პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპარლამენტო უმცირესობა მთავარი პროკურორის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
საპარლამენტო უმცირესობა მთავარი პროკურორის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბა მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის, ირაკ­ლი შო­თა­ძის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბას ითხოვს. რო­გორც დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დერ­მა და­ვით ბაქ­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, უმ­ცი­რე­სო­ბა და­ი­წყებს ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბას და ასე­ვე მო­ი­თხოვს საპ­რო­კუ­რო­რო საბ­ჭო­ში სა­კუ­თა­რი კვო­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას, რათა ირაკ­ლი შო­თა­ძის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნა და­ა­ყე­ნოს.

"ვინც ეს სი­ტუ­ა­ცია შექ­მნა, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აგონ პა­სუ­ხი. თუ არ დად­გა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი, ჩათ­ვა­ლეთ, რომ აღარ ვცხოვ­რობთ სა­ხელ­მწი­ფო­ში. თუ არა­ვინ პა­სუხს არ აგებს იქ, სა­დაც შე­ტე­ვა შე­ე­ხე­ბა ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ემო­ცი­უ­რად ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­ულ და ძვირ­ფას თე­მას, სა­დაც სა­კი­თხი შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტულ ინ­სტი­ტუ­ცი­ას, რო­გო­რიც არის ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია, სა­დაც სა­კი­თხი შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე პა­ტივ­სა­ცემ ადა­მი­ანს - სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქს, თუ არ დად­გა პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი, ჩათ­ვა­ლეთ, რომ ჩვენ სა­ხელ­მწი­ფო­ში აღარ ვცხოვ­რობთ. სწო­რედ ამი­ტომ, ჩვენ ვა­ყე­ნებთ მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხს, რომ­ლის გა­უ­აზ­რე­ბელ­მა გან­ცხა­დე­ბებ­მაც გა­მო­იწ­ვია მთე­ლი კას­კა­დი პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა შე­იყ­ვა­ნა ამ გა­უ­გებ­რო­ბა­ში. ორ­შა­ბა­თი­დან და­ვი­წყებთ ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბას მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის გა­და­ყე­ნე­ბის მო­თხოვ­ნით. მივ­მარ­თავ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს, შე­მოგ­ვი­ერ­თდნენ ამ პრო­ცეს­ში. დღემ­დე არ გა­მოგ­ვი­ყე­ნე­ბია კვო­ტა საპ­რო­კუ­რო­რო საბ­ჭო­ში, რად­გან არ ვა­პი­რებ­დით და არ ვა­პი­რებთ ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ ივა­ნიშ­ვი­ლის პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან. თუმ­ცა, მო­მა­ვალ კვი­რას და­ვა­ყე­ნებთ სა­კითხს, რომ ჩვე­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი შე­ვი­დეს საპ­რო­კუ­რო­რო საბ­ჭო­ში, რათა მან ამ საბ­ჭო­ში და­ა­ყე­ნოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის გა­და­ყე­ნე­ბის მო­თხოვ­ნა. ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რივ ბერ­კეტს გა­მო­ვი­ყე­ნებთ, რომ მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი გა­დად­გეს", - გა­ნა­ცხა­და ბაქ­რა­ძემ.

საპარლამენტო უმცირესობა მთავარი პროკურორის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

საპარლამენტო უმცირესობა მთავარი პროკურორის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

საპარლამენტო უმცირესობა მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, უმცირესობა დაიწყებს ხელმოწერების შეგროვებას და ასევე მოითხოვს საპროკურორო საბჭოში საკუთარი კვოტის გამოყენებას, რათა ირაკლი შოთაძის გადადგომის მოთხოვნა დააყენოს.

"ვინც ეს სიტუაცია შექმნა, აუცილებლად უნდა აგონ პასუხი. თუ არ დადგა პასუხისმგებლობის საკითხი, ჩათვალეთ, რომ აღარ ვცხოვრობთ სახელმწიფოში. თუ არავინ პასუხს არ აგებს იქ, სადაც შეტევა შეეხება ჩვენი მოქალაქეებისთვის ემოციურად ყველაზე მტკივნეულ და ძვირფას თემას, სადაც საკითხი შეეხება საქართველოში ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუციას, როგორიც არის ქართული ეკლესია, სადაც საკითხი შეეხება საქართველოში ყველაზე პატივსაცემ ადამიანს - საქართველოს პატრიარქს, თუ არ დადგა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ჩათვალეთ, რომ ჩვენ სახელმწიფოში აღარ ვცხოვრობთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაყენებთ მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხს, რომლის გაუაზრებელმა განცხადებებმაც გამოიწვია მთელი კასკადი პოლიტიკური განცხადებების, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა ამ გაუგებრობაში. ორშაბათიდან დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას მთავარი პროკურორის გადაყენების მოთხოვნით. მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, შემოგვიერთდნენ ამ პროცესში. დღემდე არ გამოგვიყენებია კვოტა საპროკურორო საბჭოში, რადგან არ ვაპირებდით და არ ვაპირებთ ვითანამშრომლოთ ივანიშვილის პროკურატურასთან. თუმცა, მომავალ კვირას დავაყენებთ საკითხს, რომ ჩვენი წარმომადგენელი შევიდეს საპროკურორო საბჭოში, რათა მან ამ საბჭოში დააყენოს მთავარი პროკურორის გადაყენების მოთხოვნა. ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ მთავარი პროკურორი გადადგეს", - განაცხადა ბაქრაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."