პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა - პირი, რომელიც ვაკეში დაჭრეს, საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ბიუროს თანამშრომელია
პროკურატურა - პირი, რომელიც ვაკეში დაჭრეს, საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ბიუროს თანამშრომელია

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ადას­ტუ­რებს, რომ ვა­კე­ში, შატ­ბე­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტერ­პო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი ბი­უ­როს თა­ნამ­შრო­მელ­ზე თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, ნა­თია სუ­ხი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ცე­ცხლი სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტერ­პო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი ბი­უ­როს უფ­როს ინ­სპექ­ტორს როს­ტომ ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს გა­უხ­სნეს.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, თავ­დას­ხმი­სას როს­ტომ ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლი გახ­სნა, რის შე­დე­გა­დაც და­იჭ­რა ერთი პირი. თა­ვად ინ­ტერ­პო­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი დაჭ­რი­ლი არ არის.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აცხა­დე­ბენ, საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტურ­ში როს­ტომ ლორ­თქი­ფა­ნი­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა და ტა­რე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 19,108-ე მუხ­ლით და ამა­ვე კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის II და III ნა­წი­ლე­ბით და­ი­წყო.

"ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ 15 თე­ბერ­ვალს ღა­მის სა­ა­თებ­ში ქ.თბი­ლის­ში შატ­ბე­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტერ­პო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი ბი­უ­როს უფ­რო­სი ინ­სპექ­ტო­რი როს­ტომ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნით მე­გო­ბარ­თან ერ­თად გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რა დრო­საც მას, ამ ეტაპ­ზე და­უდ­გე­ნელ­მა პი­რებ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. თა­ვის დაც­ვის მიზ­ნით როს­ტომ ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ კუთ­ვნი­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი საშ­ტა­ტო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით თავ­დამ­სხმე­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­ახ­დი­ნა გას­რო­ლა. შე­დე­გად და­იჭ­რა ერთი პირი, რო­მელ­საც ჩა­უ­ტარ­და გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ნა­თია სუ­ხი­აშ­ვილ­მა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: სრო­ლა ვა­კე­ში - ექი­მის კო­მენ­ტა­რი დაჭ­რი­ლის მდო­მა­რე­ო­ბა­ზე და ვი­თა­რე­ბა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

პროკურატურა - პირი, რომელიც ვაკეში დაჭრეს, საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ბიუროს თანამშრომელია

პროკურატურა - პირი, რომელიც ვაკეში დაჭრეს, საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ბიუროს თანამშრომელია

მთავარი პროკურატურა ადასტურებს, რომ ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომელზე თავდასხმა განხორციელდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა, ნათია სუხიაშვილმა განუცხადა, ცეცხლი საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროს ინსპექტორს როსტომ ლორთქიფანიძეს გაუხსნეს.

მისივე განმარტებით, თავდასხმისას როსტომ ლორთქიფანიძემ საპასუხო ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც დაიჭრა ერთი პირი. თავად ინტერპოლის თანამშრომელი დაჭრილი არ არის.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება თბილისის პროკურატურში როსტომ ლორთქიფანიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის II და III ნაწილებით დაიწყო.

"ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 15 თებერვალს ღამის საათებში ქ.თბილისში შატბერაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსი ინსპექტორი როსტომ ლორთქიფანიძე კუთვნილი ავტომანქანით მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას, ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. თავის დაცვის მიზნით როსტომ ლორთქიფანიძემ კუთვნილი სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით თავდამსხმელების მიმართულებით მოახდინა გასროლა. შედეგად დაიჭრა ერთი პირი, რომელსაც ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება", - განაცხადა ნათია სუხიაშვილმა.

წაიკითხეთ ასევე: სროლა ვაკეში - ექიმის კომენტარი დაჭრილის მდომარეობაზე და ვითარება შემთხვევის ადგილზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"