პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვება მეუფე ანდრია მამა გიორგისთან შეხვედრის შემდეგ
რას ყვება მეუფე ანდრია მამა გიორგისთან შეხვედრის შემდეგ

უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი მამა გი­ორ­გის მი­მართ იმ­დე­ნად და­ცუ­ლია, რომ დღეს ვერ ვა­ზი­ა­რეთ ზუს­ტად იმის გამო, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი ამას ით­ვა­ლის­წი­ნებს, - ამის შე­სა­ხებ მე­უ­ფე ან­დრი­ამ ე.წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხე­ში დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მან ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მი­მართ გა­მო­ჩე­ნი­ლი ყუ­რა­დღე­ბის­თვის.

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი ასე­თი­ვე უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მებს მისი ოჯა­ხის მი­მარ­თაც გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ, თუ იქ­ნე­ბა ამის სა­ჭი­რო­ე­ბა. დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა, ყვე­ლა­ნა­ირ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას უწე­ვენ. რაც სა­ჭი­როა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ყვე­ლა­ფე­რი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ან­დრი­ამ.

კი­თხვა­ზე, მის­ცა თუ არა დე­კა­ნოზს კურ­თხე­ვა, ისა­უბ­როს საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე, მე­უ­ფემ გა­ნა­ცხა­და, რომ "ეს სა­კი­თხი არ წყდე­ბა კურ­თხე­ვით" და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, აღ­სა­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის მო­მენ­ტი.

"არის გარ­კვე­უ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც გა­აჩ­ნია სა­სუ­ლი­ე­რო პირს და ამ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბებ­ში არის ერთ-ერთი ის, რომ მას არ აქვს უფ­ლე­ბა გათ­ქვას აღ­სა­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო. და­ნარ­ჩე­ნი უკვე არის მისი სინ­დი­სი და მისი ღმერ­თთან ურ­თი­ერ­თო­ბა. ბრალ­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც იყო სა­უ­ბა­რი და მე პი­რა­დად, ღრმად მწამს, რომ კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის მი­მართ მას არა­ნა­ი­რი ბო­რო­ტი გან­ზრახ­ვა არ ჰქონ­და", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ან­დრი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მი­მართ მსგავ­სი ბრალ­დე­ბე­ბი და­უ­ჯე­რე­ბე­ლია. "მწამს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა სრუ­ლი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბით გა­მო­იკ­ვლევს ამ საქ­მეს და სი­მარ­თლე ით­ქმე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ან­დრი­ამ.

რას ყვება მეუფე ანდრია მამა გიორგისთან შეხვედრის შემდეგ

რას ყვება მეუფე ანდრია მამა გიორგისთან შეხვედრის შემდეგ

უსაფრთხოების ზომები მამა გიორგის მიმართ იმდენად დაცულია, რომ დღეს ვერ ვაზიარეთ ზუსტად იმის გამო, რომ უსაფრთხოების ზომები ამას ითვალისწინებს, - ამის შესახებ მეუფე ანდრიამ ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მან ციხის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა სასულიერო პირის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის.

"დარწმუნებული ვარ, ძალოვანი სტრუქტურები ასეთივე უსაფრთხოების ზომებს მისი ოჯახის მიმართაც გამოიყენებენ, თუ იქნება ამის საჭიროება. დეკანოზ გიორგი მამალაძეს საფრთხე არ ემუქრება, ყველანაირ სამედიცინო მომსახურებას უწევენ. რაც საჭიროა მისი ჯანმრთელობისთვის ყველაფერი მობილიზებულია, - განაცხადა მეუფე ანდრიამ.

კითხვაზე, მისცა თუ არა დეკანოზს კურთხევა, ისაუბროს საქმის დეტალებზე, მეუფემ განაცხადა, რომ "ეს საკითხი არ წყდება კურთხევით" და მნიშვნელოვანია, აღსარების საიდუმლოების მომენტი.

"არის გარკვეული სასულიერო უფლებამოსილებები, რომელიც გააჩნია სასულიერო პირს და ამ უფლებამოსილებებში არის ერთ-ერთი ის, რომ მას არ აქვს უფლება გათქვას აღსარების საიდუმლო. დანარჩენი უკვე არის მისი სინდისი და მისი ღმერთთან ურთიერთობა. ბრალდებასთან დაკავშირებითაც იყო საუბარი და მე პირადად, ღრმად მწამს, რომ კათოლიკოს პატრიარქის მიმართ მას არანაირი ბოროტი განზრახვა არ ჰქონდა", - განაცხადა მეუფე ანდრიამ.

მისივე თქმით, სასულიერო პირის მიმართ მსგავსი ბრალდებები დაუჯერებელია. "მწამს, რომ გამოძიება სრული კეთილსინდისიერებით გამოიკვლევს ამ საქმეს და სიმართლე ითქმება", - განაცხადა მეუფე ანდრიამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი