მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდებულის გათავისუფლებას გაასაჩივრებს
პროკურატურა გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდებულის გათავისუფლებას გაასაჩივრებს

გივი თარ­გა­მა­ძის მან­ქა­ნის აფეთ­ქე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი და­ვით ხე­ჩუ­აშ­ვი­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნის მიზ­ნით ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბა ტარ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ საქ­მის პრო­კუ­რორ­მა, იო­სებ ხუ­ციშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ხუ­ციშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის­თვის საქ­მის მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბას აქვს შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბი და გა­მო­ძი­ე­ბამ ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ი­ჩი­ნა კე­თი­ლი ნება, რათა გა­ეც­ნო გივი თარ­გა­მა­ძის­თვის საქ­მის მა­სა­ლე­ბი მი­უ­ხე­და­ვად საპ­რო­ცე­სო ვა­დე­ბი­სა.

"რო­დე­საც ჩვენ დაგ­ვი­კავ­შირ­და გივი თარ­გა­მა­ძის ად­ვო­კა­ტი, ჩვე­ნი მხრი­დან ყო­ველ­თვის იყო თან­ხმო­ბა, რომ მობ­რძა­ნე­ბუ­ლი­ყო და გაც­ნო­ბო­და საქ­მის მა­სა­ლებს. ბრალ­დე­ბის მხა­რეს აქვს შე­სა­ბა­მი­სი ვა­დე­ბი, რა დროს უნდა გა­აც­ნოს და­ზა­რა­ლე­ბულს საქ­მის მა­სა­ლე­ბი და რო­დე­საც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გა­მო­ხა­ტავს ინი­ცი­ა­ტი­ვას, ჩვენ გა­მო­ვი­ჩი­ნეთ კე­თი­ლი ნება, რათა გა­ვაც­ნოთ საქ­მის მა­სა­ლე­ბი. საქ­მის მა­სა­ლე­ბის ნა­წილს გივი თარ­გა­მა­ძე უკვე გაც­ნო­ბი­ლია, გუ­შინ კი დაგ­ვი­კავ­შირ­და მისი ად­ვო­კა­ტი, რათა დღეს მომ­ხდა­რი­ყო და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლის გაც­ნო­ბა", - გა­ნა­ცხა­და იო­სებ ხუ­ციშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა, თარ­გა­მა­ძის მან­ქა­ნის აფეთ­ქე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ბო­რის ჩა­გუ­ნა­ვას გამ­ტყუ­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, პრო­კუ­რო­რის თქმით, სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ ეთან­ხმე­ბა და მის გა­სა­ჩივ­რე­ბას გეგ­მავს.

"სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გა­მო­ი­ტა­ნა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი და ბო­რის ჩა­გუ­ნა­ვა დამ­ნა­შა­ვედ ცნო სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით. მას სას­ჯე­ლის სა­ხით 4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრა, რაც პი­რო­ბით მსჯავ­რად ჩა­ეთ­ვა­ლა და გა­მო­საც­დელ ვა­დად და­უდ­გინ­და 6 წელი. აღ­ნიშ­ნულ გა­ნა­ჩენს ბრალ­დე­ბის მხა­რე არ ეთან­ხმე­ბა. დღეს მი­ვი­ღეთ და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მისი გაც­ნო­ბის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად კა­ნო­ნის ვა­და­ში გა­ვა­სა­ჩივ­რებთ. არ ვეთნ­ხმე­ბით გა­ნა­ჩენს იმ მო­ტი­ვით, რომ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის კა­ტე­გო­რი­ი­დან და ჩა­გუ­ნა­ვას­გან ამო­ღე­ბუ­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლი­სა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მიგ­ვაჩ­ნია, რომ შე­ფარ­დე­ბუ­ლი სას­ჯე­ლი მსუ­ბუ­ქია", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

კი­თხვა­ზე, არის თუ არა გივი თარ­გა­მა­ძის მან­ქა­ნის აფეთ­ქე­ბის საქ­მე­ზე რა­ი­მე ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, იო­სებ ხუ­ციშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ამ სა­კი­თხზე გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვერ ისა­უბ­რებს, რაც შე­ე­ხე­ბა და­ზა­რე­ბუ­ლის ბრალ­დე­ბებს საქ­მის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრო­კუ­რორ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ საქ­მე მარ­ტი­ვი არაა და მიმ­დი­ნა­რე­ობს ყვე­ლა შე­საძ­ლო ვერ­სი­ის გა­და­მოწ­მე­ბა, რათა ობი­ექ­ტუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა დად­გინ­დეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

პროკურატურა გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდებულის გათავისუფლებას გაასაჩივრებს

პროკურატურა გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდებულის გათავისუფლებას გაასაჩივრებს

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდებული დავით ხეჩუაშვილის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით ყველა შესაბამისი ღონისძიება ტარდება, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა, იოსებ ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, დაზარალებულისთვის საქმის მასალების გაცნობას აქვს შესაბამისი პროცედურები და გამოძიებამ ამ შემთხვევაში გამოიჩინა კეთილი ნება, რათა გაეცნო გივი თარგამაძისთვის საქმის მასალები მიუხედავად საპროცესო ვადებისა.

"როდესაც ჩვენ დაგვიკავშირდა გივი თარგამაძის ადვოკატი, ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო თანხმობა, რომ მობრძანებულიყო და გაცნობოდა საქმის მასალებს. ბრალდების მხარეს აქვს შესაბამისი ვადები, რა დროს უნდა გააცნოს დაზარალებულს საქმის მასალები და როდესაც დაზარალებული გამოხატავს ინიციატივას, ჩვენ გამოვიჩინეთ კეთილი ნება, რათა გავაცნოთ საქმის მასალები. საქმის მასალების ნაწილს გივი თარგამაძე უკვე გაცნობილია, გუშინ კი დაგვიკავშირდა მისი ადვოკატი, რათა დღეს მომხდარიყო დანარჩენი ნაწილის გაცნობა", - განაცხადა იოსებ ხუციშვილმა.

რაც შეეხება, თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდებული ბორის ჩაგუნავას გამტყუნების მიუხედავად გათავისუფლებას, პროკურორის თქმით, სახელმწიფო ბრალდება სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას გეგმავს.

"საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და ბორის ჩაგუნავა დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით. მას სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, რაც პირობით მსჯავრად ჩაეთვალა და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 წელი. აღნიშნულ განაჩენს ბრალდების მხარე არ ეთანხმება. დღეს მივიღეთ დასაბუთებული გადაწყვეტილება და მისი გაცნობის შემდეგ აუცილებლად კანონის ვადაში გავასაჩივრებთ. არ ვეთნხმებით განაჩენს იმ მოტივით, რომ ჩადენილი დანაშაულის კატეგორიიდან და ჩაგუნავასგან ამოღებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერების რაოდენობიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი მსუბუქია", - განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე, არის თუ არა გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე რაიმე ახალი მტკიცებულება, იოსებ ხუციშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს, რაც შეეხება დაზარებულის ბრალდებებს საქმის გაჭიანურებასთან დაკავშირებით, პროკურორმა აღნიშნა, რომ საქმე მარტივი არაა და მიმდინარეობს ყველა შესაძლო ვერსიის გადამოწმება, რათა ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."