პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსი გენერლის კვალი მალაიზიური "ბოინგ 777"-ის ჩამოგდებაში, რომელსაც 295 ადამიანი ემსხვერპლა
რუსი გენერლის კვალი მალაიზიური "ბოინგ 777"-ის ჩამოგდებაში, რომელსაც 295 ადამიანი ემსხვერპლა

უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერტ-ჟურ­ნა­ლის­ტთა ჯგუ­ფის Bellingcat-ის მო­ძი­ე­ბულ მა­სა­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ "ბო­ინგ 777"-ის ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა­ში გა­დამ­დგა­რი რუსი გე­ნერ­ლის კვა­ლი იკ­ვე­თე­ბა.

"ვინ არის "ხმუ­რი­ნი?.." - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას "კო­მერ­სან­ტიც", რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, გე­ნე­რალ-მა­ი­ორ სერ­გეი ხმუ­რი­ნის გარ­შე­მო ძა­ლი­ან ბევ­რი სამ­ხი­ლია, რაც ამ საქ­მე­ში მის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს. ის ადრე დო­ნეც­კის თვი­თა­ღი­ა­რე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის დაზ­ვერ­ვა­ში მსა­ხუ­რობ­და. გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, დონ­ბას­ში "ბო­ინგ 777" სა­ზე­ნი­ტო-სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სი­დან სწო­რედ გა­დამ­დგარ­მა გე­ნე­რალ­მა ჩა­მო­აგ­დო.

მა­თი­ვე მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, რუსი სამ­ხედ­რო დო­ნეც­კის ე.წ. სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის თავ­დაც­ვი­თი ძა­ლე­ბის ოფი­ცე­რი იყო, თუმ­ცა, რა თქმა უნდა, მარ­ტო არ მოქ­მე­დებ­და.

"ბუ­კის" ტრან­სპორ­ტი­რე­ბა­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი 69 ცალ­კე­უ­ლი ბრი­გა­დის მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზაც იყო ჩარ­თუ­ლი. ექ­სპერ­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ შემ­დეგ ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ან­გა­რი­შე­ბი და თე­მის გარ­შე­მო სოცქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი როს­ტოვ­ში მომ­ზად­და, "ბუკი" კი, სა­ვა­რა­უ­დოდ, უკ­რა­ი­ნა­ში გა­და­ი­ტა­ნეს.

Bellingcat -ის მო­პო­ვე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი იმ ავ­სტრა­ლი­ე­ლი, ბელ­გი­ე­ლი, ნი­დერ­ლან­დე­ბის, მა­ლა­ი­ი­ზი­ელ და უკ­რა­ი­ნელ გა­მომ­ძი­ე­ბელ­თა ჯგუფს გა­დას­ცეს, რომ­ლე­ბიც რამ­დე­ნი­მე წე­ლია "ბო­ინგ 777"-ის ჩა­მო­ვარ­დნის თე­მას იძი­ე­ბენ. თა­ვის მხრივ, გარ­კვე­უ­ლი მა­სა­ლე­ბი მა­თაც აქვთ, რო­მელ­თა შე­ჯე­რე­ბა და გან­ხილ­ვა უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში მოხ­დე­ბა, რათა სა­ერ­თო სუ­რა­თი შე­იკ­რას.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: ვინ შე­ი­წი­რა მა­ლა­ი­ზი­უ­რი ავი­ა­ლა­ი­ნე­რი და მის ბორტზე მყო­ფი 295 ადა­მი­ა­ნი

2015 წლის აპ­რილ­ში, Bellingcat სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯგუფ­მა გა­ავ­რცე­ლა სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც დნრ (დო­ნე­ცის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის) წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფი­სა და "ბუ­კის" დე­ტა­ლებს გა­ნი­ხი­ლავ­და. აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ში ორი პი­რის სა­უ­ბა­რი ის­მის და ისი­ნი სა­ვა­რა­უ­დოდ, დნრ-ს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი - ხმუ­რი­ნი და ბუ­რი­ა­ტი ბუ­კის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის დე­ტა­ლებს არ­კვე­ვენ. უკ­რა­ი­ნე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის მო­საზ­რე­ბით, ხმუ­რი­ნის სა­ხე­ლით მო­სა­უბ­რე მე­ო­მა­რი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­დამ­დგა­რი ოფი­ცე­რი სერ­გეი პეტ­როვ­სკია, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე მეტ­სა­ხე­ლით მოქ­მე­დებ­და. მას ოფიც­რის სამ­სა­ხუ­რი ავ­ღა­ნეთ­ში აქვს გავ­ლი­ლი და მისი საქ­მი­ა­ნო­ბის ძი­რი­თა­დი სფე­რო დაზ­ვერ­ვა იყო...

უკ­რა­ი­ნე­ლი ძა­ლოვ­ნე­ბის თქმით, პეტ­როვ­სკი გრუ-ს სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვა­ში, 2014 წლამ­დე მსა­ხუ­რობ­და. შემ­დეგ კი პენ­სი­ა­ზე გა­ვი­და. რო­გორც გა­ირ­კვა, პეტ­როვ­სკის კი­დევ ერთი პოს­ტი ეკა­ვა, ის სა­კუ­თარ თავს დაზ­ვერ­ვის სფე­რო­ში დნრ-ის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ წა­რად­გენს...

2014 წლის 17 ივ­ლისს, მა­ლა­ი­ზი­ის კუთ­ვნი­ლი სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვი აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში, რუ­სე­თის სა­ზღვრის მახ­ლობ­ლად ჩა­მო­ვარ­და. მა­შინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის "მიწა-ჰა­ე­რის" კლა­სის რა­კე­ტამ ჩა­მო­აგ­დო. კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა თვითმფრი­ნავ­ში მყო­ფი 295-ვე პირი: - 280 მგზავ­რი და ეკი­პა­ჟის 15 წევ­რი. ექ­სპერტთა ცნო­ბით, ამ­სტერ­და­მი­დან კუ­ა­ლა ლუმ­პუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­მა­ვა­ლი "ბო­ინგ 777" ათი კი­ლო­მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე მიფ­რი­ნავ­და, როცა მას რა­კე­ტა მოხ­ვდა.

თუმ­ცა, ასე­ვე გავ­რცელ­და მო­საზ­რე­ბა, რომ შე­იძ­ლე­ბო­და მხო­ლოდ სა­რა­კე­ტო კომ­პლექს "ბუ­კით" "ეს-300"-ის ტი­პის სა­ზე­ნი­ტო კომ­პლექ­სით ჩა­მო­ეგ­დოთ. ასეთ სის­ტე­მებს რუ­სე­თიც ფლობს და უკ­რა­ი­ნაც.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

რუსი გენერლის კვალი მალაიზიური "ბოინგ 777"-ის ჩამოგდებაში, რომელსაც 295 ადამიანი ემსხვერპლა

რუსი გენერლის კვალი მალაიზიური "ბოინგ 777"-ის ჩამოგდებაში, რომელსაც 295 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინული საინფორმაციო საშუალებები საერთაშორისო ექსპერტ-ჟურნალისტთა ჯგუფის Bellingcat-ის მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ "ბოინგ 777"-ის ავიაკატასტროფაში გადამდგარი რუსი გენერლის კვალი იკვეთება. 

"ვინ არის "ხმურინი?.." - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას "კომერსანტიც", რომლის მიხედვითაც, გენერალ-მაიორ სერგეი ხმურინის გარშემო ძალიან ბევრი სამხილია, რაც ამ საქმეში მის მონაწილეობაზე მიანიშნებს. ის ადრე დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის სამხედრო ძალების დაზვერვაში მსახურობდა. გამოძიების თანახმად,  დონბასში "ბოინგ 777" საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან სწორედ გადამდგარმა გენერალმა ჩამოაგდო. 

მათივე მონაცემების მიხედვით, რუსი სამხედრო დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების თავდაცვითი ძალების ოფიცერი იყო, თუმცა, რა თქმა უნდა, მარტო არ მოქმედებდა. 

"ბუკის" ტრანსპორტირებაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული 69 ცალკეული ბრიგადის მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც იყო ჩართული. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შემდეგ ინტერნეტში გავრცელებული სამხედროების ანგარიშები და თემის გარშემო სოცქსელებში გავრცელებული ფოტოები როსტოვში მომზადდა, "ბუკი" კი, სავარაუდოდ, უკრაინაში გადაიტანეს.

Bellingcat -ის მოპოვებული მონაცემები იმ  ავსტრალიელი, ბელგიელი, ნიდერლანდების, მალაიიზიელ და უკრაინელ გამომძიებელთა ჯგუფს გადასცეს, რომლებიც რამდენიმე წელია "ბოინგ 777"-ის ჩამოვარდნის თემას იძიებენ. თავის მხრივ, გარკვეული მასალები მათაც აქვთ, რომელთა შეჯერება და განხილვა უახლოეს ხანებში მოხდება, რათა საერთო სურათი შეიკრას.  

ასევე წაიკითხეთ: ვინ შეიწირა მალაიზიური ავიალაინერი და მის ბორტზე მყოფი 295 ადამიანი

2015 წლის აპრილში, Bellingcat საერთაშორისო ჯგუფმა გაავრცელა სატელეფონო ჩანაწერი, სადაც დნრ (დონეცის სახალხო რესპუბლიკის) წარმომადგენელი ავიაკატასტროფისა და "ბუკის" დეტალებს განიხილავდა. აუდიოჩანაწერში ორი პირის საუბარი ისმის და ისინი სავარაუდოდ, დნრ-ს წარმომადგენლები - ხმურინი და ბურიატი ბუკის ტრანსპორტირების დეტალებს არკვევენ. უკრაინელი ექსპერტების მოსაზრებით, ხმურინის სახელით მოსაუბრე მეომარი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გადამდგარი ოფიცერი სერგეი პეტროვსკია, რომელიც წლების განმავლობაში რამდენიმე მეტსახელით მოქმედებდა. მას ოფიცრის სამსახური ავღანეთში აქვს გავლილი და მისი საქმიანობის ძირითადი სფერო დაზვერვა იყო...

უკრაინელი ძალოვნების თქმით, პეტროვსკი გრუ-ს სამხედრო დაზვერვაში, 2014 წლამდე მსახურობდა. შემდეგ კი პენსიაზე გავიდა. როგორც გაირკვა, პეტროვსკის კიდევ ერთი პოსტი ეკავა, ის  საკუთარ თავს დაზვერვის სფეროში დნრ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ წარადგენს...

2014 წლის 17 ივლისს, მალაიზიის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის საზღვრის მახლობლად ჩამოვარდა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის "მიწა-ჰაერის" კლასის რაკეტამ ჩამოაგდო. კატასტროფის შედეგად დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 295-ვე პირი: - 280 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი. ექსპერტთა ცნობით, ამსტერდამიდან კუალა ლუმპურის მიმართულებით მიმავალი "ბოინგ 777" ათი კილომეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა, როცა მას რაკეტა მოხვდა.

თუმცა, ასევე გავრცელდა მოსაზრება, რომ შეიძლებოდა მხოლოდ სარაკეტო კომპლექს "ბუკით" "ეს-300"-ის ტიპის საზენიტო კომპლექსით ჩამოეგდოთ. ასეთ სისტემებს რუსეთიც ფლობს და უკრაინაც.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე