Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკოლოზ ბარათაშვილის უცნობი ნახატი, რომელიც ქურთ მხატვარს ეკუთვნის
ნიკოლოზ ბარათაშვილის უცნობი ნახატი, რომელიც ქურთ მხატვარს ეკუთვნის

თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი მა­რი­ნა გურ­გე­ნი­ძე უმ­დიდ­რე­სი კო­ლექ­ცი­ის მფლო­ბე­ლია... მის კო­ლექ­ცი­ა­შია დიდი მხატ­ვრე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბის ორი­გი­ნა­ლე­ბი, ნი­კო­ლოზ მე­ო­რის ნა­ქო­ნი ლარ­ნა­კი, კი­ლო­ნა­ხევ­რი­ა­ნი ვერ­ცხლის შან­დლე­ბი, პა­ველ ბუ­რეს მიერ შექ­მნი­ლი სა­ა­თი და სხვა უნი­კა­ლუ­რი ნივ­თე­ბი... ამ­ჯე­რად, მა­რი­ნა გურ­გე­ნი­ძე ქურ­თი მხატ­ვრის - ჟორა ხა­ლა­ტო­ვის ნა­მუ­შე­ვარ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა... ჟორა ხა­ლა­ტოვს და­ხა­ტუ­ლი აქვს ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის შეხ­ვედ­რა თბი­ლი­სელ ქურ­თებ­თან და მა­რი­ნა გურ­გე­ნი­ძემ ეს ნა­ხა­ტი თბი­ლი­სის ერთ-ერთი ოჯა­ხი­დან შე­ი­ძი­ნა.

მა­რი­ნა გურ­გე­ნი­ძე, კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი:

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მსოფ­ლი­ო­ში უიშ­ვი­ა­თე­სი შემ­თხვე­ვაა ეროვ­ნე­ბით ქურ­თი მხატ­ვა­რი… გი­ორ­გი (ჟორა) ხა­ლა­ტო­ვი და­ი­ბა­და 1922 წელს თბი­ლის­ში. გარ­და­იც­ვა­ლა 80-იან წლებ­ში. ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის შე­სას­ვლელ­თან, ენ­გელ­სის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­და. სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მხატ­ვარ-რეს­ტავ­რა­ტო­რად მუ­შა­ობ­და. სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ას ჟორა ხა­ლა­ტოვ­მა და ალექ­სან­დრე ცი­მა­კუ­რი­ძემ ერ­თად გა­უ­კე­თეს რეს­ტავ­რა­ცია. ასე­ვე, ხა­ლა­ტოვ­მა რეს­ტავ­რა­ცია გა­უ­კე­თა ბა­თუ­მის დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის ფო­ი­ე­ებს და მა­ყუ­რე­ბელ­თა დარ­ბა­ზის მხატ­ვრუ­ლი გა­ფორ­მე­ბაც მისი ნა­ხე­ლა­ვია. ბა­თუ­მის ცენ­ტრში თე­ატ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მდე­ბა­რე­ობს ძვე­ლი კაფე, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად რეს­ტავ­რი­რე­ბუ­ლია ჟორა ხა­ლა­ტო­ვის მიერ. კა­ფე­ში კე­დელ­ზე ამოტვიფ­რუ­ლია რეს­ტავ­რი­რე­ბის წელი და მისი სა­ხე­ლი და გვა­რი...

ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უმ­ში არ­სე­ბობს ჟორა ხა­ლა­ტო­ვის ორი ნა­მუ­შე­ვა­რი... მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შრო­მელ­მა მი­თხრა, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო რე­ზი­ცენ­დი­ა­ში პირ­ველ სარ­თულ­ზეც იყო ჟორა ხა­ლა­ტო­ვის მიერ შექ­მნი­ლი კაფე, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბით და­ან­გრი­ე­სო... მუ­ზე­უ­მის თა­ნა­მაშ­რომ­ლე­ბი ძა­ლი­ან გა­ნიც­დიდ­ნენ ამ ამ­ბავს... ხა­ლა­ტო­ვი ბე­რი­ამ წა­იყ­ვა­ნა მოს­კოვ­ში და წახ­ნა­გო­ვა­ნი დარ­ბა­ზის რეს­ტავ­რა­ცია გა­ა­კე­თე­ბი­ნა. ჟორა ხა­ლა­ტოვს ბევ­რი ნა­მუ­შე­ვა­რი არ შე­უქ­მნია. აქვს ერთ-ერთი ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­მე­ლიც ჩემს კო­ლექ­ცი­ა­შია. შე­ძე­ნი­ლი მაქვს თბი­ლის­ში, ერთ-ერთი ოჯა­ხის­გან. ნა­მუ­შე­ვა­რი ტი­ლო­ზეა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი (ტ/ზ) - 2მ ხ 1,5მ, სა­დაც გა­მო­სა­ხუ­ლია ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბა პე­ტერ­ბურ­გი­დან და თბი­ლი­სე­ლი ქურ­თე­ბის დახ­ვედ­რა. ეს სი­უ­ჟე­ტი ერ­თგვა­რად გა­მო­ხა­ტავს, თუ რო­გო­რი თბი­ლი და მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იყო ქარ­თვე­ლებ­სა და სხვა ეროვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის.

წელს არის ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის 200 წლის იუ­ბი­ლე. კარ­გი საქ­მე გა­კეთ­დე­ბა, თუ სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო ან თბი­ლი­სის მე­რია შე­ი­ძენს ჟორა ხა­ლა­ტო­ვის ნა­მუ­შე­ვარს და გა­დას­ცემს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უმს.

გია ბუ­ღა­ძე, მხატ­ვა­რი:

"ჟორა ხა­ლა­ტო­ვი შო­რი­დან მახ­სოვს, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და კო­ლო­რი­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო. მას ეკუთ­ვნის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის რეს­ტავ­რა­ცია... უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ რო­გორც რეს­ტავ­რა­ტო­რის, მისი ნა­მუ­შე­ვა­რი ძა­ლი­ან თა­მა­მი იყო. თა­ვის თა­ვიც კი ჩა­ხა­ტა, ის­პა­ჰა­ნის ხე­დიც, რაც არ იყო პირ­ვან­დელ ვა­რი­ან­ტში, ბევ­რი აღ­მო­სავ­ლუ­რი ელე­ტე­მენ­ტე­ბი შე­ი­ტა­ნა, რაც მისი ხედ­ვა იყო... რეს­ტავ­რა­ცი­ა­ში სი­თა­მა­მე არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ იმ­დე­ნად უნი­კა­ლუ­რია მისი ნა­მუ­შე­ვა­რი, ვფიქ­რობ ყო­ველ­თვის ხე­ლუხ­ლებ­ლად უნდა დარ­ჩეს, რად­გან ესეც ის­ტო­რი­აა... იმ პე­რი­ოდ­ში არა­ვინ იყო ამის გამ­კე­თე­ბე­ლი და მისი მხრი­დან ძა­ლი­ან კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი ნა­ბი­ჯი იყო სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის რეს­ტავ­რა­ცია.

მა­ნა­ნა გაბ­რი­ჭი­ძე

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ნიკოლოზ ბარათაშვილის უცნობი ნახატი, რომელიც ქურთ მხატვარს ეკუთვნის

ნიკოლოზ ბარათაშვილის უცნობი ნახატი, რომელიც ქურთ მხატვარს ეკუთვნის

თბილისში მცხოვრები მარინა გურგენიძე უმდიდრესი კოლექციის მფლობელია... მის კოლექციაშია დიდი მხატვრების ნამუშევრების ორიგინალები, ნიკოლოზ მეორის ნაქონი ლარნაკი, კილონახევრიანი ვერცხლის შანდლები, პაველ ბურეს მიერ შექმნილი საათი და სხვა უნიკალური ნივთები... ამჯერად, მარინა გურგენიძე ქურთი მხატვრის - ჟორა ხალატოვის ნამუშევარზე გვესაუბრება... ჟორა ხალატოვს დახატული აქვს ნიკოლოზ ბარათაშვილის შეხვედრა თბილისელ ქურთებთან და მარინა გურგენიძემ ეს ნახატი თბილისის ერთ-ერთი ოჯახიდან შეიძინა.

მარინა გურგენიძე, კოლექციონერი:

"მოგეხსენებათ, მსოფლიოში უიშვიათესი შემთხვევაა ეროვნებით ქურთი მხატვარი… გიორგი (ჟორა) ხალატოვი დაიბადა 1922 წელს თბილისში. გარდაიცვალა 80-იან წლებში. ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან, ენგელსის ქუჩაზე ცხოვრობდა. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ მხატვარ-რესტავრატორად მუშაობდა. სამხატვრო აკადემიას ჟორა ხალატოვმა და ალექსანდრე ციმაკურიძემ ერთად გაუკეთეს რესტავრაცია. ასევე, ხალატოვმა რესტავრაცია გაუკეთა ბათუმის დრამატული თეატრის ფოიეებს და მაყურებელთა დარბაზის მხატვრული გაფორმებაც მისი ნახელავია. ბათუმის ცენტრში თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდებარეობს ძველი კაფე, რომელიც მთლიანად რესტავრირებულია ჟორა ხალატოვის მიერ. კაფეში კედელზე ამოტვიფრულია რესტავრირების წელი და მისი სახელი და გვარი...

ბათუმის სახელმწიფო მუზეუმში არსებობს ჟორა ხალატოვის ორი ნამუშევარი... მუზეუმის თანამშრომელმა მითხრა, რომ საპრეზიდენტო რეზიცენდიაში პირველ სართულზეც იყო ჟორა ხალატოვის მიერ შექმნილი კაფე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით დაანგრიესო... მუზეუმის თანამაშრომლები ძალიან განიცდიდნენ ამ ამბავს... ხალატოვი ბერიამ წაიყვანა მოსკოვში და წახნაგოვანი დარბაზის რესტავრაცია გააკეთებინა. ჟორა ხალატოვს ბევრი ნამუშევარი არ შეუქმნია. აქვს ერთ-ერთი ნამუშევარი, რომელიც ჩემს კოლექციაშია. შეძენილი მაქვს თბილისში, ერთ-ერთი ოჯახისგან. ნამუშევარი ტილოზეა შესრულებული (ტ/ზ) - 2მ ხ 1,5მ, სადაც გამოსახულია ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბრუნება პეტერბურგიდან და თბილისელი ქურთების დახვედრა. ეს სიუჟეტი ერთგვარად გამოხატავს, თუ როგორი თბილი და მეგობრული დამოკიდებულება იყო ქართველებსა და სხვა ეროვნების წარმომადგენლებს შორის.

წელს არის ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილე. კარგი საქმე გაკეთდება, თუ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტრო ან თბილისის მერია შეიძენს ჟორა ხალატოვის ნამუშევარს და გადასცემს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს.

გია ბუღაძე, მხატვარი:

"ჟორა ხალატოვი შორიდან მახსოვს, ძალიან საინტერესო და კოლორიტული პიროვნება იყო. მას ეკუთვნის სამხატვრო აკადემიის რესტავრაცია... უნდა აღინიშნოს, რომ როგორც რესტავრატორის, მისი ნამუშევარი ძალიან თამამი იყო. თავის თავიც კი ჩახატა, ისპაჰანის ხედიც, რაც არ იყო პირვანდელ ვარიანტში, ბევრი აღმოსავლური ელეტემენტები შეიტანა, რაც მისი ხედვა იყო... რესტავრაციაში სითამამე არ შეიძლება, მაგრამ იმდენად უნიკალურია მისი ნამუშევარი, ვფიქრობ ყოველთვის ხელუხლებლად უნდა დარჩეს, რადგან ესეც ისტორიაა... იმ პერიოდში არავინ იყო ამის გამკეთებელი და მისი მხრიდან ძალიან კეთილშობილური ნაბიჯი იყო სამხატვრო აკადემიის რესტავრაცია.

მანანა გაბრიჭიძე

AMBEBI.GE