მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაკეში მომხდარ თავდასხმაში პრეზიდენტის სიძის მეგობრები ფიგურირებენ?
ვაკეში მომხდარ თავდასხმაში პრეზიდენტის სიძის მეგობრები ფიგურირებენ?

გუ­შინ, გვი­ან ღა­მით ვა­კე­ში, შატ­ბე­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა მოხ­და. ჯერ­ჯე­რო­ბით და­უდ­გე­ნელ­მა პი­რებ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ცე­ცხლი BMW-ს მარ­კის ჯიპს გა­უხ­სნეს, რო­მელ­შიც რამ­დე­ნი­მე პირი იმ­ყო­ფე­ბო­და.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, ნა­თია სუ­ხი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ცე­ცხლი სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტერ­პო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი ბი­უ­როს უფ­როს ინ­სპექ­ტორს როს­ტომ ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს გა­უხ­სნეს. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, თავ­დას­ხმი­სას როს­ტომ ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლი გახ­სნა, რის შე­დე­გა­დაც და­იჭ­რა ერთი პირი. თა­ვად ინ­ტერ­პო­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი დაჭ­რი­ლი არ არის.

"ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ 15 თე­ბერ­ვალს ღა­მის სა­ა­თებ­ში ქ.თბი­ლის­ში შატ­ბე­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტერ­პო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი ბი­უ­როს უფ­რო­სი ინ­სპექ­ტო­რი როს­ტომ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნით მე­გო­ბარ­თან ერ­თად გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რა დრო­საც მას, ამ ეტაპ­ზე და­უდ­გე­ნელ­მა პი­რებ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. თა­ვის დაც­ვის მიზ­ნით როს­ტომ ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ კუთ­ვნი­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი საშ­ტა­ტო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით თავ­დამ­სხმე­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­ახ­დი­ნა გას­რო­ლა. შე­დე­გად და­იჭ­რა ერთი პირი, რო­მელ­საც ჩა­უ­ტარ­და გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ნა­თია სუ­ხი­აშ­ვილ­მა.

ვი­დეო: ყვე­ლა­ფე­რი ვა­კე­ში მომ­ხდა­რი სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვის შე­სა­ხებ - ორ­მხრი­ვი სრო­ლა და მძი­მედ დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდა

AMBEBI.GE-ს მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ინ­ტერ­პო­ლის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს თა­ნამ­შრო­მე­ლი ტატო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე შატ­ბე­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, ვერ­ცხლის­ფე­რი BMW "იქს 6"-ით, მე­გო­ბარ­თან ბაჩო სი­რა­ძეს­თან ერ­თად გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რა დრო­საც მათ ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დას­ხმა პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სკან­და­ლუ­რი სი­ძის - მინ­დია გო­გო­ჭუ­რის სა­მე­გობ­როს და ბაჩო სი­რა­ძის (ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი) ძველ და­პი­რის­პი­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

ჩვე­ნი წყა­როს ცნო­ბით, მან­ქა­ნა­ში, სა­ი­და­ნაც ცე­ცხლი გახ­სნეს, სწო­რედ პრე­ზი­დენ­ტის სი­ძის, მინ­დია გო­გო­ჭუ­რის მე­გობ­რე­ბი: თ. კ და ზ.ს ის­ხდნენ. მათ სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლი გა­უხ­სნა ინ­ტერ­პო­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­როს თა­ნამ­შრო­მელ­მა როს­ტომ (ტატო) ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ, რის შე­დე­გად მინ­დია გო­გო­ჭუ­რის მე­გო­ბა­რი ზ.ს და­იჭ­რა. ის ახლა მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა. ზ.ს-ს დაჭ­რის შემ­დეგ მისი მე­გობ­რე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ.

რო­გორც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, როს­ტომ (ტატო) ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და ბაჩო სი­რა­ძე და­კი­თხვა­ზე არი­ან პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აცხა­დე­ბენ, საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო როს­ტომ ლორ­თქი­ფა­ნი­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა და ტა­რე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 19,108-ე მუხ­ლით და ამა­ვე კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის II და III ნა­წი­ლე­ბით.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ვაკეში მომხდარ თავდასხმაში პრეზიდენტის სიძის მეგობრები ფიგურირებენ?

ვაკეში მომხდარ თავდასხმაში პრეზიდენტის სიძის მეგობრები ფიგურირებენ?

გუშინ, გვიან ღამით ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი BMW-ს მარკის ჯიპს გაუხსნეს, რომელშიც რამდენიმე პირი იმყოფებოდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა, ნათია სუხიაშვილმა განუცხადა, ცეცხლი საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროს ინსპექტორს როსტომ ლორთქიფანიძეს გაუხსნეს. მისივე განმარტებით, თავდასხმისას როსტომ ლორთქიფანიძემ საპასუხო ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც დაიჭრა ერთი პირი. თავად ინტერპოლის თანამშრომელი დაჭრილი არ არის.

"ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 15 თებერვალს ღამის საათებში ქ.თბილისში შატბერაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსი ინსპექტორი როსტომ ლორთქიფანიძე კუთვნილი ავტომანქანით მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას, ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. თავის დაცვის მიზნით როსტომ ლორთქიფანიძემ კუთვნილი სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით თავდამსხმელების მიმართულებით მოახდინა გასროლა. შედეგად დაიჭრა ერთი პირი, რომელსაც ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება", - განაცხადა ნათია სუხიაშვილმა.

ვიდეო: ყველაფერი ვაკეში მომხდარი სისხლიანი გარჩევის შესახებ - ორმხრივი სროლა და მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა

AMBEBI.GE-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ინტერპოლის ეროვნული ბიუროს თანამშრომელი ტატო ლორთქიფანიძე შატბერაშვილის ქუჩაზე, ვერცხლისფერი BMW "იქს 6"-ით, მეგობართან ბაჩო სირაძესთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მათ ცეცხლი გაუხსნეს. წყაროს ინფორმაციით, თავდასხმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სკანდალური სიძის - მინდია გოგოჭურის სამეგობროს და ბაჩო სირაძის (ანა მარგველაშვილის ყოფილი შეყვარებული) ძველ დაპირისპირებას უკავშირდება.

ჩვენი წყაროს ცნობით, მანქანაში, საიდანაც ცეცხლი გახსნეს, სწორედ პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის მეგობრები: თ. კ და ზ.ს ისხდნენ. მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა ინტერპოლის საქართველოს ბიუროს თანამშრომელმა როსტომ (ტატო) ლორთქიფანიძემ, რის შედეგად მინდია გოგოჭურის მეგობარი ზ.ს დაიჭრა. ის ახლა მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ზ.ს-ს დაჭრის შემდეგ მისი მეგობრები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, როსტომ (ტატო) ლორთქიფანიძე და ბაჩო სირაძე დაკითხვაზე არიან პროკურატურაში. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება დაიწყო როსტომ ლორთქიფანიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის II და III ნაწილებით.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ