დღეში რამდენჯერმე გამოივლეთ ბეგქონდარას ნაყენი, რომელსაც ერთი მწიკვი შაბი უნდა დაუმატოთ.
კარგია, თუ თვეში ორჯერ თეთრი ფიჭვის ფისს დაღეჭავთ.
20 გრამ თავსისხლას დაასხით 100 მილიგრამი 70-პროცენტიანი სპირტი. გააჩერეთ 7-10 დღე, გაფლიტრეთ და შეინახეთ მუქ შუშის ჭურჭელში. სტომატიტის შემთხვევაში მიიღეთ 30 წვეთი 3-4-ჯერ დღეში.
ყურის ტკივილისას
10 გრამ ღვიას დაასხით ერთი ჭიქა არაყი. გააჩერეთ 10 დღე. გადაწურეთ. მიღებულ მასაში დასველებული ტამპონი დღეში სამჯერ 10-15 წუთით მტკივან ყურში ჩაიდეთ.
წითელი ღვინო სისხლძარღვებს შველის - სასარგებლო სასმელები
წყალი - ყველაზე სასარგებლო სითხეა. შეგიძლიათ იმდენი მიირთვათ, რამდენიც გსურთ. ადამიანებს, რომლებიც დღეში 2-2,5 ლიტრ წყალს სვამენ, სახესა და სხეულზე ნაოჭები 15 წლით გვიან უჩნდებათ.
მწვანე ჩაი - მასში ბევრია ფტორი, რომელიც კბილებს ამაგრებს და კარიესისგან იცავს. დღეში სამ ფინჯანზე მეტის დალევა არ შეიძლება, რადგან კბილებზე თეთრ ლაქებს აჩენს.
შავი ჩაი - ყავის ჯანსაღი ალტერნატივაა. საკმაო რაოდენობით შეიცავს კოფეინს, რაც სიფხიზლის შენარჩუნებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, თავის ტვინის ქერქში ნივთიერებათა ცვლას ასტიმულირებს.