საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა ის გადაცემები დაასახელა, რომლებიც, მათი აზრით, უნდა დაიხუროს, ან სამაუწყებლო ბადეში დარჩეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა ის გადაცემები დაასახელა, რომლებიც, მათი აზრით, უნდა დაიხუროს, ან სამაუწყებლო ბადეში დარჩეს

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის მე­ნე­ჯმენ­ტის წევ­რმა, გი­ორ­გი გვიმ­რა­ძემ არ­ხის მე­ნე­ჯმენ­ტსა და სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის გა­და­ცე­მე­ბის ნა­წი­ლის და­ხურ­ვი­სა და ნა­წი­ლის სა­მა­უ­წყებ­ლო ბა­დე­ში და­ტო­ვე­ბის სა­ვა­რა­უ­დო გეგ­მა წა­რუდ­გი­ნა.

გი­ორ­გი გვიმ­რა­ძის გეგ­მის მი­ხედ­ვით, სა­მა­უ­წყებ­ლო ბა­დე­ში რჩე­ბა ე.წ მწვა­ნე ზოლ­ში არ­სე­ბუ­ლი გა­და­ცე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც იზი­დავს მა­ყუ­რე­ბელს და რე­ი­ტინ­გი მა­ღა­ლია. მათ შო­რი­საა გა­და­ცე­მე­ბი: "გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი რე­პორ­ტი­ო­რი", "გურ­მა­ნი", "ფერ­მა", "ჰოპ­ლა! ჩვენ ვცო­ცხლობთ", "შა­ბათს სა­ღა­მოს ლი­ზას­თან", "წიგ­ნე­ბის თარო", "ტე­ლებ­ლო­გი", "პი­რა­დი ექი­მი", "სი­ტყვე­ბის თა­მა­ში", "გა­აგ­რძე­ლე სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია".

ასე­ვე, სა­მა­უ­წყებ­ლო ბა­დე­ში რჩე­ბა მე­ო­რე კა­ტე­გო­რია, ე.წ ყვი­თელ ზოლ­ში მყო­ფი გა­და­ცე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­შუ­ა­ლო რე­ი­ტინ­გი­საა, მათ შო­რი­საა გა­და­ცე­მე­ბი, "დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბის სტუ­დია", "ეპო­ქა", "დღე მუ­ზე­უმ­ში", "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა - ინ­ტერview".

გი­ორ­გი გვიმ­რა­ძის გეგ­მის მი­ხედ­ვით, სა­მა­უ­წყებ­ლო ბა­დი­დან ამო­ღე­ბუ­ლი უნდა იქ­ნეს ე.წ წი­თელ ზოლ­ში მყო­ფი გა­და­ცე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ბა­ლი რე­ი­ტინ­გი­საა და "მა­ყუ­რებ­ლის მიგ­რა­ცი­ას" იწ­ვევს, მათ შო­რი­საა გა­და­ცე­მე­ბი: "ხან­მოკ­ლე XX სა­უ­კუ­ნე", "ეკო­ნო­მეტ­რი", "ვა­შინგტო­ნი დღეს", "სპორ­ტი 360 გრა­უ­სი", "მთა­ვა­რი", "რე­ა­ლუ­რი სივ­რცე", "ვექ­ტო­რი", "სპორ­ტის დაფა", "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა - წი­თე­ლი ზონა", "ტე­ლე­მა­ნი", "კა­ცე­ბის დრო", "ც სტუ­დია", "უც­ნო­ბი მუ­სი­კა".

არ­ხის მე­ნე­ჯმენ­ტი აცხა­დებს, რომ ეს არ არის სა­ბო­ლოო ვა­რი­ან­ტი და სა­კი­თხზე მუ­შა­ო­ბას ისი­ნი აგ­რძე­ლე­ბენ.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის მე­ნე­ჯმენ­ტი­სა და ბორ­დის შეხ­ვედ­რას მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც ეს­წრე­ბი­ან. სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე გრი­გოლ გო­გე­ლია სხდო­მის და­ხურ­ვა­სა და სა­კი­თხის სა­მუ­შაო ფორ­მატ­ში გაგ­რძე­ლე­ბას ითხოვს. ბორ­დის წევ­რი სულ­ხან სა­ლა­ძე კი სხდო­მის და­ხურ­ვას არ ეთან­ხმე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა ის გადაცემები დაასახელა, რომლებიც, მათი აზრით, უნდა დაიხუროს, ან სამაუწყებლო ბადეში დარჩეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა ის გადაცემები დაასახელა, რომლებიც, მათი აზრით, უნდა დაიხუროს, ან სამაუწყებლო ბადეში დარჩეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის წევრმა, გიორგი გვიმრაძემ არხის მენეჯმენტსა და სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემების ნაწილის დახურვისა და ნაწილის სამაუწყებლო ბადეში დატოვების სავარაუდო გეგმა წარუდგინა.

გიორგი გვიმრაძის გეგმის მიხედვით, სამაუწყებლო ბადეში რჩება ე.წ მწვანე ზოლში არსებული გადაცემები, რომლებიც იზიდავს მაყურებელს და რეიტინგი მაღალია. მათ შორისაა გადაცემები: "გამომძიებელი რეპორტიორი", "გურმანი", "ფერმა", "ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთ", "შაბათს საღამოს ლიზასთან", "წიგნების თარო", "ტელებლოგი", "პირადი ექიმი", "სიტყვების თამაში", "გააგრძელე საქართველოს ისტორია".

ასევე, სამაუწყებლო ბადეში რჩება მეორე კატეგორია, ე.წ ყვითელ ზოლში მყოფი გადაცემები, რომლებიც საშუალო რეიტინგისაა, მათ შორისაა გადაცემები, "დოკუმენტური ფილმების სტუდია", "ეპოქა", "დღე მუზეუმში", "რადიო თავისუფლება - ინტერview".

გიორგი გვიმრაძის გეგმის მიხედვით, სამაუწყებლო ბადიდან ამოღებული უნდა იქნეს ე.წ წითელ ზოლში მყოფი გადაცემები, რომლებიც დაბალი რეიტინგისაა და "მაყურებლის მიგრაციას" იწვევს, მათ შორისაა გადაცემები: "ხანმოკლე XX საუკუნე", "ეკონომეტრი", "ვაშინგტონი დღეს", "სპორტი 360 გრაუსი", "მთავარი", "რეალური სივრცე", "ვექტორი", "სპორტის დაფა", "რადიო თავისუფლება - წითელი ზონა", "ტელემანი", "კაცების დრო", "ც სტუდია", "უცნობი მუსიკა".

არხის მენეჯმენტი აცხადებს, რომ ეს არ არის საბოლოო ვარიანტი და საკითხზე მუშაობას ისინი აგრძელებენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისა და ბორდის შეხვედრას მედიის წარმომადგენლებიც ესწრებიან. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელია სხდომის დახურვასა და საკითხის სამუშაო ფორმატში გაგრძელებას ითხოვს. ბორდის წევრი სულხან სალაძე კი სხდომის დახურვას არ ეთანხმება.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი