პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
41 დეკლარირებული მილიონერი პარლამენტში - რა ქონებას ფლობენ ქართველი დეპუტატები
41 დეკლარირებული მილიონერი პარლამენტში - რა ქონებას ფლობენ ქართველი დეპუტატები

სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა მიერ შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი იწყე­ბა. ამის შე­სა­ხებ 14 თე­ბერ­ვლით და­თა­რი­ღე­ბულ მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა­შია ნათ­ქვა­მი. მო­ნი­ტო­რინ­გის მი­ზა­ნია თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და მის მიერ დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის სის­რუ­ლი­სა და სის­წო­რის შე­მოწ­მე­ბა, აგ­რეთ­ვე, ინ­ტე­რეს­თა შე­უ­თავ­სებ­ლო­ბი­სა და კო­რუფ­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა გა­მოვ­ლე­ნა და პრე­ვენ­ცია.

იხი­ლეთ ვი­დე­ოგ­რა­ფი­კა

დარ­ღვე­ვე­ბის აღ­მო­ჩე­ნი­სას თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო შრო­მით, ვა­დით 120-დან 200 სა­ა­თამ­დე. გარ­და ამი­სა, კა­ნო­ნი სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვას სამ წლამ­დე ვა­დით.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა მიერ ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის არას­რუ­ლად შევ­სე­ბის ამ­სახ­ვე­ლი არა­ერ­თი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის კვლე­ვა არ­სე­ბობს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­უ­ჭირ­დე­ბა თუნ­დაც ერთი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტის გახ­სე­ნე­ბა, როცა ამ კა­ნონ­დარ­ღვე­ვის გამო რო­მე­ლი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი და­ი­სა­ჯა. ამი­ტო­მაც, ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ფორ­მა­ლო­ბას და­ემ­სგავ­სა და მას თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, ძი­რი­თა­დად, თა­ვი­ან­თი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ ავ­სებ­დნენ. თუ მთავ­რო­ბა თა­ვის დად­გე­ნი­ლე­ბას შე­ას­რუ­ლებს და ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი რე­ა­ლუ­რად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში "თვით­შე­მოქ­მე­დე­ბის" შე­საძ­ლებ­ლო­ბა, წე­სით, აღარ ექ­ნე­ბათ.

ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში 2 800-ზე მეტი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი ავ­სებს. და­ნიშ­ვნი­დან ორი თვის ვა­და­ში, თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი ვალ­დე­ბუ­ლია, წა­რად­გი­ნოს ინ­ფორ­მა­ცია ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. დეკ­ლა­რა­ცია ივ­სე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად, ყო­ვე­ლი წინა დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დღი­დან ერთი წლის გას­ვლის შემ­დეგ, ორი კვი­რის ვა­და­ში.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ: პრე­ზი­დენტს, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს, მი­ნის­ტრებ­სა და მათ მო­ად­გი­ლე­ებს, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტსა და საბ­ჭოს წევ­რებს­, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როს­სა და მის მო­ად­გი­ლეს, ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან­სა და მის მო­ად­გი­ლეს, ბიზ­ნე­სომ­ბუდსმენ­სა და მის მო­ად­გი­ლეს; ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე­სა და სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს.

მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრმა "მე­დი­ა­ტორ­მა" მმარ­თვე­ლი გუნ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბი შე­ის­წავ­ლა. რო­გორც ირ­კვე­ვა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" 115 დე­პუ­ტატს, პლუს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, ჯამ­ში მმარ­თველ გუნდს 37 დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი მი­ლი­ო­ნე­რი ჰყავს, რო­მელ­თა უძ­რავ-მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბა 1 მი­ლი­ონ ლარს აჭარ­ბებს.

რაც შე­ე­ხე­ბათ მი­ლი­ო­ნე­რებს ოო­ზი­ცი­ი­დან, კვლე­ვი­დან ირ­კვე­ვა, რომ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ მი­ლი­ო­ნე­რებს შო­რის პირ­ველ ად­გილს ნატო ჩხე­ი­ძე იკა­ვებს, რომ­ლის დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა 50 მლნ ლარს აჭარ­ბებს. მი­ლი­ო­ნე­რებს შო­რის არი­ან "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი - კობა ნა­ყო­ფია, აგ­რეთ­ვე ფრაქ­ცია "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წევ­რე­ბი - სერ­გო რა­ტი­ა­ნი და აკა­კი ბო­ბო­ხი­ძე წა­ი­კი­თხეთ ვრცლად და იხი­ლეთ დე­პუ­ტა­ტე­ბის დე­ტა­ლუ­რი სია

იხი­ლეთ ვი­დეო: "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" 36 დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი მი­ლი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტი პარ­ლა­მენ­ტში - რო­გო­რია პირ­ვე­ლი ხუ­თე­უ­ლის ქო­ნე­ბა?

41 avowed millionaires in Georgia’s parliament

41 დეკლარირებული მილიონერი პარლამენტში - რა ქონებას ფლობენ ქართველი დეპუტატები

41 დეკლარირებული მილიონერი პარლამენტში - რა ქონებას ფლობენ ქართველი დეპუტატები

საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი იწყება. ამის შესახებ 14 თებერვლით დათარიღებულ მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი. მონიტორინგის მიზანია თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობისა და მის მიერ დეკლარირებული მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმება, აგრეთვე, ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და პრევენცია.

იხილეთ ვიდეოგრაფიკა

დარღვევების აღმოჩენისას თანამდებობის პირი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 120-დან 200 საათამდე. გარდა ამისა, კანონი სასჯელის სახით ითვალისწინებს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით.

მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი დეკლარაციის არასრულად შევსების ამსახველი არაერთი ჟურნალისტური გამოძიება და არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევა არსებობს, საზოგადოებას გაუჭირდება თუნდაც ერთი გახმაურებული ფაქტის გახსენება, როცა ამ კანონდარღვევის გამო რომელიმე თანამდებობის პირი დაისაჯა. ამიტომაც, ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება ფორმალობას დაემსგავსა და მას თანამდებობის პირები, ძირითადად, თავიანთი შეხედულებისამებრ ავსებდნენ. თუ მთავრობა თავის დადგენილებას შეასრულებს და ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი რეალურად განხორციელდება, თანამდებობის პირებს დეკლარაციაში "თვითშემოქმედების" შესაძლებლობა, წესით, აღარ ექნებათ.

ქონებრივ დეკლარაციას საქართველოში 2 800-ზე მეტი თანამდებობის პირი ავსებს. დანიშვნიდან ორი თვის ვადაში, თანამდებობის პირი ვალდებულია, წარადგინოს ინფორმაცია ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. დეკლარაცია ივსება ყოველწლიურად, ყოველი წინა დეკლარაციის შევსების დღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ორი კვირის ვადაში.

დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვთ: პრეზიდენტს, პარლამენტის წევრებს, მინისტრებსა და მათ მოადგილეებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და საბჭოს წევრებს­, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანსა და მის მოადგილეს, ბიზნესომბუდსმენსა და მის მოადგილეს; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და სხვა თანამდებობის პირებს.

მონიტორინგის ცენტრმა "მედიატორმა" მმართველი გუნდის წარმომადგენელი პარლამენტარების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა. როგორც ირკვევა, "ქართული ოცნების" 115 დეპუტატს, პლუს სალომე ზურაბიშვილი, ჯამში მმართველ გუნდს 37 დეკლარირებული მილიონერი ჰყავს, რომელთა უძრავ-მოძრავი ქონება 1 მილიონ ლარს აჭარბებს.

რაც შეეხებათ მილიონერებს ოოზიციიდან, კვლევიდან ირკვევა, რომ ოპოზიციონერ მილიონერებს შორის პირველ ადგილს ნატო ჩხეიძე იკავებს, რომლის დეკლარირებული ქონება 50 მლნ ლარს აჭარბებს. მილიონერებს შორის არიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი - კობა ნაყოფია, აგრეთვე ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრები - სერგო რატიანი და აკაკი ბობოხიძე  წაიკითხეთ ვრცლად და იხილეთ დეპუტატების დეტალური სია

იხილეთ ვიდეო: "ქართული ოცნების" 36 დეკლარირებული მილიონერი დეპუტატი პარლამენტში - როგორია პირველი ხუთეულის ქონება?

41 avowed millionaires in Georgia’s parliament

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"მე არ გადავიხდი გირაოს და არავის აქვს უფლება გადაიხადოს ჩემს მაგივრად..." - რას წერს ნიკა მელია "ფეისბუქზე"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"