მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აუდიტორია 115"-ის გზას საბჭოთა კავშირში მივყავართ"
"აუდიტორია 115"-ის გზას საბჭოთა კავშირში მივყავართ"

ბლო­გე­რის, პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ბა­კა­ლავ­რის, "ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრი - გირ­ჩის" აქ­ტი­ვის­ტის ცოტ­ნე კო­ბე­რი­ძის ბლო­გი - "აუ­დი­ტო­რია 115"-ის გზას საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში მივ­ყა­ვართ":

"არა­ერ­თი თა­ნა­მედ­რო­ვე მე­მარ­ცხე­ნე ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი ფიქ­რობს, რომ საბ­ჭო­თა ტი­რა­ნუ­ლი რე­ჟი­მის მი­ზე­ზი მხო­ლოდ ამ რე­ჟი­მის დიქ­ტა­ტო­რე­ბი და ბე­ლა­დე­ბი იყ­ვნენ, თუმ­ცა მე ვთვლი, რომ ეს მხო­ლოდ კო­მუ­ნის­ტუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის გა­მარ­თლე­ბის უსუ­სუ­რი მცდე­ლო­ბაა. მსგავ­სი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი სწო­რე­დაც სო­ცი­ა­ლის­ტურ და მე­მარ­ცხე­ნე იდე­ებ­შია.

ინ­ტერ­ვენ­ცი­ო­ნის­ტე­ბის ჯგუ­ფი ცდი­ლობს, სი­ტყვით უარ­ყოს, რო­გორც კა­პი­ტა­ლიზ­მი, ასე­ვე, სო­ცი­ა­ლიზ­მი. ისი­ნი თვლი­ან, რომ მათ მიერ არ­ჩე­უ­ლი გზა, კა­პი­ტა­ლიზმსა და სო­ცი­ა­ლიზმს შო­რის ოქ­როს შუ­ა­ლე­დის გა­მო­ძებ­ნაა. მე მათ პო­პუ­ლის­ტებს ვუ­წო­დებ. ისი­ნი კა­პი­ტა­ლის­ტე­ბის სი­ხარ­ბის მო­სა­თო­კად სა­ხელ­მწი­ფოს ჩა­რე­ვას ითხო­ვენ და თვლი­ან, რომ სა­ხელ­მწი­ფომ მო­გე­ბა მშრო­მე­ლებს უნდა გა­და­უ­ნა­წი­ლოს. უნდა გა­გიმ­ხი­ლოთ, რომ სა­კი­თხი­სად­მი მსგავ­სი მიდ­გო­მა მცდა­რია.

"კა­პი­ტა­ლიზმს ამ მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა კერ­ძო მე­წარ­მე­ო­ბი­თა და ინი­ცი­ა­ტი­ვით სურს, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ბა­ზარ­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის უზე­ნა­ე­სო­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. სო­ცი­ა­ლის­ტებს ცალ­კე­ულ პი­როვ­ნე­ბა­თა გეგ­მე­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი გეგ­მით ჩა­ნაც­ვლე­ბა სურთ" - (ლუდ­ვიგ ფონ მი­ზე­სი, 2016 წლის გა­მო­ცე­მა, გვ. 253)

ეს ორი იდეა ერ­თმა­ნეთ­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლია და შერ­წყმის სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ვა, რად­გან ან ინ­დი­ვი­დებ­მა და ბა­ზარ­მა უნდა გა­და­წყვი­ტოს, რო­გორ გა­და­ნა­წილ­დეს დოვ­ლა­თი ან სა­ხელ­მწი­ფომ. ეს იდე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს გა­მო­რი­ცხა­ვენ. მა­გა­ლი­თის­თვის ვთქვათ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თვლის, რომ მუ­შა­ხე­ლის ფასი ძა­ლი­ან და­ბა­ლია, ის ბაზ­რის რე­გუ­ლი­რე­ბას იწყებს და მი­ნი­მა­ლურ სა­ხელ­ფა­სო ზღვარს აწე­სებს, რო­მე­ლიც სა­ბაზ­რო ფას­ზე მა­ღა­ლია. ამას შე­დე­გად მოყ­ვე­ბა ის, რომ მუ­შა­ხე­ლის დამ­საქ­მებ­ლე­ბი ზა­რალს გა­ნიც­დი­ან, რამ­დე­ნა­დაც ვერ­ცერ­თი ბიზ­ნეს­მე­ნი ასე წარ­მო­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას ვერ შეძ­ლებს. შე­სა­ბა­მი­სად, მო­უ­წევთ, გა­დად­გან გარ­კვე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, რის შე­დე­გა­დაც:

ა) ადა­მი­ან­თა გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა სრუ­ლი­ად და­კარ­გავს სამ­სა­ხურს, ან

ბ) თუ მე­წარ­მე არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს მუ­შა­ხელს, მო­უ­წევს უფრო მეტი გა­და­უ­ხა­დოს მათ, რის გა­მოც, გა­იზ­რდე­ბა პრო­დუქ­ტის ფასი და ისევ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი და ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე ვი­ზა­რა­ლებთ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სი­ტუ­ა­ცია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის კი­დევ უფრო არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო იქ­ნე­ბა, ვიდ­რე მისი წი­ნა­მორ­ბე­დი. ახლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დად­გე­ბა: გა­ა­უქ­მოს თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ან უფრო მე­ტად და­ა­რე­გუ­ლი­როს ბა­ზა­რი და პრო­დუქტზე ფა­სე­ბის ზედა ზღვა­რი და­ა­წე­როს. ის შე­ეც­დე­ბა, პრო­დუქ­ტი იმა­ზე ია­ფად გა­ყი­დოს მე­წარ­მემ, ვიდ­რე მისი სა­ბაზ­რო ფა­სია.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მე­ო­რე ვა­რი­ანტს აირ­ჩევს, სი­ტუ­ა­ცია კი­დევ უფრო დამ­ძიმ­დე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წევს კი­დევ უფრო შორს შე­ტო­პოს და იმ სა­წარ­მოო ფაქ­ტო­რებს და­უ­წე­სოს ფა­სე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვის მხრივ, იმ ბიზ­ნე­სებს ამა­რა­გე­ბენ პრო­დუქ­ცი­ით, რომ­ლებ­საც სა­ხელ­მწი­ფომ უკვე და­უ­წე­სა მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სის ზღვა­რი.

ასე ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ და ეტა­პობ­რი­ვად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სრუ­ლი­ად გა­ა­კონ­ტრო­ლებს ბა­ზარს და თი­თო­ე­ულ მუ­შა­ხელ­სა თუ მე­წარ­მეს და­ა­ვალ­დე­ბუ­ლებს, მის მიერ შე­მო­ღე­ბულ წე­სებ­სა და კა­ნო­ნებს და­ე­მორ­ჩი­ლოს. და თუკი რო­მე­ლი­მე დარ­გი შე­ზღუდ­ვებს მიღ­მა აღ­მოჩ­ნდე­ბა, მა­შინ მთე­ლი კა­პი­ტა­ლი და მუ­შა­ხე­ლი მის­კენ გა­და­ი­ნაც­ვლებს, რაც გუ­ლის­ხმობს იმას, რომ სა­ერ­თოდ შე­წყდე­ბა იმ პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბა, რომ­ლის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდის გა­მოც და­ი­წყო სა­ხელ­მწი­ფომ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი.

მი­ზე­ზი იმი­სა, თუ რამ შე­იძ­ლე­ბა, გა­და­აქ­ცი­ოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ტო­ტა­ლი­ტა­რულ სა­ხელ­მწი­ფოდ, არის გეგ­მი­უ­რი და მე­მარ­ცხე­ნე ეკო­ნო­მი­კა. იმი­სათ­ვის, რომ სა­ხელ­მწი­ფომ რა­ი­მე და­გეგ­მოს და შემ­დეგ უკვე მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შეძ­ლოს, სა­ჭი­როა კონ­ცეტ­რი­რე­ბუ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, ასე­თი ეკო­ნო­მი­კა დიდ ძა­ლა­უფ­ლე­ბას მო­ი­თხოვს. ძა­ლა­უფ­ლე­ბა ხალ­ხის­გან მთავ­რო­ბა­ში გა­და­დის, თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე თა­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და სა­კუთ­რე­ბას თმობს იმის­თვის, რომ სა­ხელ­მწი­ფომ თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კის თა­ვი­სუფ­ლად გა­ტა­რე­ბა შეძ­ლოს.

რო­გორც ლორდ ექ­ტო­ნი იტყო­და, "ძა­ლა­უფ­ლე­ბა რყვნის, აბ­სო­ლუ­ტუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბა რყვნის აბ­სო­ლუ­ტუ­რად" - რო­დე­საც ძა­ლა­უფ­ლე­ბა ხალ­ხშია გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, მა­შინ მისი მას­შტა­ბი ძალ­ზედ მცი­რეა, ხოლო როცა ის ერთი ადა­მი­ა­ნის ხელ­შია კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი, წარ­მო­უდ­გე­ნელ მას­შტა­ბებს იძენს. ადა­მი­ა­ნი, რო­გორ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლა­დაც არ უნდა იყოს ის გან­წყო­ბი­ლი, თუ გეგ­მი­ურ ეკო­ნო­მი­კას მი­მარ­თავს, ორი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დგე­ბა: შე­ე­გუ­ოს თა­ვი­სი გეგ­მის სრულ კრახს ან იკად­როს და გა­ა­კე­თოს ყვე­ლა­ფე­რი, რათა რაც შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს გა­ი­ხან­გრძლი­ვოს მმარ­თვე­ლო­ბის ლე­გი­ტი­მა­ცია და მიზ­ნის­კენ სწრაფ­ვა ყო­ველ­გვა­რი უხე­ში და არაჰუ­მა­ნუ­რი გზე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც კი გა­ნაგ­რძოს.

ის, რა­ზეც მე გე­სა­უბ­რე­ბით, მხო­ლოდ თე­ო­რია და ჩემ მიერ მო­გო­ნი­ლი ლო­გი­კუ­რი მო­ნა­ხა­ზი არ არის. სწო­რედ მსგავ­სი ინ­ტერ­ვენ­ცი­ო­ნის­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კით დამ­ყარ­და 1931 წელს სო­ცი­ა­ლიზ­მი გერ­მა­ნი­ა­ში, რო­დე­საც ქვე­ყა­ნამ პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბის საგ­ნებ­ზე ფა­სე­ბის გან­სა­ზღვრით და­ი­წყეს და ბა­ზარ­ზე ჩა­ვარ­დნამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აი­ძუ­ლა უფრო და უფრო შორს წა­სუ­ლი­ყო. მათ ჰინ­დერ­ბურ­გის გეგ­მა შექ­მნეს, რომ­ლის ში­ნა­არ­სიც სა­ერ­თოდ აღარ ით­ვა­ლის­წი­ნებ­და მომ­ხმა­რებ­ლის თა­ვი­სუ­ფალ არ­ჩე­ვანს. ყვე­ლა­ნა­ი­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა, უფრო და უფრო, და­ექ­ვემ­დე­ბა­რა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ასე­ვე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მა­გა­ლი­თია ბრი­ტა­ნუ­ლი სო­ცი­ა­ლიზ­მი - ლე­ი­ბო­რის­ტულ­მა პარ­ტი­ამ, პროფ­კავ­ში­რებ­მა და ინ­ტერ­ვენ­ცი­ო­ნიზ­მმა კლა­სი­კუ­რი ლი­ბე­რა­ლიზ­მის სამ­შობ­ლო და ერთ დროს უმ­დიდ­რე­სი ქვე­ყა­ნა, გა­ღა­ტა­კე­ბულ სო­ცი­ა­ლის­ტურ სა­ხელ­მწი­ფოდ გა­და­აქ­ცია. დად­გა ისე­თი პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ბრი­ტა­ნეთ­ში ქუ­ჩე­ბიც კი აღარ სუფ­თავ­დე­ბო­და. მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში იყო და­საქ­მე­ბუ­ლი და სა­ო­ცარ გა­ჭირ­ვე­ბა­ში ცხოვ­რობ­დნენ მა­ნამ, სა­ნამ მარ­გა­რეტ ტეტ­ჩერ­მა ბა­ზარ­ზე სა­ხელ­მწი­ფოს წნე­ხი არ შე­ამ­სუ­ბუ­ქა. ტეტ­ჩე­რი ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ნე­ო­ლი­ბე­რა­ლურ ხედ­ვებს და ხში­რად ცი­ტი­რებ­და ფრიდ­რიხ ფონ ჰა­ი­ე­კის ტექ­სტებს

"სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი და­გეგ­მა­რე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი კრი­ტი­კუ­ლი ანა­ლი­ზი, რო­მე­ლიც კი წა­მი­კი­თხავს და შემ­დეგ ხში­რად გა­და­მი­კი­თხავს, ჰა­ი­ე­კის "გზა ბა­ტონყმო­ბის­კენ" არის" - მარ­გა­რეტ ტეტ­ჩე­რი

მი­ნი­მა­ლურ სა­ხელ­ფა­სო გა­ნაკ­ვე­თებს, იქ­ნე­ბა ეს სა­ხელ­მწი­ფო ძა­ლის­ხმე­ვით თუ მშრო­მელ­თა კავ­ში­რე­ბის ზე­წო­ლით, მა­სობ­რი­ვი უმუ­შევ­რო­ბა მოჰ­ყვე­ბა. ყვე­ლა­ნა­ი­რი ხე­ლოვ­ნუ­რი ჩა­რე­ვა მხო­ლოდ მო­მენ­ტა­ლურ გა­მო­ცო­ცხლე­ბას გა­მო­იწ­ვევს ბა­ზარ­ზე, მაგ­რამ ამ­გვა­რი კე­თილ­დღე­ო­ბა ხე­ლოვ­ნუ­რი იქ­ნე­ბა და აუ­ცი­ლებ­ლად გან­წი­რუ­ლი იქ­ნე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი კრა­ხი­სა და დეპ­რე­სი­ის­თვის. ხელ­ფა­სის გაზ­რდის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი ბა­ზა­რი და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ზრდაა.

ყვე­ლა ის ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფი, იქ­ნე­ბა ეს აუ­დი­ტო­რია 115, სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბი, მწვა­ნე­თა პარ­ტია, კო­მუ­ნის­ტე­ბი თუ ფა­ბი­ა­ნუ­რი სო­ცი­ა­ლიზ­მის მომ­ხრე­ე­ბი, ამო­ფა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან ჰუ­მა­ნუ­რო­ბის ნი­ღაბს. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი მათი ქმე­დე­ბე­ბი და იდე­ე­ბი ადა­მი­ა­ნის კე­თილ­დღე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არის მი­მარ­თუ­ლი. ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი ერ­თსა და იმა­ვე გზას ად­გას - გზას საბ­ჭო­თა კავ­ში­რის­კენ. მარ­თა­ლია, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი უფრო ნელი ნა­ბი­ჯით სი­ა­რულს გვთა­ვა­ზობს, ზოგი კი - უფრო სწრა­ფით, თუმ­ცა სა­ბო­ლოო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლი ერთი და იგი­ვეა, წუმ­პე! სი­ღა­ტა­კე! ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მი!

ყო­ვე­ლი მცდე­ლო­ბა ეგა­ლი­ტა­რუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ღე­ბი­სა, გან­წი­რუ­ლია. ის აპ­რი­ო­რი მო­ი­თხოვს ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის დამ­ყა­რე­ბას. ჩვენ მი­ვი­ღებთ სის­ტე­მას, სა­დაც თა­ნას­წო­რო­ბა უთა­ნას­წო­რო­ბა­ზე იქ­ნე­ბა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი

"ახლა კე­დელ­ზე ერ­თა­დერ­თი მცნე­ბა ეწე­რა: ყვე­ლა ცხო­ვე­ლი თა­ნას­წო­რია, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი ცხო­ვე­ლი უფრო თა­ნას­წო­რია, ვიდ­რე სხვე­ბი" - ჯორჯ ორუ­ე­ლი

ასე რომ, ჩემო მკი­თხვე­ლო, უარი ვთქვათ ძა­ლა­დობ­რივ სის­ტე­მა­ზე, გა­ვი­აზ­როთ დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი და ვიბ­რძო­ლოთ მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის"

წა­ი­კი­თხეთ მეტი აქ: Liberty Bloggers

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| VIDEO: "მად­ლო­ბა თქვი, რომ ასე გე­ლა­პა­რა­კე­ბი" - "აუ­დი­ტო­რია 115"-ის ლი­დე­რის და­პი­რის­პი­რე­ბა "ბიბ­ლუ­სის" თა­ნამ­შრომ­ლებ­თან

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"აუდიტორია 115"-ის გზას საბჭოთა კავშირში მივყავართ"

"აუდიტორია 115"-ის გზას საბჭოთა კავშირში მივყავართ"

ბლოგერის, პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაკალავრის, "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" აქტივისტის ცოტნე კობერიძის ბლოგი - "აუდიტორია 115"-ის გზას საბჭოთა კავშირში მივყავართ":

"არაერთი თანამედროვე მემარცხენე ინტელექტუალი ფიქრობს, რომ საბჭოთა ტირანული რეჟიმის მიზეზი მხოლოდ ამ რეჟიმის დიქტატორები და ბელადები იყვნენ, თუმცა მე ვთვლი, რომ ეს მხოლოდ კომუნისტური იდეოლოგიის გამართლების უსუსური მცდელობაა. მსგავსი არაადამიანური სისტემის ჩამოყალიბების მთავარი მიზეზი სწორედაც სოციალისტურ და მემარცხენე იდეებშია.

ინტერვენციონისტების ჯგუფი ცდილობს, სიტყვით უარყოს, როგორც კაპიტალიზმი, ასევე, სოციალიზმი. ისინი თვლიან, რომ მათ მიერ არჩეული გზა, კაპიტალიზმსა და სოციალიზმს შორის ოქროს შუალედის გამოძებნაა. მე მათ პოპულისტებს ვუწოდებ. ისინი კაპიტალისტების სიხარბის მოსათოკად სახელმწიფოს ჩარევას ითხოვენ და თვლიან, რომ სახელმწიფომ მოგება მშრომელებს უნდა გადაუნაწილოს. უნდა გაგიმხილოთ, რომ საკითხისადმი მსგავსი მიდგომა მცდარია.

"კაპიტალიზმს ამ მიზნების მიღწევა კერძო მეწარმეობითა და ინიციატივით სურს, რაც საზოგადოების მიერ ყიდვა-გაყიდვისგან თავის შეკავების შესახებ ბაზარზე მიღებული გადაწყვეტილებების უზენაესობას ექვემდებარება. სოციალისტებს ცალკეულ პიროვნებათა გეგმების ცენტრალური ხელისუფლების ყოვლისმომცველი გეგმით ჩანაცვლება სურთ" - (ლუდვიგ ფონ მიზესი, 2016 წლის გამოცემა, გვ. 253)

ეს ორი იდეა ერთმანეთთან შეუთავსებელია და შერწყმის საშუალებას არ იძლევა, რადგან ან ინდივიდებმა და ბაზარმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ გადანაწილდეს დოვლათი ან სახელმწიფომ. ეს იდეები ერთმანეთს გამორიცხავენ. მაგალითისთვის ვთქვათ, რომ ხელისუფლება თვლის, რომ მუშახელის ფასი ძალიან დაბალია, ის ბაზრის რეგულირებას იწყებს და მინიმალურ სახელფასო ზღვარს აწესებს, რომელიც საბაზრო ფასზე მაღალია. ამას შედეგად მოყვება ის, რომ მუშახელის დამსაქმებლები ზარალს განიცდიან, რამდენადაც ვერცერთი ბიზნესმენი ასე წარმოების გაგრძელებას ვერ შეძლებს. შესაბამისად, მოუწევთ, გადადგან გარკვეული ნაბიჯები, რის შედეგადაც:

ა) ადამიანთა გარკვეული რაოდენობა სრულიად დაკარგავს სამსახურს, ან

ბ) თუ მეწარმე არ გაათავისუფლებს მუშახელს, მოუწევს უფრო მეტი გადაუხადოს მათ, რის გამოც, გაიზრდება პროდუქტის ფასი და ისევ მომხმარებლები და ყველა მოქალაქე ვიზარალებთ.

აღნიშნული სიტუაცია ხელისუფლებისთვის კიდევ უფრო არასახარბიელო იქნება, ვიდრე მისი წინამორბედი. ახლა ხელისუფლება არჩევანის წინაშე დადგება: გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება ან უფრო მეტად დაარეგულიროს ბაზარი და პროდუქტზე ფასების ზედა ზღვარი დააწეროს. ის შეეცდება, პროდუქტი იმაზე იაფად გაყიდოს მეწარმემ, ვიდრე მისი საბაზრო ფასია.

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მეორე ვარიანტს აირჩევს, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება. ხელისუფლებას მოუწევს კიდევ უფრო შორს შეტოპოს და იმ საწარმოო ფაქტორებს დაუწესოს ფასები, რომლებიც თავის მხრივ, იმ ბიზნესებს ამარაგებენ პროდუქციით, რომლებსაც სახელმწიფომ უკვე დაუწესა მინიმალური ხელფასის ზღვარი.

ასე ნაბიჯ-ნაბიჯ და ეტაპობრივად ხელისუფლება სრულიად გააკონტროლებს ბაზარს და თითოეულ მუშახელსა თუ მეწარმეს დაავალდებულებს, მის მიერ შემოღებულ წესებსა და კანონებს დაემორჩილოს. და თუკი რომელიმე დარგი შეზღუდვებს მიღმა აღმოჩნდება, მაშინ მთელი კაპიტალი და მუშახელი მისკენ გადაინაცვლებს, რაც გულისხმობს იმას, რომ საერთოდ შეწყდება იმ პროდუქციის წარმოება, რომლის ხელმისაწვდომობის გაზრდის გამოც დაიწყო სახელმწიფომ რეგულაციები.

მიზეზი იმისა, თუ რამ შეიძლება, გადააქციოს დემოკრატიული სახელმწიფო ტოტალიტარულ სახელმწიფოდ, არის გეგმიური და მემარცხენე ეკონომიკა. იმისათვის, რომ სახელმწიფომ რაიმე დაგეგმოს და შემდეგ უკვე მისი განხორციელება შეძლოს, საჭიროა კონცეტრირებული ძალაუფლება. სწორედ ამიტომ, ასეთი ეკონომიკა დიდ ძალაუფლებას მოითხოვს. ძალაუფლება ხალხისგან მთავრობაში გადადის, თითოეული მოქალაქე თავის თავისუფლებასა და საკუთრებას თმობს იმისთვის, რომ სახელმწიფომ თავისი პოლიტიკის თავისუფლად გატარება შეძლოს.

როგორც ლორდ ექტონი იტყოდა, "ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად" - როდესაც ძალაუფლება ხალხშია გადანაწილებული, მაშინ მისი მასშტაბი ძალზედ მცირეა, ხოლო როცა ის ერთი ადამიანის ხელშია კონცენტრირებული, წარმოუდგენელ მასშტაბებს იძენს. ადამიანი, როგორ დემოკრატიულადაც არ უნდა იყოს ის განწყობილი, თუ გეგმიურ ეკონომიკას მიმართავს, ორი არჩევანის წინაშე დგება: შეეგუოს თავისი გეგმის სრულ კრახს ან იკადროს და გააკეთოს ყველაფერი, რათა რაც შეიძლება დიდხანს გაიხანგრძლივოს მმართველობის ლეგიტიმაცია და მიზნისკენ სწრაფვა ყოველგვარი უხეში და არაჰუმანური გზების გამოყენებითაც კი განაგრძოს.

ის, რაზეც მე გესაუბრებით, მხოლოდ თეორია და ჩემ მიერ მოგონილი ლოგიკური მონახაზი არ არის. სწორედ მსგავსი ინტერვენციონისტული პოლიტიკით დამყარდა 1931 წელს სოციალიზმი გერმანიაში, როდესაც ქვეყანამ პირველი მსოფლიო ომის დროს მომხმარებლებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საგნებზე ფასების განსაზღვრით დაიწყეს და ბაზარზე ჩავარდნამ ხელისუფლება აიძულა უფრო და უფრო შორს წასულიყო. მათ ჰინდერბურგის გეგმა შექმნეს, რომლის შინაარსიც საერთოდ აღარ ითვალისწინებდა მომხმარებლის თავისუფალ არჩევანს. ყველანაირი ეკონომიკური საქმიანობა, უფრო და უფრო, დაექვემდებარა ხელისუფლებას. ასევე არაჩვეულებრივი მაგალითია ბრიტანული სოციალიზმი - ლეიბორისტულმა პარტიამ, პროფკავშირებმა და ინტერვენციონიზმმა კლასიკური ლიბერალიზმის სამშობლო და ერთ დროს უმდიდრესი ქვეყანა, გაღატაკებულ სოციალისტურ სახელმწიფოდ გადააქცია. დადგა ისეთი პერიოდი, როდესაც ბრიტანეთში ქუჩებიც კი აღარ სუფთავდებოდა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საჯარო სექტორში იყო დასაქმებული და საოცარ გაჭირვებაში ცხოვრობდნენ მანამ, სანამ მარგარეტ ტეტჩერმა ბაზარზე სახელმწიფოს წნეხი არ შეამსუბუქა. ტეტჩერი ითვალისწინებდა ნეოლიბერალურ ხედვებს და ხშირად ციტირებდა ფრიდრიხ ფონ ჰაიეკის ტექსტებს

"სოციალისტური დაგეგმარებისა და სოციალისტური სახელმწიფოს ყველაზე ძლიერი კრიტიკული ანალიზი, რომელიც კი წამიკითხავს და შემდეგ ხშირად გადამიკითხავს, ჰაიეკის "გზა ბატონყმობისკენ" არის" - მარგარეტ ტეტჩერი

მინიმალურ სახელფასო განაკვეთებს, იქნება ეს სახელმწიფო ძალისხმევით თუ მშრომელთა კავშირების ზეწოლით, მასობრივი უმუშევრობა მოჰყვება. ყველანაირი ხელოვნური ჩარევა მხოლოდ მომენტალურ გამოცოცხლებას გამოიწვევს ბაზარზე, მაგრამ ამგვარი კეთილდღეობა ხელოვნური იქნება და აუცილებლად განწირული იქნება ეკონომიკური კრახისა და დეპრესიისთვის. ხელფასის გაზრდის ერთადერთი საშუალება თავისუფალი ბაზარი და ინვესტიციების ზრდაა.

ყველა ის ადამიანთა ჯგუფი, იქნება ეს აუდიტორია 115, სოციალ-დემოკრატები, მწვანეთა პარტია, კომუნისტები თუ ფაბიანური სოციალიზმის მომხრეები, ამოფარებულები არიან ჰუმანურობის ნიღაბს. სინამდვილეში კი მათი ქმედებები და იდეები ადამიანის კეთილდღეობის წინააღმდეგ არის მიმართული. ყოველი მათგანი ერთსა და იმავე გზას ადგას - გზას საბჭოთა კავშირისკენ. მართალია, ზოგიერთი მათგანი უფრო ნელი ნაბიჯით სიარულს გვთავაზობს, ზოგი კი - უფრო სწრაფით, თუმცა საბოლოო დანიშნულების ადგილი ერთი და იგივეა, წუმპე! სიღატაკე! ტოტალიტარიზმი!

ყოველი მცდელობა ეგალიტარული საზოგადოების მიღებისა, განწირულია. ის აპრიორი მოითხოვს ტოტალიტარული მმართველობის დამყარებას. ჩვენ მივიღებთ სისტემას, სადაც თანასწორობა უთანასწორობაზე იქნება დაფუძნებული

"ახლა კედელზე ერთადერთი მცნება ეწერა: ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორია, ვიდრე სხვები" - ჯორჯ ორუელი

ასე რომ, ჩემო მკითხველო, უარი ვთქვათ ძალადობრივ სისტემაზე, გავიაზროთ დაშვებული შეცდომები და ვიბრძოლოთ მეტი თავისუფლებისთვის"

წაიკითხეთ მეტი აქ:  Liberty Bloggers

ასევე დაგაინტერესებთ| VIDEO: "მადლობა თქვი, რომ ასე გელაპარაკები" - "აუდიტორია 115"-ის ლიდერის დაპირისპირება "ბიბლუსის" თანამშრომლებთან