დამეთანხმებით, რომ ყველა დიასახლისს მინიმუმ ერთხელ მაინც გამოუყენებია ე.წ. ალუმინის ფოლგა. რატომაც არა? როცა ის საკმაოდ მოსახერხებელია. ცხობაში, ღუმელში საჭმლის მომზადებისას, საკვების შესაფუთად და ა.შ. თუმცა ჩატარდა კვლევები და მეცნიერების ნაწილი მოგვიწოდებს, რომ სასწრაფოდ შევწყვიტოთ ფოლგის გამოყენება სამზარეულოში. ვინაიდან, ის შეიცავს დიდი რაოდენობით ალუმინს. ალუმინი მძიმე მეტალია და რა თქმა უნდა, არაა სასურველი და შეიძლება ითქვას აუცილებელია, რომ ის ორგანიზმში არ მოხვდეს.
თავდაპირველად ფოლგა პოპულარული გახდა იმის გამო, რომ ის ბევრად იაფი იყო კერამიკულ ჭურჭელზე, კარგად უძლებდა ცეცხლს და შესაბამისად, შესანიშნავი იყო სამზარეულოში გამოსაყენებლად. შემდგომში მისი წარმოება მასობრივი გახდა იმდენად, რომ მისგან ამზადებენ კოვზებს, ჩანგლებს, თეფშებს და სხვა სამზარეულოს აღჭურვილობებს.
დიდი ხნის კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ ფოლგაში შემავალი ალუმინი იწვევს ალცაიმერის დაავადებას, დემენციას და პარკინსონის დაავადებას. გარდა ამისა, როდესაც ფოლგა ხურდება მაღალ ტემპერატურაზე, მან შეიძლება შეგვიქმნას გულის პრობლემები და თირკმელების უკმარისობა. ასევე ალუმინის ფოლგამ შესაძლოა გამოიწვიოს ძვლების პრობლემები. ვინაიდან, ის ამცირებს კალციუმის შემცველობას ორგანიზმში. გარდა ამისა, მან შეიძლება გამოიწვიოს ფილტვის ფიბროზი და სხვა რესპირატორული დაავადებები... განაგრძეთ კითხვა