პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიბლუსმა" მის წინააღმდეგ გამოთქმული მცდარი ფაქტების უარყოფის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა
"ბიბლუსმა" მის წინააღმდეგ გამოთქმული მცდარი ფაქტების უარყოფის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

კომ­პა­ნია "ბიბ­ლუ­სი" საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვის­თვის, 9 თე­ბერ­ვალს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვის ავ­ტო­რებს სა­სა­მარ­თლო­ში უჩი­ვის და მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მცდა­რი ფაქ­ტე­ბის უარ­ყო­ფას ითხოვს. შე­სა­ბა­მი­სი სარ­ჩე­ლით "ბიბ­ლუს­მა" თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს დღეს მი­მარ­თა.

სა­უ­ბა­რია იმ დრო­ის­თვის 4 მოქ­მედ და 2 ყო­ფილ თა­ნამ­შრო­მელ­ზე, რომ­ლებ­მაც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით 9 თე­ბერ­ვალს ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლეს და კომ­პა­ნი­ის მი­მართ სხვა­დას­ხვა ბრალ­დე­ბა გა­აჟ­ღე­რეს.

რო­გორც AMBEBI.GE-ს "ბიბ­ლუ­სის" იუ­რის­ტმა ანა სამ­სო­ნი­ამ გა­ნუ­ცხა­და, კომ­პა­ნია ვი­დე­ო­მი­მარ­თვის ავ­ტო­რე­ბის­გან მო­ი­თხოვს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მცდა­რი ფაქ­ტე­ბის უარ­ყო­ფას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით და იმა­ვე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, სა­დაც ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გავ­რცელ­და.

"2017 წლის 9 თე­ბერ­ვალს, მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გავ­რცელ­და 2 ყო­ფი­ლი და 4 მოქ­მე­დი თა­ნამ­შრომ­ლის ვი­დეო და წე­რი­ლო­ბი­თი მი­მარ­თვა კომ­პა­ნია "ბიბ­ლუ­სის" მი­მართ. აღ­ნიშ­ნულ მი­მარ­თვა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო სხვა­დას­ხვა ცნო­ბე­ბი, რა­მაც კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვა გა­მო­იწ­ვია. სწო­რედ ამი­ტომ, კომ­პა­ნია "ბიბ­ლუ­სი" მი­მარ­თავს სა­სა­მარ­თლოს, რათა და­იც­ვას თა­ვი­სი დარ­ღვე­უ­ლი უფ­ლე­ბა და და­ამ­ტკი­ცოს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თვა შე­ი­ცავ­და არ­სე­ბი­თად მცდარ ფაქ­ტებს და იყო ცი­ლის­წა­მე­ბა. კომ­პა­ნი­ის მო­თხოვ­ნაა, მოხ­დეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მცდა­რი ფაქ­ტე­ბის უარ­ყო­ფა ზუს­ტად იმა­ვე სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში, სა­დაც მათი მი­მარ­თვა გა­მოქ­ვეყ­ნდა. თავ­და­პირ­ვე­ლად ეს გავ­რცელ­და "აუ­დი­ტო­რია 115"-ის "ფე­ის­ბუქ" გვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კომ­პა­ნი­ის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სარ­ჩე­ლი გა­და­ე­ცა სა­სა­მარ­თლოს", - გა­ნა­ცხა­და ანა სამ­სო­ნი­ამ.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ბიბლუსმა" მის წინააღმდეგ გამოთქმული მცდარი ფაქტების უარყოფის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

"ბიბლუსმა" მის წინააღმდეგ გამოთქმული მცდარი ფაქტების უარყოფის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

კომპანია "ბიბლუსი" საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის, 9 თებერვალს გავრცელებული ვიდეომიმართვის ავტორებს სასამართლოში უჩივის და მათ მიერ გავრცელებული მცდარი ფაქტების უარყოფას ითხოვს. შესაბამისი სარჩელით "ბიბლუსმა" თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა.

საუბარია იმ დროისთვის 4 მოქმედ და 2 ყოფილ თანამშრომელზე, რომლებმაც სოციალური ქსელით 9 თებერვალს ვიდეომიმართვა გაავრცელეს და კომპანიის მიმართ სხვადასხვა ბრალდება გააჟღერეს.

როგორც AMBEBI.GE-ს "ბიბლუსის" იურისტმა ანა სამსონიამ განუცხადა, კომპანია ვიდეომიმართვის ავტორებისგან მოითხოვს გავრცელებული მცდარი ფაქტების უარყოფას სოციალური ქსელით და იმავე მედიასაშუალებებით, სადაც ვიდეომიმართვა გავრცელდა.

"2017 წლის 9 თებერვალს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა 2 ყოფილი და 4 მოქმედი თანამშრომლის ვიდეო და წერილობითი მიმართვა კომპანია "ბიბლუსის" მიმართ. აღნიშნულ მიმართვაში გავრცელებული იყო სხვადასხვა ცნობები, რამაც კომპანიის საქმიანი რეპუტაციის შელახვა გამოიწვია. სწორედ ამიტომ, კომპანია "ბიბლუსი" მიმართავს სასამართლოს, რათა დაიცვას თავისი დარღვეული უფლება და დაამტკიცოს, რომ აღნიშნული მიმართვა შეიცავდა არსებითად მცდარ ფაქტებს და იყო ცილისწამება. კომპანიის მოთხოვნაა, მოხდეს გავრცელებული მცდარი ფაქტების უარყოფა ზუსტად იმავე საშუალებებში, სადაც მათი მიმართვა გამოქვეყნდა. თავდაპირველად ეს გავრცელდა "აუდიტორია 115"-ის "ფეისბუქ" გვერდის საშუალებით. ამასთან დაკავშირებით, კომპანიის მიერ მომზადებული სარჩელი გადაეცა სასამართლოს", - განაცხადა ანა სამსონიამ.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ