პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ ჯაფარიძე: "ის რაც "აუდიტორია 115-მა გააკეთა ბიბლუსის ფილიალში, არის მავნებლობა"
ზურაბ ჯაფარიძე: "ის რაც "აუდიტორია 115-მა გააკეთა ბიბლუსის ფილიალში, არის მავნებლობა"

"ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრი - გირ­ჩის" ლი­დე­რი ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა "აუ­დი­ტო­რია 115-ის ქმე­დე­ბებს და მათი წევ­რე­ბის გუ­შინ­დელ შეჭ­რის ფაქტს "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რი­ში". ჯა­ფა­რი­ძე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თავს, და­იც­ვას კერ­ძო მე­სა­კუთ­რის უფ­ლე­ბე­ბი.

"აუ­დი­ტო­რია 115-ის ქმე­დე­ბებ­ზე ხმას არ იღებს არც ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა. ადექ­ვა­ტუ­რად არ რე­ა­გი­რე­ბენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი. ამი­ტომ მე ვი­ტყვი, ის რაც გუ­შინ ამ ახალ­გაზ­რდებ­მა გა­ა­კე­თეს ბიბ­ლუსის ერთ-ერთ ფი­ლი­ალ­ში არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მავ­ნებ­ლო­ბა. ასე­თი მავ­ნებ­ლო­ბე­ბის რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მხრი­დან ახა­ლი­სებს მსგავს ქმე­დე­ბებს და სა­ბო­ლოო ჯამ­ში დე­დას უ$%&^ ამ ქვეყ­ნის მო­მა­ვალს.

ბიბ­ლუ­სი არის კერ­ძო კომ­პა­ნია. არის ისე­თი რო­გო­რიც არის. არა­ვის საქ­მე არ არის რო­გო­რია. შე­იძ­ლე­ბა მოს­წონ­დეს ვინ­მეს, შე­იძ­ლე­ბა ეზი­ზღე­ბო­დეს. ბიბ­ლუ­სი, ისე­თი რო­გო­რიც არის, ქმნის/ყი­დის რა­ღაც პრო­დუქტს. არა­ვის საქ­მე არ არის რო­გორ პრო­დუქტს ქმნის. შე­იძ­ლე­ბა მოს­წონ­დეს ვინ­მეს ეს პრო­დუქ­ტი, შე­იძ­ლე­ბა არ მოს­წონ­დეს, შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ არ აინ­ტე­რე­სებ­დეს. ამ პრო­დუქტს ჰყავს მყიდ­ვე­ლი. ანუ, არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მზად არი­ან დრო­ის კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში სა­კუ­თა­რი ფული გა­და­ი­ხა­დონ იმა­ში რა­საც ბიბ­ლუ­სი ყი­დის.

ამ პრო­დუქ­ტის/მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­საქ­მნე­ლად/ბა­ზარ­ზე გა­მო­სა­ტა­ნად ბიბ­ლუ­სი იყე­ნებს რე­სურ­სებს. მათ შო­რის ფულს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ნა­სეს­ხე­ბი აქვს და უნდა ის­ტუმ­როს ბევ­რი წელი; შე­ნო­ბებს რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა ნა­ქი­რა­ვე­ბი აქვს და უნდა იხა­დოს ქირა ყო­ველ თვე; სხვა რე­სურ­სებს; მათ შო­რის ადა­მი­ა­ნე­ბის შრო­მას.

ბიბ­ლუ­სი არა­ვის ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ანუ ძა­ლა­დო­ბით არ არ­თმევს რე­სურსს, მათ შო­რის არც შრო­მას. ფუ­ლის მფლო­ბე­ლი რო­მე­ლი­მე სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტი მას ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით აძ­ლევს ფულს რად­გან ამ ოპე­რა­ცი­ი­დან ელო­დე­ბა სარ­გე­ბელს; ფარ­თის მე­პატ­რო­ნე ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით აქი­რა­ვებს მას სა­კუთ­რე­ბას, რად­გან ამ ოპე­რა­ცი­ი­დან ასე­ვე ელო­დე­ბა სარ­გე­ბელს; და იქ და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ჰყი­დი­ან სა­კუ­თარ შრო­მას რა­ღაც ფა­სად რად­გან ამ ოპე­რა­ცი­ი­დან ასე­ვე ელო­დე­ბი­ან სარ­გებ­ლის მი­ღე­ბას.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში ასე­თი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი თა­ნამ­შრომ­ლო­ბე­ბის ჯაჭ­ვი­დან იქ­მნე­ბა ის რა­ღაც პრო­დუქ­ტი, რო­მელ­საც ბიბ­ლუ­სი ჰყი­დის და რო­მელ­შიც ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ღაც რა­ო­დე­ნო­ბა, ასე­ვე ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით, მზა­დაა გა­და­ი­ხა­დოს სა­კუ­თა­რი შრო­მის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი.

ამ ჯაჭ­ვის ნე­ბის­მი­ერ შე­მად­გე­ნელს, იქ­ნე­ბა ეს ბან­კი, შე­ნო­ბის მე­პატ­რო­ნე თუ და­საქ­მე­ბუ­ლი, ნე­ბის­მი­ერ დროს, სა­კუ­თა­რი ნე­ბით შე­უძ­ლია უარი თქვას ამ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე თუ მის­თვის ურ­თი­ერ­თგაც­ვლის არ­სე­ბუ­ლი პრო­ცე­სი აღარ იქ­ნე­ბა ისე­თი სარ­გე­ბე­ლის მომ­ტა­ნი, რო­გო­რიც მის­თვის სა­სურ­ვე­ლია.

ასე მუ­შა­ობს ეს სის­ტე­მა. ამ სის­ტე­მა­ში მთა­ვა­რი არის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი ჩარ­თვა-გა­მორ­თვის არ­სე­ბო­ბა, ანუ არა-ძა­ლა­დო­ბა. ასეთ სის­ტე­მა­ზე დგას თა­ნა­მედ­რო­ვე ცი­ვი­ლი­ზა­ცია. ყვე­ლა მცდე­ლო­ბა ამ სის­ტე­მის დე­მონ­ტა­ჟი­სა და მის ნაც­ვლად "უკე­თე­სი" სის­ტე­მის შექ­მნი­სა, რო­მე­ლიც უგულ­ვე­ბელ­ყოფს კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის და ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პრინ­ციპს, ბუ­ნებ­რი­ვად გუ­ლის­ხმობს ძა­ლა­დო­ბის ელე­მენ­ტე­ბის გა­ჩე­ნას და კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში, ყო­ველ­თვის, გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გა­რე­შე, დას­რულ­და კრა­ხით და შე­ი­წი­რა ასო­ბით მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე.

ამ ახალ­გაზ­რდებს ეს არ ეს­მით. არც უნ­დათ რომ გა­ი­აზ­რონ. მაგ­რამ ეს უნდა გეს­მო­დეთ თქვენ - სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო. თქვე­ნი ერ­თა­დერ­თი ფუნ­ქცი­აა და­იც­ვათ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­კუთ­რე­ბა და მათი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი. თქვე­ნი საქ­მე არაა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

ამი­ტომ, შემ­დეგ ჯერ­ზე, რო­დე­საც კერ­ძო მე­სა­კუთ­რე და­გი­ძა­ხებთ და მოგ­თხოვთ და­ა­ტო­ვე­ბი­ნოთ მის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუფს, რომ­ლე­ბიც მისი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­იჭრ­ნენ მის სა­კუთ­რე­ბა­ში - ეს უნდა გა­ა­კე­თოთ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ, ყო­ველ­გვა­რი "ზე­მოთ ჭკუ­ის კი­თხვის" გა­რე­შე. ამა­ში გიხ­დით ხელ­ფასს.

სხვა შემ­თხვე­ვა­ში, სა­კუთ­რე­ბის დაც­ვას და­ი­წყე­ბენ თა­ვად მე­სა­კუთ­რე­ე­ბი. სა­მარ­თლი­ა­ნა­დაც. და მერე უკვე მო­რე­ვა­ზე იქ­ნე­ბა. უბ­რა­ლოდ, ამ ქვეყ­ნი­დან და მისი ეკო­ნო­მი­კი­დან არა­ფე­რი დარ­ჩე­ბა" - წერს ჯა­ფა­რი­ძე ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში" "აუ­დი­ტო­რია 115"-ის წევ­რე­ბი შე­იჭრ­ნენ. "აუ­დი­ტო­რია 115"-ის წევ­რე­ბი "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში" გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ რო­ტა­ცი­ის პრო­ცესს და ორი თა­ნამ­შრომ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ. მომ­ხდა­რის გამო "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში" სა­მუ­შაო პრო­ცე­სი ჩა­ი­შა­ლა.

ად­გილ­ზე გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ში ჩანს, თუ რო­გორ ახ­დე­ნენ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლას "აუ­დი­ტო­რია 115"-ის წევ­რე­ბი "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რის" მოქ­მედ კონ­სულ­ტან­ტებ­ზე.

რო­გორც "ბიბ­ლუ­სის" დი­რექ­ტორ­მა ირაკ­ლი გაგ­ნი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, "აუ­დი­ტო­რია 115"-ის წევ­რებ­მა ხელი შე­უ­შა­ლეს სა­მუ­შაო პრო­ცესს, მო­ა­წყვეს არე­უ­ლო­ბა და შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს თა­ნამ­შრომ­ლებს.

იხი­ლეთ ვი­დეო:"მად­ლო­ბა თქვი, რომ ასე გე­ლა­პა­რა­კე­ბი" - "აუ­დი­ტო­რია 115"-ის ლი­დე­რის და­პი­რის­პი­რე­ბა "ბიბ­ლუ­სის" თა­ნამ­შრომ­ლებ­თან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ზურაბ ჯაფარიძე: "ის რაც "აუდიტორია 115-მა გააკეთა ბიბლუსის ფილიალში, არის მავნებლობა"

ზურაბ ჯაფარიძე: "ის რაც "აუდიტორია 115-მა გააკეთა ბიბლუსის ფილიალში, არის მავნებლობა"

"ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება "აუდიტორია 115-ის ქმედებებს და მათი წევრების გუშინდელ შეჭრის ფაქტს "ბიბლუსი გალერიში". ჯაფარიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, დაიცვას კერძო მესაკუთრის უფლებები.

"აუდიტორია 115-ის ქმედებებზე ხმას არ იღებს არც ერთი პოლიტიკური ძალა. ადექვატურად არ რეაგირებენ სამართალდამცავები. ამიტომ მე ვიტყვი, ის რაც გუშინ ამ ახალგაზრდებმა გააკეთეს ბიბლუსის ერთ-ერთ ფილიალში არის ჩვეულებრივი მავნებლობა. ასეთი მავნებლობების რეაგირების გარეშე დატოვება სამართალდამცავების მხრიდან ახალისებს მსგავს ქმედებებს და საბოლოო ჯამში დედას უ$%&^ ამ ქვეყნის მომავალს.

ბიბლუსი არის კერძო კომპანია. არის ისეთი როგორიც არის. არავის საქმე არ არის როგორია. შეიძლება მოსწონდეს ვინმეს, შეიძლება ეზიზღებოდეს. ბიბლუსი, ისეთი როგორიც არის, ქმნის/ყიდის რაღაც პროდუქტს. არავის საქმე არ არის როგორ პროდუქტს ქმნის. შეიძლება მოსწონდეს ვინმეს ეს პროდუქტი, შეიძლება არ მოსწონდეს, შეიძლება საერთოდ არ აინტერესებდეს. ამ პროდუქტს ჰყავს მყიდველი. ანუ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან დროის კონკრეტულ მომენტში საკუთარი ფული გადაიხადონ იმაში რასაც ბიბლუსი ყიდის.

ამ პროდუქტის/მომსახურების შესაქმნელად/ბაზარზე გამოსატანად ბიბლუსი იყენებს რესურსებს. მათ შორის ფულს, რომელიც შეიძლება ნასესხები აქვს და უნდა ისტუმროს ბევრი წელი; შენობებს რომლებიც შეიძლება ნაქირავები აქვს და უნდა იხადოს ქირა ყოველ თვე; სხვა რესურსებს; მათ შორის ადამიანების შრომას.

ბიბლუსი არავის ძალის გამოყენებით ანუ ძალადობით არ ართმევს რესურსს, მათ შორის არც შრომას. ფულის მფლობელი რომელიმე საფინანსო ინსტიტუტი მას ნებაყოფლობით აძლევს ფულს რადგან ამ ოპერაციიდან ელოდება სარგებელს; ფართის მეპატრონე ნებაყოფლობით აქირავებს მას საკუთრებას, რადგან ამ ოპერაციიდან ასევე ელოდება სარგებელს; და იქ დასაქმებული ადამიანებიც ნებაყოფლობით ჰყიდიან საკუთარ შრომას რაღაც ფასად რადგან ამ ოპერაციიდან ასევე ელოდებიან სარგებლის მიღებას.

საბოლოო ჯამში ასეთი ნებაყოფლობითი თანამშრომლობების ჯაჭვიდან იქმნება ის რაღაც პროდუქტი, რომელსაც ბიბლუსი ჰყიდის და რომელშიც ადამიანების რაღაც რაოდენობა, ასევე ნებაყოფლობით, მზადაა გადაიხადოს საკუთარი შრომის შედეგად მოპოვებული შემოსავლის გარკვეული ნაწილი.

ამ ჯაჭვის ნებისმიერ შემადგენელს, იქნება ეს ბანკი, შენობის მეპატრონე თუ დასაქმებული, ნებისმიერ დროს, საკუთარი ნებით შეუძლია უარი თქვას ამ პროცესში მონაწილეობაზე თუ მისთვის ურთიერთგაცვლის არსებული პროცესი აღარ იქნება ისეთი სარგებელის მომტანი, როგორიც მისთვის სასურველია.

ასე მუშაობს ეს სისტემა. ამ სისტემაში მთავარი არის ნებაყოფლობითი ჩართვა-გამორთვის არსებობა, ანუ არა-ძალადობა. ასეთ სისტემაზე დგას თანამედროვე ცივილიზაცია. ყველა მცდელობა ამ სისტემის დემონტაჟისა და მის ნაცვლად "უკეთესი" სისტემის შექმნისა, რომელიც უგულვებელყოფს კერძო საკუთრების და ნებაყოფლობითი თანამშრომლობის პრინციპს, ბუნებრივად გულისხმობს ძალადობის ელემენტების გაჩენას და კაცობრიობის ისტორიაში, ყოველთვის, გამონაკლისების გარეშე, დასრულდა კრახით და შეიწირა ასობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე.

ამ ახალგაზრდებს ეს არ ესმით. არც უნდათ რომ გაიაზრონ. მაგრამ ეს უნდა გესმოდეთ თქვენ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. თქვენი ერთადერთი ფუნქციაა დაიცვათ ადამიანების საკუთრება და მათი ნებაყოფლობითი ხელშეკრულებები. თქვენი საქმე არაა გადაწყვეტილებების მიღება პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე.

ამიტომ, შემდეგ ჯერზე, როდესაც კერძო მესაკუთრე დაგიძახებთ და მოგთხოვთ დაატოვებინოთ მის საკუთრებაში არსებული ტერიტორია ადამიანების ჯგუფს, რომლებიც მისი ნების საწინააღმდეგოდ შეიჭრნენ მის საკუთრებაში - ეს უნდა გააკეთოთ დაუყოვნებლივ, ყოველგვარი "ზემოთ ჭკუის კითხვის" გარეშე. ამაში გიხდით ხელფასს.

სხვა შემთხვევაში, საკუთრების დაცვას დაიწყებენ თავად მესაკუთრეები. სამართლიანადაც. და მერე უკვე მორევაზე იქნება. უბრალოდ, ამ ქვეყნიდან და მისი ეკონომიკიდან არაფერი დარჩება" - წერს ჯაფარიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, გუშინ ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "ბიბლუსი გალერეაში" "აუდიტორია 115"-ის წევრები შეიჭრნენ. "აუდიტორია 115"-ის წევრები "ბიბლუსი გალერეაში" განხორციელებულ როტაციის პროცესს და ორი თანამშრომლის გათავისუფლებას აპროტესტებდნენ. მომხდარის გამო "ბიბლუსი გალერეაში" სამუშაო პროცესი ჩაიშალა.

ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ახდენენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას "აუდიტორია 115"-ის წევრები "ბიბლუსი გალერის" მოქმედ კონსულტანტებზე.

როგორც "ბიბლუსის" დირექტორმა ირაკლი გაგნიძემ განუცხადა, "აუდიტორია 115"-ის წევრებმა ხელი შეუშალეს სამუშაო პროცესს, მოაწყვეს არეულობა და შეურაცხყოფა მიაყენეს თანამშრომლებს.

იხილეთ ვიდეო:"მადლობა თქვი, რომ ასე გელაპარაკები" - "აუდიტორია 115"-ის ლიდერის დაპირისპირება "ბიბლუსის" თანამშრომლებთან

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."