კონფლიქტები
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე პატრიარქის გარდა დავალებას ვერავინ მაძლევს" - ქორეპისკოპოსი იაკობი მეუფე პეტრე ცაავასა და შორენა თეთრუაშვილზე
"მე პატრიარქის გარდა დავალებას ვერავინ მაძლევს" - ქორეპისკოპოსი იაკობი მეუფე პეტრე ცაავასა და შორენა თეთრუაშვილზე

ჩემი მი­სა­მარ­თით რა­საც ამ­ბობს, მო­ვი­დეს პირ­ში მი­თხრას, - ასე პა­სუ­ხობს ქო­რე­პის­კო­პო­სი ია­კო­ბი ჭყონ­დი­დის მიტ­რო­პო­ლიტ პეტ­რე ცა­ა­ვას მიერ გუ­შინ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს.

რო­გორც მე­უ­ფე ია­კობ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, მიტ­რო­პო­ლიტ პეტ­რე ცა­ა­ვას მიერ გა­მოთ­ქმუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი არა­სე­რი­ო­ზუ­ლია.

"მე­უ­ფე პეტ­რემ თა­ვის ნათ­ქვამ­ზე თვი­თონ უნდა გა­ა­კე­თოს კო­მენ­ტა­რე­ბი. ჩემი მი­სა­მარ­თით რა­საც ამ­ბობს, მო­ვი­დეს პირ­ში მი­თხრას", - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე ია­კობ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო| "ჩემი შიში აქვთ" - ქო­რე­პის­კო­პო­სი ია­კო­ბი მე­უ­ფე პეტ­რეს ბრალ­დე­ბებ­ზე

რაც შე­ე­ხე­ბა შე­კი­თხვას, მარ­თლაც აქვს თუ არა სა­პატ­რი­არ­ქო­ში დიდი გავ­ლე­ნა შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვილს, რო­გორც ამას მე­უ­ფე პეტ­რე ცა­ა­ვას ამ­ტკი­ცებს, ქო­რე­პის­კო­პოს ია­კო­ბის თქმით, "შე­იძ­ლე­ბა მე­უ­ფე პეტ­რე­ზე აქვს და უნდა მისი გავ­ლე­ნის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა".

"შე­იძ­ლე­ბა მე­უ­ფე პეტ­რე­ზე აქვს (გავ­ლე­ნა) და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნდა მისი გავ­ლე­ნის­გან. ჩვენ­ზე რა გავ­ლე­ნა უნდა ჰქონ­დეს? ეს არის არა­სე­რი­ო­ზუ­ლი რა­ღაც", - აღ­ნიშ­ნა ქო­რე­პის­კო­პოს­მა ია­კობ­მა.

"პატ­რი­არ­ქის მდი­ვან-რე­ფე­რენ­ტი შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლი მისი გა­რე­მოც­ვის წევ­რებს, რამ­დე­ნი­მე სა­სუ­ლი­ე­რო პირს, მისი და­ვა­ლე­ბე­ბის კარ­გად შემ­სრუ­ლებ­ლებს " ოქ­როს თევზს" ეძა­ხის, - ამის შე­სა­ხებ ჭყონ­დი­დის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე პეტ­რე ცა­ა­ვამ გა­და­ცე­მა­ში "არ­ჩე­ვა­ნი" გა­ნა­ცხა­და.

მან ისა­უბ­რა ასე­ვე მე­უ­ფე ია­კობ­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ, მისი აზ­რით, ის "უნებ­ლიე თა­ნა­მო­ნა­წი­ლეა შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის ინ­ტრი­გე­ბის".

"შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლი მისი გა­რე­მოც­ვის წევ­რებს, რამ­დე­ნი­მე სა­სუ­ლი­ე­რო პირს, მისი და­ვა­ლე­ბე­ბის კარ­გად შემ­სრუ­ლებ­ლებს ეძა­ხის "ოქ­როს თევზს". ეს არის პრო­ტოპ­როს­ვი­ტე­რი გი­ორ­გი, ქო­რე­პის­კო­პო­სი თე­ო­დო­რე პირ­ველ რიგ­ში, რო­მე­ლიც ფი­ნან­სურ სა­კი­თხებ­ში არის ყვე­ლა­ზე მე­ტად ჩარ­თუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­უ­ფე ია­კობს, ის არის ძა­ლი­ან პატ­რი­ო­ტი ადა­მი­ა­ნი. მე ვფიქ­რობ, რომ შეც­დო­მა­შია შე­სუ­ლი, რა­ღაც პი­როვ­ნუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბით, ჩარ­თუ­ლია სამ­წუ­ხა­როდ ამ ქალ­ბა­ტო­ნის მიერ და­წყე­ბულ ინ­ტრი­გებ­ში, უნებ­ლი­ეთ არის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე. ჩემი პი­რა­დი აზ­რია, რა­მე­თუ ვიცი მისი გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი სამ­შობ­ლოს და ეკ­ლე­სი­ის მი­მართ", - გა­ნა­ცხა­და ჭყონ­დი­დის მიტ­რო­პო­ლიტ­მა.

ქო­რე­პის­კო­პო­სი ია­კო­ბი მე­უ­ფე პეტ­რე ცა­ა­ვას პა­სუ­ხობს და გან­მარ­ტავს, რომ ერ­თა­დერ­თი, ვის მი­თი­თე­ბებ­საც ემორ­ჩი­ლე­ბა, პატ­რი­არ­ქია, ხოლო პატ­რი­არ­ქის მდი­ვან-რე­ფე­რენ­ტი შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლი "თა­ვის საქ­მეს აკე­თებს".

"რო­გორ და­ვა­ხა­სი­ა­თებ? - ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, თა­ვის საქ­მეს აკე­თებს. მე პატ­რი­არ­ქის გარ­და და­ვა­ლე­ბას ვე­რა­ვინ მაძ­ლევს. სა­მარ­ცხვი­ნოა ამა­ზე სა­უ­ბა­რი. "ოქ­როს თევ­ზებს" რაც შე­ე­ხე­ბა - პირ­ვე­ლად გუ­შინ გა­ვი­გე მე­უ­ფე პეტ­რეს­გან. არა­სე­რი­ო­ზუ­ლია უბ­რა­ლოდ. მე­უ­ფეს უნდა შერ­ცხვეს. რო­გორ უნდა შემ­ხვდეს, არ ვიცი. დიდი ხა­ნია ვიც­ნობთ ერ­თმა­ნეთს. ჩემ­გან თა­ნად­გო­მის მეტი არა­ფე­რი უნა­ხავს და ასეთ სა­მარ­ცხვი­ნო რა­ღა­ცას ჩემ­ზე რომ ამ­ბობს, თვი­თონ მა­ინც იცის, რომ იტყუ­ე­ბა ჩემი მი­სა­მარ­თით. პატ­რი­არ­ქის გარ­და სი­ნოდ­ში არ არ­სე­ბობს არც ერთი მიტ­რო­პო­ლი­ტი, მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი თუ ეპის­კო­პო­სი, მე ბრძა­ნე­ბას მაძ­ლევ­დეს, თუმ­ცა უწ­მინ­დე­სი კი­დე­ვაც მიბ­რძა­ნებს, კი­დე­ვაც და­მა­ვა­ლებს...

თუ უწ­მინ­დე­სი და­ა­ვა­ლებს ქალ­ბა­ტონ შო­რე­ნას რა­მეს და თუ ის გა­დას­ცემს რა­მეს, მა­შინ ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლია, ეს გა­ა­კე­თოს", - გა­ნა­ცხა­და ქო­რე­პის­კო­პოს­მა ია­კობ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­კი­თხვას, რა­ტომ არის ის გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ად­რე­სა­ტი, ქო­რე­პის­კო­პოს ია­კო­ბის თქმით, იმი­ტომ, რომ მისი ეში­ნი­ათ.

"ჩემი შიში აქვთ. რა­ტომ ეში­ნი­ათ და იმი­ტომ, რომ მა­პა­ტი­ეთ და მა­ი­მუ­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ ვაძ­ლევ არა­ვის, რომ აკე­თოს და მა­გი­ტომ - ვინც არ უნდა იყოს ის", - აღ­ნიშ­ნა ქო­რე­პის­კო­პოს­მა ია­კობ­მა.

მე­უ­ფე პეტ­რე ცა­ა­ვას მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას ქო­რე­პის­კო­პოს­მა ია­კობ­მა დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს­თან და­კავ­ში­რებ­თაც ისა­უბ­რა. რო­გორც მან გა­ნა­ცხა­და, ხში­რად სხვე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო რცხვე­ნია.

"არ მინ­და და­ჭე­რილ ადა­მი­ან­ზე რამე ვილ­პა­რა­კო. ჩვენ­ზე ძა­ლი­ან იმას არას­დროს არ შეტ­კი­ო­და გული - რა თქმა უნდა, მა­მა­ლა­ძეს ვგუ­ლის­ხმობ და მა­მა­ლა­ძის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა­ზე პირ­ვე­ლად მე­უ­ფე პეტ­რეს­გან მო­ვის­მი­ნე. ვიც­ნობ მაგ ადა­მი­ანს და პირ­ვე­ლად მო­ვის­მი­ნე კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი­აო რომ თქვეს. არა­სე­რი­ო­ზუ­ლია ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი. თა­ვის­თვის (პეტ­რეს­თვის) არის უკე­თე­სი. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თუ უნდა რომ ავ­ტო­რი­ტე­ტი ჰქონ­დეს და პა­ტი­ვის­ცე­მა, მა­სე­თი რა­ღა­ცე­ე­ბით ხომ... ხში­რად მრცხვე­ნია ხოლ­მე სხვე­ბის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო", - გა­ნა­ცხა­და ქო­რე­პის­კო­პოს­მა ია­კობ­მა.

ჭყონ­დი­დის მიტ­რო­პო­ლი­ტი, მე­უ­ფე პეტ­რე ცა­ა­ვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­მარ­თავს, დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე თავ­დე­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ. მი­სი­ვე თქმით, ეს იქ­ნე­ბა ჰუ­მა­ნუ­რი და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

"მე მინ­და შემ­თხვე­ვით ვი­სარ­გებ­ლო და ჩემი თა­მა­მი აზრი გა­მოვ­თქვა. მე არ ვიცი, რამ­დე­ნად უწყობს კა­ნო­ნი ხელს და რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია ეს ამ მძი­მე ბრალ­დე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მაგ­რამ მე მი­აჩ­ნია, რომ გო­ნი­ე­რე­ბა უნდა აღ­მო­აჩ­ნდეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი, ამ მძი­მე ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი, თავ­დე­ბით უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს. რა თქმა უნდა, გა­მო­ძი­ე­ბა უნდა გაგ­რძელ­დეს მა­ღალპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად. რა თქმა უნდა, მას არ უნდა მი­ე­ცეს სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბა. ის, რომ მამა გი­ორ­გის გა­რეთ ყოფ­ნა რა­ი­მე საფრ­თხეს წა­მო­ად­გენ­დეს, ამას გა­მოვ­რი­ცხავ.

ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან დიდსუ­ლო­ვა­ნი, ძა­ლი­ან ჰუ­მა­ნუ­რი, ძა­ლი­ან ადა­მი­ა­ნუ­რი და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თუ, რა თქმა უნდა, ჩემს ამ თა­მამ აზრს და რჩე­ვას გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე პეტ­რემ.

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო 2017 წლის 2 თე­ბერ­ვალს ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თა და მი­უ­თი­თა, რომ მის­მა ნაც­ნობ­მა მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ სთხო­ვა სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში შხა­მი­ა­ნი ნივ­თი­ე­რე­ბის - "ცი­ა­ნი­დის" მო­ძი­ე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც ამ უკა­ნას­კნელს, რო­გორც შეხ­ვედ­რი­სას განმცხა­დე­ბელ­მა გა­არ­კვია, უნდა მო­ეხ­დი­ნა მა­ღა­ლი იერ­არ­ქი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფა. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში არ აკონ­კრე­ტე­ბენ, იყო თუ არა ეს მა­ღა­ლი იერ­არ­ქი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პირი სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს- პატ­რი­არ­ქი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"მე პატრიარქის გარდა დავალებას ვერავინ მაძლევს" - ქორეპისკოპოსი იაკობი მეუფე პეტრე ცაავასა და შორენა თეთრუაშვილზე

"მე პატრიარქის გარდა დავალებას ვერავინ მაძლევს" - ქორეპისკოპოსი იაკობი მეუფე პეტრე ცაავასა და შორენა თეთრუაშვილზე

ჩემი მისამართით რასაც ამბობს, მოვიდეს პირში მითხრას, - ასე პასუხობს ქორეპისკოპოსი იაკობი ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც მეუფე იაკობმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ბრალდებები არასერიოზულია.

"მეუფე პეტრემ თავის ნათქვამზე თვითონ უნდა გააკეთოს კომენტარები. ჩემი მისამართით რასაც ამბობს, მოვიდეს პირში მითხრას", - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

იხილეთ ვიდეო| "ჩემი შიში აქვთ" - ქორეპისკოპოსი იაკობი მეუფე პეტრეს ბრალდებებზე

რაც შეეხება შეკითხვას, მართლაც აქვს თუ არა საპატრიარქოში დიდი გავლენა შორენა თეთრუაშვილს, როგორც ამას მეუფე პეტრე ცაავას ამტკიცებს, ქორეპისკოპოს იაკობის თქმით, "შეიძლება მეუფე პეტრეზე აქვს და უნდა მისი გავლენისგან გათავისუფლება".

"შეიძლება მეუფე პეტრეზე აქვს (გავლენა) და გათავისუფლება უნდა მისი გავლენისგან. ჩვენზე რა გავლენა უნდა ჰქონდეს? ეს არის არასერიოზული რაღაც", - აღნიშნა ქორეპისკოპოსმა იაკობმა.

"პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი მისი გარემოცვის წევრებს, რამდენიმე სასულიერო პირს, მისი დავალებების კარგად შემსრულებლებს " ოქროს თევზს" ეძახის, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ გადაცემაში "არჩევანი" განაცხადა.

მან ისაუბრა ასევე მეუფე იაკობზე და აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ის "უნებლიე თანამონაწილეა შორენა თეთრუაშვილის ინტრიგების".

"შორენა თეთრუაშვილი მისი გარემოცვის წევრებს, რამდენიმე სასულიერო პირს, მისი დავალებების კარგად შემსრულებლებს ეძახის "ოქროს თევზს". ეს არის პროტოპროსვიტერი გიორგი, ქორეპისკოპოსი თეოდორე პირველ რიგში, რომელიც ფინანსურ საკითხებში არის ყველაზე მეტად ჩართული.

რაც შეეხება მეუფე იაკობს, ის არის ძალიან პატრიოტი ადამიანი. მე ვფიქრობ, რომ შეცდომაშია შესული, რაღაც პიროვნული დაპირისპირებით, ჩართულია სამწუხაროდ ამ ქალბატონის მიერ დაწყებულ ინტრიგებში, უნებლიეთ არის თანამონაწილე. ჩემი პირადი აზრია, რამეთუ ვიცი მისი გულისხმიერება და სიყვარული სამშობლოს და ეკლესიის მიმართ", - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა.

ქორეპისკოპოსი იაკობი მეუფე პეტრე ცაავას პასუხობს და განმარტავს, რომ ერთადერთი, ვის მითითებებსაც ემორჩილება, პატრიარქია, ხოლო პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი "თავის საქმეს აკეთებს".

"როგორ დავახასიათებ? - ჩვეულებრივად, თავის საქმეს აკეთებს. მე პატრიარქის გარდა დავალებას ვერავინ მაძლევს. სამარცხვინოა ამაზე საუბარი. "ოქროს თევზებს" რაც შეეხება - პირველად გუშინ გავიგე მეუფე პეტრესგან. არასერიოზულია უბრალოდ. მეუფეს უნდა შერცხვეს. როგორ უნდა შემხვდეს, არ ვიცი. დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. ჩემგან თანადგომის მეტი არაფერი უნახავს და ასეთ სამარცხვინო რაღაცას ჩემზე რომ ამბობს, თვითონ მაინც იცის, რომ იტყუება ჩემი მისამართით. პატრიარქის გარდა სინოდში არ არსებობს არც ერთი მიტროპოლიტი, მთავარეპისკოპოსი თუ ეპისკოპოსი, მე ბრძანებას მაძლევდეს, თუმცა უწმინდესი კიდევაც მიბრძანებს, კიდევაც დამავალებს...

თუ უწმინდესი დაავალებს ქალბატონ შორენას რამეს და თუ ის გადასცემს რამეს, მაშინ ყველა ვალდებულია, ეს გააკეთოს", - განაცხადა ქორეპისკოპოსმა იაკობმა.

რაც შეეხება შეკითხვას, რატომ არის ის გაჟღერებული ბრალდებების ერთ-ერთი მთავარი ადრესატი, ქორეპისკოპოს იაკობის თქმით, იმიტომ, რომ მისი ეშინიათ.

"ჩემი შიში აქვთ. რატომ ეშინიათ და იმიტომ, რომ მაპატიეთ და მაიმუნობის საშუალებას არ ვაძლევ არავის, რომ აკეთოს და მაგიტომ - ვინც არ უნდა იყოს ის", - აღნიშნა ქორეპისკოპოსმა იაკობმა.

მეუფე პეტრე ცაავას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას ქორეპისკოპოსმა იაკობმა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებთაც ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, ხშირად სხვების განცხადებების გამო რცხვენია.

"არ მინდა დაჭერილ ადამიანზე რამე ვილპარაკო. ჩვენზე ძალიან იმას არასდროს არ შეტკიოდა გული - რა თქმა უნდა, მამალაძეს ვგულისხმობ და მამალაძის კეთილსინდისიერებაზე პირველად მეუფე პეტრესგან მოვისმინე. ვიცნობ მაგ ადამიანს და პირველად მოვისმინე კეთილსინდისიერიაო რომ თქვეს. არასერიოზულია ასეთი განცხადებები. თავისთვის (პეტრესთვის) არის უკეთესი. საზოგადოებაში თუ უნდა რომ ავტორიტეტი ჰქონდეს და პატივისცემა, მასეთი რაღაცეებით ხომ... ხშირად მრცხვენია ხოლმე სხვების მიერ გაკეთებული განცხადებების გამო", - განაცხადა ქორეპისკოპოსმა იაკობმა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა ხელისუფლებას მიმართავს, დეკანოზი გიორგი მამალაძე თავდებით გაათავისუფლონ. მისივე თქმით, ეს იქნება ჰუმანური და ქრისტიანული გადაწყვეტილება.

"მე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ჩემი თამამი აზრი გამოვთქვა. მე არ ვიცი, რამდენად უწყობს კანონი ხელს და რამდენად შესაძლებელია ეს ამ მძიმე ბრალდებიდან გამომდინარე, მაგრამ მე მიაჩნია, რომ გონიერება უნდა აღმოაჩნდეს ხელისუფლებას, რომ დეკანოზი გიორგი, ამ მძიმე ბრალდებით დაკავებული, თავდებით უნდა გათავისუფლდეს. რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა გაგრძელდეს მაღალპროფესიონალურად. რა თქმა უნდა, მას არ უნდა მიეცეს საქართველოს დატოვების უფლება. ის, რომ მამა გიორგის გარეთ ყოფნა რაიმე საფრთხეს წამოადგენდეს, ამას გამოვრიცხავ.

ეს იქნება ძალიან დიდსულოვანი, ძალიან ჰუმანური, ძალიან ადამიანური და ქრისტიანული გადაწყვეტილება, თუ, რა თქმა უნდა, ჩემს ამ თამამ აზრს და რჩევას გაითვალისწინებენ", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - "ციანიდის" მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი