რუსი მსახიობი, მომღერალი და ტელეწამყვანი ნასტასია სამბურსკაია ერთ-ერთ ღონისძიებაზე თბილისელი დიზაინერის ალექსანდრ არუთინოვის მაისურით წარსდგა წითელ ხალიჩაზე. შავ მაისურზე თეთრი ასოებით კარგად ცნობილი ქართული ფრაზა იყო წაწერილი: "ყველამ თავის ბ... მამიდას მიხედოს".
სამბურსკაიამ ფოტო ინსტაგრამის პირად გვერდზე განათავსა და არუთინოვს კითხვით მიმართა: "ალექსანდრ, გადათარგმნე რა წერია მაისურზე". დიზაინერი მას არ გამოხმაურებია, თუმცა რამდენიმე ქართველმა კომენტარებში დაწერა, რომ მესამე სიტყვა "უზრდელობაა".
29 წლის ნასტასია სამბურსკაია თავის ქვეყანაში სკანდალურობით გამოირჩევა. მას "ინსტაგრამზე" რუსეთის მასშტაბით, ფანების რეკორდული რაოდენობა ჰყავს, რომელთა რიცხვი 8 მილიონს შეადგენს.
ალექსანდრ არუთინოვი მოსკოვში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დიზაინერია. მისი სამოსის ხშირი მომხმარებლები არიან: ქეთა თოფურია, ქსენია სობჩაკი და რუსული ბომონდის სხვა ცნობილი წარმომადგენლები. თბილისში დაბადებული დიზაინერი საქართველოს ხშირად სტუმრობს და მოდის კვირეულებშიც იღებს მონაწილეობას თბილისში.