პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკის ინიციატივით საქართველოში საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი გაიხსნება
ამერიკის ინიციატივით საქართველოში საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი გაიხსნება

2017 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ევ­რო­პა­ში აშშ-ის არ­მი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი მრა­ვა­ლე­რო­ვა­ნი მზად­ყოფ­ნის ცენ­ტრის (JMRC) მსგავ­სი სას­წავ­ლო საბ­რძო­ლო ბა­ზის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყე­ბა.

ეს ინ­ფორ­მა­ცია თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ლე­ვან იზო­რი­ამ გა­სულ კვი­რას გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ჰო­ჰენ­ფელსში, ცენ­ტრში მო­ნა­ხუ­ლე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და. მან ეს თემა აშშ-ის არ­მი­ის ევ­რო­პუ­ლი ჯა­რე­ბის სარ­დალ­თან, გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნანტ ბენ ჰო­ჯესს­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ამე­რი­კის ხმა" ავ­რცე­ლებს.

ახა­ლი სას­წავ­ლო-საბ­რძო­ლო ცენ­ტრის შე­სა­ხებ ჯერ­ჯე­რო­ბით მცი­რე ინ­ფორ­მა­ცია არ­სე­ბობს და ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ ის არის ცნო­ბი­ლი, რომ ცენ­ტრი ჰო­ჰენ­ფელ­სის JMRC ბა­ზას­თან შე­და­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ბაზა მცი­რე მას­შტა­ბის იქ­ნე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით Cubic Global Defense მო­ა­მა­რა­გებს.

ახა­ლი სას­წავ­ლო ცენ­ტრის ამოქ­მე­დე­ბა ეს ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ნა­წი­ლებს გერ­მა­ნი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბა აღარ მო­უ­წევთ, - ისი­ნი სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის წინა მომ­ზა­დე­ბის დას­კვნით კურ­სებს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ივ­ლი­ან. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი თქმით, სას­წავ­ლო ცენ­ტრის მშე­ნებ­ლო­ბა წელს და­ი­წყე­ბა. მი­სი­ვე თქმით, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ამე­რი­კე­ლი მრჩევ­ლე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა და მათი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა წვრთნებ­ში. ამე­რი­კუ­ლი მხა­რე შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის შე­ძე­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვა­საც გა­მოთ­ქვამს.

არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის თა­ნახ­მად, - სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბი სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე გა­დას­რო­ლის­წი­ნა ოთხთვი­ან შუ­ა­ლე­დურ სწავ­ლე­ბას ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ცენ­ტრებ­ში – "ალ­გეთ­ში", "კრწა­ნის­სა" და "ვა­ზი­ან­ში", ამე­რი­კელ სამ­ხედ­რო ინ­სტრუქ­ტორ­თა ჯგუ­ფის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ გა­დი­ან, რის შემ­დე­გაც დას­კვნი­თი ერ­თთვი­ან კურსს გერ­მა­ნი­ა­ში, ჰო­ჰენ­ფელ­სის JMRC ცენ­ტრში ას­რუ­ლე­ბენ, სა­დაც ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო საწ­ვრთნე­ლი ბაზა, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დე­გო­მი პე­რი­ო­დი­დან არ­სე­ბობს, თუმ­ცა, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ მრა­ვა­ლე­რო­ვა­ნი მზად­ყოფ­ნის ცენ­ტრის ფუნ­ქცი­ას 2005 წლი­დან ას­რუ­ლებს.

ჰო­ჰენ­ფელ­სის საწ­ვრთნე­ლი ბაზა 163 კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრზეა გა­და­ჭი­მუ­ლი, მო­ი­ცავს 1345 საწ­ვრთნელ შე­ნო­ბას, გა­აჩ­ნია 319 კი­ლო­მეტ­რის საწ­ვრთნელ გზა, მათ შო­რის მძი­მე სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის­თვის და მცი­რე მას­შტა­ბის აე­როდ­რო­მი.

ავ­ღა­ნეთ­ში ISAF -ის მი­სი­ის მო­ნა­წი­ლე ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის თქმით, - ჰო­ჰენ­ფელ­სის ბა­ზა­ზე იმი­ტი­რე­ბუ­ლი ავ­ღა­ნუ­რი ქა­ლა­ქი არ­სე­ბობს, სა­დაც ისი­ნი სხვა ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ სამ­ხედ­რო­ებ­თან ერ­თად, ავ­ღა­ნე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბას და თა­ლი­ბე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ოპე­რა­ცი­ე­ბის წარ­მო­ე­ბას სწავ­ლო­ბენ.

ამ­ჟა­მად, ჰო­ჰენ­ფელსში სა­ქარ­თვე­ლოს არ­მი­ის II ქვე­ი­თი ბრი­გა­დის 23-ე ბა­ტა­ლი­ო­ნი იმ­ყო­ფე­ბა. იქ ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბი­ან ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც - მათ შო­რის, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, ალ­ბა­ნე­ლე­ბი, სერ­ბე­ბი, სლო­ვე­ნი­ე­ლე­ბი, მოლ­დო­ვე­ლე­ბი.

ჰო­ჰენ­ფელ­სის საწ­ვრთნე­ლი ბა­ზის მე­თა­უ­რი, ბრი­გა­დის გე­ნე­რა­ლი ან­ტო­ნიო აგუ­ტო, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ლე­ვან იზო­რი­ამ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­იწ­ვია, ამ­ბობს, რომ მსგავ­სი საბ­რძო­ლო ცენ­ტრის შექ­მნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს უნდა და­ეხ­მა­როს.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ამერიკის ინიციატივით საქართველოში საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი გაიხსნება

ამერიკის ინიციატივით საქართველოში საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი გაიხსნება

2017 წელს საქართველოს ტერიტორიაზე ევროპაში აშშ-ის არმიის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრის (JMRC) მსგავსი სასწავლო საბრძოლო ბაზის მშენებლობა დაიწყება.

ეს ინფორმაცია თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გასულ კვირას გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში, ცენტრში მონახულებისას განაცხადა. მან ეს თემა აშშ-ის არმიის ევროპული ჯარების სარდალთან, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესსთან ერთად განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.

ახალი სასწავლო-საბრძოლო ცენტრის შესახებ ჯერჯერობით მცირე ინფორმაცია არსებობს და ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ცენტრი ჰოჰენფელსის JMRC  ბაზასთან შედარებით, საქართველოს ბაზა მცირე მასშტაბის იქნება და შესაბამისი აღჭურვილობით  Cubic Global Defense მოამარაგებს.

ახალი სასწავლო ცენტრის ამოქმედება ეს ნიშნავს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილებს გერმანიაში გამგზავრება აღარ მოუწევთ, - ისინი სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის წინა მომზადების დასკვნით კურსებს საქართველოში გაივლიან. თავდაცვის მინისტრი თქმით, სასწავლო ცენტრის მშენებლობა წელს დაიწყება. მისივე თქმით, აღსანიშნავია ამერიკელი მრჩევლების აქტიურობა და მათი მონაწილეობა წვრთნებში. ამერიკული მხარე შესაბამისი აღჭურვილობის შეძენის ინიციატივასაც გამოთქვამს.

არსებული რეალობის თანახმად, - საქართველოს შეირაღებული ძალების ბატალიონები სამშვიდობო მისიაში გამგზავრებამდე გადასროლისწინა ოთხთვიან შუალედურ სწავლებას ქვეყანაში არსებულ ცენტრებში – "ალგეთში", "კრწანისსა" და "ვაზიანში", ამერიკელ სამხედრო ინსტრუქტორთა ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ გადიან, რის შემდეგაც დასკვნითი ერთთვიან კურსს გერმანიაში, ჰოჰენფელსის  JMRC ცენტრში ასრულებენ, სადაც ამერიკული სამხედრო საწვრთნელი ბაზა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგომი პერიოდიდან არსებობს, თუმცა, გაერთიანებულ მრავალეროვანი  მზადყოფნის ცენტრის ფუნქციას 2005 წლიდან ასრულებს.

ჰოჰენფელსის საწვრთნელი ბაზა 163 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული, მოიცავს 1345 საწვრთნელ შენობას, გააჩნია 319 კილომეტრის საწვრთნელ გზა, მათ შორის მძიმე სამხედრო ტექნიკისთვის და მცირე მასშტაბის აეროდრომი.

ავღანეთში ISAF -ის მისიის მონაწილე ქართველი სამხედროების თქმით, - ჰოჰენფელსის ბაზაზე იმიტირებული ავღანური ქალაქი არსებობს, სადაც ისინი სხვა ქვეყნების წარმომადგენელ სამხედროებთან ერთად, ავღანეთის მოსახლეობასთან კომუნიკაციის დამყარებას და თალიბების საწინააღმდეგო ოპერაციების წარმოებას სწავლობენ.

ამჟამად, ჰოჰენფელსში საქართველოს არმიის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი იმყოფება. იქ ასევე იმყოფებიან ყოფილი საბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლებიც - მათ შორის, უკრაინელები, ალბანელები, სერბები, სლოვენიელები, მოლდოველები.

ჰოჰენფელსის საწვრთნელი ბაზის მეთაური, ბრიგადის გენერალი ანტონიო აგუტო, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ საქართველოში მოიწვია, ამბობს, რომ მსგავსი საბრძოლო ცენტრის შექმნაში საქართველოს უნდა დაეხმაროს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე