პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს - კოსმეტიკის არჩევის და გამოყენების ოქროს წესები!
ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს - კოსმეტიკის არჩევის და გამოყენების ოქროს წესები!

მარ­თა­ლია მა­კი­აჟს სას­წა­უ­ლე­ბის მოხ­დე­ნა შე­უძ­ლია, თუმ­ცა გა­მოთ­ქმა "სი­ლა­მა­ზე მსხვერ­პლს მო­ი­თხოვს" დღეს უკვე პირ­და­პი­რი გა­გე­ბით შეგ­ვიძ­ლია მი­ვი­ღოთ. უხა­რის­ხო მა­კი­ა­ჟი სა­ხი­ფა­თოა!

რო­გორ უნდა გა­ვარ­ჩი­ოთ კარ­გი კოს­მე­ტი­კა, უხა­რის­ხოს­გან? იმის­თვის, რომ სი­ლა­მა­ზე ჯან­მრთე­ლო­ბის ფა­სად არ მი­ი­ღოთ, უნდა იცო­დეთ კარ­გი პრო­დუქ­ცი­ის ცნო­ბა. რო­დე­საც ბა­ზარ­ზე უამ­რა­ვი კოს­მე­ტი­კუ­რი ნა­წარ­მია, ძნე­ლი გა­სარ­ჩე­ვია, რო­მე­ლი მათ­გა­ნია სა­უ­კე­თე­სო. PALITRANEWS-ის გა­და­ცე­მა "არ­ცოდ­ნა აკ­რძა­ლუ­ლია" იმ ძი­რი­თად რჩე­ვებს მოგ­ცემთ, რო­მე­ლიც კარ­გი კოს­მე­ტი­კუ­რი ნა­წარ­მის არ­ჩე­ვა­ში და მათ სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

იხი­ლეთ გა­და­ცე­მა: "არ­ცოდ­ნა აკ­რძა­ლუ­ლია" - იცო­დეთ ყვე­ლა­ფე­რი კოს­მე­ტი­კის შე­სა­ხებ

ხა­რის­ხი­ა­ნი კოს­მე­ტი­კა ძვი­რი ღირს, შე­სა­ბა­მი­სად მომ­ხმა­რე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი მას ფა­ი­სის მი­ხედ­ვით არ­ჩევს, თუმ­ცა არი­ან მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არც ძვი­რა­დღი­რე­ბულ და ბრენ­დი­რე­ბულ მა­ღა­ზი­ე­ბის პრო­დუქ­ცი­ის ხა­რისხს ენ­დო­ბი­ან. ყვე­ლა­ზე დიდ საფრ­თხეს დე­კო­რა­ტი­უ­ლი კოს­მე­ტი­კის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ტყვია და მძი­მე მე­ტა­ლე­ბი წარ­მო­ად­გენს.

ტყვი­ას შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ცავ­დეს ნე­ბის­მი­ე­რი დე­კო­რა­ტი­უ­ლი კოს­მე­ტი­კის ნა­წარ­მი, თუმ­ცა მათ შო­რის პო­მა­და ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თოა, რად­გან ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მას ყო­ველ­დღი­უ­რად მო­იხ­მა­რენ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ ორ­გა­ნიზ­მში პი­რის ღრუ­დან 5 კი­ლოგ­რა­მი პო­მა­და ხვდე­ბა!

თუ მწარ­მო­ე­ბელ­მა კოს­მე­ტი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბებს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ მი­უ­თი­თა ტყვი­ის და მძი­მე მე­ტა­ლე­ბის არ­სე­ბო­ბა, ამის­თვის უმარ­ტი­ვე­სი ექ­სპე­რი­მენ­ტი არ­სე­ბობს:

აი­ღეთ პო­მა­და წა­ის­ვით ხელ­ზე, გა­უს­ვით მას ოქ­როს ბე­ჭე­დი, ტყვი­ის შემ­ცვე­ლი პო­მა­და ფერს შე­იც­ვლის და გა­მუქ­დე­ბა. იგი­ვე­ნა­ი­რად შეგ­ვიძ­ლია შე­ვა­მოწ­მოთ დე­კო­რა­ტი­უ­ლი კოს­მე­ტი­კის სხვა ნა­წარ­მიც, მა­გა­ლი­თად მწვა­ნე კო­რექ­ტო­რი, ტუ­ჩის ფან­ქრის შემ­თხვე­ვა­შიც იგი­ვე რჩე­ვა შეგ­ვიძ­ლია მოგ­ცეთ.

იხი­ლეთ: პო­მა­და ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თოა! - უმარ­ტი­ვე­სი ხრი­კი, ხა­რის­ხი­ა­ნი ტუჩ­სა­ცხის შე­სა­მოწ­მებ­ლად

რაც უფრო მკვეთ­რი ფე­რი­საა პო­მა­და, მეტი ალ­ბა­თო­ბაა იმი­სა, რომ ის ტყვი­ას შე­ი­ცავს, გარ­და ამი­სა მდგრა­დი პო­მა­და მოხ­მა­რე­ბის­თვის კომ­ფორ­ტუ­ლია, თუმ­ცა თქვე­ნი ტუ­ჩე­ბის­თვის - არა. ამი­ტომ წა­ის­ვით ის იშ­ვი­ა­თად, თუ გინ­დათ, რომ ტუ­ჩე­ბი არ გა­მო­გიშ­რეთ.

ტო­ნა­ლუ­რი კრე­მის შერ­ჩე­ვი­სას, გარ­და მისი ეტი­კე­ტი­სა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რამ­დე­ნად შე­სა­ბა­მი­სია ის თქვენ კან­თან. ხში­რად მას ყიდ­ვი­სას ხელ­ზე ის­ვა­მენ და ასე ნა­ხუ­ლო­ბენ კან­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბას, სი­ნამ­დვი­ლე­ში ტო­ნა­ლუ­რი კრე­მი უმა­კი­ა­ჟო სა­ხე­ზე უნდა წა­ის­ვათ, ნი­კა­პთან ახ­ლოს ლო­ყა­ზე, თუ არ აჭ­რელ­და და მო­უხ­და თქვენს კანს, ის სა­უ­კე­თე­სოა.

რაც შე­ე­ხე­ბა თვა­ლის ტუშს, ის არ უნდა აწე­ბებ­დეს წამ­წა­მებს ერ­თმა­ნეთ­ზე, ერ­თგვა­როვ­ნად უნდა ღე­ბავ­დეს მას და არ ტო­ვებ­დეს პა­ტა­რა ბურ­თუ­ლე­ბის მსგავს ნაკ­ვა­ლევს.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია იცო­დეთ კოს­მე­ტი­კის შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი. კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ნახ­ვის სა­შუ­ა­ლო ვადა ორი წე­ლია, თუმ­ცა ეტი­კეტ­ზე, სამ­წუ­ხა­როდ, ყო­ველ­თვის არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი დამ­ზა­დე­ბის თა­რი­ღი. კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნი­სას უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ მცი­რე ზო­მის კო­ლო­ფებ­სა და ფლა­კო­ნებს, რათა პრო­დუქ­ცი­ის ვა­დამ­დე გა­მო­ყე­ნე­ბა შევ­ძლოთ, ხოლო ისე­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ყიდ­ვის­გან, რო­მელ­თა ეტი­კეტ­ზე არ არის აღ­ნიშ­ნუ­ლი დამ­ზა­დე­ბის თა­რი­ღი, თავი შე­ვი­კა­ვოთ.

ყვე­ლა ქალ­მა უნდა იცო­დეთ! - რა საფრ­თხეს გვიქ­მნის ტყვია, რო­მე­ლიც კოს­მე­ტი­კა­ში ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა

წყალ­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი კოს­მე­ტი­კა ერთ წელ­ზე მეტ­ხანს არ ინა­ხე­ბა, რად­გან წყა­ლი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­თქლდე­ბა და შე­საძ­ლოა, ჭურ­ჭელ­ში ბაქ­ტე­რი­ე­ბი გამ­რავ­ლდეს. სპირ­ტი და სპირ­ტის შემ­ცვე­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბი საგ­რძნობ­ლად ახან­გრძლი­ვებს კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სი­ცო­ცხლეს, ხოლო ნა­ტუ­რა­ლუ­რი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი (ზე­თე­ბი, ექ­სტრაქ­ტე­ბი), გარ­და იმი­სა, რომ ამოკ­ლებს პრო­დუქ­ცი­ის მოხ­მა­რე­ბის ვა­დას, გან­სა­კუთ­რე­ბულ პი­რო­ბებ­საც მო­ი­თხოვს - ისი­ნი ბნელ და გრილ ად­გი­ლას უნდა შე­ვი­ნა­ხოთ. ტემ­პე­რა­ტუ­რის მკვეთ­რი ცვა­ლე­ბა­დო­ბა, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის, თუნ­დაც ხან­მოკ­ლე ზე­მოქ­მე­დე­ბა ნა­წარმს აზი­ა­ნებს.

კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა სი­ცი­ვე­საც ვერ იტანს. ასე­ვე მათი მო­თავ­სე­ბა არც სა­ა­ბა­ზა­ნო ოთახ­შია სა­სურ­ვე­ლი - ნეს­ტი და სით­ბო არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ პი­რო­ბებს უქ­მნის ბაქ­ტე­რი­ებს. თუ ფლა­კონ­ში ბაქ­ტე­რი­ე­ბი მოხ­ვდა და დუ­ღი­ლი და­ი­წყო, სპე­ცი­ფი­კუ­რი მჟა­ვე სუნი მა­შინ­ვე შე­გა­წუ­ხებთ. სა­ცხის კონ­ცენ­ტრა­ცი­აც არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი გახ­დე­ბა. მე­ო­რე სა­ში­ში ნი­შა­ნია ფე­რის შეც­ვლა.

უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კოს­მე­ტი­კის მოხ­მა­რე­ბის წე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა:

  • მი­ნის ქი­ლი­დან სა­ცხი სა­სურ­ვე­ლია ჩხი­რით ან სპე­ცი­ა­ლუ­რი ნიჩ­ბით ამო­ვი­ღოთ, რათა თი­თებ­ზე არ­სე­ბუ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბი ჭურ­ჭელ­ში არ მოხ­ვდეს. უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში, ქი­ლა­ში მხო­ლოდ და­ბა­ნი­ლი ხელი ჩა­ყა­ვით.
  • ქი­ლას (ფლა­კონს) ყო­ველ­თვის მჭიდ­როდ და­ა­ხუ­რეთ სა­ხუ­რა­ვი, რათა მას­ში მტვე­რი და ჭუ­ჭყი არ მოხ­ვდეს. ეცა­დეთ, ჭურ­ჭე­ლი ძა­ლი­ან ცოტა ხანს და­ტო­ვოთ თავ­ღია.
  • კოს­მე­ტი­კის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ფუნ­ჯე­ბი და ღრუბ­ლე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­რე­ცხეთ, რათა მათ­ზე ბაქ­ტე­რი­ებ­მა არ და­ი­ბუ­დონ.
  • წამ­წა­მე­ბის ტუში ყო­ველ სამ თვე­ში ერთხელ გა­მოც­ვა­ლეთ. არას­დროს ჩა­ა­მა­ტოთ მას­ში წყა­ლი. ეს მა­კი­აჟ­საც გა­გი­ფუ­ჭებთ და თვა­ლე­ბის­თვი­საც სა­ხი­ფა­თოა.
  • არ მო­იხ­მა­როთ სხვი­სი თვა­ლის და ტუ­ჩის ფან­ქა­რი, არც ტუში და პო­მა­და, ნურც თქვენ ათხო­ვებთ სხვებს პი­რად ნივ­თებს, რად­გან ნე­ბის­მი­ე­რი კოს­მე­ტი­კუ­რი ატ­რი­ბუ­ტი ინ­ფექ­ცი­ე­ბის გა­დამ­ტა­ნია.
  • შე­ნახ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ვადა: ნიღ­ბე­ბი, ლო­სი­ო­ნე­ბი და კა­ნის მოვ­ლის სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჩვე­უ­ლებ­რივ, 6 თვი­დან 1 წლამ­დე ინა­ხე­ბა. დე­კო­რა­ტი­უ­ლი კოს­მე­ტი­კა უფრო მეტ­ხანს - წე­ლი­წად-ნა­ხევ­რამ­დე ძლებს, ტო­ნა­ლუ­რი კრე­მი და პუდ­რი - და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წელი. წამ­წა­მე­ბის ტუში - 3 თვე. პო­მა­და, თუნ­დაც ყვე­ლა­ზე ხა­რის­ხი­ა­ნი და ძვირ­ფა­სი, 12-15 თვეს მო­გემ­სა­ხუ­რე­ბათ.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს - კოსმეტიკის არჩევის და გამოყენების ოქროს წესები!

ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს - კოსმეტიკის არჩევის და გამოყენების ოქროს წესები!

მართალია მაკიაჟს სასწაულების მოხდენა შეუძლია, თუმცა გამოთქმა "სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს" დღეს უკვე პირდაპირი გაგებით შეგვიძლია მივიღოთ. უხარისხო მაკიაჟი სახიფათოა!

როგორ უნდა გავარჩიოთ კარგი კოსმეტიკა, უხარისხოსგან? იმისთვის, რომ სილამაზე ჯანმრთელობის ფასად არ მიიღოთ, უნდა იცოდეთ კარგი პროდუქციის ცნობა. როდესაც ბაზარზე უამრავი კოსმეტიკური ნაწარმია, ძნელი გასარჩევია, რომელი მათგანია საუკეთესო. PALITRANEWS-ის გადაცემა "არცოდნა აკრძალულია" იმ ძირითად რჩევებს მოგცემთ, რომელიც კარგი კოსმეტიკური ნაწარმის არჩევაში და მათ სწორად გამოყენებაში დაგეხმარებათ.

იხილეთ გადაცემა: "არცოდნა აკრძალულია" - იცოდეთ ყველაფერი კოსმეტიკის შესახებ

ხარისხიანი კოსმეტიკა ძვირი ღირს, შესაბამისად მომხმარებელთა დიდი ნაწილი მას ფაისის მიხედვით არჩევს, თუმცა არიან მომხმარებლები, რომლებიც არც ძვირადღირებულ და ბრენდირებულ მაღაზიების პროდუქციის ხარისხს ენდობიან. ყველაზე დიდ საფრთხეს დეკორატიული კოსმეტიკის შემადგენლობაში ტყვია და მძიმე მეტალები წარმოადგენს.

ტყვიას შეიძლება შეიცავდეს ნებისმიერი დეკორატიული კოსმეტიკის ნაწარმი, თუმცა მათ შორის პომადა ყველაზე სახიფათოა, რადგან ქალბატონები, რომლებიც მას ყოველდღიურად მოიხმარენ, მთელი ცხოვრების განმავლობაში მათ ორგანიზმში პირის ღრუდან 5 კილოგრამი პომადა ხვდება!

თუ მწარმოებელმა კოსმეტიკურ საშუალებებს შემადგენლობაში არ მიუთითა ტყვიის და მძიმე მეტალების არსებობა, ამისთვის უმარტივესი ექსპერიმენტი არსებობს:

აიღეთ პომადა წაისვით ხელზე, გაუსვით მას ოქროს ბეჭედი, ტყვიის შემცველი პომადა ფერს შეიცვლის და გამუქდება. იგივენაირად შეგვიძლია შევამოწმოთ დეკორატიული კოსმეტიკის სხვა ნაწარმიც, მაგალითად მწვანე კორექტორი, ტუჩის ფანქრის შემთხვევაშიც იგივე რჩევა შეგვიძლია მოგცეთ.

იხილეთ: პომადა ყველაზე სახიფათოა! - უმარტივესი ხრიკი, ხარისხიანი ტუჩსაცხის შესამოწმებლად

რაც უფრო მკვეთრი ფერისაა პომადა, მეტი ალბათობაა იმისა, რომ ის ტყვიას შეიცავს, გარდა ამისა მდგრადი პომადა მოხმარებისთვის კომფორტულია, თუმცა თქვენი ტუჩებისთვის - არა. ამიტომ წაისვით ის იშვიათად, თუ გინდათ, რომ ტუჩები არ გამოგიშრეთ.

ტონალური კრემის შერჩევისას, გარდა მისი ეტიკეტისა უნდა გაითვალისწინოთ, რამდენად შესაბამისია ის თქვენ კანთან. ხშირად მას ყიდვისას ხელზე ისვამენ და ასე ნახულობენ კანთან შესაბამისობას, სინამდვილეში ტონალური კრემი უმაკიაჟო სახეზე უნდა წაისვათ, ნიკაპთან ახლოს ლოყაზე, თუ არ აჭრელდა და მოუხდა თქვენს კანს, ის საუკეთესოა.

რაც შეეხება თვალის ტუშს, ის არ უნდა აწებებდეს წამწამებს ერთმანეთზე, ერთგვაროვნად უნდა ღებავდეს მას და არ ტოვებდეს პატარა ბურთულების მსგავს ნაკვალევს.

აუცილებელია იცოდეთ კოსმეტიკის შენახვის პირობები. კოსმეტიკური საშუალებების შენახვის საშუალო ვადა ორი წელია, თუმცა ეტიკეტზე, სამწუხაროდ, ყოველთვის არ არის მითითებული დამზადების თარიღი. კოსმეტიკური საშუალებების შეძენისას უპირატესობა მიანიჭეთ მცირე ზომის კოლოფებსა და ფლაკონებს, რათა პროდუქციის ვადამდე გამოყენება შევძლოთ, ხოლო ისეთი საშუალებების ყიდვისგან, რომელთა ეტიკეტზე არ არის აღნიშნული დამზადების თარიღი, თავი შევიკავოთ.

ყველა ქალმა უნდა იცოდეთ! - რა საფრთხეს გვიქმნის ტყვია, რომელიც კოსმეტიკაში ხშირად გამოიყენება

წყალზე დამზადებული კოსმეტიკა ერთ წელზე მეტხანს არ ინახება, რადგან წყალი დროთა განმავლობაში ორთქლდება და შესაძლოა, ჭურჭელში ბაქტერიები გამრავლდეს. სპირტი და სპირტის შემცველი კომპონენტები საგრძნობლად ახანგრძლივებს კოსმეტიკური საშუალებების სიცოცხლეს, ხოლო ნატურალური ინგრედიენტები (ზეთები, ექსტრაქტები), გარდა იმისა, რომ ამოკლებს პროდუქციის მოხმარების ვადას, განსაკუთრებულ პირობებსაც მოითხოვს - ისინი ბნელ და გრილ ადგილას უნდა შევინახოთ. ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა, მაღალი ტემპერატურის, თუნდაც ხანმოკლე ზემოქმედება ნაწარმს აზიანებს.

კოსმეტიკური საშუალებების უმეტესობა სიცივესაც ვერ იტანს. ასევე მათი მოთავსება არც სააბაზანო ოთახშია სასურველი - ნესტი და სითბო არაჩვეულებრივ პირობებს უქმნის ბაქტერიებს. თუ ფლაკონში ბაქტერიები მოხვდა და დუღილი დაიწყო, სპეციფიკური მჟავე სუნი მაშინვე შეგაწუხებთ. საცხის კონცენტრაციაც არაერთგვაროვანი გახდება. მეორე საშიში ნიშანია ფერის შეცვლა.

უსაფრთხოებისთვის ასევე მნიშვნელოვანია კოსმეტიკის მოხმარების წესების გათვალისწინება:

  • მინის ქილიდან საცხი სასურველია ჩხირით ან სპეციალური ნიჩბით ამოვიღოთ, რათა თითებზე არსებული ბაქტერიები ჭურჭელში არ მოხვდეს. უკიდურეს შემთხვევაში, ქილაში მხოლოდ დაბანილი ხელი ჩაყავით.
  • ქილას (ფლაკონს) ყოველთვის მჭიდროდ დაახურეთ სახურავი, რათა მასში მტვერი და ჭუჭყი არ მოხვდეს. ეცადეთ, ჭურჭელი ძალიან ცოტა ხანს დატოვოთ თავღია.
  • კოსმეტიკისთვის განკუთვნილი ფუნჯები და ღრუბლები რეგულარულად გარეცხეთ, რათა მათზე ბაქტერიებმა არ დაიბუდონ.
  • წამწამების ტუში ყოველ სამ თვეში ერთხელ გამოცვალეთ. არასდროს ჩაამატოთ მასში წყალი. ეს მაკიაჟსაც გაგიფუჭებთ და თვალებისთვისაც სახიფათოა.
  • არ მოიხმაროთ სხვისი თვალის და ტუჩის ფანქარი, არც ტუში და პომადა, ნურც თქვენ ათხოვებთ სხვებს პირად ნივთებს, რადგან ნებისმიერი კოსმეტიკური ატრიბუტი ინფექციების გადამტანია.
  • შენახვის სავარაუდო ვადა: ნიღბები, ლოსიონები და კანის მოვლის სხვა საშუალებების შემთხვევაში, ჩვეულებრივ, 6 თვიდან 1 წლამდე ინახება. დეკორატიული კოსმეტიკა უფრო მეტხანს - წელიწად-ნახევრამდე ძლებს, ტონალური კრემი და პუდრი - დაახლოებით ერთი წელი. წამწამების ტუში - 3 თვე. პომადა, თუნდაც ყველაზე ხარისხიანი და ძვირფასი, 12-15 თვეს მოგემსახურებათ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს