მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე - შეიძლება იგეგმებოდა ერთი პირის მკვლელობა, შეიძლება იგეგმებოდა რამდენიმე პირის
მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე - შეიძლება იგეგმებოდა ერთი პირის მკვლელობა, შეიძლება იგეგმებოდა რამდენიმე პირის

შე­იძ­ლე­ბა იგეგ­მე­ბო­და ერთი პი­რის მკვლე­ლო­ბა, შე­იძ­ლე­ბა იგეგ­მე­ბო­და რამ­დე­ნი­მე პი­რის, - ამის შე­სა­ხებ მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლე მა­მუ­კა ვა­სა­ძემ, მა­ღა­ლი იერ­არ­ქი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის საქ­მე­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ვა­სა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, გა­მო­ძი­ე­ბა რამ­დე­ნი­მე ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ობს, თუ ვისი მკვლე­ლო­ბა იგეგ­მე­ბო­და და დე­ტა­ლე­ბის გაჟ­ღე­რე­ბის­გან, პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ ეტაპ­ზე თავს იკა­ვებს, საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

"ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა. მის გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მი იყო, რომ იგეგ­მე­ბო­და მა­ღა­ლი იერ­არ­ქი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მკვლე­ლო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ეს გახ­და გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ შეკ­რე­ბი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დის სტან­დარ­ტით, მარ­თლაც იგეგ­მე­ბო­და ერთ-ერთი პი­რის მკვლე­ლო­ბა. აქ შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო ერთი პი­რის მკვლე­ლო­ბა ან რამ­დე­ნი­მე პი­რის. ერთი პირი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და მი­თი­თე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მის დო­კუ­მენ­ტებ­ში, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბა­ზეც გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ ვი­სა­უბ­რებ", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ვა­სა­ძემ.

კი­თხვა­ზე, არის თუ არა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პირი სა­სუ­ლი­ე­რო პირი, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ აღ­ნიშ­ნა, რომ ისე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა გა­მო­ძი­ე­ბას ხელი შე­უ­შა­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა თავს იკა­ვებს.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აქ არის ის, რომ გა­მო­ძი­ე­ბის, მათ შო­რის პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით, თა­ვი­დან იქნა აცი­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა, მკვლე­ლო­ბა. საფრ­თხე, რო­მე­ლიც მომ­დი­ნა­რე­ობ­და ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის­გან თა­ვი­დან იქნა აცი­ლე­ბუ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბა რამ­დე­ნი­მე ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ობს და ამ ეტაპ­ზე ვერ­სი­ე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა ხე­ლის შემ­შლე­ლი იქ­ნე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის­თვის. გა­მო­ძე­ბის ეტაპ­ზე შე­საძ­ლოა გა­მოჩ­ნდეს მრა­ვა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ამა თუ იმ ვერ­სი­ის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რო­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ.

რაც შე­ე­ხე­ბა აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რის პირ­ველ გან­ცხა­დე­ბას, რო­მელ­შიც ნახ­სე­ნე­ბი იყო, რომ იგეგ­მე­ბო­და მა­ღა­ლი იერ­არ­ქი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მკვლე­ლო­ბა, მა­მუ­კა ვა­სა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ამის თა­ო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი იყო იმ გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და.

"გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას კი გა­მო­იკ­ვე­თა კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბი და საფრ­თხე­ე­ბი", - გა­ნა­ცხა­და მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე - შეიძლება იგეგმებოდა ერთი პირის მკვლელობა, შეიძლება იგეგმებოდა რამდენიმე პირის

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე - შეიძლება იგეგმებოდა ერთი პირის მკვლელობა, შეიძლება იგეგმებოდა რამდენიმე პირის

შეიძლება იგეგმებოდა ერთი პირის მკვლელობა, შეიძლება იგეგმებოდა რამდენიმე პირის, - ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილე მამუკა ვასაძემ, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ვასაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, თუ ვისი მკვლელობა იგეგმებოდა და დეტალების გაჟღერებისგან, პროკურატურა ამ ეტაპზე თავს იკავებს, საქმეში მონაწილე პირების უსაფრთხოებისა და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.

"ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. მის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ იგეგმებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა და შესაბამისად, ეს გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი. გამოძიებამ დაადგინა, რომ შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, მართლაც იგეგმებოდა ერთ-ერთი პირის მკვლელობა. აქ შეიძლება ყოფილიყო ერთი პირის მკვლელობა ან რამდენიმე პირის. ერთი პირი იდენტიფიცირებულია და მითითებულია შესაბამის დოკუმენტებში, რომლის ვინაობაზეც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ვისაუბრებ", - განაცხადა მამუკა ვასაძემ.

კითხვაზე, არის თუ არა იდენტიფიცირებული პირი სასულიერო პირი, მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელმაც შესაძლოა გამოძიებას ხელი შეუშალოს პროკურატურა თავს იკავებს.

"მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ გამოძიების, მათ შორის პროკურატურის მიერ გატარებული შესაბამისი ღონისძიებებით, თავიდან იქნა აცილებული ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, მკვლელობა. საფრთხე, რომელიც მომდინარეობდა ბრალდებულ გიორგი მამალაძისგან თავიდან იქნა აცილებული. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს და ამ ეტაპზე ვერსიების დასახელება ხელის შემშლელი იქნება გამოძიებისთვის. გამოძების ეტაპზე შესაძლოა გამოჩნდეს მრავალი მტკიცებულება, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ამა თუ იმ ვერსიის დასადასტურებლად", - განაცხადა პროკურორის პირველმა მოადგილემ.

რაც შეეხება აღნიშნულ საქმეზე პროკურატურის პირველ განცხადებას, რომელშიც ნახსენები იყო, რომ იგეგმებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა, მამუკა ვასაძის განმარტებით, ამის თაობაზე საუბარი იყო იმ განცხადებაში, რომელიც გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა.

"გამოძიების მსვლელობისას კი გამოიკვეთა კონკრეტული პირები და საფრთხეები", - განაცხადა მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ