პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კერძო მევახშეობა საქართველოში - რა უნდა გაითვალისწინოთ, როცა ფულს სესხულობთ ან გაასესხებთ
კერძო მევახშეობა საქართველოში - რა უნდა გაითვალისწინოთ, როცა ფულს სესხულობთ ან გაასესხებთ

კერ­ძო მე­ვახ­შე­ე­ბის­გან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რჯერ გვსმე­ნია. ხში­რად ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მი­დის მე­ვახ­შეს­თან და მის­გან ფულს სეს­ხუ­ლობს, სხვა გზა უბ­რა­ლოდ, არა აქვს: მას სეს­ხის გა­ცე­მა­ზე ბან­კიც უარს ეუბ­ნე­ბა და მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­აც...

კერ­ძო მე­ვახ­შე­ო­ბის და­სა­რე­გუ­ლი­რებ­ლად არა­ნა­ი­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი ნორ­მა არ არ­სე­ბობს. რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია ჩარ­თუ­ლი ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში და რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ სეს­ხის აღე­ბი­სას - ამ სა­კი­თხზე AMBEBI.GE არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ახალ­გაზ­რდა ად­ვო­კა­ტე­ბის" ხელ­მძღვა­ნელ არ­ჩილ კა­ი­კა­ციშ­ვილს ესა­უბ­რა.

- რა პრობ­ლე­მე­ბია კერ­ძო მე­ვახ­შე­ო­ბის კუ­თხით და რა სის­ტე­მა მოქ­მე­დებს?

- არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ახალ­გაზ­რდა ად­ვო­კა­ტებს" არა­ერ­თი მო­ქა­ლა­ქე მი­მარ­თავს, რომ­ლე­ბიც ე.წ კერ­ძო მე­ვახ­შე­თა მხრი­დან თავს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ. ბუ­ნებ­რი­ვია, აქ საქ­მე ორ თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ან სუ­ბი­ექტს შო­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ სა­სეს­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­თან გვაქვს. პრობ­ლე­მა მა­შინ იჩენს თავს, რო­დე­საც პრო­ცენ­ტი და პირ­გა­სამ­ტეხ­ლო მა­ღა­ლია და­წე­სე­ბუ­ლი. პრობ­ლე­მას ფარ­თო გა­გე­ბით უნდა შევ­ხე­დოთ. რო­დე­საც ამ სა­კითხს ვე­ხე­ბით, ყო­ველ­თვის გამ­სეს­ხე­ბე­ლია უპი­რა­ტეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ჩვე­ნი მო­საზ­რე­ბი­თა და პი­რა­დი კვლე­ვით, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში სა­ბან­კო და მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი თა­ვი­სი კა­ბა­ლუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბით მო­ქა­ლა­ქე­ებს არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აყე­ნე­ბენ, მე­ო­რეს მხრივ კერ­ძო მე­ვახ­შე­ო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა უფრო მეტ რის­კებ­სა და სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს შე­ი­ცავს. მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თუ სა­ბან­კო სფე­როს საქ­მი­ა­ნო­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი ნორ­მა­ტი­ვე­ბით ასე თუ ისე რე­გუ­ლირ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ვახ­შე­ო­ბას, არა­ნა­ი­რი რე­გუ­ლა­ცია არ ამ კუ­თხით არ­სე­ბობს.

- რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს სფე­რო და­რე­გუ­ლირ­დეს?

- ჩემი აზ­რით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია რომ სა­ხელ­მწი­ფომ თა­ვი­სი პო­ზი­ტი­უ­რი როლი შე­ას­რუ­ლოს და და­ი­წყოს მუ­შა­ო­ბა კა­ნონპ­რო­ექ­ტზე, რო­მე­ლიც კერ­ძო მე­ვახ­შე­ო­ბას სა­მარ­თლებ­რი­ვად და­ა­რე­გუ­ლი­რებს.

ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, თუკი კერ­ძო მე­ვახ­შეს იუ­რი­დი­უ­ლი სტა­ტუ­სი ექ­ნე­ბა გან­სა­ზღვრუ­ლი და ქარ­თუ­ლი პრაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, კერ­ძო მე­ვახ­შეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მე­წარ­მის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭოს. გარ­და ამი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თუკი სა­ფი­ნან­სო და სა­ბან­კო კომ­პა­ნი­ებს შო­რის სა­მარ­თლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მო­ვა­ლე­თა რე­ესტრში ფიქ­სირ­დე­ბა, კერ­ძო მე­ვახ­შე­ო­ბის დრო­საც მო­ვა­ლე­თა რე­ესტრში და­ფიქ­სირ­დეს. კერ­ძო მე­ვახ­შე­ო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა მო­ვა­ლე­თა რე­ესტრში არ ხვდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, არა­ნა­ი­რი სტა­ტის­ტი­კა არ არ­სე­ბობს.

მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი, რო­მე­ლიც უნდა იქ­ნას და­ცუ­ლი ისაა, რომ ლარ­ში გა­დახ­დის მე­ქა­ნიზ­მი უნდა შე­მუ­შავ­დეს. ამ შემ­თხვე­ვა­ში ორი­ვე მხა­რე - მსეს­ხე­ბე­ლი­ცა და გამ­სეს­ხე­ბე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვან რის­კებს გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს. ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ამ გან­სა­ზღვროს, რა ით­ვლე­ბა კერ­ძო მე­ვახ­შე­ო­ბად. ეს სა­კი­თხე­ბი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­გუ­ლა­ცი­ებ­შია მო­საქ­ცე­ვი.

- უფრო მე­ტად რო­მე­ლი მხა­რე ზა­რალ­დე­ბა?

- კერ­ძო მე­ვახ­შე­ო­ბა, რო­მელ­საც არ აქვს სა­მარ­თლებ­რი­ვი ფორ­მა, ყო­ველ­თვის აზა­რა­ლებს მე­ო­რე მხა­რეს, ანუ მსეს­ხე­ბელს, რო­მე­ლიც აღ­მოჩ­ნდე­ბა მა­ღა­ლი პირ­გა­სამ­ტეხ­ლოს წი­ნა­შე და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ქო­ნე­ბის და­კარ­გვის საფრ­თხის წი­ნა­შე დგე­ბა. რო­დე­საც სეს­ხის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არ იდე­ბა, სი­ტუ­ა­ცი­ას ეს კი­დევ უფრო არ­თუ­ლებს.

- სა­ნამ ეს სა­კი­თხი სა­მარ­თლებ­რი­ვად და­რე­გუ­ლირ­დე­ბა, რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წო­ნოს მსურ­ველ­მა?

- ვიდ­რე სა­კი­თხი რე­გუ­ლი­რე­ბა­დი სფე­რო გახ­დე­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ სეს­ხის მიმ­ღებ­მა რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრინ­ცი­პი გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რაც ერ­თგვა­რი რის­კე­ბის პრე­ვენ­ცია იქ­ნე­ბა.

პირ­ვე­ლი - აუ­ცი­ლე­ბე­ლია ეს გა­რი­გე­ბა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იყოს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და ასე­ვე, ნო­ტა­რი­უს­თან და­მოწ­მე­ბუ­ლი, რად­გან სა­დაო სა­კი­თხე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბი და არსი.

ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ცენ­ტი და ამ პრო­ცენ­ტის გა­და­უხ­დე­ლო­ბის შე­თხვე­ვა­ში, კონ­კრე­ტუ­ლი პირ­გა­სამ­ტეხ­ლო. შე­საძ­ლე­ბე­ლია აქ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნეს მსეს­ხებ­ლის სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რად­გან ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს, ამ გა­რე­მო­ე­ბას ყუ­რა­დღე­ბა არ ექ­ცე­ვა.

ასე­ვე ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს გა­დახ­დის გრა­ფიკს. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი ასე­თი სა­კი­თხე­ბი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ არის და თან ნო­ტა­რი­უს­თა­ნაც არ არის და­მოწ­მე­ბუ­ლი, სა­სა­მარ­თლო­ში ძა­ლი­ან ძნე­ლია მსეს­ხებ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა.

- რამ­დე­ნად დიდ თან­ხებ­ზეა ხოლ­მე სა­უ­ბა­რი?

- სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან დიდ თან­ხებ­ზეა სა­უ­ბა­რი. მა­გა­ლი­თად, ნე­ბის­მი­ერ მეტ­როს­თან რომ ჩა­ი­ა­როთ, თუნ­დაც გლ­და­ნის მეტ­როს­თან, სა­დაც ხში­რად მი­წევს ხოლ­მე მოძ­რა­ო­ბა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სესხს სთა­ვა­ზო­ბენ. და­ვინ­ტე­რეს­დი - სეს­ხი იწყე­ბო­და ათა­სი ლა­რი­დან და 10 000 ლარ­ზე მეტი შე­ეძ­ლო კონ­კრე­ტუ­ლად იმ პი­როვ­ნე­ბას გა­ე­ცა. თუმ­ცა, უკვე სა­ჭი­რო იქ­ნე­ბო­და ცნო­ბა, ვფლობ­დი თუ არა უძ­რავ ქო­ნე­ბას. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა რე­გუ­ლა­ცი­ის უქონ­ლო­ბა­შია. ასე­თი გა­რი­გე­ბე­ბი და­საშ­ვე­ბია, მაგ­რამ უნდა რე­გუ­ლირ­დე­ბო­დეს.

ლიკა ამი­რაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

კერძო მევახშეობა საქართველოში - რა უნდა გაითვალისწინოთ, როცა ფულს სესხულობთ ან გაასესხებთ

კერძო მევახშეობა საქართველოში - რა უნდა გაითვალისწინოთ, როცა ფულს სესხულობთ ან გაასესხებთ

კერძო მევახშეებისგან დაზარალებული ადამიანების შესახებ ბევრჯერ გვსმენია. ხშირად ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მი­დის მე­ვახ­შეს­თან და მის­გან ფულს სეს­ხუ­ლობს, სხვა გზა უბ­რა­ლოდ, არა აქვს: მას სეს­ხის გა­ცე­მა­ზე ბან­კიც უარს ეუბ­ნე­ბა და მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­აც...

კერძო მევახშეობის დასარეგულირებლად არანაირი სამართლებრივი ნორმა არ არსებობს. რამდენი ადამიანია ჩართული ამ საქმიანობაში საქართველოში და რა უნდა გაითვალისწინოთ სესხის აღებისას - ამ საკითხზე AMBEBI.GE არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელ არჩილ კაიკაციშვილს ესაუბრა.

- რა პრობლემებია კერძო მევახშეობის კუთხით და რა სისტემა მოქმედებს?

- არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატებს" არაერთი მოქალაქე მიმართავს, რომლებიც ე.წ კერძო მევახშეთა მხრიდან თავს დაზარალებულად მიიჩნევენ. ბუნებრივია, აქ საქმე ორ თანასწორუფლებიან სუბიექტს შორის ჩამოყალიბებულ სასესხო ვალდებულებებთან გვაქვს. პრობლემა მაშინ იჩენს თავს, როდესაც პროცენტი და პირგასამტეხლო მაღალია დაწესებული. პრობლემას ფართო გაგებით უნდა შევხედოთ. როდესაც ამ საკითხს ვეხებით, ყოველთვის გამსესხებელია უპირატეს მდგომარეობაში. ჩვენი მოსაზრებითა და პირადი კვლევით, როდესაც ქვეყანაში საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები თავისი კაბალური ხელშეკრულების პირობებით მოქალაქეებს არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებენ, მეორეს მხრივ კერძო მევახშეობის საქმიანობა უფრო მეტ რისკებსა და სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თუ საბანკო სფეროს საქმიანობა სპეციალური სამართლებრივი ნორმატივებით ასე თუ ისე რეგულირდება. რაც შეეხება მევახშეობას, არანაირი რეგულაცია არ ამ კუთხით არსებობს.

- როგორ შეიძლება ეს სფერო დარეგულირდეს?

- ჩემი აზრით, აუცილებელია რომ სახელმწიფომ თავისი პოზიტიური როლი შეასრულოს და დაიწყოს მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც კერძო მევახშეობას სამართლებრივად დაარეგულირებს.

ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება, თუკი კერძო მევახშეს იურიდიული სტატუსი ექნება განსაზღვრული და ქართული პრაქტიკიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, კერძო მევახშეს  ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი მიენიჭოს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ თუკი საფინანსო და საბანკო კომპანიებს შორის სამართლებრივი ურთიერთობები მოვალეთა რეესტრში ფიქსირდება, კერძო მევახშეობის დროსაც მოვალეთა რეესტრში დაფიქსირდეს. კერძო მევახშეობის საქმიანობა მოვალეთა რეესტრში არ ხვდება. შესაბამისად, არანაირი სტატისტიკა არ არსებობს.

მთავარი პრინციპი, რომელიც უნდა იქნას დაცული ისაა, რომ ლარში გადახდის მექანიზმი უნდა შემუშავდეს. ამ შემთხვევაში ორივე მხარე - მსესხებელიცა და გამსესხებელიც მნიშვნელოვან რისკებს გაითვალისწინებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საკანონმდებლო რეგულაციამ განსაზღვროს, რა ითვლება კერძო მევახშეობად. ეს საკითხები სამართლებრივი რეგულაციებშია მოსაქცევი.

- უფრო მეტად რომელი მხარე ზარალდება?

- კერძო მევახშეობა, რომელსაც არ აქვს სამართლებრივი ფორმა, ყოველთვის აზარალებს მეორე მხარეს, ანუ მსესხებელს, რომელიც აღმოჩნდება მაღალი პირგასამტეხლოს წინაშე და ხშირ შემთხვევაში, ქონების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგება. როდესაც სესხის ხელშეკრულება არ იდება, სიტუაციას ეს კიდევ უფრო ართულებს.

- სანამ ეს საკითხი სამართლებრივად დარეგულირდება, რა უნდა გაითვალისწონოს მსურველმა?

- ვიდრე საკითხი რეგულირებადი სფერო გახდება, აუცილებელია, რომ სესხის მიმღებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპი გაითვალისწინოს, რაც ერთგვარი რისკების პრევენცია იქნება.

პირველი - აუცილებელია ეს გარიგება რეგისტრირებული იყოს ხელშეკრულების საფუძველზე და ასევე, ნოტარიუსთან დამოწმებული, რადგან სადაო საკითხების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ხელშეკრულების პირობები და არსი.

ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს კონკრეტული პროცენტი და ამ პროცენტის გადაუხდელობის შეთხვევაში, კონკრეტული პირგასამტეხლო. შესაძლებელია აქ გათვალისწინებული იქნეს მსესხებლის სოციალური მდგომარეობა, რადგან ხშირ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულება არ არსებობს, ამ გარემოებას ყურადღება არ ექცევა.

ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გადახდის გრაფიკს. იმ შემთხვევაში, თუკი ასეთი საკითხები გათვალისწინებული არ არის და თან ნოტარიუსთანაც არ არის დამოწმებული, სასამართლოში ძალიან ძნელია მსესხებლის ინტერესების დაცვა.

- რამდენად დიდ თანხებზეა ხოლმე საუბარი?

- სამწუხაროდ, ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი. მაგალითად, ნებისმიერ მეტროსთან რომ ჩაიაროთ, თუნდაც გლდანის მეტროსთან, სადაც ხშირად მიწევს ხოლმე მოძრაობა, მოქალაქეები არიან, რომლებიც საზოგადოებას პირადობის მოწმობის საფუძველზე სესხს სთავაზობენ. დავინტერესდი - სესხი იწყებოდა ათასი ლარიდან  და 10 000 ლარზე მეტი შეეძლო კონკრეტულად იმ პიროვნებას გაეცა. თუმცა, უკვე საჭირო იქნებოდა ცნობა, ვფლობდი თუ არა უძრავ ქონებას. მთავარი პრობლემა რეგულაციის უქონლობაშია. ასეთი გარიგებები დასაშვებია, მაგრამ უნდა რეგულირდებოდეს.

ლიკა ამირაშვილი

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ