ბოსტონელი მამაკაცის ისტორია ვირუსივით გავრცელდა და შეგვახსენებს, რომ განქორწინება აუცილებლად მტრობას არ ნიშნავს.
იურისტი და მოდელი ბილი ფლინ გადბუა საკუთარ ფეისბუქზე წერს სტატუს და საუბრობს, თუ როგორ ადგა დილით ადრე იმ მიზნით, რომ ყოფილი ცოლისთვის შეეძინა ყვავილები, მისალოცი ბარათები და პროდუქტი საუზმისთვის, რათა შვილებს დედის დაბადების დღისთვის სიურპრიზი გაეკეთებინათ.
აი, რატომ აკეთებს ის ამას:
"როგორც წესი, მეკითხებიან რა ჯანდაბისთვის ვაკეთებ დღემდე მისთვის ამ ყველაფერს. ეს კითხვა მაღიზიანებს, ამიტომ მინდა ყველას განვუმარტო:
მე ორ პატარა ბიჭს ვზრდი, რომლებიც მაგალითს ჩემგან იღებენ. დედასთან ჩემი ურთიერთობის დემონსტრირებით,
მომავალში მათი ქალებთან დამოკიდებულების და საერთოდ, სწორი ურთიერთობების ფორმულირებას ვახდენ".
36 წლის გადბუა ამბობს, რომ განქორწინებული მშობლების უარყოფითი გრძნობები, მათ უფლებას არ აძლევს შვილების მიმართ უღირსად მოიქცნენ... განაგრძეთ კითხვა