"რუსთავი 2"- ის მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან - მონაწილეებს ცნობილი სახეები მიმართავენ

"რუსთავი 2"- ის მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან - მონაწილეებს ცნობილი სახეები მიმართავენ

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციას ცოტა ხნის წინ თავიანთ მხარდამჭერებთან ერთად "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ლიდერები შეუერთდნენ, რომლებმაც პარლამენტის შენობამდე, შესაბამისად, ვარდების მოედნიდან და მთავრობის ადმინისტრაციიდან საპროტესტო მსვლელობა გამართეს. ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციაში სამოქალაქო სექტორისა და სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებიც მონაწილეობენ.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ხელისუფლების ზეწოლით უზენაესი სასამართლო აპირებს ტელეკომპანია "რუსთავი 2" - ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანოს.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა აქციიდან

იხილეთ ვიდეო: ნიკა გვარამაიას და ზალიკო უდუმაშვილის პირველი კომენტარები აქციიდან

აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ზაალ უდუმაშვილმა, დიანა ჯოჯუამ, გიორგი გაბუნიამ, მაია ასათიანმა და ტელეკომპანიის სხვა ცნობილმა სახეებმა.

"თქვენ რომ გიყურებთ ასე ერთად შეკრებილებს, დარწმუნებული ვარ, რომ "რუსთავი 2"-ს და ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე აღარ ემუქრება. დღეს ჩვენ ერთად უნდა ვუთხრათ ამ ხელისუფლებას, რომ ვერასოდეს შეეხებით ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას. "რუსთავი 2" თუ დაეცა, ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ტელევიზიის დაცემა, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ თითოეული ჩვენგანის ოჯახებში შემოვლენ, რასაც უნდა გააკეთებენ და ამ ქვეყანაში სივრცე აღარ იქნება, რომ თქვენი პრობლემები გააუშოქოს", - განაცხადა უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო მანქანასთან ბრძოლა ძალიან ძნელია. "შეიძლება ხელისუფლებამ თავისი სისტემით დაჩაგროს ადამიანების ჯგუფი, შეუძლია გათიშოს და დაჩაგროს ადამიანები, მაგრამ ამ შემთხვევაში ანდაზა "ძალა აღმართს ხნავს" ხელისუფლების სასარგებლოდ არ მუშაობს. ეს ძალა ხნავს აღმართს და ამ ძალას წინ ვერაფერი დაუდგება", - მიმართა უდუმაშვილმა აქციის მონაწილეებს.

ვიდეო: მაია ასათიანის ემოციური შეკივლება "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე

"ჩვენ შეჩვეულები ვართ ბრძოლას, ვიბრძვით ძალიან დიდი ხანია და არ დავიღლებით, მაგრამ დადგა დრო, როდესაც გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას საზოგადოებამ... ჩვენს ერთიანობაზე იქნება დამოკიდებული, გარისკავს თუ არა ხელისუფლება, დაადუმოს "რუსთავი 2" - მიმართა აქციის მონაწილეებს "კურიერის" წამყვანმა, დიანა ჯოჯუამ.

"იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში მოვა ხელისუფლება, რომელიც მიხვდება, რომ მედიასთან ბრძოლას აგებს ყველა" - ამის შესახებ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა მიმართა "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე მისულებს.

"მე ვიცი, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენზე ნაწყენები არიან. მე ვიცი, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი ხმა სათანადოდ არ ისმოდა ამ არხზე და სწორედ ასეთი ადამიანების დანახვა მიხარია დღეს აქ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ პირად წყენაზე მაღლა დგას ჩვენი ქვეყანა. იმეიდ მაქვს, რომ აღარასოდეს ამ გამზირზე დგომა აღარ მოგვიწევს. იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში მოვა ხელისუფლება, რომელიც მიხვდება, რომ მედიასთან ბრძლას, ჟურნალისტებთან ბრძოლას აგებს ყველა, მით უფრო, როცა ებრძვის ტელეკომპანიას, რომელიც თავითავად შექმნილია გამარჯვებისთვის", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

აქციის მონაწილეებს მიმართა წამყვანმა გიორგი გაბუნიამ. "ჩვენ შევიკრიბეთ ერთად, რომ ერთხმად ვუთხრათ ხელისუფლებას - დღეს დამოუკიდებელი, თავისუფალი და ევროპული საქართველოს ბედი და ბრძოლა არის "რუსთავი 2"-ს მოედანზე. ხელისუფლება დიდი ხანია გვებრძვის ყველანაირი მეთოდებით, არაფერზე არ იხევს უკან და მზად არის "რუსთავი 2"- ს გადააყოლოს დამოუკიდებელი სასამართლოც. ხელისუფლება ვერ ან არ ხვდება, რომ ის ამ ომიდან, ამ ბრძოლიდან ნებისმიერ შემთხვევაში დამარცხებული გამოვა.

ის ან დამარცხდება უზენაეს სასამართლოში, ან ხელში ჩაიგდებს "რუსთავი 2"- ს და დამარცხდება საქართველოსთან, მთელ ქვეყანასთან ერთად, იმიტომ, რომ ეს იქნება ჩვენი დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყნის დასასრული. მაგრამ, ჩვენც არც კი განვიხილავთ ამ ვერსიას, არც კი განვიხილავთ იმ ვერსიას, რომელიც თითქმის ორი დღის განმავლობაში იყო ეკრანზე და რაც ძალიან უნდა ხელისუფლებას, რომ "რუსთავი 2"- ის ეკრანი იყოს ასეთი შავ-თეთრი. წელიწადნახევარია უმძიმესი ზეწოლის ქვეშ გვიწევს მუშაობა, მაგრამ ეს ყველაფერი ბევრად უფრო ადრე დაიწყო იმ მომენტიდან, როდესაც ხელისუფლებაში სულ ახალი მოსული იყო "ქართული ოცნება" და როდესაც დაააკავა ჩვენი გენერალური დირექტორი. იმ წუთიდან მოყოლებული უდიდესი ტვირთი გვადევს მხრებზე, მაგრამ მაინც ვმუშაობთ ისე, რომ ხარისხი არ დაგვიგდია", - განაცხადა "არჩევანის" წამყვანმა გიორგი გაბუნიამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი