მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინის კლინიკაში პატრიარქი მოინახულა
გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინის კლინიკაში პატრიარქი მოინახულა

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე მო­ი­ნა­ხუ­ლა.

კვი­რი­კაშ­ვი­ლი "ჰე­ლი­ოს ბერ­ლინ ბუხ კლი­ნი­კა­ში" იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც პატ­რი­არ­ქს რამ­დე­ნი­მე დღის წინ ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

რო­გორც კვი­რი­კაშ­ვილ­მა უწ­მინ­დე­სის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ყვე­ლას­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ უწ­მინ­დე­სი თავს კარ­გად გრძნობს და იგი მალე სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დე­ბა.

"მინ­და, ვუ­სურ­ვო პატ­რი­არ­ქს ჯან­მრთე­ლო­ბა და დიდ­ხანს სი­ცო­ცხლე. ჩვენ­თვის ეკ­ლე­სი­ის, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს ძლი­ე­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­ის ერ­თი­ა­ნო­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამი­ტომ, რაც მოხ­და იმა­ზე დე­ტა­ლურ კო­მენ­ტარს არ გა­ვა­კე­თებ, რად­გან ამას მოჰ­ყვა სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის უზარ­მა­ზა­რი ნა­კა­დი, რაც ვფიქ­რობ, უად­გი­ლოა. ჩვენ გვინ­და, გა­ვა­კე­თოთ ყვე­ლა­ფე­რი, რომ მუხ­ტი ჩა­ვა­ცხროთ. მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას, და­ად­გი­ნოს ყვე­ლა დე­ტა­ლი და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ვი­სა­უბ­როთ სა­ჯა­როდ.

მე ყვე­ლა დე­ტალს ვფლობ. რო­დე­საც სა­სუ­ლი­ე­რო პირი მომ­წამ­ლა­ვი ნივ­თი­ე­რე­ბით კვეთს სა­ზღვარს, მი­დის იქ, სა­დაც პატ­რი­არ­ქი იმ­ყო­ფე­ბა და ჩვენ მას ვა­კა­ვებთ, რა თქმა უნდა, დიდი უბე­დუ­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი. სა­ვა­რა­უ­დო მსხვერ­პლთა რა­ო­დე­ნო­ბა­სა და ვი­ნა­ო­ბას გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს", - გა­ნუ­ცხა­და პრე­მი­ერ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი გერ­მა­ნი­ა­ში, მი­უნ­ხე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის 53-ე კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად და­გეგ­მილ­ზე ადრე გა­ემ­გზავ­რა, რათა ბერ­ლინ­ში კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე მო­ე­ნა­ხუ­ლე­ბი­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინის კლინიკაში პატრიარქი მოინახულა

გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინის კლინიკაში პატრიარქი მოინახულა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოინახულა.

კვირიკაშვილი "ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკაში" იმყოფებოდა, სადაც პატრიარქს რამდენიმე დღის წინ ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც კვირიკაშვილმა უწმინდესის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უწმინდესი თავს კარგად გრძნობს და იგი მალე სამშობლოში დაბრუნდება.

"მინდა, ვუსურვო პატრიარქს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე. ჩვენთვის ეკლესიის, როგორც სახელმწიფოს ძლიერებისთვის აუცილებელი ინსტიტუციის ერთიანობა, მნიშვნელოვანია. ამიტომ, რაც მოხდა იმაზე დეტალურ კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ამას მოჰყვა სპეკულაციების უზარმაზარი ნაკადი, რაც ვფიქრობ, უადგილოა. ჩვენ გვინდა, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მუხტი ჩავაცხროთ. მივცეთ საშუალება გამოძიებას, დაადგინოს ყველა დეტალი და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ საჯაროდ.

მე ყველა დეტალს ვფლობ. როდესაც სასულიერო პირი მომწამლავი ნივთიერებით კვეთს საზღვარს, მიდის იქ, სადაც პატრიარქი იმყოფება და ჩვენ მას ვაკავებთ, რა თქმა უნდა, დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი. სავარაუდო მსხვერპლთა რაოდენობასა და ვინაობას გამოძიება დაადგენს", - განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს.

საქართველოს მთავრობის მეთაური გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად დაგეგმილზე ადრე გაემგზავრა, რათა ბერლინში კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოენახულებინა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი