მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გრანტები ბოლშევიზმისთვის?! - ვინ დგას სიცრუის კამპანიის უკან
გრანტები ბოლშევიზმისთვის?! - ვინ დგას სიცრუის კამპანიის უკან

"თუ არ იცი - გას­წავ­ლით! თუ არ მო­ინ­დო­მებ - გა­ი­ძუ­ლებთ!", - ღა­ღა­დებს ერთ-ერთი ბოლ­შე­ვი­კუ­რი ლო­ზუნ­გი. თუმ­ცა, რო­დე­საც თეთრზე და­ჟი­ნე­ბით ამ­ტკი­ცებ რომ შა­ვია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კარ­გად იცი, თეთ­რია, სი­მარ­თლის და­ნახ­ვას ვერც ვე­რა­ფე­რი გას­წავ­ლის და ვერც ვე­რა­ფე­რი გა­ი­ძუ­ლებს.

ბოლ­შე­ვი­კუ­რი ლო­ზუნ­გე­ბი და მე­თო­დე­ბი მა­შინ გა­მახ­სენ­და, რო­დე­საც "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში" შეჭ­რილ "აუ­დი­ტო­რია 115-ის" წევ­რებს ვუ­ყუ­რებ­დი. სწო­რედ მა­უ­ზე­რი­ა­ნი და "ბუ­დე­ი­ნოვ­კი­ა­ნი" ტი­პე­ბის ხელ­წე­რა იყო, გა­მო­გო­ნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის­გან ადა­მი­ა­ნე­ბის "დაც­ვა" - ხში­რად "ჩაგ­რულ­თა" ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ.

მე არ მჯე­რა, რომ "აუ­დი­ტო­რია 115-ის" წევ­რებს ლე­ნი­ნიზ­მის სა­ფუძ­ვლე­ბი აქვთ წა­კი­თხუ­ლი, მაგ­რამ შე­საძ­ლოა, მათ ჰყავთ "უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი" (ან მე­გობ­რე­ბი), რო­მე­ლიც ლე­ნი­ნურ-ბოლ­შე­ვი­კურ მე­თო­დებს კარ­გად იც­ნობს და მათ შო­რის უმ­თავ­რესს - "ცე­ცხლი არ უნდა ჩაქ­რეს", გინ­დაც ხან­ძრის­თვის არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ იყოს.

მა­გა­ლი­თად, თსუ-ს მე­ექ­ვსე კორ­პუს­ში გა­მაგ­რე­ბუ­ლი "აუ­დი­ტო­რია 115-ის" წევ­რებ­მა ორი გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი და ორი რექ­ტო­რი გა­მო­იც­ვა­ლეს, მაგ­რამ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბას არ და­ად­გა საშ­ვე­ლი. "აუ­დი­ტო­რი­ის" წევ­რებს რექ­ტო­რე­ბიც ხვდე­ბოდ­ნენ და ყო­ფი­ლი და ახ­ლან­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრე­ბიც, ყო­ვე­ლი ასე­თი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ჩნდე­ბო­და იმე­დი, რომ ბო­ლოს და ბო­ლოს, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სრუ­ლად აღ­დგე­ბო­და ნორ­მა­ლუ­რი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი. თუმ­ცა, ყო­ვე­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ "აუ­დი­ტო­რია 115-ის" მო­თხოვ­ნე­ბი ტრანსფორ­მა­ცი­ას გა­ნიც­დი­და და უნი­ვერ­სი­ტე­ტის კორ­პუ­სებ­ში შეჭ­რა-გა­მოჭ­რა გრძელ­დე­ბო­და.

შემ­დეგ ეს აქ­ცი­ე­ბი ლა­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი გახ­და და მე­დი­ა­ში თუ სოცქსე­ლებ­ში ხმა­ურს ვე­ღარ იწ­ვევ­და. შე­საძ­ლოა, "უფ­როს­მა მე­გობ­რებ­მა" ურ­ჩი­ეს "აუ­დი­ტო­რია 115-ის" წევ­რებს, რომ ყუ­რა­დღე­ბის მი­საქ­ცე­ვად უფრო რა­დი­კა­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბი იყო სა­ჭი­რო და მათ სა­მიზ­ნე­ში ამო­ი­ღეს "ბიბ­ლუ­სი".

"ბიბ­ლუ­სამ­დე" იყო სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში შეჭ­რა, თუმ­ცა იქ უხერ­ხუ­ლი სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნა - ის ხალ­ხი, ვი­თომ­და ვისი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­საც ბოლ­შე­ვი­კურ-რა­დი­კა­ლუ­რი მე­თო­დე­ბით ცდი­ლობ­დნენ "აუ­დი­ტო­რია 115-ის" წევ­რე­ბი, თა­ვად გა­და­ე­ღობ­ნენ ამ ახალ­გაზ­რდებს, მომ­ხდარს ძა­ლა­დო­ბა უწო­დეს და და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს შე­ნო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა "ბიბ­ლუსს", ქრო­ნო­ლო­გი­ამ და ფაქ­ტებ­მა შე­საძ­ლოა, ბევრ რა­მე­ზე დაგ­ვა­ფიქ­როს და დას­კვნე­ბი გაგ­ვა­კე­თე­ბი­ნოს.

"აუ­დი­ტო­რია 115"-ის მხრი­დან "ბიბ­ლუს­ზე" შე­ტე­ვის სა­ბა­ბი გახ­და "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რის" ორი ყო­ფი­ლი და ოთხი მოქ­მე­დი თა­ნამ­შრომ­ლის მი­მარ­თვა, რო­მელ­შიც ცრუ ბრალ­დე­ბე­ბი გაჟ­ღერ­და (რო­გორც იკ­ვე­თე­ბა, ეს ვი­დე­ო­მი­მარ­თვა თა­ვად აუ­დი­ტო­რია 115"-ის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო). მათ­გან უმ­თავ­რე­სია ვი­თომ­და 250-300 ლა­რი­ან ხელ­ფა­სებ­ზე მუ­შა­ო­ბა და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან უსა­ფუძ­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

ეს იყო სიც­რუე და თან ისე­თი, რომ­ლის უარ­ყო­ფის­თვის სა­ჭი­რო იყო ზუს­ტად იმ­დე­ნი დრო, რამ­დენ­საც მო­ან­დო­მებ­და "ბიბ­ლუ­სის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა პა­სუ­ხის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას. პა­სუ­ხის შემ­დეგ ვი­დე­ო­მი­მარ­თვის ავ­ტო­რებ­მა თა­ვად­ვე აღი­ა­რეს, რომ 250-300 ლარი კი არა, 700-1000 ლარი იყო მათი სა­შუ­ა­ლო ანა­ზღა­უ­რე­ბა. ასე­ვე, ში­და­გა­ნა­წე­სის უხე­შად დარ­ღვე­ვა და თა­ნამ­შრომ­ლის­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა უნდა იყოს თუ არა ადა­მი­ა­ნის სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი, ამა­ზე ორი აზრი თვით ძველ ბოლ­შე­ვი­კებ­საც კი არ ექ­ნე­ბო­დათ. თუმ­ცა, სი­მარ­თლის, რო­მელ­საც თა­ვი­სი პი­რით ამ­ბო­ბენ ცნო­ბი­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვის ავ­ტო­რე­ბი, და­ნახ­ვა არ სურთ "აუ­დი­ტო­რია 115"-ის აქ­ტი­ვის­ტებს და მათ "უფ­როს მე­გობ­რებს".

ანუ თუ გაქვთ ნორ­მა­ლუ­რა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი სამ­სა­ხუ­რი, მაგ­რამ ხართ უდის­ციპ­ლი­ნო, ნერ­ვებს ვერ თო­კავთ, აყე­ნებთ შე­უ­რა­ცხყო­ფას თა­ნამ­შრომ­ლებს, თვით­ნე­ბუ­რად ტო­ვებთ სა­მუ­შაო ად­გილს და ამის გამო სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ, შე­გიძ­ლი­ათ მი­მარ­თოთ "აუ­დი­ტო­რია 115"-ს და ისი­ნი და­გი­ცა­ვენ, რო­გორც ბოლ­შე­ვი­კე­ბი იტყოდ­ნენ, "მტარ­ვა­ლი ექ­სპლუ­ა­ტა­ტო­რე­ბის­გან". ბოლ­შე­ვი­კუ­რი მე­თო­დე­ბით იმოქ­მე­დე­ბენ, შე­იჭ­რე­ბი­ან კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში (იტყვი­ან, რომ არ სცნო­ბენ კერ­ძო სა­კუთ­რე­ბას) და თეთრზე და­ი­წყე­ბენ მტკი­ცე­ბას, რომ შა­ვია.

რო­დე­საც სი­მარ­თლე ხე­ლის გულ­ზე გი­დევს, მას არ ხე­დავ და სა­კუ­თარ თავს ხვევ სა­მარ­თლებ­რივ პრობ­ლე­მებ­ში, ორად-ორი დას­კვნის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა - ან შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფი­ლის ექიმ­თან უნდა წახ­ვი­დე, ან სპე­ცი­ა­ლუ­რად იქ­ცე­ვი ასე, რად­გან შენ გა­წყობს ან აწყობთ იმათ, ვის დაკ­რულ­ზეც ცეკ­ვავ. მი­ზა­ნი კი შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან არა­ბოლ­შე­ვი­კუ­რი და არა­რო­მან­ტი­კუ­ლი იყოს - ფული.

წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რომ არის ასე­თი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­საც ოფი­ცი­ა­ლურ მიზ­ნად უწე­რია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა. ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია გრან­ტებს იღებს ისეთ პროგ­რა­მებ­ში, რო­მე­ლიც ეხე­ბა შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას, ჩაგ­ვრის პრობ­ლე­მა­ტი­კის შეს­წავ­ლას, სო­ლი­და­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას და ა.შ.

და­სავ­ლურ­მა ფონ­დებ­მა თუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა გრან­ტი რომ მოგ­ცენ, "პრობ­ლე­მა" თვალ­სა­ჩი­ნო უნდა იყოს და თან თუ ეს "პრობ­ლე­მა" ხმა­უ­რობს, მით უკე­თე­სი.

წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რომ ასე­თი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია იყე­ნებს და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი ტი­პის დაჯ­გუ­ფე­ბებს, რო­გო­რიც "აუ­დი­ტო­რია 115"-ია, იმის­თვის, რომ "ხმა­უ­რი­ა­ნი პრობ­ლე­მა" შექ­მნას. შემ­დეგ პრო­ექტს და­წერს, სა­დაც მი­უ­თი­თებს, რომ აქ­ტუ­ა­ლუ­რია და­საქ­მე­ბულ­თა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა, სამ­სა­ხუ­რებ­ში ჩაგ­ვრა, ასა­მაღ­ლე­ბე­ლია შრო­მი­თი სო­ლი­და­რო­ბის შეგ­რძნე­ბა და თა­ვის "არ­გუ­მენ­ტებს" გა­ამ­ყა­რებს მე­დი­ა­მა­სა­ლე­ბით იმ აქ­ცი­ე­ბი­სა თუ ინ­ცი­დენ­ტე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი თა­ვა­დაა... და მი­ი­ღებს და­ფი­ნან­სე­ბას ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ფონ­დე­ბი­დან თუ წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბის სა­ელ­ჩო­ე­ბი­დან.

თუმ­ცა, ასე­თი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის შეც­დო­მა ის არის, რომ შე­საძ­ლოა, ვერ გათ­ვა­ლეს - და­უკ­რე­ფავ­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ მხო­ლოდ დრო­ის ამ­ბა­ვია ამ სქე­მას ფარ­და აე­ხა­დოს და უცხო­ელ­მა დო­ნო­რებ­მა შე­ი­ტყონ, რომ ისი­ნი გრან­ტებს გას­ცემ­დნენ დად­გმუ­ლი ნე­ო­ბოლ­შე­ვი­კუ­რი სპექ­ტაკ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბი სწო­რედ მათი გრან­ტე­ბით ფი­ნანსდე­ბო­და.

თუმ­ცა, შე­საძ­ლოა, ამ პრო­ცე­სე­ბის უკან სულ სხვა კან­ტო­რა იდ­გეს და ხმა­უ­რი გარ­კვე­უ­ლი თე­მე­ბის გა­და­სა­ფა­რად სჭირ­დე­ბო­დეს. ამ კან­ტო­რა­მაც უნდა იცო­დეს - სიც­რუ­ე­ზე და დესტრუქ­ცი­ა­ზე აგე­ბუ­ლი კამ­პა­ნია მის ავ­ტორს უკან ბუ­მე­რან­გი­ვით უბ­რუნ­დე­ბა.

ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, გარ­კვე­უ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის შემ­დეგ დამ­კვე­თი ყო­ველ­თვის ცდი­ლობს შემ­სრუ­ლე­ბელ­ზე ხე­ლის შეწ­მენ­დას. მინ­და, რომ ამა­ზე კარ­გად და­ფიქ­რდნენ "აუ­დი­ტო­რია 115"-ის აქ­ტი­ვის­ტე­ბი.

გი­ორ­გი კვი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

ფოტო: "აუ­დი­ტო­რია 115"-ის ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დი­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

გრანტები ბოლშევიზმისთვის?! - ვინ დგას სიცრუის კამპანიის უკან

გრანტები ბოლშევიზმისთვის?! - ვინ დგას სიცრუის კამპანიის უკან

"თუ არ იცი - გასწავლით! თუ არ მოინდომებ - გაიძულებთ!", - ღაღადებს ერთ-ერთი ბოლშევიკური ლოზუნგი. თუმცა, როდესაც თეთრზე დაჟინებით ამტკიცებ რომ შავია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცი, თეთრია, სიმართლის დანახვას ვერც ვერაფერი გასწავლის და ვერც ვერაფერი გაიძულებს.

ბოლშევიკური ლოზუნგები და მეთოდები მაშინ გამახსენდა, როდესაც "ბიბლუსი გალერეაში" შეჭრილ "აუდიტორია 115-ის" წევრებს ვუყურებდი. სწორედ მაუზერიანი და "ბუდეინოვკიანი" ტიპების ხელწერა იყო, გამოგონილი პრობლემებისგან ადამიანების "დაცვა" - ხშირად "ჩაგრულთა" ნების საწინააღმდეგოდ.

მე არ მჯერა, რომ "აუდიტორია 115-ის" წევრებს ლენინიზმის საფუძვლები აქვთ წაკითხული, მაგრამ შესაძლოა, მათ ჰყავთ "უფროსი მეგობარი" (ან მეგობრები), რომელიც ლენინურ-ბოლშევიკურ მეთოდებს კარგად იცნობს და მათ შორის უმთავრესს - "ცეცხლი არ უნდა ჩაქრეს", გინდაც ხანძრისთვის არანაირი საფუძველი არ იყოს.

მაგალითად, თსუ-ს მეექვსე კორპუსში გამაგრებული "აუდიტორია 115-ის" წევრებმა ორი განათლების მინისტრი და ორი რექტორი გამოიცვალეს, მაგრამ საპროტესტო აქციების დასრულებას არ დაადგა საშველი. "აუდიტორიის" წევრებს რექტორებიც ხვდებოდნენ და ყოფილი და ახლანდელი განათლების მინისტრებიც, ყოველი ასეთი შეხვედრის შემდეგ ჩნდებოდა იმედი, რომ ბოლოს და ბოლოს, უნივერსიტეტში სრულად აღდგებოდა ნორმალური სასწავლო პროცესი. თუმცა, ყოველი შეხვედრის შემდეგ "აუდიტორია 115-ის" მოთხოვნები ტრანსფორმაციას განიცდიდა და უნივერსიტეტის კორპუსებში შეჭრა-გამოჭრა გრძელდებოდა.

შემდეგ ეს აქციები ლამის უნივერსიტეტის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა და მედიაში თუ სოცქსელებში ხმაურს ვეღარ იწვევდა. შესაძლოა, "უფროსმა მეგობრებმა" ურჩიეს "აუდიტორია 115-ის" წევრებს, რომ ყურადღების მისაქცევად უფრო რადიკალური ქმედებები იყო საჭირო და მათ სამიზნეში ამოიღეს "ბიბლუსი".

"ბიბლუსამდე" იყო საზოგადოებრივ მაუწყებელში შეჭრა, თუმცა იქ უხერხული სიტუაცია შეიქმნა - ის ხალხი, ვითომდა ვისი უფლებების დაცვასაც ბოლშევიკურ-რადიკალური მეთოდებით ცდილობდნენ "აუდიტორია 115-ის" წევრები, თავად გადაეღობნენ ამ ახალგაზრდებს, მომხდარს ძალადობა უწოდეს და დაატოვებინეს შენობა.

რაც შეეხება "ბიბლუსს", ქრონოლოგიამ და ფაქტებმა შესაძლოა, ბევრ რამეზე დაგვაფიქროს და დასკვნები გაგვაკეთებინოს.

"აუდიტორია 115"-ის მხრიდან "ბიბლუსზე" შეტევის საბაბი გახდა "ბიბლუსი გალერის" ორი ყოფილი და ოთხი მოქმედი თანამშრომლის მიმართვა, რომელშიც ცრუ ბრალდებები გაჟღერდა (როგორც იკვეთება, ეს ვიდეომიმართვა თავად აუდიტორია 115"-ის ორგანიზებული იყო). მათგან უმთავრესია ვითომდა 250-300 ლარიან ხელფასებზე მუშაობა და თანამშრომლების სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლება.

ეს იყო სიცრუე და თან ისეთი, რომლის უარყოფისთვის საჭირო იყო ზუსტად იმდენი დრო, რამდენსაც მოანდომებდა "ბიბლუსის" ხელმძღვანელობა პასუხის გამოქვეყნებას. პასუხის შემდეგ ვიდეომიმართვის ავტორებმა თავადვე აღიარეს, რომ 250-300 ლარი კი არა, 700-1000 ლარი იყო მათი საშუალო ანაზღაურება. ასევე, შიდაგანაწესის უხეშად დარღვევა და თანამშრომლისთვის შეურაცხყოფის მიყენება უნდა იყოს თუ არა ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, ამაზე ორი აზრი თვით ძველ ბოლშევიკებსაც კი არ ექნებოდათ. თუმცა, სიმართლის, რომელსაც თავისი პირით ამბობენ ცნობილი ვიდეომიმართვის ავტორები, დანახვა არ სურთ "აუდიტორია 115"-ის აქტივისტებს და მათ "უფროს მეგობრებს".

ანუ თუ გაქვთ ნორმალურანაზღაურებადი სამსახური, მაგრამ ხართ უდისციპლინო, ნერვებს ვერ თოკავთ, აყენებთ შეურაცხყოფას თანამშრომლებს, თვითნებურად ტოვებთ სამუშაო ადგილს და ამის გამო სამსახურიდან გათავისუფლებენ, შეგიძლიათ მიმართოთ "აუდიტორია 115"-ს და ისინი დაგიცავენ, როგორც ბოლშევიკები იტყოდნენ, "მტარვალი ექსპლუატატორებისგან". ბოლშევიკური მეთოდებით იმოქმედებენ, შეიჭრებიან კერძო საკუთრებაში (იტყვიან, რომ არ სცნობენ კერძო საკუთრებას) და თეთრზე დაიწყებენ მტკიცებას, რომ შავია.

როდესაც სიმართლე ხელის გულზე გიდევს, მას არ ხედავ და საკუთარ თავს ხვევ სამართლებრივ პრობლემებში, ორად-ორი დასკვნის გაკეთება შეიძლება - ან შესაბამისი პროფილის ექიმთან უნდა წახვიდე, ან სპეციალურად იქცევი ასე, რადგან შენ გაწყობს ან აწყობთ იმათ, ვის დაკრულზეც ცეკვავ. მიზანი კი შეიძლება ძალიან არაბოლშევიკური და არარომანტიკული იყოს - ფული.

წარმოვიდგინოთ, რომ არის ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ოფიციალურ მიზნად უწერია ადამიანის უფლებების დაცვა. ეს ორგანიზაცია გრანტებს იღებს ისეთ პროგრამებში, რომელიც ეხება შრომითი უფლებების დაცვას, ჩაგვრის პრობლემატიკის შესწავლას, სოლიდარული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და ა.შ.

დასავლურმა ფონდებმა თუ ორგანიზაციებმა გრანტი რომ მოგცენ, "პრობლემა" თვალსაჩინო უნდა იყოს და თან თუ ეს "პრობლემა" ხმაურობს, მით უკეთესი.

წარმოვიდგინოთ, რომ ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია იყენებს დაახლოებით ისეთი ტიპის დაჯგუფებებს, როგორიც "აუდიტორია 115"-ია, იმისთვის, რომ "ხმაურიანი პრობლემა" შექმნას. შემდეგ პროექტს დაწერს, სადაც მიუთითებს, რომ აქტუალურია დასაქმებულთა უფლებების დარღვევა, სამსახურებში ჩაგვრა, ასამაღლებელია შრომითი სოლიდარობის შეგრძნება და თავის "არგუმენტებს" გაამყარებს მედიამასალებით იმ აქციებისა თუ ინციდენტების შესახებ, რომლის მაპროვოცირებელი თავადაა... და მიიღებს დაფინანსებას ძალიან ცნობილი ფონდებიდან თუ წამყვანი ქვეყნების საელჩოებიდან.

თუმცა, ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელების შეცდომა ის არის, რომ შესაძლოა, ვერ გათვალეს - დაუკრეფავში გადასვლის შემდეგ მხოლოდ დროის ამბავია ამ სქემას ფარდა აეხადოს და უცხოელმა დონორებმა შეიტყონ, რომ ისინი გრანტებს გასცემდნენ დადგმული ნეობოლშევიკური სპექტაკლების საფუძველზე და უკანონო ქმედებები სწორედ მათი გრანტებით ფინანსდებოდა.

თუმცა, შესაძლოა, ამ პროცესების უკან სულ სხვა კანტორა იდგეს და ხმაური გარკვეული თემების გადასაფარად სჭირდებოდეს. ამ კანტორამაც უნდა იცოდეს - სიცრუეზე და დესტრუქციაზე აგებული კამპანია მის ავტორს უკან ბუმერანგივით უბრუნდება.

ნებისმიერ შემთხვევაში, გარკვეული მიზნების მიღწევის შემდეგ დამკვეთი ყოველთვის ცდილობს შემსრულებელზე ხელის შეწმენდას. მინდა, რომ ამაზე კარგად დაფიქრდნენ "აუდიტორია 115"-ის აქტივისტები.

გიორგი კვიტაშვილი

AMBEBI.GE

ფოტო: "აუდიტორია 115"-ის ფეისბუქის გვერდიდან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი