საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს შვილს თანაგრძნობით უყურებენ, როგორც "შინაბერას" - ევროპული საქართველო და მოძველებული ტრადიციები
"ჩემს შვილს თანაგრძნობით უყურებენ, როგორც "შინაბერას" - ევროპული საქართველო და მოძველებული ტრადიციები

დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ძა­ლი­ან ბევ­რი ტრა­დი­ცია, რო­მელ­საც ჩვე­ნი წი­ნა­პა­რი ცხოვ­რე­ბის წე­სად მი­იჩ­ნევ­და, მოძ­ველ­და. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლოს ამა თუ იმ კუ­თხე­ში ამას არ აღი­ა­რე­ბენ და ძვე­ლი წე­სე­ბი უც­ვლე­ლად სრულ­დე­ბა. რამ­დე­ნი­მე ხნის წინ გავ­რცე­ლე­ბულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ გო­გო­ნე­ბის წი­ნა­დაც­ვე­თის შე­სა­ხებ, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. ხალ­ხი ყვარ­ლის რა­ი­ონ­ში ქალ­თა გე­ნი­ტა­ლი­ე­ბის და­სა­ხიჩ­რე­ბა­ზე რომ ალა­პა­რაკ­და, ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, - ეს ტრა­დი­ცია მხო­ლოდ ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბა­შია შე­მორ­ჩე­ნი­ლი და ეროვ­ნე­ბით ქარ­თვე­ლე­ბი მას უკვე აღარ მი­მარ­თა­ვე­ნო. ბევ­რი ასე­თი ტრა­დი­ცი­ის ამო­სა­ძირ­კვად, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში ახა­ლი მუხ­ლის და­მა­ტე­ბა გახ­და სა­ჭი­რო და კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ახლა ქალ­თა გე­ნი­ტა­ლი­ე­ბის და­სა­ხიჩ­რე­ბაც სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით და­ის­ჯე­ბა.

თა­მარ თავ­თა­ნი­ძე, ყვარ­ლის მკვიდ­რი:

- ყვე­ლამ იცის რა­ი­ონ­ში, რომ ისი­ნი ამას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აკე­თებ­დნენ. ჩვენ არ გაგ­ვი­გია, მაგ­რამ იქ­ნე­ბო­და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბაც. თუმ­ცა, ეს მათი ტრა­დი­ცი­აა და ფიქ­რო­ბენ, თუ სა­ხელ­მწი­ფო მო­სახ­ლე­ო­ბას ამას აუკ­რძა­ლავს, თვითმყო­ფა­დო­ბას და­კარ­გა­ვენ. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, თა­ვი­ან­თი გო­გო­ნე­ბი ამის­თვის და­ღეს­ტან­ში გა­და­იყ­ვა­ნონ ან სა­ერ­თო­დაც, ჩუ­მად გა­აგ­რძე­ლონ თა­ვი­ან­თი საქ­მე. ერთი მო­ხუ­ცი ქალი იყო, რო­მე­ლიც ამ საქ­მის ოს­ტა­ტად ით­ვლე­ბო­და. მას აუკ­რძა­ლეს საქ­მი­ა­ნო­ბა, მაგ­რამ ასე მგო­ნია, ჩუ­მად მა­ინც შე­ას­რუ­ლებს "თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას" და თუ აქამ­დე, დღი­სით მიჰ­ყავ­დათ მას­თან გო­გო­ნე­ბი, ახლა ღა­მით მი­უყ­ვა­ნენ...

არა­ერ­თი ასე­თი და არა­ნაკ­ლებ შემ­ზა­რა­ვი ტრა­დი­ცია ჰქონ­დათ სხვა კუ­თხე­ებ­ში. მა­გა­ლი­თად, ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის წინ, მთი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში ქალი თავ­ლა­ში ან ბო­სელ­ში მშო­ბი­ა­რობ­და მარ­ტო, სა­დაც 40 დღეს ატა­რებ­და და ოჯახ­ში მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ბრუნ­დე­ბო­და...

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს არა­ერთ კუ­თხე­ში ისევ არ­სე­ბობს ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბის ტრა­დი­ცია და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არას­რულ­წლო­ვან­ზე ქორ­წი­ნე­ბა კა­ნო­ნით ის­ჯე­ბა, მა­ინც რის­კა­ვენ.

სვე­ტა გლუ­ხი­ნა-ავე­სი­ა­ნი, ახალ­ქა­ლა­ქის მკვიდ­რი:

- 40 წელ­ზე მე­ტია, აქ ვცხოვ­რობ. მე­უღ­ლის გვარ­ზე ვარ. თა­ვი­დან ძა­ლი­ან გა­მაკ­ვირ­ვა აქა­ურ­მა ტრა­დი­ცი­ებ­მა და გა­მი­ჭირ­და კი­დეც მათ­თან შე­გუ­ე­ბა. არ მინ­დო­და, ჩემი შვი­ლე­ბი აქ აღ­ზრდი­ლიყ­ვნენ და სკო­ლა მოს­კოვ­ში და­ვამ­თავ­რე­ბი­ნეთ, იქვე მო­ე­წყვნენ. ახლა ორი­ვეს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა აქვს, კა­რი­ე­რა აი­წყვეს, მაგ­რამ ოჯა­ხი არ შე­უქ­მნი­ათ. ქა­ლიშ­ვი­ლი 32 წლის არის, ვაჟი - 29-ის. ისი­ნი წე­ლი­წად­ში ერთხელ ჩა­მო­დი­ან და უნდა ნა­ხოთ, აქა­უ­რე­ბი რომ შე­მო­ე­სე­ვი­ან ხოლ­მე. მე­უღ­ლის ნა­თე­სა­ვე­ბი ქა­ლიშ­ვილს პირ­და­პირ ეუბ­ნე­ბი­ან, - რას ელო­დე­ბი, და­ბერ­დიო... მისი ასა­კის გო­გო­ნებს აქ შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ჰყავთ და ჩემს შვილს თა­ნაგ­რძნო­ბით უყუ­რე­ბენ, რო­გორც "ში­ნა­ბე­რას"... კი­დევ კარ­გი, ჩემი მე­უღ­ლე აქა­უ­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლად აზ­როვ­ნებს... აქ ერთი წესი აქვთ: გო­გო­ნა საქმრომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­ი­ტა­ცოს. მერე რა, რომ უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი, გო­გო­ნა თა­ნახ­მაა გაჰ­ყვეს, ოჯა­ხე­ბიც არ არი­ან წი­ნა­აღ­მდე­გი - აქა­უ­რე­ბის აზ­რით, მო­ტა­ცე­ბულს "სხვა ფასი" აქვს, მე კი ეს "ფე­ნო­მე­ნი" ჯერ ვერ ამოვხსე­ნი.გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"ჩემს შვილს თანაგრძნობით უყურებენ, როგორც "შინაბერას" - ევროპული საქართველო და მოძველებული ტრადიციები

"ჩემს შვილს თანაგრძნობით უყურებენ, როგორც "შინაბერას" - ევროპული საქართველო და მოძველებული ტრადიციები

დროთა განმავლობაში, ძალიან ბევრი ტრადიცია, რომელსაც ჩვენი წინაპარი ცხოვრების წესად მიიჩნევდა, მოძველდა. თუმცა, საქართველოს ამა თუ იმ კუთხეში ამას არ აღიარებენ და ძველი წესები უცვლელად სრულდება. რამდენიმე ხნის წინ გავრცელებულმა ინფორმაციამ გოგონების წინადაცვეთის შესახებ, მთელი საქართველო შეძრა. ხალხი ყვარლის რაიონში ქალთა გენიტალიების დასახიჩრებაზე რომ ალაპარაკდა, ადგილობრივებმა განაცხადეს, - ეს ტრადიცია მხოლოდ ეთნიკურ უმცირესობაშია შემორჩენილი და ეროვნებით ქართველები მას უკვე აღარ მიმართავენო. ბევრი ასეთი ტრადიციის ამოსაძირკვად, სისხლის სამართლის კოდექსში ახალი მუხლის დამატება გახდა საჭირო და კანონის მიხედვით, ახლა ქალთა გენიტალიების დასახიჩრებაც სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

თამარ თავთანიძე, ყვარლის მკვიდრი:

- ყველამ იცის რაიონში, რომ ისინი ამას წლების განმავლობაში აკეთებდნენ. ჩვენ არ გაგვიგია, მაგრამ იქნებოდა სიკვდილიანობაც. თუმცა, ეს მათი ტრადიციაა და ფიქრობენ, თუ სახელმწიფო მოსახლეობას ამას აუკრძალავს, თვითმყოფადობას დაკარგავენ. არ არის გამორიცხული, თავიანთი გოგონები ამისთვის დაღესტანში გადაიყვანონ ან საერთოდაც, ჩუმად გააგრძელონ თავიანთი საქმე. ერთი მოხუცი ქალი იყო, რომელიც ამ საქმის ოსტატად ითვლებოდა. მას აუკრძალეს საქმიანობა, მაგრამ ასე მგონია, ჩუმად მაინც შეასრულებს "თავის მოვალეობას" და თუ აქამდე, დღისით მიჰყავდათ მასთან გოგონები, ახლა ღამით მიუყვანენ...

არაერთი ასეთი და არანაკლებ შემზარავი ტრადიცია ჰქონდათ სხვა კუთხეებში. მაგალითად, ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ, მთიან საქართველოში ქალი თავლაში ან ბოსელში მშობიარობდა მარტო, სადაც 40 დღეს ატარებდა და ოჯახში მხო­ლოდ ამის შემდეგ ბრუნდებოდა...

ცნობისთვის, საქართველოს არაერთ კუთხეში ისევ არსებობს ნაადრევი ქორწინების ტრადიცია და მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანზე ქორწინება კანონით ისჯება, მაინც რისკავენ.

სვეტა გლუხინა-ავესიანი, ახალქალაქის მკვიდრი:

- 40 წელზე მეტია, აქ ვცხოვრობ. მეუღლის გვარზე ვარ. თავიდან ძალიან გამაკვირვა აქაურმა ტრადიციებმა და გამიჭირდა კიდეც მათთან შეგუება. არ მინდოდა, ჩემი შვილები აქ აღზრდილიყვნენ და სკოლა მოსკოვში დავამთავრებინეთ, იქვე მოეწყვნენ. ახლა ორივეს თავისი ცხოვრება აქვს, კარიერა აიწყვეს, მაგრამ ოჯახი არ შეუქმნიათ. ქალიშვილი 32 წლის არის, ვაჟი - 29-ის. ისინი წელიწადში ერთხელ ჩამოდიან და უნდა ნახოთ, აქაურები რომ შემოესევიან ხოლმე. მეუღლის ნათესავები ქალიშვილს პირდაპირ ეუბნებიან, - რას ელოდები, დაბერდიო... მისი ასაკის გოგონებს აქ შვილიშვილები ჰყავთ და ჩემს შვილს თანაგრძნობით უყურებენ, როგორც "შინაბერას"... კიდევ კარგი, ჩემი მეუღლე აქაურებისგან განსხვავებულად აზროვნებს... აქ ერთი წესი აქვთ: გოგონა საქმრომ აუცილებლად უნდა მოიტაცოს. მერე რა, რომ უყვართ ერთმანეთი, გოგონა თანახმაა გაჰყვეს, ოჯახებიც არ არიან წინააღმდეგი - აქაურების აზრით, მოტაცებულს "სხვა ფასი" აქვს, მე კი ეს "ფენომენი" ჯერ ვერ ამოვხსენი. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი