პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიკა ევგენიძე საქართველოში დაბრუნდა: "ასეთ გადაწყვეტილებას ერთი ვერ მიიღებს... ყველაფერს ერთად ვწყვეტთ"
ლიკა ევგენიძე საქართველოში დაბრუნდა: "ასეთ გადაწყვეტილებას ერთი ვერ მიიღებს... ყველაფერს ერთად ვწყვეტთ"

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ლიკა ევ­გე­ნი­ძე, თა­ვის უსაყ­ვარ­ლეს პა­ტა­რა შვილ­თან ერ­თად, ცოტა ხნის წინ, ამე­რი­კი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. მისი უფ­რო­სი შვი­ლი - ანა-სო­ფია, ამ ეტაპ­ზე, ამე­რი­კა­ში, მა­მას­თან დარ­ჩა. ლი­კას­თვის ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო, თუმ­ცა ის სა­ქარ­თვე­ლო­ში უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს თავს და სა­მო­მავ­ლოდ ბევ­რი გეგ­მაც აქვს. სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ლიკა ევ­გე­ნი­ძემ ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ამე­რი­კულ ცხოვ­რე­ბა­ზე და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე ისა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ნა­წყვე­ტებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"გად­მო­ვე­დი აქეთ. მო­მე­ნატ­რა სა­ქარ­თვე­ლო - ნოს­ტალ­გია რომ შე­მო­გაწ­ვე­ბა, რთუ­ლია ბავ­შვე­ბით უცხო ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა. თან, მშობ­ლე­ბი, ყვე­ლა აქ მყავს. მე და პა­ტა­რა ვართ ჯერ აქ. ნი­კას­თან არის ანა­სო­ფია. სკო­ლა­ში და­დის და შუა სე­მესტრი­დან ვერ წა­მო­ვიყ­ვან­დი ბავ­შვს. მინ­და, პირ­ვე­ლი კლა­სი ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნოს, რად­გან ამე­რი­კუ­ლი სკო­ლი­დან პირ­და­პირ რომ გად­მო­მეყ­ვა­ნა, აი­რე­ო­და და ცო­დოა. ამი­ტომ ჯერ­ჯე­რო­ბით ასე ვართ. ალ­ბათ, ცოტა ხნით წა­ვალთ მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად, მაგ­რამ ახლა აქეთ ვართ"

- ლიკა, შენი მე­უღ­ლეც გად­მო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ცხოვ­რებ­ლად?

- არა, თა­ვი­სი სამ­სა­ხუ­რი აქვს და არ ვიცი. თვი­თონ რო­გორც მო­ა­ხერ­ხებს და გა­და­წყვეტს, ვნა­ხოთ.

- წა­მოს­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერ­თად მი­ი­ღეთ შენ და ნი­კამ? ასე ჯო­ბია, უკე­თე­სია?

- ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ერთი ადა­მი­ა­ნი ვერ მი­ი­ღებს. მით უმე­ტეს, როცა შვი­ლე­ბი გყავს - ყვე­ლა­ფერს ერ­თად ვწყვეტთ.

- ფიქ­რობ, რომ ბავ­შვე­ბის მო­მავ­ლის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა ჯო­ბია?

- რთუ­ლია დიდ ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბა. ვფიქ­რობ, ამ ეტაპ­ზე ასე ჯობ­და. უკე­თე­სი იქ­ნე­ბა ეს ბავ­შვე­ბის­თვის და ჩემ­თვი­საც.

- ამ­ბო­ბენ, რომ დრო­ე­ბით გან­შო­რე­ბა უკე­თე­სია, რად­გან ორი ადა­მი­ა­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ჩნდე­ბა პრობ­ლე­მე­ბი და სა­ჭი­როა, რა­ღა­ცე­ბი შეც­ვა­ლოო.

- არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა, ვერ გე­ტყვი, ასეც ხდე­ბა და ისეც - ზოგ­ჯერ კარ­გია, ზოგ­ჯერ ცუდი. წი­ნას­წარ ვერ გა­ი­გებ. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ახლა ასეა, რო­გორც არის და ვნა­ხოთ.

- ამ­ბო­ბენ, სიყ­ვა­რულ­საც თა­ვი­სი ეტა­პე­ბი აქ­ვსო. შენ რო­გორ ფიქ­რობ?

- სულ სხვა­დას­ხვა ეტა­პია. არ არ­სე­ბობს, რა­ღაც ცალ­სა­ხად ერ­თნა­ი­რად ვი­თარ­დე­ბო­დეს. ცხოვ­რე­ბაც ეს არის. თუ არა­ფე­რი იც­ვლე­ბა შენს ცხოვ­რე­ბა­ში, მკვდა­რი ხარ. ჩვენც ამ დი­ნე­ბას მივ­ყვე­ბით, ვე­წყო­ბით. და­წე­რი­ლი რე­ცეპ­ტი არ არ­სე­ბობს. ყვე­ლა შემ­თხვე­ვა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და ურ­თი­ერ­თო­ბა - უნი­კა­ლუ­რი. მე არ მჯე­რა და­წე­რი­ლი რე­ცეპ­ტე­ბის.

- არ უჭირს ანა­სო­ფი­ას დე­დის გა­რე­შე ყოფ­ნა ან შენ არ გი­ჭირს?

- რა თქმა უნდა, მი­ჭირს. მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ინ­ტერ­ნე­ტი არ­სე­ბობს და მისი დახ­მა­რე­ბით ვთა­მა­შობთ, ვსწავ­ლობთ, ვსა­უბ­რობთ. მე, რო­გორც დიდ ადა­მი­ა­ნებს, ისე ვუხ­სნი და ვე­ლა­პა­რა­კე­ბი ჩემს შვი­ლებს. ამი­ტომ იცის, რომ საქ­მე­ზე ვარ და სწავ­ლას რომ და­ამ­თავ­რებს, ჩა­მო­ვა. მა­ნამ­დე მეც წა­ვალ აუ­ცი­ლებ­ლად ბავ­შვთან და მერე ერ­თად ჩა­მო­ვალთ.

ნა­თია უტი­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

ლიკა ევგენიძე საქართველოში დაბრუნდა: "ასეთ გადაწყვეტილებას ერთი ვერ მიიღებს... ყველაფერს ერთად ვწყვეტთ"

ლიკა ევგენიძე საქართველოში დაბრუნდა: "ასეთ გადაწყვეტილებას ერთი ვერ მიიღებს... ყველაფერს ერთად ვწყვეტთ"

ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე, თავის უსაყვარლეს პატარა შვილთან ერთად, ცოტა ხნის წინ, ამერიკიდან საქართველოში დაბრუნდა. მისი უფროსი შვილი - ანა-სოფია, ამ ეტაპზე, ამერიკაში, მამასთან დარჩა. ლიკასთვის ამერიკული ცხოვრება ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, თუმცა ის საქართველოში უფრო კომფორტულად გრძნობს თავს და სამომავლოდ ბევრი გეგმაც აქვს. სამშობლოში დაბრუნებულმა ლიკა ევგენიძემ ჟურნალ "თბილისელებთან" ამერიკულ ცხოვრებაზე და საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტებს ინტერვიუდან:

"გადმოვედი აქეთ. მომენატრა საქართველო - ნოსტალგია რომ შემოგაწვება, რთულია ბავშვებით უცხო ქვეყანაში ცხოვრება. თან, მშობლები, ყველა აქ მყავს. მე და პატარა ვართ ჯერ აქ. ნიკასთან არის ანასოფია. სკოლაში დადის და შუა სემესტრიდან ვერ წამოვიყვანდი ბავშვს. მინდა, პირველი კლასი ბოლომდე მიიყვანოს, რადგან ამერიკული სკოლიდან პირდაპირ რომ გადმომეყვანა, აირეოდა და ცოდოა. ამიტომ ჯერჯერობით ასე ვართ. ალბათ, ცოტა ხნით წავალთ მოსანახულებლად, მაგრამ ახლა აქეთ ვართ"

- ლიკა, შენი მეუღლეც გადმოვა საქართველოში საცხოვრებლად?

- არა, თავისი სამსახური აქვს და არ ვიცი. თვითონ როგორც მოახერხებს და გადაწყვეტს, ვნახოთ.

- წამოსვლის გადაწყვეტილება ერთად მიიღეთ შენ და ნიკამ? ასე ჯობია, უკეთესია?

- ასეთ გადაწყვეტილებას ერთი ადამიანი ვერ მიიღებს. მით უმეტეს, როცა შვილები გყავს - ყველაფერს ერთად ვწყვეტთ.

- ფიქრობ, რომ ბავშვების მომავლისთვის საქართველოში ცხოვრება ჯობია?

- რთულია დიდ ქალაქში ცხოვრება. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ასე ჯობდა. უკეთესი იქნება ეს ბავშვებისთვის და ჩემთვისაც.

- ამბობენ, რომ დროებით განშორება უკეთესია, რადგან ორი ადამიანის ურთიერთობაში ჩნდება პრობლემები და საჭიროა, რაღაცები შეცვალოო.

- არ ვიცი, შეიძლება, ვერ გეტყვი, ასეც ხდება და ისეც - ზოგჯერ კარგია, ზოგჯერ ცუდი. წინასწარ ვერ გაიგებ. ყოველ შემთხვევაში, ახლა ასეა, როგორც არის და ვნახოთ.

- ამბობენ, სიყვარულსაც თავისი ეტაპები აქვსო. შენ როგორ ფიქრობ?

- სულ სხვადასხვა ეტაპია. არ არსებობს, რაღაც ცალსახად ერთნაირად ვითარდებოდეს. ცხოვრებაც ეს არის. თუ არაფერი იცვლება შენს ცხოვრებაში, მკვდარი ხარ. ჩვენც ამ დინებას მივყვებით, ვეწყობით. დაწერილი რეცეპტი არ არსებობს. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და ურთიერთობა - უნიკალური. მე არ მჯერა დაწერილი რეცეპტების.

- არ უჭირს ანასოფიას დედის გარეშე ყოფნა ან შენ არ გიჭირს?

- რა თქმა უნდა, მიჭირს. მაგრამ, საბედნიეროდ, ინტერნეტი არსებობს და მისი დახმარებით ვთამაშობთ, ვსწავლობთ, ვსაუბრობთ. მე, როგორც დიდ ადამიანებს, ისე ვუხსნი და ველაპარაკები ჩემს შვილებს. ამიტომ იცის, რომ საქმეზე ვარ და სწავლას რომ დაამთავრებს, ჩამოვა. მანამდე მეც წავალ აუცილებლად ბავშვთან და მერე ერთად ჩამოვალთ.

ნათია უტიაშვილი

ჟურნალი "თბილისელები"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება