საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ციხეში მასწავლებლად გატარებული ორი წელი უმნიშვნელოვანეს გამოცდილებად მექცა..." - ცნობილების პირველი სამსახური და ხელფასი
"ციხეში მასწავლებლად გატარებული ორი წელი უმნიშვნელოვანეს გამოცდილებად მექცა..." - ცნობილების პირველი სამსახური და ხელფასი

რო­გორც წესი, პირ­ველ ხელ­ფა­სი ყო­ველ­თვის არის და­ბა­ლი, სიმ­ბო­ლუ­რი და არაფ­რის მომ­ცე­მიც, თუმ­ცა იქვე ტკბი­ლიც და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს თა­ვი­სი შრო­მი­თი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, ზოგი შრო­მას გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზით, ად­რე­ულ ასაკ­ში იწყებს. ძი­რი­თა­დად ეს გზა არ არის იო­ლად გა­სავ­ლე­ლი და მარ­ტი­ვად და­წყე­ბუ­ლი...

პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სით მი­ღე­ბუ­ლი გან­ცდე­ბის, ემო­ცი­ე­ბი­სა და შრო­მი­თი გა­მოც­დი­ლე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პის შე­სა­ხებ AMBEBI.GE- რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ და წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ანს გა­ე­სა­უბ­რა.

გია ჯა­ჯა­ნი­ძე, თოქ­შოუ "სხვა რა­კურ­სის" წამ­ყვა­ნი:

- ჩემი შრო­მი­თი გა­მოც­დი­ლე­ბა საკ­მა­ოდ ად­რე­ულ ასაკ­ში იწყე­ბა, - 12 წლის ვი­ყა­ვი, ლი­მო­ნა­თის ბოთ­ლე­ბის ჩა­სა­წყობ ხის ყუ­თებს რომ ვა­ჭე­დებ­დი. ერთი ყუ­თის შეკ­ვრა 7 კა­პი­კი ღირ­და. თა­ვი­დან მუ­შა­ო­ბა რომ და­ვი­წყე, ცერა და საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თითი სულ ჩა­ლურ­ჯე­ბუ­ლი მქონ­და, ჩა­ქუჩს ხელ­ში ვირ­ტყამ­დი. პა­ტა­რა ლურ­სმნე­ბით ვა­ჭე­დებ­დი. რამ­დენ ყუთ­საც შევ­კრავ­დი, სა­ამ­ქროს უფ­რო­სი მით­ვლი­და და იმ­დენ 7 კა­პიკს მიხ­დი­და. პირ­ვე­ლად 30 ლა­რამ­დე ავი­ღე. ხელ­ფასს ყო­ვე­ლი თვის 5 რი­ცხვში მაძ­ლევ­დნენ.

- ასე პა­ტა­რა რა­ტომ მუ­შა­ობ­დი?

- მინ­დო­და, ჩემი ფული მქო­ნო­და იმი­ტომ, რომ დედა, მამა და ბე­ბი­ას და­ბა­ლი ხელ­ფა­სე­ბი ჰქონ­დათ. ვნერ­ვი­უ­ლობ­დი იმა­ზე, რომ სკო­ლა­ში წა­სას­ვლელ ფულს ისი­ნი მაძ­ლევ­დნენ. თუ ვთქვათ, 20 კა­პიკს მომ­ცემ­დნენ, იქი­დან ბუ­ფეტ­ში ერთ ენას ვი­ყიდ­დი, რო­მე­ლიც 8 კა­პი­კი ღირ­და და ფულს ასე ვაგ­რო­ვებ­დი. რომ მე­ტყოდ­ნენ, - გია, ფული მოგ­ცეთ? უარს ვამ­ბობ­დი, იმ ძვე­ლი თან­ხი­დან კი­დევ მაქვს შე­მო­ნა­ხუ­ლი-მეთ­ქი.

- სკო­ლის სა­ა­თე­ბის შემ­დეგ მუ­შა­ობ­დი?

- ძი­რი­თა­დად, ზა­ფხუ­ლის სამ­თვი­ან არ­და­დე­გებ­ზე. პირ­ვე­ლი გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ხელ­ფა­სით სა­ს­ექ­ტემ­ბროდ, სკო­ლის ფორ­მა, რე­ვუ­ლე­ბი და წიგ­ნე­ბი ვი­ყი­დე. ისე­თი ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, ვერ აგიღ­წერთ. ჩემი შემ­დგო­მი სამ­სა­ხუ­რი, ამის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გახ­ლდათ: ჭი­ა­თუ­რის აკა­კი წე­რე­თის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რში, სპექ­ტაკლში "მო­ნა­ნი­ე­ბა" მთა­ვა­რი როლი მომ­ცეს. მას­ში ნო­დარ ჩა­ჩა­ნი­ძეს, სა­ხალ­ხო არ­ტისტს, მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს ჭრიდ­ნენ, რო­მე­ლიც მე­ო­რე მოქ­მე­დე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შვო­ბას იგო­ნებ­და, რა­საც მე ვა­სა­ხი­ე­რებ­დი.

თითო სპექ­ტაკლში 3 მა­ნეთ-ნა­ხე­ვარს მაძ­ლევ­დნენ... ეს რე­ე­ბი გა­მახ­სე­ნე?! მოკ­ლედ, ის წა­მე­ბა, ყუ­თებს რომ ვა­ჭე­დებ­დი, ეტყო­ბა, ღმერ­თმა და­ი­ნა­ხა და შემ­დეგ ოც­ნე­ბის ახ­დე­ნით, ანუ თე­ატ­რში მსა­ხი­ო­ბო­ბით და­მა­ჯილ­დო­ვა. მერე სხვადსხვა სპექ­ტაკლში ვთა­მა­შობ­დი და ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი. ახ­ლაც ბედ­ნი­ე­რი ვარ, რად­გა­ნაც სულ შრო­მა­ში ვარ, რა­ზეც ასე ვამ­ბობ, ბრეჟნე­ვის დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, პე­რი­ო­დი არ ყო­ფი­ლა, უმუ­შე­ვა­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ახ­ლაც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი შოუს წამ­ყვა­ნი ვარ, ძა­ლი­ან სა­ღად ვუ­ყუ­რებ ცხოვ­რე­ბას: ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ეს შოუც ხომ და­ი­ხუ­რე­ბა? თუმ­ცა უკვე მო­ფიქ­რე­ბუ­ლი მაქვს, რას გა­ვა­კე­თებ...

რო­გორც გი­თხა­რით, შრო­მას და წვა­ლე­ბას პა­ტა­რო­ბი­დან­ვე შე­ვუ­დე­ქი, მაგ­რამ მივ­ხვდი, რომ ამ ასაკ­ში უკე­თე­სი ყო­ფი­ლა წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა. არა­და პა­ტა­რა ხომ აღარ ვარ, 55 წლის გახ­ლა­ვართ, ყვე­ლა­ზე ბე­ბე­რი წამ­ყვა­ნი ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში.

გოგა ჩა­ნა­დი­რი, ფო­ტოგ­რა­ფი:

- ჩემი პირ­ვე­ლი შრო­მი­თი გა­მოც­დი­ლე­ბა მე­დი­ას და ჟურ­ნა­ლის­ტი­კას უკავ­შირ­დე­ბა, - 9 აპ­რი­ლის ერთ წლის­თავ­ზე გა­ზე­თებს ვყიდ­დი ქუ­ჩა­ში, რო­მე­ლიც ამ მოვ­ლე­ნის ის­ტო­რი­ას ასა­ხავ­და. ეს იყო არა­საბ­ჭო­თა პრე­სა. ხან მხატ­ვრის სახ­ლთან ვი­დე­ქი და ხან - ქა­შუ­ეთ­თან. გა­ზე­თი 10 კა­პი­კი ღირ­და. დიდი მო­თხოვ­ნა იყო მას­ზე. მახ­სოვს, პირ­ველ დღეს 30 მა­ნე­თი მომ­ცეს. მერე ავ­დე­ქი და ის თან­ხა 9 აპ­რილს მო­წამ­ლულ­თა ფონდში გა­დავ­რი­ცხე. მა­შინ 11 წლის ვი­ყა­ვი... მოგ­ვი­ა­ნე­ბით სამ­სა­ხუ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და­ვი­წყე, პირ­ველ-მე­ო­რე არხზე (1991-1992 წლე­ბი): გა­და­ცე­მა მიმ­ყავ­და, "სა­ინ­ფორ­მა­ცი­ო­შიც" ვი­ყა­ვი. მერე კი 90-ია­ნებ­ში თით­ქმის ყვე­ლა გა­მო­ცე­მა­ში ვმუ­შა­ობ­დი: "ბო­მონდსა" და "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" ჩემი გა­მო­გო­ნი­ლი კროს­ვორ­დე­ბი ("ასო­ცი­ა­ცია") იბეჭ­დე­ბო­და. ამას მოჰ­ყვა სხვა გა­ზე­თებ­ში და­ბეჭ­დი­ლი კროს­ვორ­დე­ბიც. ფო­ტოგ­რა­ფი­ა­ში კი უკვე "დი­ლის გა­ზეთ­ში" ჩა­ვერ­თე, თუმ­ცა პრო­ფე­სი­ით კი­ნოს­ცე­ნა­რის­ტი ვარ...

- იმ პირ­ველ­მა სამ­სა­ხურ­მა შემ­დგომ რა გან­სა­ზღვრა?

- სა­კუ­თა­რი შრო­მით მო­პო­ვე­ბუ­ლი ფუ­ლის სიტ­კბო და ისიც, რომ შე­იძ­ლე­ბა ამ ფუ­ლით სხვა­საც და­ეხ­მა­რო. ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა­ზე მა­გა­რი გან­ცდაა, როცა ადა­მი­ა­ნი პირ­ველ ხელ­ფასს ქველ­მოქ­მე­დე­ბას მო­ახ­მარს.

გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი:

- პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი იმ დროს მო­ვი­პო­ვე, როცა ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი და მივ­ხვდი, რომ მხო­ლოდ მა­შინ გა­ვი­მარ­ჯვებ­დი, როცა თვი­თონ შევ­ძლებ­დი იმას, რაც სხვა­ზე და­მო­კი­დე­ბულს მა­ჩენ­და. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დი. მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი ლექ­სებს ვწერ­დით და ვთარ­გმნი­დით, ვფიქ­რობ, არ­ცთუ ური­გოდ. მაგ­რამ რო­გორც წე­სია, უკვე სხვე­ბის მი­ხუ­რუ­ლი კა­რის შე­ღე­ბა რთუ­ლი იყო. ამი­ტო­მაც, ერთ დღეს ზაალ ჩხე­ი­ძეს­თან ერ­თად, გა­დავ­წყვი­ტე, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ჟურ­ნა­ლი გა­მოგ­ვე­ცა, სა­დაც მერე არა­ერ­თი ძა­ლი­ან კარ­გი ლექ­სი, მო­თხრო­ბა და თარ­გმა­ნი გა­მოქ­ვეყ­ნდა, ბო­ლოს კი ელექტრო­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა lib.ge-დ ვაქ­ცი­ეთ. თუმ­ცა, ამის­თვის ფული იყო სა­ჭი­რო, ფუ­ლის­თვის სამ­სა­ხუ­რი - მშობ­ლე­ბის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი თვი­უ­რი სა­მო­ცი ლარი გზას ყოფ­ნი­და და მა­საც აკ­ლდე­ბო­და ხოლ­მე.

სად აღარ ვი­ყა­ვით, რა აღარ ვქე­ნით. ზოგი მცდე­ლო­ბა, მა­გა­ლი­თად, მან­და­რი­ნე­ბის ბიზ­ნე­სის, "გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბის" მე­ო­რე წიგნ­შიც მაქვს აღ­წე­რი­ლი და აქვე და­ვურ­თავ, ამ­ბავ-და­ნარ­თად. სამ­სა­ხუ­რის პოვ­ნა კი სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით მო­ვა­ხერ­ხე. ჩემი მა­მი­დაშ­ვი­ლი, გელა სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლობ­და. ნა­შუ­ა­დღევს მას­თან სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბე­ლე­ში მივ­დი­ო­დი. ვჭამ­დით, ვლა­პა­რა­კობ­დით, ხან ვრჩე­ბო­დი. ერთხელ მი­ვე­დი და სა­პატ­რი­არ­ქო­ში გა­და­სუ­ლი დამ­ხვდა. გა­და­ვე­დი მეც. ქვე­ვით, მო­საც­დელ­ში დავ­ჯე­ქი. სხვე­ბიც ის­ხდნენ. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია იყო. "ევ­რო­კავ­ში­რის" პრო­ექტს - ცი­ხე­ებ­ში და­მა­ტე­ბით სწავ­ლე­ბას იწყებ­დნენ. სა­პატ­რი­არ­ქოს ცენ­ტრი­დან აჰ­ყავ­დათ ერთი მას­წავ­ლე­ბე­ლი - რეზო შა­რა­ბი­ძე. სულ ორი უნ­დო­დათ და მე­ო­რეს ეძებ­დნენ. თქვეს კი­დეც ხმა­მაღ­ლა და მე ვარ-მეთ­ქი! გა­მომ­ხე­დეს და ამიყ­ვა­ნეს. მერე ეს პრო­ექ­ტი დას­რულ­და და მე დავ­წე­რე ახა­ლი - ხუთ­კა­ცი­ა­ნად გა­და­ვა­კე­თე. ამ ფუ­ლით ჟურ­ნალს ვუშ­ვებ­დით. ცი­ხე­ში მას­წავ­ლებ­ლად გა­ტა­რე­ბუ­ლი ორი წელი კი ჩემ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს გა­მოც­დი­ლე­ბად იქცა. მე­გობ­რე­ბიც მომ­ყვე­ბა იქა­უ­რი მოს­წავ­ლე­ე­ბი­დან და რაც მთა­ვა­რია, დიდი ცოდ­ნა. პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სი კი მგო­ნი, 200 ლარი...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

"ციხეში მასწავლებლად გატარებული ორი წელი უმნიშვნელოვანეს გამოცდილებად მექცა..." - ცნობილების პირველი სამსახური და ხელფასი

"ციხეში მასწავლებლად გატარებული ორი წელი უმნიშვნელოვანეს გამოცდილებად მექცა..." - ცნობილების პირველი სამსახური და ხელფასი

როგორც წესი, პირველ ხელფასი ყოველთვის არის დაბალი, სიმბოლური და არაფრის მომცემიც, თუმცა იქვე ტკბილიც და დასამახსოვრებელი. შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს თავისი შრომითი გამოცდილება აქვს, ზოგი შრომას გარკვეული მიზეზით, ადრეულ ასაკში იწყებს. ძირითადად ეს გზა არ არის იოლად გასავლელი და მარტივად დაწყებული...

პირველი ხელფასით მიღებული განცდების, ემოციებისა და შრომითი გამოცდილების პირველი ეტაპის შესახებ AMBEBI.GE- რამდენიმე ცნობილ და წარმატებულ ადამიანს გაესაუბრა.

გია ჯაჯანიძე, თოქშოუ "სხვა რაკურსის" წამყვანი:

- ჩემი შრომითი გამოცდილება საკმაოდ ადრეულ ასაკში იწყება, - 12 წლის ვიყავი, ლიმონათის ბოთლების ჩასაწყობ ხის ყუთებს რომ ვაჭედებდი. ერთი ყუთის შეკვრა 7 კაპიკი ღირდა. თავიდან მუშაობა რომ დავიწყე, ცერა და საჩვენებელი თითი სულ ჩალურჯებული მქონდა, ჩაქუჩს ხელში ვირტყამდი. პატარა ლურსმნებით ვაჭედებდი. რამდენ ყუთსაც შევკრავდი, საამქროს უფროსი მითვლიდა და იმდენ 7 კაპიკს მიხდიდა. პირველად 30 ლარამდე ავიღე. ხელფასს ყოველი თვის 5 რიცხვში მაძლევდნენ.

- ასე პატარა რატომ მუშაობდი?

- მინდოდა, ჩემი ფული მქონოდა იმიტომ, რომ დედა, მამა და ბებიას დაბალი ხელფასები ჰქონდათ. ვნერვიულობდი იმაზე, რომ სკოლაში წასასვლელ ფულს ისინი მაძლევდნენ. თუ ვთქვათ, 20 კაპიკს მომცემდნენ, იქიდან ბუფეტში ერთ ენას ვიყიდდი, რომელიც 8 კაპიკი ღირდა და ფულს ასე ვაგროვებდი. რომ მეტყოდნენ, - გია, ფული მოგცეთ? უარს ვამბობდი, იმ ძველი თანხიდან კიდევ მაქვს შემონახული-მეთქი.

- სკოლის საათების შემდეგ მუშაობდი?

- ძირითადად, ზაფხულის სამთვიან არდადეგებზე. პირველი გამომუშავებული ხელფასით სასექტემბროდ, სკოლის ფორმა, რევულები და წიგნები ვიყიდე. ისეთი ბედნიერი ვიყავი, ვერ აგიღწერთ. ჩემი შემდგომი სამსახური, ამისგან რადიკალურად განსხვავებული გახლდათ: ჭიათურის აკაკი წერეთის სახელობის სახელმწიფო თეატრში, სპექტაკლში "მონანიება" მთავარი როლი მომცეს. მასში ნოდარ ჩაჩანიძეს, სახალხო არტისტს, მთავარი როლის შემსრულებელს ჭრიდნენ, რომელიც მეორე მოქმედების განმავლობაში ბავშვობას იგონებდა, რასაც მე ვასახიერებდი.

თითო სპექტაკლში 3 მანეთ-ნახევარს მაძლევდნენ... ეს რეები გამახსენე?! მოკლედ, ის წამება, ყუთებს რომ ვაჭედებდი, ეტყობა, ღმერთმა დაინახა და შემდეგ ოცნების ახდენით, ანუ თეატრში მსახიობობით დამაჯილდოვა. მერე სხვადსხვა სპექტაკლში ვთამაშობდი და ბედნიერი ვიყავი. ახლაც ბედნიერი ვარ, რადგანაც სულ შრომაში ვარ, რაზეც ასე ვამბობ, ბრეჟნევის დროიდან მოყოლებული, პერიოდი არ ყოფილა, უმუშევარი ვყოფილიყავი. ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე წარმატებული შოუს წამყვანი ვარ, ძალიან საღად ვუყურებ ცხოვრებას: ერთ მშვენიერ დღეს ეს შოუც ხომ დაიხურება? თუმცა უკვე მოფიქრებული მაქვს, რას გავაკეთებ...

როგორც გითხარით, შრომას და წვალებას პატარობიდანვე შევუდექი, მაგრამ მივხვდი, რომ ამ ასაკში უკეთესი ყოფილა წარმატების მიღწევა. არადა პატარა ხომ აღარ ვარ, 55 წლის გახლავართ, ყველაზე ბებერი წამყვანი ქართულ ტელესივრცეში.

გოგა ჩანადირი, ფოტოგრაფი:

- ჩემი პირველი შრომითი გამოცდილება მედიას და ჟურნალისტიკას უკავშირდება, - 9 აპრილის ერთ წლისთავზე გაზეთებს ვყიდდი ქუჩაში, რომელიც ამ მოვლენის ისტორიას ასახავდა. ეს იყო არასაბჭოთა პრესა. ხან მხატვრის სახლთან ვიდექი და ხან - ქაშუეთთან. გაზეთი 10 კაპიკი ღირდა. დიდი მოთხოვნა იყო მასზე. მახსოვს, პირველ დღეს 30 მანეთი მომცეს. მერე ავდექი და ის თანხა 9 აპრილს მოწამლულთა ფონდში გადავრიცხე. მაშინ 11 წლის ვიყავი... მოგვიანებით სამსახური ტელევიზიაში დავიწყე, პირველ-მეორე არხზე (1991-1992 წლები): გადაცემა მიმყავდა, "საინფორმაციოშიც" ვიყავი. მერე კი 90-იანებში თითქმის ყველა გამოცემაში ვმუშაობდი: "ბომონდსა" და "კვირის პალიტრაში" ჩემი გამოგონილი კროსვორდები ("ასოციაცია") იბეჭდებოდა. ამას მოჰყვა სხვა გაზეთებში დაბეჭდილი კროსვორდებიც. ფოტოგრაფიაში კი უკვე "დილის გაზეთში" ჩავერთე, თუმცა პროფესიით კინოსცენარისტი ვარ...

- იმ პირველმა სამსახურმა შემდგომ რა განსაზღვრა?

- საკუთარი შრომით მოპოვებული ფულის სიტკბო და ისიც, რომ შეიძლება ამ ფულით სხვასაც დაეხმარო. ვფიქრობ, რომ ყველაზე მაგარი განცდაა, როცა ადამიანი პირველ ხელფასს ქველმოქმედებას მოახმარს.

გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი:

- პირველი სამსახური იმ დროს მოვიპოვე, როცა ძალიან გავბრაზდი და მივხვდი, რომ მხოლოდ მაშინ გავიმარჯვებდი, როცა თვითონ შევძლებდი იმას, რაც სხვაზე დამოკიდებულს მაჩენდა. უნივერსიტეტში ვსწავლობდი. მე და ჩემი მეგობრები ლექსებს ვწერდით და ვთარგმნიდით, ვფიქრობ, არცთუ ურიგოდ. მაგრამ როგორც წესია, უკვე სხვების მიხურული კარის შეღება რთული იყო. ამიტომაც, ერთ დღეს ზაალ ჩხეიძესთან ერთად, გადავწყვიტე, ლიტერატურული ჟურნალი გამოგვეცა, სადაც მერე არაერთი ძალიან კარგი ლექსი, მოთხრობა და თარგმანი გამოქვეყნდა, ბოლოს კი ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-დ ვაქციეთ. თუმცა, ამისთვის ფული იყო საჭირო, ფულისთვის სამსახური - მშობლების გამოგზავნილი თვიური სამოცი ლარი გზას ყოფნიდა და მასაც აკლდებოდა ხოლმე.

სად აღარ ვიყავით, რა აღარ ვქენით. ზოგი მცდელობა, მაგალითად, მანდარინების ბიზნესის, "გურული დღიურების" მეორე წიგნშიც მაქვს აღწერილი და აქვე დავურთავ, ამბავ-დანართად. სამსახურის პოვნა კი სრულიად შემთხვევით მოვახერხე. ჩემი მამიდაშვილი, გელა სასულიერო აკადემიაში სწავლობდა. ნაშუადღევს მასთან საერთო საცხოვრებელეში მივდიოდი. ვჭამდით, ვლაპარაკობდით, ხან ვრჩებოდი. ერთხელ მივედი და საპატრიარქოში გადასული დამხვდა. გადავედი მეც. ქვევით, მოსაცდელში დავჯექი. სხვებიც ისხდნენ. არასამთავრობო ორგანიზაცია იყო. "ევროკავშირის" პროექტს - ციხეებში დამატებით სწავლებას იწყებდნენ. საპატრიარქოს ცენტრიდან აჰყავდათ ერთი მასწავლებელი - რეზო შარაბიძე. სულ ორი უნდოდათ და მეორეს ეძებდნენ. თქვეს კიდეც ხმამაღლა და მე ვარ-მეთქი! გამომხედეს და ამიყვანეს. მერე ეს პროექტი დასრულდა და მე დავწერე ახალი - ხუთკაციანად გადავაკეთე. ამ ფულით ჟურნალს ვუშვებდით. ციხეში მასწავლებლად გატარებული ორი წელი კი ჩემთვის უმნიშვნელოვანეს გამოცდილებად იქცა. მეგობრებიც მომყვება იქაური მოსწავლეებიდან და რაც მთავარია, დიდი ცოდნა. პირველი ხელფასი კი მგონი, 200 ლარი...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი