ­ბათ მოხ­დე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა. თუ უწ­მინ­დე­სი მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ ყვე­ლას აპა­ტი­ოს ყვე­ლა­ფე­რი, ამ შემ­თხვე­ვა­ში მე ვფიქ­რობ, გა­მო­ძი­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას აზრი არ ექ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ირმა ჭკა­დუ­ამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რა მოისმინა ჩანაწერებში ე.წ. "ციანიდის საქმის" ერთ-ერთმა მოწმემ: "მოსასმენად ძალიან მძიმეა, მასში სამი პირი მონაწილეობდა"

რა მოისმინა ჩანაწერებში ე.წ. "ციანიდის საქმის" ერთ-ერთმა მოწმემ: "მოსასმენად ძალიან მძიმეა, მასში სამი პირი მონაწილეობდა"

"ირაკლი მამალაძემ მაჩვენა წერილობითი მტკიცებულება, რომლის გამოც თავადაც შეშინებული იყო და პარკში ჰქონდა მოთავსებული" - ამის შესახებ ე.წ. "ციანიდის საქმის" ერთ-ერთმა მომწმემ, ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა.

როგორც ჭკადუამ აღნიშნა, მას მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებული 3 ჩანაწერი აქვს მოსმენილი და ერთი წერილობითი მტკიცებულება - ნანახი, თუმცა მათ შინაარსზე ვერ ისაუბრებს.

"ირაკლი მამალაძემ მომასმენინა აუდიოჩანაწერი, რომელიც მოსასმენად ძალიან მძიმეა და მასში სამი პირი მონაწილეობდა. წარმოუდგენელია, როდესაც ეკლესიასთან დაკავშირებული პირები საუბრობენ იმ ლექსიკით, იმ ფორმითა და იმ საკითხებზე, რაზეც ჩანაწერებშია საუბარი. ფარული ჩანაწერის მოსმენის მიუხედავად, დაჯერება გამიჭიდა, თუმცა ირაკლი მამალაძემ მაჩვენა წერილობითი მტკიცებულება, რომელზეც თავადაც შეშინებული იყო და ჩადენული ჰქონდა პარკში, რადგან არ უნდოდა დოკუმეტზე მისი დნმ-იც დაფიქსირებულიყო. ჩვენ ვურჩიეთ მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნებოდა ამ დანაშაულის თანამონაწილე ან დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აგებდა პასუხს აუცილებლად", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

მისივე თქმით, ირაკლი მამალაძე არ აპირებდა სამართალდამცავ ორგანოში მისვლას, თუმცა ერთ-ერთმა სატელეფონო ზარმა, რომელიც მასთან დეკანოზმა გიორგი მამალაძემ განახორციელა, გადაწყვეტილება გადააფიქრებინა და მიმართა პროკურატურას. ე.წ. "ციანიდის საქმის" ერთ-ერთი მოწმე მიიჩნევს, რომ ფარულ ჩანაწერებში ფიგურანტი პირები, რომლებიც მისი თქმის, სასულიერო პირები არიან, "თანამოაზრეები იყვნენ".

"რადგან იმ საუბარს ესწრებოდნენ და იქ ბევრ საკითხზე იყო საუბარი და რადგან იგეგმებოდა რაღაცები, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ისინი თანამოაზრეები იყვნენ", - აღნიშნა იურისტმა.

რაც შეეხება მტკიცებულებების გასაჯაროებას, ირმა ჭკადუა დარწმუნებულია, რომ მათი გამოქვეყნება ყველაზე მეტად პროკურატურას სურს, რადგან "მათი გასაჯაროების შემდეგ ამ საქმეზე კითხვა არავის აღარ დარჩება".

"პროკურატურა და სახელმწიფო დღეს უფრთხილდებიან საპატრიარქოს პრესტიჟს და პატრიარქის სახელს, რომ არ შეიბღალოს. თუ პატრიარქის სურვილი იქნება, მაშინ ალბათ მოხდება მტკიცებულებების გასაჯაროება. თუ უწმინდესი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ყველას აპატიოს ყველაფერი, ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, გამოძიების გაგრძელებას აზრი არ ექნება", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ