პოლიტიკა
სამხედრო

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლუკა 9 წლის იყო, როცა პირველად გააქნია თავი უარის ნიშნად..." - ბაია დავითაია შვილზე და რჩევები აუტისტი ბავშვების მშობლებს
"ლუკა 9 წლის იყო, როცა პირველად გააქნია თავი უარის ნიშნად..." - ბაია დავითაია შვილზე და რჩევები აუტისტი ბავშვების მშობლებს

სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" წარ­მო­გიდ­გენთ ბიზ­ნეს ლე­დის და ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის თე­მურ უგუ­ლა­ვას ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ბაია და­ვი­თა­ი­ას ის­ტო­რი­ას. და­ვი­თა­ია მისი და უგუ­ლა­ვას ვა­ჟის, ლუ­კას შე­სა­ხებ სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც აუ­ტის­ტია:

"გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ბავ­შვი", "არ ვიცი რა ვქნა, რო­გორ მო­ვიქ­ცე" - ასე­თი კი­თხვე­ბი თუ შე­ფა­სე­ბე­ბი ბოლო დროს ძა­ლი­ან ხში­რად მხვდე­ბა და რო­გორც აუ­ტიზ­მის დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე შვი­ლის დე­დას, ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის ის შიში და დაბ­ნე­უ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ლო­დი­ვით აწევთ მშობ­ლებს და გან­წი­რუ­ლო­ბის, გარ­და­უ­ვა­ლი იზო­ლა­ცი­ის შეგ­რძნე­ბას უღ­ვი­ვებს. მაგ­რამ, ასე­თი მო­მენ­ტე­ბი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში თან­და­თან კლე­ბუ­ლობს, რად­გან და­უ­ღა­ლა­ვი, უწყვე­ტი წინსვლის სურ­ვი­ლი და ლუ­კას უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა მეხ­მა­რე­ბა ამის დაძ­ლე­ვა­ში. სა­ნამ სა­ბო­ლო­ოდ დარ­წმუნ­დე­ბი, შენს შვილს აუ­ტიზ­მი აქვს თუ არა, დიდი დრო გა­დის. აუ­ტიზ­მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვი­სე­ბე­ბი ბევ­რმა არ იცის და შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ გა­მო­გე­პა­როს. არა­და, აუ­ტიზ­მის შემ­თხვე­ვა­ში დაგ­ვი­ა­ნე­ბა ძა­ლი­ან სა­ში­შია.

ლუ­კას შემ­თხვე­ვა­ში პირ­ვე­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბა იყო, რომ მან მე­ტყვე­ლე­ბა შე­წყვი­ტა. თურ­მე ეს ყო­ფი­ლა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იმი­სა, რომ მას შე­საძ­ლოა ქო­ნო­და აუ­ტიზ­მი. დე­და­ჩემ­მა, რო­მე­ლიც არის პე­დი­ატ­რი ია და­ვი­თა­ია, მირ­ჩია წა­მეყ­ვა­ნა ბავ­შვთა ფსი­ქო­ლოგ­თან. თა­ვი­დან ფსი­ქო­ლოგს ეგო­ნა, რომ ეს გა­ურ­კვე­ვე­ლი სტრე­სის შე­დე­გი იყო და მალე გა­უვ­ლი­და, რად­გან ბავ­შვს აუ­ტიზ­მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სხვა თვი­სე­ბე­ბი არ ჰქონ­და გა­მოვ­ლე­ნი­ლი. მე­ტყვე­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის მო­ლო­დინ­ში გა­ვი­და ის აღუდ­გე­ნე­ლი დრო, რო­მელ­საც დღემ­დე ვნა­ნობ... შემ­დეგ გერ­მა­ნი­ა­ში წა­ვიყ­ვა­ნეთ, სა­დაც ძა­ლი­ან არა­დე­ლი­კა­ტუ­რად "გვა­ხა­ლეს" დი­აგ­ნო­ზი. კარ­გად მახ­სოვს ის გერ­მა­ნე­ლი ექი­მი, ყო­ვე­ლი მისი სი­ტყვა გას­რო­ლი­ლი ტყვი­ა­სა­ვით მხვდე­ბო­და. ეს კაცი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მე­მახ­სოვ­რე­ბა... მისი სი­ტყვე­ბი ლუ­კას მო­მა­ვალ­ზე ჩემ­თვის სა­ბო­ლოო გა­ნა­ჩე­ნი­ვით ჟღერ­და. ძა­ლი­ან ცუ­დად მახ­სენ­დე­ბა ეგ პე­რი­ო­დი...

შემ­დეგ ამე­რი­კა­ში გა­ვემ­გზავ­რეთ იმი­ტომ, რომ თბი­ლის­ში ვე­რა­ფე­რი მო­ვი­ძიე მის და­სახ­მა­რებ­ლად და ინ­ფორ­ცი­ა­საც კი მხო­ლოდ ინ­ტერ­ნე­ტით ვპო­უ­ლობ­დი. ამე­რი­კა­ში რომ ჩა­ვე­დით, იქაც ბევ­რი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდით. ინ­გლი­სუ­რი არ ეს­მო­და სა­ერ­თოდ ბავ­შვს და ორი წელი მო­უნ­და თუნ­დაც იმას, რომ თი­თით ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რა სურ­და. კი­დევ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, რომ ბგე­რე­ბი დაბ­რუ­ნე­ბო­და და ინ­გლი­სუ­რი გა­ე­გო, რო­მე­ლიც მის­თვის ახა­ლი ენა იყო. ეს კი დიდ დროს მო­ი­თხოვ­და და იყო სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ ისევ ბევრ დროს დავ­კარ­გავ­დით. დროს კი, ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში, გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და... თან მუდ­მი­ვად სტრეს­ში ვი­ყა­ვი იმის გამო, რომ ლუ­კა­სი არ მეს­მო­და და მე­ში­ნო­და რამე არ გა­მომ­პარ­ვო­და. ლუკა 9 წლის იყო, როცა პირ­ვე­ლად გა­აქ­ნია თავი უა­რის ნიშ­ნად... ახლა უკვე მეტი წინსვლა გვაქვს - აი­პადს ხმა­რობს და გვაჩ­ვე­ნებს, რა უნდა და ა.შ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ბავ­შვებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი გა­რე­მო არ არ­სე­ბობს, სამ­წუ­ხა­როდ. მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კა­ში ლუკა დამ­ყავს ხოლ­მე კი­ნო­ში, სა­დაც სპე­ცი­ა­ლუ­რი სე­ან­სე­ბი იმარ­თე­ბა. იქ დარ­ბა­ზი არ არის ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი და არც ჟღე­რა­დო­ბაა ხმა­მა­ღა­ლი. ძა­ლი­ან სა­ჭი­როა ასე­თი ად­გი­ლე­ბი, სა­დაც მათ­ზე ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მო იქ­ნე­ბა. ჩემი ფონ­დის, "სა­ქარ­თვე­ლოს აუ­ტიზ­მის ფონ­დის", ინი­ცი­ა­ტი­ვით ასე­თი სე­ან­სე­ბი თბი­ლის­შიც დავ­ნერ­გეთ. ძა­ლი­ან დიდი მხარ­და­ჭე­რაა კი­ნო­თეტ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის მხრი­დან, რაც სა­სი­ხა­რუ­ლოა და იმე­დის მომ­ცე­მი.

ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სწავ­ლა და პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით მუ­შა­ო­ბა. თე­რა­პევ­ტე­ბი ამა­ში გეხ­მა­რე­ბი­ან, მაგ­რამ საკ­მა­ოდ შრო­მა­ტე­ვა­დი და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბაა. თუმ­ცა, სა­ბო­ლოო შე­დე­გი მარ­ტო ფი­ნან­სებ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ბავ­შვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და უნარ-ჩვე­ვე­ბიც უნდა გაძ­ლევ­დეს ამის სა­შუ­ა­ლე­ბას. ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში, რა თქმა უნდა, არის გარ­კვე­უ­ლი წინსვლა, მაგ­რამ მე მე­ტის იმე­დი მქონ­და თა­ვი­დან...

თუ თქვენ ამ პრობ­ლე­მას შე­ე­ჯა­ხეთ, შე­ი­ტყვეთ ამ დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ, ნუ ჩა­ვარ­დე­ბით სა­სო­წარ­კვე­თა­ში. დრო­უ­ლად თე­რა­პი­ის და­წყე­ბა, ძა­ლი­ან ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, და­დე­ბით შე­დე­გებს იძ­ლე­ვა. თუ მშო­ბე­ლი სა­სო­წარ­კვე­თი­ლია, ბავ­შვის ნე­ბის­მი­ერ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე და სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მოს­წო­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტია. სწო­რედ ჩვენ, მშობ­ლე­ბი ვართ მოქ­მე­დი ძალა, მათ ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ! იმის მი­უ­ხე­და­ვად, თუ რო­გო­რი უთ­ქმე­ლი, გო­ნებ­რი­ვად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ან ჩა­კე­ტი­ლე­ბიც არ უნდა იყ­ვნენ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი, სამ­ყა­როს­თვის ისე­თი­ვე თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნე­ბი არი­ან, რო­გორც ყვე­ლა. მათი სი­ცო­ცხლე არის მა­თი­ვე უფ­ლე­ბე­ბის და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის გა­რან­ტი. ხოლო რო­გო­რი ხა­რის­ხით იქ­ნე­ბა ეს უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სწო­რედ ამა­ზე ზრუნ­ვა წარ­მო­ად­გენს ჩვენ სა­ერ­თო და ძი­რი­თად მი­ზანს!

კი, ეს არის რთუ­ლი და გრძე­ლი გზა, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად გა­სავ­ლე­ლი. ზოგ­ჯერ ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არ არი­ან მზად ამ პრო­ცეს­ში გვერ­დში დგო­მის­თვის. სი­მარ­ტო­ვე კი აღ­ვი­ვებს სრუ­ლი უი­მე­დო­ბის გან­ცდას. ამი­ტომ, ოჯა­ხის წევ­რე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შო­ბენ ჩვენ ცხოვ­რე­ბა­ში. თა­ვად ოჯა­ხის ცნე­ბაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი ბავ­შვის­თვის და მისი მო­მავ­ლი­სათ­ვის. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შვი­ლე­ბის მშობ­ლე­ბო, ჩემო საყ­ვა­რე­ლო და ფას­და­უ­დე­ბე­ლო ადა­მი­ა­ნე­ბო, იცო­დეთ, რომ თქვენ ხართ ბრძე­ნი და უსა­ზღვროდ თავ­და­უ­ზო­გა­ვე­ბი. გახ­სოვ­დეთ, რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი თვით­გა­მორ­კვე­ვის გზა­ზე მიგ­ვი­ძღვე­ბი­ან. ჩვენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო მი­სია გვა­კის­რია!"

© 2017 სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" ხორ­ცი­ელ­დე­ბა ქალ­თა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის "ქა­ლის ხმა" მიერ. (ავტ. მა­ი­კო ჩი­ტა­ია; იდა ბახ­ტუ­რი­ძე; ნინო გა­მი­სო­ნია). ფოტო: ნინა ბა­ი­და­უ­რი; სა­ლო­მე ცო­ფუ­რაშ­ვი­ლი. პრო­ექ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) მხარ­და­ჭე­რით და შვე­დე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (SIDA) ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით. #ქა­ლე­ბი­სა­ქარ­თვე­ლო­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

"ლუკა 9 წლის იყო, როცა პირველად გააქნია თავი უარის ნიშნად..." - ბაია დავითაია შვილზე და რჩევები აუტისტი ბავშვების მშობლებს

"ლუკა 9 წლის იყო, როცა პირველად გააქნია თავი უარის ნიშნად..." - ბაია დავითაია შვილზე და რჩევები აუტისტი ბავშვების მშობლებს

სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ ბიზნეს ლედის და ცნობილი ბიზნესმენის თემურ უგულავას ყოფილი მეუღლის ბაია დავითაიას ისტორიას. დავითაია მისი და უგულავას ვაჟის, ლუკას შესახებ საუბრობს, რომელიც აუტისტია:

"განსაკუთრებული ბავშვი", "არ ვიცი რა ვქნა, როგორ მოვიქცე" - ასეთი კითხვები თუ შეფასებები ბოლო დროს ძალიან ხშირად მხვდება და როგორც აუტიზმის დიაგნოზის მქონე შვილის დედას, ძალიან კარგად მესმის ის შიში და დაბნეულობა, რომელიც ლოდივით აწევთ მშობლებს და განწირულობის, გარდაუვალი იზოლაციის შეგრძნებას უღვივებს. მაგრამ, ასეთი მომენტები ჩემს ცხოვრებაში თანდათან კლებულობს, რადგან დაუღალავი, უწყვეტი წინსვლის სურვილი და ლუკას უკეთესი მდგომარეობა მეხმარება ამის დაძლევაში. სანამ საბოლოოდ დარწმუნდები, შენს შვილს აუტიზმი აქვს თუ არა, დიდი დრო გადის. აუტიზმისთვის დამახასიათებელი თვისებები ბევრმა არ იცის და შეიძლება მნიშვნელოვანი რამ გამოგეპაროს. არადა, აუტიზმის შემთხვევაში დაგვიანება ძალიან საშიშია.

ლუკას შემთხვევაში პირველი გამოვლინება იყო, რომ მან მეტყველება შეწყვიტა. თურმე ეს ყოფილა მაჩვენებელი იმისა, რომ მას შესაძლოა ქონოდა აუტიზმი. დედაჩემმა, რომელიც არის პედიატრი ია დავითაია, მირჩია წამეყვანა ბავშვთა ფსიქოლოგთან. თავიდან ფსიქოლოგს ეგონა, რომ ეს გაურკვეველი სტრესის შედეგი იყო და მალე გაუვლიდა, რადგან ბავშვს აუტიზმისთვის დამახასიათებელი სხვა თვისებები არ ჰქონდა გამოვლენილი. მეტყველების დაბრუნების მოლოდინში გავიდა ის აღუდგენელი დრო, რომელსაც დღემდე ვნანობ... შემდეგ გერმანიაში წავიყვანეთ, სადაც ძალიან არადელიკატურად "გვახალეს" დიაგნოზი. კარგად მახსოვს ის გერმანელი ექიმი, ყოველი მისი სიტყვა გასროლილი ტყვიასავით მხვდებოდა. ეს კაცი მთელი ცხოვრება მემახსოვრება... მისი სიტყვები ლუკას მომავალზე ჩემთვის საბოლოო განაჩენივით ჟღერდა. ძალიან ცუდად მახსენდება ეგ პერიოდი...

შემდეგ ამერიკაში გავემგზავრეთ იმიტომ, რომ თბილისში ვერაფერი მოვიძიე მის დასახმარებლად და ინფორციასაც კი მხოლოდ ინტერნეტით ვპოულობდი. ამერიკაში რომ ჩავედით, იქაც ბევრი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით. ინგლისური არ ესმოდა საერთოდ ბავშვს და ორი წელი მოუნდა თუნდაც იმას, რომ თითით ეჩვენებინა, რა სურდა. კიდევ გარკვეული პერიოდი, რომ ბგერები დაბრუნებოდა და ინგლისური გაეგო, რომელიც მისთვის ახალი ენა იყო. ეს კი დიდ დროს მოითხოვდა და იყო საშიშროება, რომ ისევ ბევრ დროს დავკარგავდით. დროს კი, ჩვენს შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა... თან მუდმივად სტრესში ვიყავი იმის გამო, რომ ლუკასი არ მესმოდა და მეშინოდა რამე არ გამომპარვოდა. ლუკა 9 წლის იყო, როცა პირველად გააქნია თავი უარის ნიშნად... ახლა უკვე მეტი წინსვლა გვაქვს - აიპადს ხმარობს და გვაჩვენებს, რა უნდა და ა.შ.

საქართველოში ამ ბავშვებზე მორგებული გარემო არ არსებობს, სამწუხაროდ. მაგალითად, ამერიკაში ლუკა დამყავს ხოლმე კინოში, სადაც სპეციალური სეანსები იმართება. იქ დარბაზი არ არის ჩაბნელებული და არც ჟღერადობაა ხმამაღალი. ძალიან საჭიროა ასეთი ადგილები, სადაც მათზე ადაპტირებული გარემო იქნება. ჩემი ფონდის, "საქართველოს აუტიზმის ფონდის", ინიციატივით ასეთი სეანსები თბილისშიც დავნერგეთ. ძალიან დიდი მხარდაჭერაა კინოთეტრების ხელმძღვანელების მხრიდან, რაც სასიხარულოა და იმედის მომცემი.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სწავლა და პროგრამის მიხედვით მუშაობა. თერაპევტები ამაში გეხმარებიან, მაგრამ საკმაოდ შრომატევადი და ძვირად ღირებული მომსახურებაა. თუმცა, საბოლოო შედეგი მარტო ფინანსებზე არ არის დამოკიდებული, ბავშვის შესაძლებლობები და უნარ-ჩვევებიც უნდა გაძლევდეს ამის საშუალებას. ჩვენს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არის გარკვეული წინსვლა, მაგრამ მე მეტის იმედი მქონდა თავიდან...

თუ თქვენ ამ პრობლემას შეეჯახეთ, შეიტყვეთ ამ დიაგნოზის შესახებ, ნუ ჩავარდებით სასოწარკვეთაში. დროულად თერაპიის დაწყება, ძალიან ხშირ შემთხვევაში, დადებით შედეგებს იძლევა. თუ მშობელი სასოწარკვეთილია, ბავშვის ნებისმიერ რეაბილიტაციაზე და სიტუაციის გამოსწორებაზე საუბარი ზედმეტია. სწორედ ჩვენ, მშობლები ვართ მოქმედი ძალა, მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ! იმის მიუხედავად, თუ როგორი უთქმელი, გონებრივად განსაკუთრებული ან ჩაკეტილებიც არ უნდა იყვნენ ჩვენი შვილები, სამყაროსთვის ისეთივე თანასწორუფლებიანები არიან, როგორც ყველა. მათი სიცოცხლე არის მათივე უფლებების და თავისუფლებების გარანტი. ხოლო როგორი ხარისხით იქნება ეს უფლებები დაცული, საზოგადოებაზეა დამოკიდებული. სწორედ ამაზე ზრუნვა წარმოადგენს ჩვენ საერთო და ძირითად მიზანს!

კი, ეს არის რთული და გრძელი გზა, მაგრამ აუცილებლად გასავლელი. ზოგჯერ ახლობელი ადამიანები არ არიან მზად ამ პროცესში გვერდში დგომისთვის. სიმარტოვე კი აღვივებს სრული უიმედობის განცდას. ამიტომ, ოჯახის წევრები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ჩვენ ცხოვრებაში. თავად ოჯახის ცნებაა აუცილებელი ბავშვისთვის და მისი მომავლისათვის. განსაკუთრებული შვილების მშობლებო, ჩემო საყვარელო და ფასდაუდებელო ადამიანებო, იცოდეთ, რომ თქვენ ხართ ბრძენი და უსაზღვროდ თავდაუზოგავები. გახსოვდეთ, რომ ჩვენი შვილები თვითგამორკვევის გზაზე მიგვიძღვებიან. ჩვენ განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო მისია გვაკისრია!"

© 2017 სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალის ხმა" მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. #ქალებისაქართველოდან

"ჩემი დედიკო ამ დილით მოკლეს, არ ქონდა კოვიდი! მკვლელებო, უფალმა მოგიზღოთ" - რას წერს ქუთაისში კოვიდით გარდაცვლილი 65 წლის ქალის შვილი

"ამ დაავადების თითქმის ყველა სკნელი გავიარე. ექიმებმა გაიმარჯვეს" - რას წერს ლევან რატიანსა და მის კლინიკაზე covid-19-ს გადარჩენილი პაციენტი

"ელენესა და სხვებზე ISFED-ში ვერც ზეწოლა და ვერც მოსყიდვა ვერ მოახდენდა გავლენას. გამომიცდია და ვიცი" - რას წერს ორგანიზაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი