მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით 19 წლის ქართველი გოგონა, რომელიც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა
გაიცანით 19 წლის ქართველი გოგონა, რომელიც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

19 წლის ელე­ნე მა­ჩა­ი­ძე, რო­მე­ლიც კო­მა­რო­ვის სკო­ლის 2015 წლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლია, აშშ-ში მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­ურ­მა ინ­სტი­ტუტ­მა (MIT) სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით მი­ი­ღო.

ელე­ნე მა­ჩა­ი­ძე 2017 წლის სექ­ტემ­ბრი­დან და­ი­წყებს წამ­ყვან ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლას. ქარ­თველ­მა სტუ­დენ­ტმა TOEFL-ის ტეს­ტში 120-დან 106 ქულა მი­ი­ღო; SAT-ის ტეს­ტში, რომ­ლის ქუ­ლა­საც ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი მი­ღე­ბის დროს დიდ ყუ­რა­დღე­ბას ანი­ჭე­ბენ, 1600-დან 1490; SAT-ის მა­თე­მა­ტი­კის ტეს­ტში 800-დან 800 და ფი­ზი­კა­ში 800-დან 770 მი­ი­ღო.

ელე­ნე კო­მა­რო­ვის წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე იყო და სის­ტე­მა­ტუ­რად ეს­წრე­ბო­და სკო­ლის ინ­ფორ­მა­ტი­კის წრე­ებს. მო­პო­ვე­ბუ­ლი აქვს რამ­დე­ნი­მე მე­და­ლი ინ­ფორ­მა­ტი­კის სხვა­დას­ხვა ოლიმ­პი­ა­და­ზე: 2 ვერ­ცხლის მე­და­ლი ჟა­უ­ტი­კო­ვის ოლიმ­პი­ა­და­ზე; კო­მა­რო­ვის სკო­ლის ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ორ­ჯერ გუნ­დუ­რი მე­სა­მე ად­გი­ლი ამა­ვე ოლიმ­პი­ა­და­ზე, ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი - ინ­ფორ­მა­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 2014 და 2015 წელს, ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი ევ­რო­პის ოლიმ­პი­ა­და­ზე 2015 წელს.

ელე­ნე ვებ-სა­ი­ტის www.coder.ge ავ­ტო­რია, რო­მე­ლიც კო­მა­რო­ველ მე­გობ­რებ­თან (ნიკა ნა­დი­რა­ძე და ნი­კო­ლოზ სვა­ნი­ძე) ერ­თად იმის­თვის შექ­მნა, რომ ინ­ფორ­მა­ტი­კით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის და­მა­ტე­ბი­თი ქარ­თუ­ლი სა­მე­ცა­დი­ნო პლატ­ფორ­მა მი­ე­წო­დე­ბი­ნა. ელე­ნეს თქმით, მსგავ­სი ამო­ცა­ნე­ბი ძი­რი­თა­დად რუ­სულ და ინ­გლი­სურ ენებ­ზეა, ამი­ტომ ის სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც უცხო ენე­ბი უჭირ­დათ, ხში­რად ვერ ახერ­ხებ­დნენ ამო­ცა­ნე­ბის გა­კე­თე­ბას.

მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი (Massachusetts Institute of Technology, MIT) - მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტია მეც­ნი­ე­რე­ბა­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ა­ში, რო­მე­ლიც აშშ-ში, მა­სა­ჩუ­სეტსში, ქა­ლაქ კემ­ბრი­ჯში მდე­ბა­რე­ობს. მა­სა­ჩუ­სეტ­სის ინ­სტი­ტუ­ტი თით­ქმის ყვე­ლა რე­ი­ტინ­გის პირ­ველ ათე­ულ­შია. ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლის წლი­უ­რი გა­და­სა­ხა­დი 60 000 დო­ლა­რამ­დე აღ­წევს.

ელე­ნე მე­სა­მე მოს­წავ­ლეა კო­მა­რო­ვის სკო­ლი­დან, რო­მე­ლიც მა­სა­ჩუ­სეტ­სის ინ­სტი­ტუ­ტში გა­ემ­გზავ­რე­ბა სას­წავ­ლებ­ლად. სკო­ლის კი­დევ ორი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი - გი­ორ­გი ცხა­და­ძე და დი­მიტ­რი ცხოვ­რე­ბა­ძე ამ­ჟა­მად MIT-ს სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან.

ინ­ფორ­მა­ცია აღე­ბუ­ლია კო­მა­რო­ვის სკო­ლის ვებ-გვერ­დი­დან

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

გაიცანით 19 წლის ქართველი გოგონა, რომელიც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

გაიცანით 19 წლის ქართველი გოგონა, რომელიც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

19 წლის ელენე მაჩაიძე, რომელიც კომაროვის სკოლის 2015 წლის კურსდამთავრებულია, აშშ-ში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) სრული დაფინანსებით მიიღო.

ელენე მაჩაიძე 2017 წლის სექტემბრიდან დაიწყებს წამყვან ინსტიტუტში სწავლას. ქართველმა სტუდენტმა TOEFL-ის ტესტში 120-დან 106 ქულა მიიღო; SAT-ის ტესტში, რომლის ქულასაც ამერიკული უნივერსიტეტები მიღების დროს დიდ ყურადღებას ანიჭებენ, 1600-დან 1490; SAT-ის მათემატიკის ტესტში 800-დან 800 და ფიზიკაში 800-დან 770 მიიღო.

ელენე კომაროვის წარჩინებული მოსწავლე იყო და სისტემატურად ესწრებოდა სკოლის ინფორმატიკის წრეებს. მოპოვებული აქვს რამდენიმე მედალი ინფორმატიკის სხვადასხვა ოლიმპიადაზე: 2 ვერცხლის მედალი ჟაუტიკოვის ოლიმპიადაზე; კომაროვის სკოლის ნაკრების შემადგენლობაში ორჯერ გუნდური მესამე ადგილი ამავე ოლიმპიადაზე, ბრინჯაოს მედალი - ინფორმატიკის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 2014 და 2015 წელს, ბრინჯაოს მედალი ევროპის ოლიმპიადაზე 2015 წელს.

ელენე ვებ-საიტის www.coder.ge ავტორია, რომელიც კომაროველ მეგობრებთან (ნიკა ნადირაძე და ნიკოლოზ სვანიძე) ერთად იმისთვის შექმნა, რომ ინფორმატიკით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის დამატებითი ქართული სამეცადინო პლატფორმა მიეწოდებინა. ელენეს თქმით, მსგავსი ამოცანები ძირითადად რუსულ და ინგლისურ ენებზეა, ამიტომ ის სტუდენტები, რომლებსაც უცხო ენები უჭირდათ, ხშირად ვერ ახერხებდნენ ამოცანების გაკეთებას.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology, MIT) - მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც აშშ-ში, მასაჩუსეტსში, ქალაქ კემბრიჯში მდებარეობს. მასაჩუსეტსის ინსტიტუტი თითქმის ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია. ინსტიტუტში სწავლის წლიური გადასახადი 60 000 დოლარამდე აღწევს.

ელენე მესამე მოსწავლეა კომაროვის სკოლიდან, რომელიც მასაჩუსეტსის ინსტიტუტში გაემგზავრება სასწავლებლად. სკოლის კიდევ ორი კურსდამთავრებული - გიორგი ცხადაძე და დიმიტრი ცხოვრებაძე ამჟამად MIT-ს სტუდენტები არიან.

ინფორმაცია აღებულია კომაროვის სკოლის ვებ-გვერდიდან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი