საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ემსახურება შავი ზღვის რეგიონში NATO-ს საჰაერო და საზღვაო ძალებს გაფართოვება
რას ემსახურება შავი ზღვის რეგიონში NATO-ს საჰაერო და საზღვაო ძალებს გაფართოვება

ჩვენ არ გვსურს კონ­ფლიქ­ტის პრო­ვო­ცი­რე­ბა შავი ზღვის რე­გი­ონ­ში, არა­მედ მი­ზა­ნი პრე­ვენ­ცი­აა, - ამის შე­სა­ხებ ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტებს მი­უნ­ხენ­ში გა­ნუ­ცხა­და.

"ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს­თან მჭიდ­რო პარტნი­ო­რო­ბა გვაქვს. სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა გა­ვაძ­ლი­ე­რეთ. შავი ზღვის რე­გი­ონ­ში ჩვე­ნი ყოფ­ნის მას­შტა­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა ბრი­უ­სელ­ში, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრე­ბის შეხ­ვედ­რა­ზე ცოტა ხნის წინ გა­და­წყდა. ამა­ში იგუ­ლიხსმე­ბა სახ­მე­ლე­თო, სა­ა­ვი­ა­ციო და სა­ზღვაო ელე­მენ­ტე­ბი. ის, რა­საც შავი ზღვის რე­გი­ონ­ში ვა­კე­თებთ, ზო­მი­ე­რი და თავ­დაც­ვი­თი ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბე­ბია. ჩვენ არ გვსურს კონ­ფლიქ­ტის პრო­ვო­ცი­რე­ბა, არა­მედ მი­ზა­ნი პრე­ვენ­ცი­აა. სა­ქარ­თვე­ლოს­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობთ არა­ერთ სფე­რო­ში - გვაქვს არ­სე­ბი­თი პა­კე­ტი, ერ­თობ­ლი­ვი საწ­ვრთნე­ლი ცენ­ტრი და ასე­ვე, და­ვა­არ­სეთ სკო­ლა თავ­დაც­ვის სფე­რო­ში", - გა­ნა­ცხა­და სტოლ­ტენ­ბერ­გმა, რომ­ლის კო­მენ­ტა­რის თარ­გმან­საც "იმე­დი" ავ­რცე­ლებს.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მალე ეწ­ვე­ვა ნატო-ს სამ­ხედ­რო კო­მი­ტე­ტი, მა­ის­ში კი თბი­ლი­სი ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ას უმას­პინ­ძლებს.

ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ­მა ალი­ან­სმა შავი ზღვის აკ­ვა­ტო­რი­ა­ში მო­კავ­ში­რე­ე­ბის სა­ჰა­ე­რო და სა­ზღვაო ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო ყოფ­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და. "დო­ი­ჩე ვე­ლეს" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რია ნა­ტოს ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ალი­ან­სის გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა ამ გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ ნა­ტოს წევ­რი ქვეყ­ნე­ბის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრებ­თან ბრი­უ­სელ­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე ისა­უბ­რა. მისი გან­მარ­ტე­ბით, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრებ­მა გა­და­წყვი­ტეს ჩა­ა­ტა­რონ მეტი სწავ­ლე­ბა და მა­ნევ­რე­ბი საბ­რძო­ლო მომ­ზა­დე­ბის სის­ტე­მე­ბის სრულ­ყო­ფი­სა და რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გა­საც­ნო­ბად.

სტოლ­ტენ­ბერ­გმა გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე სა­უ­ბა­რი არ არის. "ჩვე­ნი ყოფ­ნა გაძ­ლი­ერ­დე­ბა, მაგ­რამ მას ექ­ნე­ბა ზედ­მი­წევ­ნით გა­აზ­რე­ბუ­ლი, თავ­დაც­ვი­თი ხა­სი­ა­თი და არა­ნა­ი­რი სა­ხით არ მო­ახ­დენს რა­ი­მე სა­ხის კონ­ფლიქ­ტე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბას და და­ძა­ბუ­ლო­ბის ეს­კა­ლა­ცი­ას", - გა­ნა­ცხა­და ალი­ან­სის გენმდი­ვან­მა.

მისი თქმით, ეს ნა­ბი­ჯი მხო­ლოდ ერთ-ერ­თია ნა­ტოს შე­კა­ვე­ბი­სა და თავ­დაც­ვი­თი სის­ტე­მის ადაპ­ტა­ცი­ის სა­ერ­თო სტრა­ტე­გი­ის კომ­პო­ნენ­ტე­ბი­დან, გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლი პი­რო­ბე­ბი­სად­მი უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში, მათ შო­რის შავი ზღვის რე­გი­ონ­ში.

რას ემსახურება შავი ზღვის რეგიონში NATO-ს საჰაერო და საზღვაო ძალებს გაფართოვება

რას ემსახურება შავი ზღვის რეგიონში NATO-ს საჰაერო და საზღვაო ძალებს გაფართოვება

ჩვენ არ გვსურს კონფლიქტის პროვოცირება შავი ზღვის რეგიონში, არამედ მიზანი პრევენციაა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ქართველ ჟურნალისტებს მიუნხენში განუცხადა.

"ჩვენ საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობა გვაქვს. საქართველოსადმი ჩვენი მხარდაჭერა გავაძლიერეთ. შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ყოფნის მასშტაბის გაფართოება ბრიუსელში, თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ცოტა ხნის წინ გადაწყდა. ამაში იგულიხსმება სახმელეთო, საავიაციო და საზღვაო ელემენტები. ის, რასაც შავი ზღვის რეგიონში ვაკეთებთ, ზომიერი და თავდაცვითი ხასიათის ქმედებებია. ჩვენ არ გვსურს კონფლიქტის პროვოცირება, არამედ მიზანი პრევენციაა. საქართველოსთან ვთანამშრომლობთ არაერთ სფეროში - გვაქვს არსებითი პაკეტი, ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი და ასევე, დავაარსეთ სკოლა თავდაცვის სფეროში", - განაცხადა სტოლტენბერგმა, რომლის კომენტარის თარგმანსაც "იმედი" ავრცელებს.

მისივე თქმით, საქართველოს მალე ეწვევა ნატო-ს სამხედრო კომიტეტი, მაისში კი თბილისი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს.

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შავი ზღვის აკვატორიაში მოკავშირეების საჰაერო და საზღვაო ძალების სამხედრო ყოფნის გაძლიერების შესახებ განაცხადა. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია ნატოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ამ გეგმების შესახებ ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, თავდაცვის მინისტრებმა გადაწყვიტეს ჩაატარონ მეტი სწავლება და მანევრები საბრძოლო მომზადების სისტემების სრულყოფისა და რეგიონში არსებული ვითარების გასაცნობად.

სტოლტენბერგმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ რუსეთთან მიმართებაში პროვოკაციაზე საუბარი არ არის. "ჩვენი ყოფნა გაძლიერდება, მაგრამ მას ექნება ზედმიწევნით გააზრებული, თავდაცვითი ხასიათი და არანაირი სახით არ მოახდენს რაიმე სახის კონფლიქტების პროვოცირებას და დაძაბულობის ესკალაციას", - განაცხადა ალიანსის გენმდივანმა.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი მხოლოდ ერთ-ერთია ნატოს შეკავებისა და თავდაცვითი სისტემის ადაპტაციის საერთო სტრატეგიის კომპონენტებიდან, გაცილებით რთული პირობებისადმი უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში.

"სიცხისგან ბოდავდა და დედას ეძახდა, ბოდიშს უხდიდა რაღაცის გამო" - II მსოფლიო ომში დაკარგული ქართველების გვარ-სახელები გერმანული არქივებიდან

"კლინიკაში შემოყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს" - ლალი ტურძელაძე

გამთენიისას მარნეულში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს