საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რო­დის გა­მოცხად­და მა­მა­და­ვი­თის ეკ­ლე­სიასთან არ­სე­ბუ­ლი ტე­რა­სა პან­თე­ო­ნად
რო­დის გა­მოცხად­და მა­მა­და­ვი­თის ეკ­ლე­სიასთან არ­სე­ბუ­ლი ტე­რა­სა პან­თე­ო­ნად

პან­თე­ო­ნი ბერ­ძ­ნუ­ლი სიტყ­ვაა და თავ­და­პირ­ვე­ლად "ყვე­ლა ღმერ­თის ტა­ძარს" აღ­ნიშ­ნავ­და. ასე­თი ტა­ძა­რი მდე­ბა­რე­ობ­და რომ­ში და იქ წარ­მარ­თუ­ლი ღვთა­ე­ბე­ბის კერ­პე­ბი იდ­გა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პან­თე­ო­ნი ეწო­და ასე­ვე გა­მო­ჩე­ნილ ადა­მი­ან­თა სა­საფ­ლა­ოს ან აკ­ლ­და­მას. პან­თე­ო­ნებს, რო­გორც წე­სი, ტაძ­რებ­თან ახ­ლოს, მის შე­მო­გა­რენ­ში აარ­სებ­დ­ნენ. გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ იმ ად­გი­ლას, სა­დაც ახ­ლა თბი­ლის­ში, მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა მთაწ­მინ­დის პან­თე­ო­ნია, ქრის­ტი­ა­ნო­ბის ოფი­ცი­ა­ლურ რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე რო­მე­ლი­ღაც წარ­მარ­თუ­ლი ღვთა­ე­ბის კერ­პი მდგა­რი­ყო.

VI სა­უ­კუ­ნე­ში აქ და­სახ­ლ­და ცა­მეტ ასუ­რელ მა­მა­თა­გან ერთ-ერ­თი - და­ვი­თი, რო­მელ­მაც სამ­ლოც­ვე­ლო ააგო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ის გა­რე­ჯის უდაბ­ნო­ში გა­და­ვი­და და მას შემ­დეგ ასუ­რელ მა­მას და­ვით გა­რე­ჯე­ლად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. იმ ად­გი­ლას, სა­დაც და­ვი­თის სამ­ლოც­ვე­ლო იდ­გა, ჯერ ღვთის­მ­შობ­ლის ეკ­ლე­სია აა­გეს, შემ­დეგ ბე­რად შემ­დ­გარ­მა ძმებ­მა და­ვით და ნი­კო­ლოზ გა­ბაშ­ვი­ლებ­მა "წმინ­და და­ვი­თის" სა­ხელ­ზე ღვთის­მ­შობ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ვა­ნე აა­ღორ­ძი­ნეს. XVI სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს კი ეკ­ლე­სია ხე­ლახ­ლა ააშე­ნეს ათო­ნის წმინ­და მთის სა­ხე­ლით ათო­ნი­დან მო­სულ­მა ბე­რებ­მა. ეს ეკ­ლე­სია შემ­დ­გომ­ში დიდ­ხანს იყო დან­გ­რე­უ­ლი და უმოქ­მე­დო, მი­სი ხე­ლა­ხა­ლი აგე­ბა 1810 წელს კა­თო­ლი­კოს ან­ტონ მე­ო­რის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა. 1817 წელს კავ­კა­სი­ის მთა­ვარ­მარ­თებ­ლის, გე­ნე­რალ ალექ­სან­დ­რე ერ­მი­ლო­ვის ბრძა­ნე­ბით, მთა­ზე ამა­ვა­ლი პა­ტა­რა ბი­ლი­კის ად­გი­ლას ფარ­თო გზა გა­იჭ­რა. ეკ­ლე­სი­ის ეზო გა­ლავ­ნით შე­მო­ღო­ბეს და იქ­ვე მცი­რე ზო­მის სამ­რეკ­ლოც აა­გეს, რომ­ლის ად­გი­ლი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფე­რის­ც­ვა­ლე­ბის პა­ტა­რა ეკ­ლე­სი­ამ და­ი­კა­ვა.

დღეს­დღე­ო­ბით არ­სე­ბუ­ლი წმინ­და და­ვით­გა­რე­ჯის ანუ მა­მა­და­ვი­თის ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლო­ბას ფი­ნან­სუ­რად დე­და­ქა­ლა­ქის მცხოვ­რებ­ნი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ და ამავ­დ­რო­უ­ლად ფერ­დობ­ზე სა­შე­ნი მა­სა­ლის აზიდ­ვა­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თან­ხა მა­ინც არ იყო საკ­მა­რი­სი, რომ მშე­ნებ­ლო­ბა დრო­ში არ გა­წე­ლი­ლი­ყო და მა­ლე დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, ამი­ტომ მა­მა­და­ვი­თის ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლო­ბა 12 წელს გრძელ­დე­ბო­და. დღეს­დღე­ო­ბით არ­სე­ბუ­ლი წმინ­და და­ვით­გა­რე­ჯის ანუ მა­მა­და­ვი­თის ეკ­ლე­სია 1859-1871 წლებ­ში შენ­დე­ბო­და, ხო­ლო გუმ­ბა­თი რვა წლის შემ­დეგ და­ად­გეს. ინ­ტე­რი­ე­რის მო­წყო­ბა­საც გარ­თულ­და და ეტა­პობ­რი­ვად წა­რი­მარ­თა, მა­გა­ლი­თად კან­კე­ლი ან­ჩის­ხა­ტის ეკ­ლე­სი­ი­დან წა­მო­ი­ღეს. კედ­ლე­ბიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­ი­ხა­ტა, კერ­ძოდ XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­სა და XX-ს და­სა­წყის­ში.

სრუ­ლად წა­ი­კი­თხეთ ჟურ­ნალ "გზის" 16 თე­ბერ­ვლის ნო­მერ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რო­დის გა­მოცხად­და მა­მა­და­ვი­თის ეკ­ლე­სიასთან არ­სე­ბუ­ლი ტე­რა­სა პან­თე­ო­ნად

რო­დის გა­მოცხად­და მა­მა­და­ვი­თის ეკ­ლე­სიასთან არ­სე­ბუ­ლი ტე­რა­სა პან­თე­ო­ნად

პან­თე­ო­ნი ბერ­ძ­ნუ­ლი სიტყ­ვაა და თავ­და­პირ­ვე­ლად "ყვე­ლა ღმერ­თის ტა­ძარს" აღ­ნიშ­ნავ­და. ასე­თი ტა­ძა­რი მდე­ბა­რე­ობ­და რომ­ში და იქ წარ­მარ­თუ­ლი ღვთა­ე­ბე­ბის კერ­პე­ბი იდ­გა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პან­თე­ო­ნი ეწო­და ასე­ვე გა­მო­ჩე­ნილ ადა­მი­ან­თა სა­საფ­ლა­ოს ან აკ­ლ­და­მას. პან­თე­ო­ნებს, რო­გორც წე­სი, ტაძ­რებ­თან ახ­ლოს, მის შე­მო­გა­რენ­ში აარ­სებ­დ­ნენ. გა­მო­რიცხუ­ლი არ არის, რომ იმ ად­გი­ლას, სა­დაც ახ­ლა თბი­ლის­ში, მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა მთაწ­მინ­დის პან­თე­ო­ნია, ქრის­ტი­ა­ნო­ბის ოფი­ცი­ა­ლურ რე­ლი­გი­ად გა­მოცხა­დე­ბამ­დე რო­მე­ლი­ღაც წარ­მარ­თუ­ლი ღვთა­ე­ბის კერ­პი მდგა­რი­ყო.

VI სა­უ­კუ­ნე­ში აქ და­სახ­ლ­და ცა­მეტ ასუ­რელ მა­მა­თა­გან ერთ-ერ­თი - და­ვი­თი, რო­მელ­მაც სამ­ლოც­ვე­ლო ააგო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ის გა­რე­ჯის უდაბ­ნო­ში გა­და­ვი­და და მას შემ­დეგ ასუ­რელ მა­მას და­ვით გა­რე­ჯე­ლად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. იმ ად­გი­ლას, სა­დაც და­ვი­თის სამ­ლოც­ვე­ლო იდ­გა, ჯერ ღვთის­მ­შობ­ლის ეკ­ლე­სია ააგეს, შემ­დეგ ბე­რად შემ­დ­გარ­მა ძმებ­მა და­ვით და ნი­კო­ლოზ გა­ბაშ­ვი­ლებ­მა "წმინ­და და­ვი­თის" სა­ხელ­ზე ღვთის­მ­შობ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ვა­ნე ააღორ­ძი­ნეს. XVI სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს კი ეკ­ლე­სია ხე­ლახ­ლა ააშე­ნეს ათო­ნის წმინ­და მთის სა­ხე­ლით ათო­ნი­დან მო­სულ­მა ბე­რებ­მა. ეს ეკ­ლე­სია შემ­დ­გომ­ში დიდ­ხანს იყო დან­გ­რე­უ­ლი და უმოქ­მე­დო, მი­სი ხე­ლა­ხა­ლი აგე­ბა 1810 წელს კა­თო­ლი­კოს ან­ტონ მე­ო­რის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა. 1817 წელს კავ­კა­სი­ის მთა­ვარ­მარ­თებ­ლის, გე­ნე­რალ ალექ­სან­დ­რე ერ­მი­ლო­ვის ბრძა­ნე­ბით, მთა­ზე ამა­ვა­ლი პა­ტა­რა ბი­ლი­კის ად­გი­ლას ფარ­თო გზა გა­იჭ­რა. ეკ­ლე­სი­ის ეზო გა­ლავ­ნით შე­მო­ღო­ბეს და იქ­ვე მცი­რე ზო­მის სამ­რეკ­ლოც ააგეს, რომ­ლის ად­გი­ლი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფე­რის­ც­ვა­ლე­ბის პა­ტა­რა ეკ­ლე­სი­ამ და­ი­კა­ვა.

დღეს­დღე­ო­ბით არ­სე­ბუ­ლი წმინ­და და­ვით­გა­რე­ჯის ანუ მა­მა­და­ვი­თის ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლო­ბას ფი­ნან­სუ­რად დედაქალაქის მცხოვ­რებ­ნი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ და ამავ­დ­რო­უ­ლად ფერ­დობ­ზე სა­შე­ნი მა­სა­ლის აზიდ­ვა­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თან­ხა მა­ინც არ იყო საკ­მა­რი­სი, რომ მშე­ნებ­ლო­ბა დრო­ში არ გა­წე­ლი­ლი­ყო და მა­ლე დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, ამი­ტომ მა­მა­და­ვი­თის ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლო­ბა 12 წელს გრძელ­დე­ბო­და. დღეს­დღე­ო­ბით არ­სე­ბუ­ლი წმინ­და და­ვით­გა­რე­ჯის ანუ მა­მა­და­ვი­თის ეკ­ლე­სია 1859-1871 წლებ­ში შენ­დე­ბო­და, ხო­ლო გუმ­ბა­თი რვა წლის შემ­დეგ და­ად­გეს. ინ­ტე­რი­ე­რის მოწყო­ბა­საც გარ­თულ­და და ეტა­პობ­რი­ვად წა­რი­მარ­თა, მა­გა­ლი­თად კან­კე­ლი ან­ჩის­ხა­ტის ეკ­ლე­სი­ი­დან წა­მო­ი­ღეს. კედ­ლე­ბიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­ი­ხა­ტა, კერ­ძოდ XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­სა და XX-ს და­საწყის­ში.

სრულად წაიკითხეთ ჟურნალ "გზის" 16 თებერვლის ნომერში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი