სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულები 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაამართლეს
 ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულები 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაამართლეს

"ეი-ი-ეს თე­ლა­სის" ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯე­რის ნიკა ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი გია გვი­ჩი­ა­ნი და ნი­კო­ლოზ ჩე­მია გა­მარ­თლდნენ. ორი­ვე მათ­გა­ნი დღეს სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­თა კო­ლე­გი­ამ პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღო.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გვი­ჩი­ა­ნი­სა და ჩე­მი­ას გა­ნა­ჩე­ნის გა­და­სინ­ჯვის მო­თხოვ­ნით და­ახ­ლო­ე­ბით 2 თვის წინ მი­მარ­თა. პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ის გა­მო­ძი­ე­ბა გახ­და, რო­მე­ლიც სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში ხე­ლახ­ლა ჩა­ტარ­და.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის ბრა­ლე­უ­ლო­ბა მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით არ გა­მო­იკ­ვე­თა, შე­სა­ბა­მი­სად, პრო­კუ­რა­ტუ­რამ მი­მარ­თა სა­სა­მარ­თლოს, რათა მოხ­დეს "ეი-ი-ეს თე­ლა­სის" ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯე­რის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­და­სინ­ჯვა.

2006 წლის 15 აგ­ვის­ტოს "ეი-ი-ეს თე­ლა­სის" ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯე­რის, ნიკა ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე გია გვი­ა­ჩი­ანს და ნიკა ჩე­მი­ას მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნეს. ნიკა ჩე­მი­ამ და გი­ორ­გი გვი­ჩი­ან­მა და­ნა­შა­უ­ლი არ აღი­ა­რეს, მათ უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯათ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პა­ტიმ­რო­ბა 20 წლით გა­ნი­სა­ზღვრა.

წა­ი­კი­თხეთ: "მა­შინ ვი­ნაა ჩემი შვი­ლის მკვლე­ლი?" - 10 წლის შემ­დეგ გა­და­ხე­დი­ლი გა­ნა­ჩე­ნი და უპა­სუ­ხო კი­თხვე­ბი ნიკა ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულები 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაამართლეს

 ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულები 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაამართლეს

"ეი-ი-ეს თელასის" ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულები გია გვიჩიანი და ნიკოლოზ ჩემია გამართლდნენ. ორივე მათგანი დღეს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.

პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს გვიჩიანისა და ჩემიას განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით დაახლოებით 2 თვის წინ მიმართა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველი ის გამოძიება გახდა, რომელიც საგამოძიებო უწყებაში ხელახლა ჩატარდა.

როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, საქმეზე მსჯავრდებულების ბრალეულობა მოპოვებული მტკიცებულებებით არ გამოიკვეთა, შესაბამისად, პროკურატურამ მიმართა სასამართლოს, რათა მოხდეს "ეი-ი-ეს თელასის" ფინანსური მენეჯერის მკვლელობაში ბრალდებულების მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.

2006 წლის 15 აგვისტოს "ეი-ი-ეს თელასის" ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე გია გვიაჩიანს და ნიკა ჩემიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. ნიკა ჩემიამ და გიორგი გვიჩიანმა დანაშაული არ აღიარეს, მათ უვადო პატიმრობა მიესაჯათ. მოგვიანებით პატიმრობა 20 წლით განისაზღვრა.

წაიკითხეთ: "მაშინ ვინაა ჩემი შვილის მკვლელი?" - 10 წლის შემდეგ გადახედილი განაჩენი და უპასუხო კითხვები ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეში

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ