პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედამიწიდან უსასრულობისკენ - ორი კოსმოსური მოგზაურის ისტორია, რომლებსაც შორეული ვარსკვლავებისკენ ქართული "ჩაკრულო" მიაქვთ
დედამიწიდან უსასრულობისკენ - ორი კოსმოსური მოგზაურის ისტორია, რომლებსაც შორეული ვარსკვლავებისკენ ქართული "ჩაკრულო" მიაქვთ

1957 წლის 4 ოქ­ტომ­ბერს კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ახა­ლი ფურ­ცე­ლი გა­და­ი­შა­ლა. სსრკ-მ პირ­ვე­ლად მსოფ­ლი­ო­ში, კოს­მოს­ში ხე­ლოვ­ნუ­რი თა­ნამ­გზავ­რი "სპუტ­ნიკ-1" გა­უშ­ვა. ოთხი წლის თავ­ზე, 1961 წლის 12 აპ­რილს კოს­მოსს პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნიც ეს­ტუმ­რა. მას შემ­დეგ აი, უკვე თით­ქმის 60 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ანს მზე­რა მზის სის­ტე­მის პლა­ნე­ტე­ბის­კენ, მათი თა­ნამ­გზავ­რე­ბი­სა და შო­რე­უ­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის­კენ აქვს მი­პყრო­ბი­ლი.

მთე­ლი რიგი მი­ზე­ზე­ბის გამო, კოს­მო­სის ათ­ვი­სე­ბის ის­ტო­რი­ა­ში დე­და­მი­წი­დან ყვე­ლა­ზე შორს მყო­ფი ობი­ექ­ტი, სა­დამ­დეც ადა­მი­ან­მა მიღ­წე­ვა შეძ­ლო - ჩვე­ნი­ვე ბუ­ნებ­რი­ვი თა­ნამ­გზავ­რია. მთვა­რის იქით მყო­ფი ობი­ექ­ტე­ბის­კენ ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ კოს­მო­სუ­რი ზონ­დე­ბი და ვარ­სკვლავთშო­რი­სი ავ­ტო­მა­ტუ­რი სად­გუ­რე­ბი დაფ­რი­ნა­ვენ.

1970-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ჩვე­ნი მზის სის­ტე­მის შო­რე­უ­ლი პლა­ნე­ტე­ბის - იუ­პი­ტე­რი­სა და სა­ტურ­ნის შეს­წავ­ლის­თვის, ამე­რი­კე­ლებ­მა სპე­ცი­ა­ლურ ზონ­დებ­ზე და­ი­წყეს მუ­შა­ო­ბა. ტყუპ კოს­მო­სურ აპა­რა­ტებს Voyager-1 და Voyager-2 უწო­დეს. მათი გა­მო­ყე­ნე­ბით ასო­ბით მეც­ნი­ე­რი და სპე­ცი­ა­ლის­ტი ჩვე­ნი მზის სის­ტე­მის ყვე­ლა­ზე შო­რე­უ­ლი უბ­ნე­ბის შეს­წავ­ლა­სა და ამო­უხ­სნელ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის მი­ღე­ბას გეგ­მავ­და.

Voyager-1-მა დე­და­მი­წა 1977 წლის 5 სექ­ტემ­ბერს და­ტო­ვა. აპა­რა­ტი 38 წლი­ან სა­ექ­სპლუ­ა­ტა­ციო ვა­და­ზე იყო გათ­ვლი­ლი. იმ დრო­ის­თვის უნი­კა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შექ­მნილ ზონდს სა­ტურ­ნი და იუ­პი­ტე­რი უნდა შე­ეს­წავ­ლა. Voyager-1 პირ­ვე­ლი კოს­მო­სუ­რი აპა­რა­ტი გახ­და, რო­მელ­მაც დე­და­მი­წა­ზე ამ პლა­ნე­ტე­ბის­თვის გა­და­ღე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ფო­ტო­ე­ბი გა­მოგ­ზავ­ნა.

იუ­პი­ტერს აპა­რა­ტი ორ­წლი­ა­ნი ფრე­ნის შემ­დეგ მი­უ­ახ­ლოვ­და. შემ­დე­გი მი­ზა­ნი - სა­ტურ­ნი იყო. მეც­ნი­ერ­თა გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს პლა­ნე­ტა-გი­გან­ტის რგო­ლე­ბი და მათი დღემ­დე უც­ნო­ბი ფი­ზი­კუ­რი სტრუქ­ტუ­რა იწ­ვევ­და.

სა­გუ­ლის­ხმოა, რომ Voyager-1-ის ტყუ­პის­ცა­ლი Voyager-2 რი­გი­თი ნომ­რის მი­უ­ხე­და­ვად, პირ­ველ კოს­მო­სურ ზონ­დზე 16 დღით ადრე - 1977 წლის 20 აგ­ვის­ტოს აფ­რინ­და. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა Voyager-2-ის წი­ნა­შე და­სა­ხულ­მა მი­სი­ამ გა­ნა­პი­რო­ბა. მზის სის­ტე­მა­ში პლა­ნე­ტე­ბის ურ­თი­ერ­თმდე­ბა­რე­ო­ბა მუ­დამ იც­ვლე­ბა. ყო­ვე­ლი პლა­ნე­ტა მზის გარ­შე­მო სხვა­დას­ხვა სიჩ­ქა­რით ბრუ­ნავს. შე­სა­ბა­მი­სად ნაკ­ლე­ბი მან­ძი­ლის გავ­ლის­თვის და საწ­ვა­ვის ნაკ­ლე­ბი ხარ­ჯის­თვის ოპ­ტი­მა­ლუ­რი დე­რეფ­ნის შერ­ჩე­ვაა სა­ჭი­რო.

Voyager-2-ის კვლე­ვი­თი პროგ­რა­მა გა­ცი­ლე­ბით უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო. იუ­პი­ტე­რის და სა­ტურ­ნის გარ­და, მას ურა­ნი და ნეპ­ტუ­ნიც უნდა შე­ეს­წავ­ლა.

წმინ­და სა­მეც­ნი­ე­რო მი­სი­ე­ბის გარ­და, Voyager-1-ს უცხო ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბაც მი­აქვს. 30 სმ-ის დი­ა­მეტ­რის ოქ­რო­თი და­ფა­რულ ფირ­ფი­ტა­ზე 55 ენა­ზე (მათ შო­რის შუ­მე­რულ­ზე, ხე­თურ­ზე, არა­მე­ულ­ზე, ძველ სომ­ხურ­ზე, ძველ ბერ­ძნულ­ზე, ლა­თი­ნურ­ზე) გა­მოთ­ქმუ­ლი მი­სალ­მე­ბაა ჩა­წე­რი­ლი. ჩა­ნა­წე­რე­ბის 78% მუ­სი­კა­ლურ ნა­წარ­მო­ე­ბებს მო­ი­ცავს. მათ შო­რი­საა ბე­თჰო­ვე­ნის მე-5 სიმ­ფო­ნია, ლუი არმსტრონ­გის Melancholy Blues და, რა თქმა უნდა, ქარ­თუ­ლი "ჩაკ­რუ­ლო". უნი­კა­ლურ ფირ­ფი­ტა­ზე ადა­მი­ა­ნის დნმ-ის აგე­ბუ­ლე­ბის სქე­მე­ბი, დე­და­მი­წის მას­შტა­ბით გა­და­ღებ­ლი ლან­დშაფ­ტე­ბის ფო­ტო­ე­ბი და აშშ-ის მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ჯიმი კარ­ტე­რის მი­მარ­თვაა ჩა­წე­რი­ლი.

Voyager-1-ს ეკუთ­ვნის ორი უნი­კა­ლუ­რი ფო­ტოც. ერთს "ოჯა­ხუ­რი პორ­ტრე­ტი" ჰქვია. 60 ცალ­კე­უ­ლი ფო­ტოს­გან შედ­გე­ნილ პა­ნო­რა­მა­ზე მზის სის­ტე­მის 7 პლა­ნე­ტა მოხ­ვდა. მე­ო­რე ფო­ტო­ზე სა­ხე­ლად Pale Blue Dot 5,9 მლრდ კი­ლო­მეტ­რი­დან გა­და­ღე­ბუ­ლი დე­და­მი­წა ერთი ციც­ქნა წერ­ტი­ლად მოს­ჩანს.

2017 წლის მდგო­მა­რე­ო­ბით Voyager-1-ი კოს­მოს­ში 39 წელი და 5 თვე იმ­ყო­ფე­ბა. ის კვლავ მწყობ­რშია და მუ­შა­ო­ბას გა­ნაგ­რძობს. დე­და­მი­წი­დან ის 138 ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ერ­თე­უ­ლით არის და­შო­რე­ბუ­ლი. ეს და­ახ­ლო­ე­ბით 21 მლრდ კი­ლო­მეტ­რია. ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ერ­თე­უ­ლი მან­ძი­ლია, რო­მელ­საც სი­ნათ­ლის სხი­ვი 500 წმ-ის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­დის.

ზონ­დის რა­დი­ო­გა­დამ­ცე­მი, რომ­ლი­თაც ის დე­და­მი­წა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას და ფო­ტო­ებს გზავ­ნის, და­ახ­ლო­ე­ბით კი­დევ 15-20 წელს იმუ­შა­ვებს. მისი ტყუ­პის­ცა­ლი Voyager-2 ამ­ჟა­მად ჩვენ­გან 114 ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ერ­თე­უ­ლი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი, რაც 17 მლრდ კო­ლო­მეტ­რის ექ­ვი­ვა­ლენ­ტუ­რია. და­ახ­ლო­ე­ბით 10-20 წლის შემ­დეგ ზონ­დი მზის სის­ტე­მას გას­ცდე­ბა და ვარ­სკვლავთშო­რის სივ­რცე­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა. ჰე­ლი­ო­პა­უ­ზის სა­ზღვრის გა­და­ლახ­ვის შემ­დეგ ჩვენ მას­თან კავ­შირს სა­მუ­და­მოდ დავ­კარ­გავთ. დე­და­მი­წა­ზე სიგ­ნა­ლის გა­მოგ­ზავ­ნის­თვის რა­დი­ო­გა­დამ­ცე­მის სიმ­ძლავ­რე არა­საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა.

იგი­ვე ბედი ელის Voyager-1-ს. 40 ათა­სი წლის შემ­დეგ მას და დე­და­მი­წას შო­რის მან­ძი­ლი 1 პარ­სე­კამ­დე (და­ახ­ლო­ე­ბით 31 ტრი­ლი­ო­ნი კი­ლო­მეტ­რი) გა­იზ­რდე­ბა. აპა­რა­ტე­ბის შემ­დგო­მი ბე­დის გან­სა­ზღვრა საკ­მა­ოდ რთუ­ლია. სა­ვა­რა­უ­დოდ, ისი­ნი გა­ლაქ­ტი­კა­ში სა­მუ­და­მო მო­ხე­ტი­ა­ლე­ე­ბად იქ­ცე­ვი­ან.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

დედამიწიდან უსასრულობისკენ - ორი კოსმოსური მოგზაურის ისტორია, რომლებსაც შორეული ვარსკვლავებისკენ ქართული "ჩაკრულო" მიაქვთ

დედამიწიდან უსასრულობისკენ - ორი კოსმოსური მოგზაურის ისტორია, რომლებსაც შორეული ვარსკვლავებისკენ ქართული "ჩაკრულო" მიაქვთ

1957 წლის 4 ოქტომბერს კაცობრიობის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა. სსრკ-მ პირველად მსოფლიოში, კოსმოსში ხელოვნური თანამგზავრი "სპუტნიკ-1" გაუშვა. ოთხი წლის თავზე, 1961 წლის 12 აპრილს კოსმოსს პირველი ადამიანიც ესტუმრა. მას შემდეგ აი, უკვე თითქმის 60 წლის განმავლობაში ადამიანს მზერა მზის სისტემის პლანეტებისკენ, მათი თანამგზავრებისა და შორეული ვარსკვლავებისკენ აქვს მიპყრობილი.

მთელი რიგი მიზეზების გამო, კოსმოსის ათვისების ისტორიაში დედამიწიდან ყველაზე შორს მყოფი ობიექტი, სადამდეც ადამიანმა მიღწევა შეძლო - ჩვენივე ბუნებრივი თანამგზავრია. მთვარის იქით მყოფი ობიექტებისკენ ჯერჯერობით მხოლოდ კოსმოსური ზონდები და ვარსკვლავთშორისი ავტომატური სადგურები დაფრინავენ.

1970-იანი წლების დასაწყისში ჩვენი მზის სისტემის შორეული პლანეტების - იუპიტერისა და სატურნის შესწავლისთვის, ამერიკელებმა სპეციალურ ზონდებზე დაიწყეს მუშაობა. ტყუპ კოსმოსურ აპარატებს Voyager-1 და Voyager-2 უწოდეს. მათი გამოყენებით ასობით მეცნიერი და სპეციალისტი ჩვენი მზის სისტემის ყველაზე შორეული უბნების შესწავლასა და ამოუხსნელ კითხვებზე პასუხის მიღებას გეგმავდა.

Voyager-1-მა დედამიწა 1977 წლის 5 სექტემბერს დატოვა. აპარატი 38 წლიან საექსპლუატაციო ვადაზე იყო გათვლილი. იმ დროისთვის უნიკალური ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილ ზონდს სატურნი და იუპიტერი უნდა შეესწავლა. Voyager-1 პირველი კოსმოსური აპარატი გახდა, რომელმაც დედამიწაზე ამ პლანეტებისთვის გადაღებული უმაღლესი ხარისხის ფოტოები გამოგზავნა.

იუპიტერს აპარატი ორწლიანი ფრენის შემდეგ მიუახლოვდა. შემდეგი მიზანი - სატურნი იყო. მეცნიერთა განსაკუთრებულ ინტერესს პლანეტა-გიგანტის რგოლები და მათი დღემდე უცნობი ფიზიკური სტრუქტურა იწვევდა.

საგულისხმოა, რომ Voyager-1-ის ტყუპისცალი Voyager-2 რიგითი ნომრის მიუხედავად, პირველ კოსმოსურ ზონდზე 16 დღით ადრე - 1977 წლის 20 აგვისტოს აფრინდა. ეს გადაწყვეტილება Voyager-2-ის წინაშე დასახულმა მისიამ განაპირობა. მზის სისტემაში პლანეტების ურთიერთმდებარეობა მუდამ იცვლება. ყოველი პლანეტა მზის გარშემო სხვადასხვა სიჩქარით ბრუნავს. შესაბამისად ნაკლები მანძილის გავლისთვის და საწვავის ნაკლები ხარჯისთვის ოპტიმალური დერეფნის შერჩევაა საჭირო.

Voyager-2-ის კვლევითი პროგრამა გაცილებით უფრო მრავალფეროვანი იყო. იუპიტერის და სატურნის გარდა, მას ურანი და ნეპტუნიც უნდა შეესწავლა.

წმინდა სამეცნიერო მისიების გარდა, Voyager-1-ს უცხო ცივილიზაციებისთვის სპეციალური შეტყობინებაც მიაქვს. 30 სმ-ის დიამეტრის ოქროთი დაფარულ ფირფიტაზე 55 ენაზე (მათ შორის შუმერულზე, ხეთურზე, არამეულზე, ძველ სომხურზე, ძველ ბერძნულზე, ლათინურზე) გამოთქმული მისალმებაა ჩაწერილი. ჩანაწერების 78% მუსიკალურ ნაწარმოებებს მოიცავს. მათ შორისაა ბეთჰოვენის მე-5 სიმფონია, ლუი არმსტრონგის Melancholy Blues და, რა თქმა უნდა, ქართული "ჩაკრულო". უნიკალურ ფირფიტაზე ადამიანის დნმ-ის აგებულების სქემები, დედამიწის მასშტაბით გადაღებლი ლანდშაფტების ფოტოები და აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის მიმართვაა ჩაწერილი.

Voyager-1-ს ეკუთვნის ორი უნიკალური ფოტოც. ერთს "ოჯახური პორტრეტი" ჰქვია. 60 ცალკეული ფოტოსგან შედგენილ პანორამაზე მზის სისტემის 7 პლანეტა მოხვდა. მეორე ფოტოზე სახელად Pale Blue Dot 5,9 მლრდ კილომეტრიდან გადაღებული დედამიწა ერთი ციცქნა წერტილად მოსჩანს.

2017 წლის მდგომარეობით Voyager-1-ი კოსმოსში 39 წელი და 5 თვე იმყოფება. ის კვლავ მწყობრშია და მუშაობას განაგრძობს. დედამიწიდან ის 138 ასტრონომიული ერთეულით არის დაშორებული. ეს დაახლოებით 21 მლრდ კილომეტრია. ასტრონომიული ერთეული მანძილია, რომელსაც სინათლის სხივი 500 წმ-ის განმავლობაში გადის.

ზონდის რადიოგადამცემი, რომლითაც ის დედამიწაზე ინფორმაციას და ფოტოებს გზავნის, დაახლოებით კიდევ 15-20 წელს იმუშავებს. მისი ტყუპისცალი Voyager-2 ამჟამად ჩვენგან 114 ასტრონომიული ერთეულითაა დაშორებული, რაც 17 მლრდ კოლომეტრის ექვივალენტურია. დაახლოებით 10-20 წლის შემდეგ ზონდი მზის სისტემას გასცდება და ვარსკვლავთშორის სივრცეში აღმოჩნდება. ჰელიოპაუზის საზღვრის გადალახვის შემდეგ ჩვენ მასთან კავშირს სამუდამოდ დავკარგავთ. დედამიწაზე სიგნალის გამოგზავნისთვის რადიოგადამცემის სიმძლავრე არასაკმარისი იქნება.

იგივე ბედი ელის Voyager-1-ს. 40 ათასი წლის შემდეგ მას და დედამიწას შორის მანძილი 1 პარსეკამდე (დაახლოებით 31 ტრილიონი კილომეტრი) გაიზრდება. აპარატების შემდგომი ბედის განსაზღვრა საკმაოდ რთულია. სავარაუდოდ, ისინი გალაქტიკაში სამუდამო მოხეტიალეებად იქცევიან.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი